განაჩენი

სისხლის სამართლის 30.11.2018
საქმის ნომერი
210100116001515609
ინსტანცია
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 210100116001515609

საქმე №1/ბ 917-18

g ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

მარიამ ნანეიშვილის და სოფო კაპანაძის მდივნობით,პროკურორის: გ--------------–---–--

ადვოკატის: ო-----------–---–--

მსჯავრდებულის: ხ-------------–----

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ხ-------------–---- ინტერესების დამცველი ადვოკატის და ასევე, ს--------- რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--------------–---–-- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ხ-------------–---- მიმართ, დაბადებული: 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი N25---------- ნასამართლობის არ მქონე, ტექნიკური განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლ----------------------------–--–-----------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

ს--------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განაჩენით, ხ-------------–--- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გამართლდა.

ხ-------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.

მსჯავრდებულ ხ-------------–--- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 ივნისიდან.

ხ-------------–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 1 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, ს-----------------------–-----–---- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხ-------------–---მ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შსს ს--------------------–--------------–----–------------–-–--------------–----------------- პოლიციელ ზ-------------–---–-- სამსახურებრივი საქმიანობასთან დაკავშირებით, მოახდინა მის კუთვნილ ავტომანქანაზე, V------------------- ტრანზიტული ნომრით N------ თავდასხმა, რა დროსაც ქვის დარტყმით, განზრახ გაანადგურა, მანქანის უკანა საქარე მინა.

ხ-------------–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში: ზ-------------–---–- მუშაობდა რა შსს ს--------- რაიონული სამმართველოს წნორის პოლიციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, 2016 წლის 1 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, ს-----------------------–-----–---- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხ-------------–---მ პოლიციელ ზ-------------–---–-- სამსახურებრივი საქმიანობის ხელის შეშლის მიზნით, მოახდინა მის კუთვნილ ავტომანქანაზე, V------------------- ტრანზიტული ნომრით N------ თავდასხმა, რა დროსაც ქვის დარტყმით, განზრახ გაანადგურა, მანქანის უკანა საქარე მინა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს--------- რაიონული პროკურატურის პროკურორის გო------------–---–-- და მსჯავრდებულ ხ-------------–---- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.

ბრალდების მხარემ მოითხოვა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ხ-------------–---- დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ხ-------------–---- სსკ-ის 3531 მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, 2018 წლის 29 ნოემბერს, ს--------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა გო------------–---–-- შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულ ხ-------------–---ს მიერ ბრალის აღიარებისა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ ხ-------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა ხ-------------–---მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ომარ ხარაიშვილმა.

სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ის სრულად აცნობიერებს და აღიარებს იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის ეთანხმება. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ის აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს, შეთანხმების ყველა

პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ხ-------------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ფორმა N1-ით; დაზარალებულ ზ-------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების: ლ-–---------–---–----------------–---–-----------------–---–------------------–---–-----–-–---------–--------–------------–----------------------–--------------------–------------------–---------------------–-–---–-------–-----------------–-–---–-----------------–--–---–-- გამოკითხვის ოქმებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულ ხათუმა მუმლაძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ს--------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილსა და მსჯავრდებულ ხ-------------–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;

2. ს--------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. ხ-------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი)წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი) წელი;

4. მსჯავრდებულ ხ-------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 5 ივნისიდან;

5. პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ ხ-------------–---- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ხ-------------–---- მიმართ ს--------- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ა---------------–---------------------აკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ლ--------------------------–--------------–--------------------------------------

7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:

-ქვა ერთ ფუთად, რომელიც ინახება შსს ს--------- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

8.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი