განაჩენი

სისხლის სამართლის 30.11.2018
საქმის ნომერი
330100118002632293
ინსტანცია
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002632293

საქმე № 1ბ/1414-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მურმან ისაევმა

 

ქ. თბილისის ვ---------------–--------------–--------------------ს პროკურორის გ-------– ნ-–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ლ-–- თ------------ ძე კ-------–--ის - დაბადებულის 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--------------–----------–---------–--–------ში, მიმართ, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-–- კ-------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 07:50 საათზე, თბ--–--–-----------------–----------------------–---------------–---------------------–- ლ-–- კ-------–--ე 9მმ. ნომინალური კალიბრის ხმოვანი რევოლვერის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ----, თ---------- კ-------–--ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 ოქტომბრის განაჩენით:

 

ლ-–- კ-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 11 აგვისტოდან 2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით) ლ-–- კ-------–--ეს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ლ-–- კ-------–--ეს ზ/აღნიშნული უფლებების შეზღუდვის ვადა აეთვალა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

 

მსჯავრდებულ ლ-–- კ-------–--ის მიმართ შეფარდებული ა/ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვ---------------–--------------–--------------------ს პროკურორმა გ-------– ნ-–------ემ, აპელანტის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებულის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მოტივის გათვალისწინებით მსჯავრდებულ ლ-–- კ-------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის განესაზღვროს სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ვინაიდან დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ლ-–- კ-------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ-–- კ-------–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები; ბინის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული რევოლვერი; დაკავების ოქმი; ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და სხვ. რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ-–- კ-------–--ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლო განმარტავს, საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, რომ მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში თ---------- კ-------–--ეს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, ვინაიდან ლ-–- კ-------–--ემ 9მმ. ნომინალური კალიბრის ხმოვანი რევოლვერის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ----, თ---------- კ-------–--ეს. სასამართლო თვლის, რომ ასეთ ქმედებაზე ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი (და არა ძალიან მშიშარა, ან პირიქით ძალიან გულადი) ჩათვლიდა, რომ მუქარა იყო რეალური.

 

საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულია ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და მისი გამკაცრება არ არის აუცილებლი.

 

სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.

 

სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქმეში არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ მსჯავრდებულ ლ-–- კ-------–--ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და შერიგებულია, ამასთანავე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, რამაც ხელი შეუწყო სახელმწიფო რესურსის დაზოგვას, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

 

სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ საქმეში დამამძიმებელი გარემოება არის მსჯავრდებულის წარსულში ნასამართლობის ქონა.

 

მსჯავრდებულ ლ-–- კ-------–--ისათვის დანიშნული სასჯელის განსაზღვრისას, პირველი ინტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ყველა ის გარემოება რაც კანონით არის გათვალისიწინებული და განსაზღვრულია ადეკვატური, სამართლიანი და პრორპორციული სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი სასჯელის განსაზღვრისას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის ვ---------------–--------------–--------------------ს პროკურორის გ-------– ნ-–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 ოქტომბრის განაჩენი ლ-–- კ-------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ვ---------------–--------------–--------------------ს პროკურორის გ-------– ნ-–------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 ოქტომბრის განაჩენი ლ-–- კ-------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

ლ-–- კ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 11 აგვისტოდან 2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით) ლ-–- კ-------–--ეს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ლ-–- კ-------–--ეს ზ/აღნიშნული უფლებების შეზღუდვის ვადა აეთვალოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ლ-–- კ-------–--ის მიმართ შეფარდებული ა/ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ლ-–- კ-------–--ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული რევოლვერი (ინახება ვ----------------–----–--------------–-------------------–---ში) გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

 

ექსპერტების მიერ გამოყენებული ხელთათმანები, რევოლვერიდან აღებული ანაწმენდები და ლ-–- კ-------–--ის ნერწყვის ნიმუში (ინახება ვ---------------–----–--------------–-------------------–---–ი) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი