განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2018
საქმის ნომერი
330100116001451267
ინსტანცია
თარიღი
03.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100116001451267

საქმე №1ბ/516-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორების: მი--------------------------–----------

ადვოკატის: აპ---–----------------

მსჯავრდებულის: თე------------

მონაწილეობით,მსჯავრდებულ თე------------ ინტერესების დამცველი ადვოკატის აპ---–---------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, თ-----------–--------------- მიმართ, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------- დაბადებული 1----–-–------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ---------------------------–------–------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენით, თ------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, თე------------ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით.

მსჯავრდებულ თე------------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 11 ოქტომბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით და 2016 წლის 4 მარტიდან 2016 წლის 22 აპრილის ჩათვლით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული თ------------ 2018 წლის 5 სექტემბერს 10(ათი)თვით და 9(ცხრა)დღით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.

თე------------ მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 23 ივნისს, საღამოს საათებში, თ---–--–-------------------------------------------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, თ------------ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ი-----–-------–---–-ს კუთვნილ 300 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა ამავე ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თე------------ ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა----–----------------- რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი ეფუძნება საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოპოვებულ და გაყალბებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. კერძოდ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი შექმნილია არა უშუალოდ იმ პირის მიერ ვისი სახელი და გვარიც არის მასზე დაფიქსირებული, არამედ მისი კომპიუტერიდან სხვა თანამშრომლის მიერ, რაც დაადასტურა თავად დაზარალებულმა ი-----–-------–---–--- ამასთან, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის შედგენა მოხდა ი-----–-------–---–-ს და თე------------ დაკითხვის შემდეგ, ვიანიდან მასში აღნიშნულია, რომ გამოძიება დაიწყო მობილური ტელეფონის - „------- ქურდობის ფაქტზე, ხოლო დაზარალებულის განცხადებაში დანაშაულის შესახებ შეტყობინების თაობაზე მობილური ტელეფონის მოდელი დაფიქსირებული არ არის. რაც შეეხება უშუალოდ დაზარალებულის და ბრალდებულის ჩვენებებს, ისინი შედგენილია გამომძიებლის კარნახით და რეალობასთან არაფერი საერთო არ აქვს. დაზარალებულ ი-----–-------–---–--- სამართალდამცავ ორგანოში განხორციელდა ზეწოლა, მას აიძულებდნენ განცხადების დაწერისას ქურდად დაესახელებინა თ------------. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ დაზარალებულმა თავისი ნებით მისცა ჩვენება თე------------ წინააღმდეგ, გასათვალისწინებელია, რომ საქმეში არ მოიპოვება ხელწერილი მის მიერ განცხადების დაწერამდე მისი ცრუ დასმენისათვის გაფრთხილების თაობაზე. დაცვის მხარე ასევე აპელირებს, რომ არასრულყოფილად და კანონის არსებითი დარღვევითაა შედგენილი პირის დაზარალებულად ცნობისა და ბრალდების შესახებ დადგენილებები. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება წინ უსწრებს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებას, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როცა არ არსებობდა სათანადო ეჭვის საფუძველი, რომ თ------------მ ჩაიდინა მართლსაწინაარმდეგო და ბრალეული ქმედება, ი-----–-------–---–- დაზარალებულად იქნა ცნობილი. გარდა ამისა, საქმეში არ მოიპოვება არანაირი წერილობითი დოკუმენტი, რითაც დადასტურდებობდა, რომ დადგენილების შესაბამისი პირისათვის გაცნობა პროკურორმა დაავალა გამომძიებელს.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თე------------ მიერ ი-----–-------–---–-ს მობილური ტელეფონის, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფაქტს. სასამართლოში დაკითხული მოწმეების და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობა პირდაპირ მიუთითებს მსჯავრდებულზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი-----–-------–---–-- განაცხადა, რომ 2016 წლის 23 ივნისს შუადღისას შეხვდა მეგობარ თე------------, რომელთან ერთადაც ლუდი დალია პარკში, ს----------–------ ლუდის სმის დროს იგი გარკვეული პერიოდით გავიდა საპირფარეშოში, რა დროსაც მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი დატოვა მაგიდაზე. დაბრუნებისას შეხვდა თ------------, რომელიც ასევე მიდიოდა საპირფარეშოში. მაგიდასთან მისვლისას კი მობილური ტელეფონი არ დახვდა. მას ამ ფაქტისათვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან იფიქრა, რომ მობილური თ------ აიღო. თუმცა, როგორც თ------------მ დაბრუნებისას განუცხადა, მან ი-----–-------–---–-ს მობილური ტელეფონი თავის კუთვნილ ტელეფონთან ერთად დატოვა მაგიდაზე. მოწმემ გადაწყვიტა იმ საღამოს სახლში წასულიყო, ვინაიდან გვიანი იყო. წასვლამდე უცნობ ბიჭს სთხოვა ზარის გაშვება ტელეფონებზე, თუმცა ორივე ტელეფონი გამორთული აღმოჩნდა. შაბათ-კვირას იგი იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც პერიოდულად რეკავდა მისი და თე------------ ტელეფონის ნომრებზე, მაგრამ ორივე ტელეფონი კვლავ გამორთული იყო. მოგვიანებით მოახერხა დაკავშირება თე------------ ნომერზე, სადაც ამ უკანასკნელმა უპასუხა და უთხრა, რომ მისი კუთვნილი ნომერი აღადგინა. ორშაბათ დღეს თე------------თან ერთად მივიდა განყოფილებაში და განაცხადა ტელეფონის დაკარგვის შესახებ. გამომძიებელმა დააწერინა განცხადება მომხდარის თაობაზე, ასევე მას წარუდგინა ტელეფონის ყუთი, რის შემდეგაც მონაწილეობა მიიღო ტელეფონის ყუთის დათვალიერებაში. აღნიშნულზე შედგა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნო. გამომძიებელ ნ------------–-–---–- დაავალეს, რომ მას დაეკითხა და დანარჩენს გამომძიებელი ხ----------–---–- გააგრძელებდა. მის მიმართ გამომძიებლის მხრიდან დაკითხვის დროს არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და ნებაყოფლობით მისცა ჩვენება. ასევე მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა პროკურორის მხრიდან. თ------------მ ტელეფონის დაკარგვის პირველივე დღეს უთხრა, ნუ ნერვიულობ, დავძებნით ტელეფონს და ვიპოვითო. ხოლო დაკითხვის შემდეგ განუცხადა, რატომ წახვედი პოლიციის განყოფილებაში, „გეკისრა“ რამე და მოგცემდი ტელეფონსო.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----–----–-------- განაცხადა, რომ მუშაობს ქ------–--–--------------------ში მდებარე ლომბარდში, ტექნიკის შემფასებლის პოზიციაზე. 2016 წლის 23 ივნისს დაახლოებით შუადღის საათებში მათთან მივიდა კლიენტი - თ------------, რომელმაც მიუტანა თეთრი ფერის „ჰ-------- ფირმის მობილური ტელეფონი. მას სურდა ტელეფონის სანაცვლოდ 150 ლარის მიღება, თუმცა ვინაიდან ტელეფონი დაზიანებული აღმოჩნდა, შეუთანხმდა 130 ლარის გადაცემაზე. მოწმემ თე------------ გამოართვა პირადობის მოწმობა, რის საფუძველზეც შეავსო ხელშეკრულება. მასში მიუთითა კლიენტის პირადი ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი, მოდელი და იმეი კოდი, ამის შემდეგ გადასცა ფულადი თანხა, თუმცა თ------------მ ვერ მოაწერა ხელი ხელშეკრულებაზე ვინაიდან ეჩქარებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ მიუხედავად ხელმოწერის არარსებობისა, ხელშეკრულებაში ნამდვილად თე------------ მონაცემებია შეტანილი. მოგვიანებით მან გამომძიებელს წარუდგინა ვიდეო კამერის ჩანაწერები, რომლებიც დათვალიერებული იქნა მისი მონაწილეობით და შედგა შესაბამისი ოქმი.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თა-----------------მ განაცხადა, რომ მუშაობს ქ------–--–--------------------ში მდებარე ლომბარდში. 2016 წლის 26 ივნისს სამსახურში მისი თანამშრომელი მ-----–----–------- იმყოფებოდა, რომელიც მეორე დღეს შეცვალა თვითონ. სწორედ მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მივიდა ლომბარდში გამომძიებელი, რომელსაც წარუდგინა თე------------თან გაფორმებული სალომბარდო ხელშეკრულება და თე------------ მიერ ჩაბარებული მობილური ტელეფონი. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელზეც მოწმემ ხელი მოაწერა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გიო----------------–---–-ა განაცხადა, რომ 2016 წლის ივნისის თვეში მუშაობდა ვ---------------–----------------–-------------------–---–- უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 27 ივნისს დაზარალებულმა ი-----–-------–---–-- მიმართა განცხადებით, რომ 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოპარეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. ასევე, დაასახელა, რომ ქურდობის სავარაუდოდ ჩამდენი უნდა ყოფილიყო მისი თანმხლები პირი - თ------------. მოწმემ აღნიშნული განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, შეავსო გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ხოლო ვინაიდან ჰქონდა სხვა საქმეებიც, დაეხმარა მისი ჯგუფის წევრი, სხვა გამომძიებელი და პირველადი დაკითხვები განახორციელა მან. გიო----------------–---–-ა ასევე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და სხვადასხვა საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება. ასევე განმარტა, რომ მის მიერ შედგენილი საგამოძიებო მოქემდებების ოქმები საქმეში წაროადგინა სრულყოფილად. დაზარალებულად ცნობისა და ბრალდების შესახებ დადგენილებები შესაბამის პირებს გააცნო პროკურორის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ------------–-–---–-- განაცხადა, რომ განსახილველ საქმეზე გამოძიება დაწყებული იქნა გამომძიებელ გ------- ხ----------–---–-ს მიერ, რომელმაც მიიღო ი-----–-------–---–-ს განცხადება, 2016 წლის 27 ივნისს. თუმცა ვინაიდან გ-------ს მოუწია პროკურატურაში წასვლა სხვა საქმესთან დაკავშირებით, თვითონაც ჩაერთო აღნიშნულ საგამოძიებო ჯგუფში, რის შემდეგაც მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ი-----–-------–---–- და ბრალდებული თ------------. მან მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში ზუსტად ისე ასახა ინფორმაცია, როგორც მიაწოდეს გამოკითხულმა პირებმა. მოწმემ დადასტურა, რომ გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი შექმნა გიო----------------–---–-ა, საკუთარი პროგრამით, რის შემდეგაც ელექტრონულად დაამატა მოწმეც და მას შემდეგ რაც ნ------------–-–---–--– გამოუჩნდა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე პროგრამაში, შეძლო მოწმეთა დაკითხვა ეწარმოებინა. რაც შეეხება დაკითხვის ოქმებში ტელეფონის სახელწოდების სრულყოფილად დაფიქსირებას, მოწმემ განმარტა, რომ ტელეფონის დასახელება შეიტანა ისე როგორც მოწმეებმა უთხრეს, შესაძლოა იგი ფურცელზე დააწერინა ცალკე და შემდეგ შეიტანა ოქმში.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------------მ განაცხადა, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმე წარმოებაში ჰქონდა გამომძიებელ გ------- ხ----------–---–-, რომელიც გადავიდა სხვა თანამდებობაზე. მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეები და საქმეებზე დართული ნივთმტკიცებები კი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გადანაწილდა განყოფილებაში დასაქმებულ რამდენიმე თანამშრომელზე, მათ შორის მასზეც. თე------------ მიმართ სისხლის სამართლის საქმე უკვე გადაგზავნილი იყო სასამართლოში და მოწმემ გადაიბარა მხოლოდ ი-----–-------–---–-ს ტელეფონი, რომელიც ინახებოდა განყოფილებაში. ამის შემდეგ ი-----–-------–---–- რამდენჯერმე იყო მათთან მისული და სთხოვდათ შემჭიდროვებულ ვადებში ტელეფონის დაბრუნებას, ვინაიდან აპირებდა საზღვრგარეთ წასვლას. მოწმემ ზედამხედველი პროკურორის თანხმობით გადასცა ი-----–-------–---–- კუთვნილი მობილური ტელეფონი, რაზეც შედგენილი იქნა შესაბამისი ხელწერილი.

2016 წლის 27 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ თ------------მ მიუთითა იმ ლომბარდზე, სადაც ჩააბარა ი-----–-------–---–-ს ტელეფონი. ამის შემდეგ, თე------------თან და ექსპერტებთან ერთად პოლიციის განყოფილებიდან „-----------–----------------------------------------------. გავიდნენ კ--------- ქუჩაზე. სასტუმრო „----–-------------- მოუხვიეს მარცხნივ უსახელოს ქუჩაზე და გაჩერდნენ პ--------------------ში მდებარე ლომბარდთან „------ რომელიც არის ი/მ გ-----–--- კუთვნილი. ლომბარდს წინა მხარეს აქვს აბრა, სადაც წითელ ფონზე წერია თეთრი ასოებით „ლომბარდი“, ასევე აბრაზე ხატია ელექტრო ტექნიკა. ლომბარდი აქვს ჩასასვლელი ბეტონის კარი და მუქი ფერის მეტალის კარი ღია მდგომარეობაში.

2016 წლის 27 ივნისის მობილური ტელეფონის და ხელშეკრულების დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შსს ქ.თბილისის პო-–-–--------------------------------------–----------------–-------------------–---- გამომძიებელ გ------- ხ----------–---–-ს მიერ დათვალიერებული იქნა თ------------------- მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი „--------- ფირმის მობილური ტელეფონი და სალომბარდო ხელშეკრულება N----- მობილური ტელეფონი არის თეთრი ფერის, რომელსაც წინა მხარეს ეკრანის ზევით აქვს წარწერა „-------, ხოლო უკანა მხარეს კორპუსის შუა ნაწილში ასევე აქვს წარწერა „-------. მობილური ტელეფონი იქნა ჩართული და ჩართვის შემდეგ აკრებილი იქნა კომბინაცია *----- რის შემდეგაც, ეკრანზე დაეწერა მობილური ტელეფონის იმეი კოდი 8--------------- დათვალიერების შემდეგ მობილური ტელეფონი დაილუქა ერთ პაკეტად ლუქით 2------- რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი. ხელშეკრულება N1----ში მითითებულია ჩამბარებლის სახელი-გვარი, პირადი ნომერი თ------------ პ/ნ 6----------- ჩაბარების თარიღი 2---------–- თანხა 130 ლარი. მობილური ტელეფონის დასახელება და იმეი კოდი 8---------------

2016 წლის 29 ივნისის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შსს ქ.თბილისის ვ---------------–----------------–-------------------–---- უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის გ------- ხ----------–---–-ს მიერ დათვალიერებული იქნა ი-----–-------–---–-ს მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ყუთი, რომელიც არის თეთრი ფერის მართკუთხა ფორმის, ყუთის სახურავის ზედა მხარეს ოქროსფრად აქვს წარწერა „------------------ ხოლო ყუთის სახურავის ერთ-ერთ გვერდზე მიკრული აქვს სტიკერი, რომელიც არ არის დაზიანებული და სტიკერზე იკითხება მობილური ტელეფონის იმეი კოდი „----------------- ყუთში მოთავსებული არაფერი არ არის. ყუთის დათვალიერების შემდეგ გადაღებული იქნა სტიკერის ქსეროასლი, რომელზეც მითითებულია იმეი კოდი, რომელიც დაერთო საქმეს, ხოლო ყუთი დაუბრუნდა წარმომდგენს ი-----–-------–---–--

2016 წლის 29 ივნისის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შსს ქ.თბილისის ვ---------------–----------------–-------------------–---- უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის გ------- ხ----------–---–-ს მიერ დათვალიერებული იქნა ქ.თბილისი, პ----------------ში მდებარე ინდ. მეწარმე „----- გ-----–---“ კუთვნილ ლ----------------- შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი. ჩანაწერი, რომელიც გადაღებულია 2016 წლის 26 ივნისს. ჩანაწერის ხანგძლივობა 8 წუთი და 49 წამია. ჩანაწერის დაწყებიდან რამდენიმე წამში კადრში ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია კუბოკრული პერანგი და აქვს მოკლედ შეჭრილი თმა, ხელში უჭირავს თეთრი ფერის მობილური ტელეფონი და აწვდის ოპერატორს. მ-----–----–-------ს მითითებით, ეს პიროვნება არის თ------------, რომელმაც დაალომბარდა მობილური ტელეფონი, ხოლო ოპერატორი არის თვითონ. ჩანაწერის დასრულებისას ეს პიროვნება იღებს ფულად თანხას და მიდის.

2016 წლის 14 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის „------- A-------------------------------------------- საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს 300(სამასი)ლარს. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თ------------ და განმარტა, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა სრულყოფილი კვლევა, რის შედეგადაც დადგინდა მობილური ტელეფონის საბაზრო ღირებულება.

ამდენად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეჯერებულ, სანდო და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ თ------------მ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. დაზარალებულ ი-----–-------–---–-ს, მოწმეების მ-----–----–-------ს, გ------- ხ----------–---–-ს და ნ------------–-–---–-- ჩვენებებით, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მობილური ტელეფონისა და სალომბარდე ხელშეკრულების დათვალიერების ოქმით, ლომბარდის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმით, დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი ტელეფონის ყუთის დათავალირების ოქმითა და ტელეფონზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დგინდება, რომ 2016 წლის 23 ივნისს, ქ.თბილისში, 2--------------------- არსებულ სკვერში, თ------------ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ი-----–-------–---–-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს - „------------------ იმეი კოდით 8--------------- რომელიც მოგვიანებით ჩააბარა პ--------------------ში მდებარე, ინდ. მეწარმე „----- გ-----–---“ კუთვნილ ლომბარდში 130 ლარის სანაცვლოდ. აღნიშნული ქმედებით თ------------მ დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი - 300(სამასი)ლარის ოდენობით.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა უფლებამისილების განხორციელებისას ჩაიდინეს არაერთი სიყალბე, ვინაიდან აპელანტის მსჯელობა წინააღმდეგობაშია საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების ჩვენებებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარე გვთავაზობს ბრალდების მხარისაგან სრულიად განსხვავებულ ვერსიას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, იგი სათანადო მტკიცებულებებით უნდა იქნეს გამყარებული, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

პალატა განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. ამასთან, მათი სისწორე და კანონიერება საქმის არსებითი განხილვისას დადასტურებული იქნა ავტორების მიერ, რომელთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველიც პალატას არ გააჩნია. საქმის მასალებით არ არის გამოვლენილი და ვერც დაცვის მხარის მიერ იქნა დასაბუთებული, თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს მსჯავრდებულის მიმართ, რომ მოეხდინ--- მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და ასევე სასამართლოსათვის მიეწოდებინ--- თე------------ ბრალეულობის დამადასტურებელი ცრუ ინფორმაცია.

რაც შეეხება ადვოკატის განმარტებას, რომ დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვისას შუამდგომლობების დაყენების გარდა სხვა ბერკეტი არ გააჩნდა დაეცვა ბრლდებულის უფლებები, პალატა განმარტავს, რომ სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტება, მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და მოწმეებზე ზემოქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს, რომლებთან დაკავშირებითაც ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დაცვის მხარე უფლებამოსილი იყო შესაბამისი ორგანოებისათვის მიემართა განცხადებით.

მოწმეებმა: ნ------------–-–---–-- და გიო----------------–---–-ა ნ---ლად განმარტეს სასამართლო სხდომაზე, რომ დაზარალებულ ი-----–-------–---–-ს ჩვენების საფუძველზე გამოძიება დაიწყო გამომძიებელმა გიო----------------–---–-ა. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი შექმნა სწორედ მან, ხოლო ვინაიდან აღნიშნულის შემდეგ იგი სხვა საქმესთან დაკავშირებით გასასვლელი გახდა განყოფილებიდან, მან განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო ჯგუფში დაამატა გამომძიებელი ნ------------–-–---–-–- ეს უკანასკნელი მხოლოდ გამოძიების დაწყების პირველ ეტაპზე დაეხმარა გ------- ხ----------–---–- და განახორციელა ი-----–-------–---–-ს და თე------------ დაკითხვები. მოწმე გ------- ხ----------–---–-ს განმარტებით ი-----–-------–---–-ს განცხადება მისი ტელეფონის მოპარვის ფაქტთან დაკავშირებით სწორედ მან მიიღო და მასში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. თუმცა, შესაძლოა დაზარალებულმა მისი ტელეფონის მოდელი განუცხადა ზეპირსიტყვიერად და აქედან მოხვდა მისი დასახელება - „H------ გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათში. მოწმე ნ------------–-–---–-- კი თავის მხრივ განმარტა, რომ მის მიერ დასაკითხ პირებზე არ განხორციელებულა არანაირი ზეწოლა, მან ზუსტად ისე ასახა ოქმებში ინფორმაცია, როგორც გადმოსცემდნენ. რაც შეეხება დაკითხვის ოქმებში ტელეფონის სახელწოდების სრულყოფილად დაფიქსირებას, მოწმემ განმარტა, რომ ტელეფონის დასახელებაც მოწმეთა მითითების შესაბამისად ასახა. შესაძლოა იგი ცალკე ფურცელზეც დააწერინა და შემდეგ გადაიტანა დაკითხვის ოქმში. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მობილური ტელეფონის დასახლების სრულყოფილად მითითება, არ საჭიროებს რომელიმე უცხო ენის ფლობას. ამასთან, თე------------ და ი-----–-------–---–-ს დაკითხვის ოქმები ხელმოწერილია თითოეულის მიერ და თუ ისეთი ინფორმაცია იქნებოდა მასში შეტანილი, რაც მათი მხრიდან არ გაჟღერებულა, ისინი უფლებამოსილნი იყვნენ შესაბამისი შენიშვნები დაეფიქსირებინ--- ოქმებზე.

უშუალოდ დაზარალებულ ი-----–-------–---–-ს ჩვენების შეფასების თვალსაზრისით კი, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, პალატა აფასებს რა დაზარალებულ ი-----–-------–---–-ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მიცემულ ჩვენებას, განმარტავს, რომ მისი მითითებით, არც საგამოძიებო ორგანოსა და არც სასამართლოში დაკითხვის დაწყებამდე მასზე არანაირი სახის ზეწოლა გამოძიებლის ან პროკურორის მხრიდან არ განხორციელებულა და მან ჩვენება ორივე შემთხვევაში მისცა ნებაყოფლობით. ამასთან, გაუგებარია რა სახის ზემოქმედებასა და მუქარაზე საუბრობს დაცვის მხარე, როდესაც ი-----–-------–---–- იკითხებოდა სასამართლო სხდომაზე, სრულიად თავისუფალ გარემოში მოსამართლის წინაშე და არანაირად არ ჰქონდა შესაძლებლობა შეზღუდული სასამართლოსათვის განეცხადებინა ინფორმაცია მასზე ზეწოლის შესახებ, თუკი ასეთს ექნებოდა ადგილი. ი-----–-------–---–- სასამართლო სხდომაზე არ განუმარტავს, რომ თ------------ ეუბნებოდა - „იქნება „პურმარილი“ იქნება ტელეფონიო“, როგორც ამას დაცვის მხარე მიუთითებს. დაზარალებულმა სასამართლოს დაუდასტურა, რომ თ------------ ტელეფონის დაკარგვის შემდეგ ეუბნებოდა: ნუ ნერვიულობ, დავძებნით ტელეფონს და ვიპოვითო. ხოლო ის, რომ თ------------ ხუმრობით დაეუფლა ი-----–-------–---–-ს ტელეფონს და გარკვეული პირობის შესრულების სანაცვლოდ დაუბრუნებდა, მხოლოდ დაკითხვის შემდეგ განუცხადა ბრალდებულმა მას.

დაცვის მხარე აპელირებს, იმ გარემოებაზეც, რომ ი-----–-------–---–- მომხდარი ქურდობის შესახებ განცხადების დაწერამდე არ იქნა გაფრთხილებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით ცრუ დასმენისათვის.

პალატა აღნიშნავს, რომ ი-----–-------–---–-ს ცრუ დასმენისათვის გაუფრთხილებლობა განხცადების დაწერამდე, არ შეიძლება შეფასდეს ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევად, რომელმაც შეიძლება ობიექტურად გავლენა იქონიოს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. განცხადების დაწერის შემდეგ, ი-----–-------–---–- გამოკითხული იქნა მოწმის სახით, რა დროსაც დეტალურად ისაუბრა საკუთარი მობილური ტელეფონის ქურდობის დეტალებზე, რა დროსაც იგი კანონით დადგენილი წესით იქნა გაფრთხილებული ცრუ დასმენისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. შემდეგ კი სასამართლოს ფიცის ქვეშ მისცა ჩვენება.

პალატა ასევე ვერ დაეთანხმება ადვოკატის მტკიცებას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჯერ მოხდა ი-----–-------–---–-ს დაზარალებულად ცნობა, ხოლო შემდეგ წარედგინა ბრალი თე------------. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, თე------------ათვის ბრალის წარდგენა მოხდა 2016 წლის 29 ივნისს (ტ.1, ს.ფ. 57), ხოლო ი-----–-------–---–- დაზარალებულად იქნა ცნობლი 2016 წლის 21 ივლისს. რაც შეეხება 2016 წლის 28 ივლისის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებას, მას შემდეგ რაც საგამოძიებო ორგანოში მიღებული იქნა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის ღირებულების თაობაზე, თე------------ წარედგინა ბრალდების შესახებ დაზუსტებული დადგენილება, დაზარალებულისათვის მიყენებული რეალური ზიანის ოდენობის მითითებით.

უშუალოდ დადგენილებების შინაარსთან დაკავშრებით კი პალატა განმარტავს, რომ პირის დაზარალებულად ცნობისა და ბრალდების შესახებ დადგენილებები შეგდენილია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნ---ა სრული დაცვით, თითოეულ მათგანში მითითებულია დანაშაულის ჩადენის ადგილი სრულყოფილად (ქ. თბილისი, 2-------------------------------------–-------------- ტერიტორიაზე არსებული სკვერი), დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი (300 ლარი), პირის ბრადლების შესახებ დადგენილება ასევე შეიცავს ინფორმაციას თე------------ მიერ ჩადენილი ქმედების აღწერის, გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის, ნაწილის და ქვეპუნქტის შესახებ, რომლითაც გათვალისწინებულია ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული. დადგენილებების უშუალოდ ადრესატისათვის გაცნობასთან დაკავშირებით კი გამომძიებელმა გიო----------------–---–-ა განმარტა, რომ მან პროკურორის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე გააცნო ისინი თე------------ და ი-----–-------–---–-, რაც არ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას. საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 56-ე მუსლის 51 ნაწილის და 169-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი გააცნობს დაზარალებულად ცნობის/პირის ბრალდების შესახებ დადგენილებას შესაბამისად დაზარალებულს ან ბრალდებულს. აღნიშნული ნორმები არ შეიცავს მითითებას, რომ პროკურორის მიერ გამომძიებლისათვის დავალება მიცემული უნდა იყოს წერილობითი სახით.

პალატა მოწმე მ-----–----–-------ს მიერ წარმოდგენილი ლომბარდის ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მის მიერ წარმოდგენილ დისკზე არსებული ჩანაწერის დედან ჩანაწერთან შესაბამისობა დადასტურებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თავად მ-----–----–-------ს მიერ. ხოლო რაც შეეხება დათვალიერების ოქმზე ამ უკანასკნელის რუსულ ენაზე შესრულებულ ხელმოწერას, დათვალირების ოქმში აღნიშნულია, რომ დათვალირების დაწყებამდე მასში მონაწილე პირებს განემარტათ მათი უფლება-მოვალეობები და საგამოძიებო მოქემდების ჩატარების წესი, ასევე უფლება გამოთქვან შენიშვნა, დამატება ან შესწორება. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ მ-----–----–------- სრულყოფილად არ ფლობდა ქართულ ენას და მისთვის გაუგებარი იქნებოდა ოქმის შინაარსი, აღნიშნული აუცილებლად ჰპოვებდა ასახვას ოქმში და მიღებული იქნებოდა შესაბამისი ზომები მისი თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება აღნიშნულ ოქმზე ხელმოწერების მხოლოდ ბოლო გვერდზე დაფიქსირებას, პალატა მიუთითებს, რომ ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმი წარმოადგენს ორგვერდიან დოკუმენტს, რომლის მეორე გვერდზე შესაბამის გრაფებში დაფიქსირებულია მონაწილე პირების ხელმოწერა.

აპელანტი ასევე საეჭვოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დაზარალებულის კუთვნილი ტელეფონისა და თე------------ მიერ ლომბარდში ჩაბარებული მობილური ტელეფონის იდენტურობა.

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა გამომძიებელს წარუდგინა მისი კუთვნილი ტელეფონის ყუთი, რომელზედაც დაფიქსირებული მობილური ტელეფონის „იმეი“ კოდი და ლომბარდიდან ამოღებული, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის „იმეი“ კოდი არის ერთი და იგივე. უშუალოდ მობილური ტელეფონისათვის მწარმოებლის მიერ მინიჭებული „იმეი“ კოდი, რომელიც დაფიქსირებულია მის ყუთზე და თავად მობილურ ტელეფონშიც, არის უცვლელი. ამასთან გაურკვეველია, დაცვის მხარის მიერ ტელეფონის იდენტურობის სადავოდ მიჩნევა იმ პირობებში, როდესაც თავად ბრალდებული არ უარყოფს, რომ მან აიღო ი-----–-------–---–-ს მობილური ტელეფონი და ჩააბარა ქ.თბილისში, პ--------------------ში მდებარე ლომბარდში.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს მსჯავრდებულ თე------------ და ასევე, მოწმეების მ------------------------------------- განმარტებებზეც, რომლის თანახმადაც თ------------ დაზარალებულის კუთვნილ ტელეფონს დაეუფლა მხოლოდ ხუმრობის მიზნით. ხოლო მის ლომბარდიდან გამოტანას აპირებდა მას შემდეგ, რაც დასავლეთში წასულს მშობლები ფულს მისცემდნენ. აღნიშნული განმარტებები წინააღმდეგობაში მოდის სხვა მტკიცებულებებთან და წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას. თე------------ მიერ მობილური ტელეფონის საკუთარი პირადობის მოწმობით ლომბარდში ჩაბარება კი, ვერ იქნება მიჩნეული მისი უდანაშაულობის დამადასტურებელ გარემოებად. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული დასრულდა ი-----–-------–---–-ს მობილური ტელეფონის დაუფლების მომენტიდან, მას შემდეგ რაც მიეცა შესაძლებლობა საკუთარი სურვილისამებრ განეკარგა დაუფლებული ნივთი. ხოლო რა ფორმით მოახდენდა იგი ტელეფონის განკარგვას, ქმედების ქურდობად დაკვალიფიცირებისათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის ალტერნატიულ მოთხოვნას კვალიფიკაციის შეცვლისა და სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატამ ვერ მოისმინა დაცვის მხარის შესაბამისი დასაბუთება.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თე------------ ქმედებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თ------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.მსჯავრდებულ თე------------ ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. თ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით თე------------ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. მსჯავრდებულ თე------------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 11 ოქტომბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით და 2016 წლის 4 მარტიდან 2016 წლის 22 აპრილის ჩათვლით.

5.პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებული თ------------ 2018 წლის 5 სექტემბერს 10(ათი)თვით და 9(ცხრა)დღით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.

6.მხედველობაში იქნას მიღებული, რომ თე------------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 3000(სამი ათასი)ლარის ოდენობით.

7. ნივთიერი მტკიცებულება:

-ცნობად იქნეს მიღებული, რომ დათვალიერების შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, დაუბრუნდა დაზარალებულ ი-----–-------–---–--

-DVD-R დისკი მასზე არსებული ვიდეოჩანაწერით, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

8.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი