განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002190465
საქმე #1ბ/1117-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მურმან ისაევმა
გ------- სვანიძის და ნანა გიგიტაშვილის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ----- ქ-----–---–ის
მსჯავრდებულის: მ------ ჩ----ას
ადვოკატის: ბ--- პ----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ი-------------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----- ქ-----–---–ის და მსჯავრდებულ მ------ ჩ----ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ--- პ----ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №00-----------: მ------ რ------ს ძე ჩ----ას, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი: 0----------, საშუალო განათლების მქონეს, ნასამართლევის, დაოჯახებულის, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------------–-------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი).
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, მ------ ჩ----ას ბრალი დაედო არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატიურ შეურაცხყოფაში, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი). მასვე ბრალი დაედო მისი ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
მ------ ჩ----ამ 2017 წლის დასაწყისიდან ამავე წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით არაერთხელ მიაყენა მის მეუღლეს - ლ----–--–---ას სიტყვიერი შეურაცხყოფა, არასრულწლოვანი შვილების - ს---, გ------- და გ-------– ჩ----ების თანდასწრებით. კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მას, უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს. მათ შორის ანალოგიური ქმედებები მ------ ჩ----ამ ლ----–--–---ას მიმართ განახორციელა, ასევე, 2017 წლის 29 სექტემბერს, 2017 წლის 11-12 ოქტომბერსა და 2017 წლის 16 ოქტომბერს თ---–--–---------------–---------ში და თ---–--–---------------–---–-------–-------ე ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია დაზარალებულ ლ----–--–---ას ტანჯვა.
2017 წლის 7 იანვარს, თბ--–--–---------------–-------------ში, მ------ ჩ----ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ----–--–---ას, არასრულწლოვანი შვილების - ს---, გ------- და გ-------– ჩ----ების თანდასწრებით. კერძოდ - ხელებს ურტყამდა თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც ლ----–--–---ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 7 იანვარს დაახლოებით 22:00 საათზე, თბ--–--–---------------–-------------ში, მ------ ჩ----ამ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, მის მეუღლეს - ლ----–--–---ას, რომ დანით დაჩეხავდა და მოკლავდა, რაც ლ----–--–---ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2017 წლის 13 ოქტომბერს დაახლოებით 23:00 საათზე, თბ--–--–---------------–-------------ში, მ------ ჩ----ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, მის მეუღლეს - ლ----–--–---ას, რომ ხელებით გაგუდავდა და დაახრჩობდა, რაც ლ----–--–---ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2017 წლის 16 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თ---–--–---------------–---–-------–--------- ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ------ ჩ----ა მის მეუღლეს ლ----–--–---ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომ ცემით მოკლავდა, რის შემდეგ ლ----–--–---ას გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენით:
მ------ ჩ----ა ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
მ------ ჩ----ა ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მე-2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
მ------ ჩ----ა ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-3 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
მ------ ჩ----ა ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-4 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
მ------ ჩ----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მე-5 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა მ------ ჩ----ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინებით შეცვლილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის ვადით და საბოლოოდ, მ------ ჩ----ას განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;
მ------ ჩ----ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 16 ოქტომბრიდან;
პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბილისის ი-------------ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----- ქ-----–---–მა და მსჯავრდებულ მ------ ჩ----ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ--- პ----ემ.
აპელანტმა - ბრალდების მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმება გამამართლებელი განაჩენის ნაწილში და მის ნაცვლად სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, რადგან მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით (ოჯახურ დანაშულებთან მიმართებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მ------ ჩ----ას მიმართ წარდგენილი ბრალდება (ყველა ეპიზოდთან მიმართებით). გარდა ამისა, ბრალდების მხარეს აღნიშნა, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (რომლითაც პირველმა ინსტანციამ მსჯავრი დასდო მ------ ჩ----ას) დანიშნული სასჯელი უნდა დამძიმდეს, რადგან სასჯელის დანიშვნისას არ იქნა გათვალისწინებული ჩადენილ დანაშაულთა ხასიათი და მსგავსი ხასიათის დანაშაულების შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე, მსჯავრდებულის პიროვნება და წარსული.
აპელანტმა - დაცვის მხარემ მოითხოვა მ------ ჩ----ას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა; კერძოდ, მ------ ჩ----ას უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 16 ოქტომბრის ეპიზოდი), რადგან მიიჩნევს, რომ საქმეში არ არსებობს საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა მ------ ჩ----ას ბრალეულობას, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული - მუქარა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ------ ჩ----ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ--- პ----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქ.თბილისის ი-------------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----- ქ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენში შეტანილი იქნას ცვლილება, რადგან:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შეს---მისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ამავე კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის და 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით მ------ ჩ----ას მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტები.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ------ ჩ----ას მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატიურ შეურაცხყოფის, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ჩადენის ფაქტები დადგენილია საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
პირველის ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ლ----–--–---ამ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო განხილვისას არ მისცა ჩვენება მეუღლის - მ------ ჩ----ას წინააღმდეგ. იმავე უფლებით ისარგებლეს სასამართლოში არასრულწლოვანმა მოწმეებმა, მსჯავრდებულის შვილებმა - ს--- და გ------- ჩ----ებმა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ვ---- ზ--------მ განაცხადა, რომ ლ----–--–---ასთან აკავშირებს ნათელ - მირონობა. 2017 წლის 13 ოქტომბერს, ლ----–--–---ა სახლში მასთან მივიდა ატირებული, სველი ტანსაცმლით და უთხრა, რომ სოციალურ ქსელში არსებული მიმოწერის გამო იჩხუბა მეუღლესთან და სახლიდან წამოვიდა. ლ----–--–---ას უნდოდა, რომ მეუღლე აღარ დამუქრებოდა და არაფერი მომხდარიყო, ამიტომ დარეკა პოლიციაში. ვ---- ზ--------მ დაადასტურა, რომ მ------ ჩ----ას მხრიდან ლ----–--–---ას მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას და ლ----–--–---ა ღამის საათებში სველი ტანსაცმლით და ოთახის ე.წ. „ჩუსტებით“ მივიდა მასთან. მოწმის ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ პირადად არასდროს არ შესწრებია მ------ ჩ----ას მხრიდან ლ----–--–---ას მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ნ----–- კ-----მ განაცხადა, რომ მისი შვილი ლ----–--–---ა და მ------ ჩ----ა 17 წლის წინ შეუღლდნენ. გადმოცემით იცის, რომ მეუღლეებს გარკვეული პერიოდულობით ჰქონდათ უსიამოვნება, მაგრამ პირადად არასდროს არ შესწრებია როგორც ძალადობის, ისე მუქარის ფაქტს. 2017 წლის 14 ოქტომბერს, ლ----–--–---ასა და ვ---- ზ---------აგან გაიგო, რომ მისი შვილი ოჯახიდან წამოვიდა და ღამე ნათლულის დედასთან გაათენა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შ------- ჯ---–--მ განაცხადა, რომ მ------ ჩ----ა და ლ----–--–---ა პატარა ასაკში შეუღლდნენ. დეიდაშვილი არ იყო ბედნიერი ქორწინებით. ლ----–--–---ა სხეულზე მას უნახავს დალურჯებები და ლ----–--–---ას დედის - ნ----–- კ------გან გაუგია, რომ როდესაც ლ----–--–---ა პირველ შვილზე იყო ორსულად, მას მ------ ჩ----ამ წიხლი ჩაარტყა მუცლის არეში. აღნიშნული ფაქტის გამო ნ----–- კ----ა ტიროდა კიდევაც. ამასთან, ერთხელ მ----–-- ლ-------ამ უთხრა, რომ მ------ ჩ----ა გაგუდვით ემუქრებოდა და ამის გამო ბოლო პერიოდში ჩაცმულს ეძინა. 2017 წლის 14 ოქტომბერამდე ლ----–--–---ა დაუკავშირდა შ------- ჯ---–--ს და უთხრა, რომ ჰქონდა უსიამოვნება და შეხვედრა სთხოვა. აღნიშნულის შემდგომ, 2017 წლის 14 ოქტომბერს მას დაუკავშირდა ლ----–--–---ა და სთხოვა, რომ გაჰყოლოდა მ------ ჩ----ას ოჯახში ბავშვების წამოსაყვანად და გზაში მოუყვებოდა თუ რა ხდებოდა. რის შემდეგაც, დიდუბის მეტროსადგურთან შეხვდა ლ----–--–---ას, რომელსაც თან ახლდა ლ--- ნათლულის დედა - ვ---- ზ--------, რომელმაც უთხრა, რომ ლ--- გაგუდვით ემუქრებოდა მ------ ჩ----ა, რაც საუბრის დროს ლ----–--–---ამაც დაუდასტურა.
საქართველოს შსს ი-------------ის ს-----------–-------------------–----------------–მა ზ------ ს---------მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ოქტომბერს განყოფილებაში შევიდა მოქალაქე ლ----–--–---ას განცხადება მასზე განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. რამდენადაც ეს განცხადება შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, დაიწყო გამოძიება. მ------ ჩ----ას დაკავების შემდეგ გამოკითხა დამკავებელი პირები, ა------- პ------–-–---–ი, თ----- ქ----- და ლ---- ა----–---–-. საქმეში ჩართო და გამოკითხა თბილისის სო–---–---------------------------–---- ლ--–- პ---–-----–---–ი.
საგამოძიებო მოქმედებათა ავთენტურობა დაადასტურა მოწმე ვ--–---- ს---–--------მა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ გამოკითხა დაზარალებულის დედა, არასრულწლოვნებზე გამოიტანა დადგენილებები საპროცესო წარმომადგენლის გამოყოფაზე, დაკითხა დაზარალებული, წარუდგინა და გააცნო დაზარალებულად ცნობის დადგენილება და განუმარტა უფლებები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თ----- გ------–---მ მოწმის სახით დაკითხვისას ანალოგიურად გადმოსცა ინფორმაცია მოწმეთა ლ----–--–---ას, შ------- ჯ---–--ს და ვ---- ზ--------- გამოკითხვის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს გ---–- დ------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის ს-----------–--------–-–-------------------–---ში. 2017 წლის 16 ოქტომბერს მას დაუკავშირდა მოქალაქე ლ----–--–---ა, რომელმაც განუცხადა, რომ ბაღში იყო მისული შვილის წამოსაყვანად, სადაც დახვდა მეუღლე, რომელიც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და არ აძლევდა ბავშვის წაყვანის საშუალებას. მოწმემ ინფორმაცია გადასცა ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს, რომლებიც გავიდნენ შემთხვევის ადგილზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას ლ--–- პ---–-----–---–მა განაცხადა, რომ არის ფ------–---- და ესწრებოდა არასრულწლოვანი მოწმეების გ------- და ს--- ჩ----ების გამოკითხვას ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რა დროსაც ბავშვებს ეტყობოდათ, რომ განიცდიდნენ ოჯახში მომხდარ ძალადობის ფაქტს.
საქართველოს შსს ი-------------ის ს-----------–-------------------–--ის გამომძიებელმა მოწმე თ----- ქ-----მ პირველი ინსტანციის სასამართლოში განაცხადა, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს მიღებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, N--------------ს ტერიტორიაზე მ------ ჩ----ა მეუღლეს აყენებდა შეურაცხყოფას. ა------- პ------–-–---–თან და ლ---- ა----–---–თან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე დახვდათ ლ----–--–---ა და მისი მეუღლე მ------ ჩ----ა. ბრალდებული სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს, როცა შეეცადნენ მამაკაცის დაწყნარებას, მან უარესი აგრესია გამოამჟღავნა და მეუღლეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამო ქალმა დაიწყო ტირილი, ცახცახი და მათ ამოეფარა. ვინაიდან ქმედება შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს ა------- პ------–-–---–მა მ------ ჩ----ა ადგილზე დააკავა.
ანალოგიური ჩვენებები მისცეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა ა------- პ------–-–---–მა და ლ---- ა----–---–მა. მოწმეთა განმარტებით, ხელმძღვანელის დავალებით გავიდნენ თბილისში, N--------------ს ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქე ლ----–--–---ას მეუღლე აყენებდა შეურაცხყოფას და სჭირდებოდა დახმარება. ადგილზე მისვლისას დახვდათ კონფლიქტური სიტუაცია. მ------ ჩ----ა მათი თანდასწრებით დაემუქრა ლ----–--–---ას სიცოცხლის მოსპობით და უთხრა ცემით მოგკლავო. ლ----–--–---ა შეშინებული იყო, კანკალებდა და მათ ეფარებოდა. ვ-----–- გ-----–-ას ჩვენებით, გამოძიების ეტაპზე განახორციელა მ------ ჩ----ას დაკითხვა, ბრალი წარუდგინა მას და გაუცვალა მტკიცებულებები.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მ---- ნ----–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა გამოძიების პროცესში არასრულწლოვნების ს--- და გ------- ჩ----ების გამოკითხვაზე საპროცესო წარმომადგენლის სახით დასწრება და განმარტა, რომ ბავშვებზე ძალდატანებასა და ფ------–----ურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. მათ საკუთარი ნებით მიაწოდეს გამოძიებას ინფორმაცია, წაიკითხეს გამოკითხვის ოქმები და დაადასტურეს ხელისმოწერით. ბავშვებს გამოკითხვის დროს, ეტყობოდათ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტებს შეჩვეული იყვნენ, რადგან ერთ-ერთმა ბავშვმა გამოკითხვის დროს განმარტა, რომ მამამ დედა კი არ ცემა, არამედ მხოლოდ ხელი გაარტყაო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მ------ ჩ----ამ ისარგებლა დუმილის უფლებით და წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით განმარტა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დენის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებამდე პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს მსჯავრდებულის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის (იგულისხმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი) მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ხოლო ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...” ამასთან, დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ დროს მნიშვნელოვანია დადგენილი იქნეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებებსა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე ის გარემოებაც, რომ პირის მიერ განხორცილებულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, მოცემული ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრების მიმართ.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) სუბიექტთა წრე (დამნაშავე უნდა იყოს დაზარალებულის ოჯახის წევრი), 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართა განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება) და 3) აღნიშნული ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა). ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით განხილვაზე დაზარალებულმა, ასევე მოცემული შემთხვევების თვითმხილველმა პირებმა - მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა შვილებმა გამოიყენეს მათთვის მინიჭებული უფლება არ მიეცათ ჩვენება თავიანთი ოჯახის წევრის საწინააღმდეგოდ, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდების მხარის მიერ საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თ---–--–---------------–---–-------–--------- ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ------ ჩ----ა მის მეუღლეს ლ----–--–---ას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომ ცემით მოკლავდა, რა დროსაც დაზარალებული შეშინდა და დაიწყო ტირილი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობა დადასტურებულია უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით, რომლებიც დამაჯერებლობის და ურთიერთშეთანხმებულობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. ამასთან, პოლიციის თანამშრომლები არიან თვითმხილველი პირები, რომლებიც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ერთ საერთო სურათს წარმოაჩენენ. გარდა აღნიშნული შემთხვევისა, საქმეზე დაკითხული მოწმეთა, მათ შორის დაზარალებულის დედის და ახლობლების ჩვენებებით დგინდება, რომ მართალია მოცემულ შემთხვევამდე მათ უშუალოდ არ დაუნახავთ დაზარალებულისათვის ადრე მიყენებული სიტყვიერი შეურაცხოფის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები, მაგრამ ისინი დეტალურად იხსენებენ შემთხვევებს, როდესაც დაზარალებული მათთან საუბარში აღნიშნავდა, რომ მ------ ჩ----ა მას პერიოდულად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, ლანძღავდა და უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რასაც დაზარალებული რეალურად აღიქვამდა.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მართალია სასამართლო სხდომაზე არ განხორციელებულა მსჯავრდებულების არასრულწლოვანი შვილების დაკითხვა, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული ფ------–----ს -ლ--–- პ---–-----–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი ესწრებოდა არასრულწლოვნების დაკითხვას, რა დროსაც ბავშვებს ეტყობოდათ, რომ ისინი განიცდიდნენ ოჯახში მომხდარ კონფლიქტს. მ---- ნ----–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ ისიც საპროცესო წარმომადგენლის სახით დაესწრო ს--- და გ------- ჩ----ების გამოკითხვას, რა დროსაც შეამჩნია, რომ ბავშვები შეჩვეული იყვნენ ოჯახში ძალადობას, რადგან ერთ-ერთმა ბავშვმა გამოკითხვის დროს განმარტა, რომ მამამ დედა კი არ ცემა, არამედ მხოლოდ ხელი გაარტყაო. მოცემულ გარემოებათა შეფასება ცხადყოფს, რომ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის თვითმხილველი პირები იყვნენ არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებიც არიან დაზარალებულის და მსჯავრდებულის საერთო შვილები.
პალატა მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებამდე აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკონსტიტუციო სასამართლომ მოცემული გადაწყვეტილებით აბსოლუტურად არ გამორიცხა ირიბი ჩვენების დასაშვებობის და მისი, როგორც გამამტყუნებელ მტკიცებულებად გამოყენებადობის შესაძლებლობა. კერძოდ, მოცემული გადაწყვეტილების 36-ე პუნქტში მითითებულია, რომ ,,საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არსებობს“.
ზემოაღნიშნულის გაანალიზება ცხადყოფს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ირიბი ჩვენებების სისხლის სამართლის საქმეზე გამოყენების კუთხით აწესებს მაღალ სამართლებრივ სტანდარტს (და აბსოლუტურად, კატეგორიულობის ფორმით არ გამორიცხავს მის გამოყენებადობას), რა დროსაც აუცილებელია ირიბი ჩვენების გამოყენება მოხდეს სასამართლოს მიერ ყოველი კონკრეტული გარემოებების შეფასებით, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. ამასთან, ირიბი ჩვენების საგამონაკლისო დაშვებას გამართლებულად მიიჩნევს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა (მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ობიექტური მიზეზად ჩაითვლება ის გარემოება, რომ დაზარალებულმა და მსჯავრდებულის ახლო ნათესავებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მ------ ჩ----ას), რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
პალატა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ირიბი ჩვენებების გამოყენებასთან მიმართებით განსაზღვრული სტანდარტის შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის შესწავლაც ცხადყოფს, რომ როგორც წესი, ირიბი ჩვენება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე (ინფორმაციის პირველწყარო) გარკვეული მიზეზით თავად ვერ ან არ ცხადდება სასამართლოში და ეს მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილია. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, როდესაც მოცემულ საქმეში სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმეორა საქმეში დიდი პალატის მიერ დადგენილი პრინციპები, სადაც მან განაცხადა, რომ მსჯავრდების დაფუძნება ირიბი მოწმის ჩვენებაზე ავტომატურად არ არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს, როდესაც ირიბი მტკიცებულება ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულებაა, რა დროსაც უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა ადეკვატური საპირწონე ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რომელიც მტკიცებულების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა, რაც მოახდენს დაცვის მხარისათვის წარმოშობილი სირთულეების კომპენსირებას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06).
პალატა ირიბი ჩვენებების სასამართლო გადაწყვეტილებაში გამოყენების კუთხით ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით 1979 წლის 4 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე (იქსი გერმანიის წინააღმდეგ) სადაც კომისია აღნიშნავს, რომ გამონაკლის შემთხვევებში, ნებადართულია მოწმეთა მიერ სასამართლო დაკითხვამდე მიღებული ჩვენების გამოყენება. საქმის განმხილველ მოსამართლეს, მოწმის დაკითხვის დროს, შეუძლია მის მიერ პოლიციისათვის მიცემული ჩვენება გამოიყენოს და პოლიციის ოფიცერს, რომელმაც მოწმის დაკითხვა განახორციელა, საქმის განხილვის დროს შეუძლია შეს---მისი მტკიცებულების წარმოდგენა. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო გადაწყვეტილებებში ირიბი ჩვენებების გამოყენების დასაშვებობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული (მათ შორის ,,შოლერი“ გერმანიის წინააღმდეგ, საჩივარი N14122/10; ჰაასი გერმანიის წინააღმდეგ, საჩივარი N73047/01; ფაფროვიჩი პოლონეთის წინააღმდეგ, საჩივარი N43609/07 და ა.შ.).
ზემოაღნიშნულის შეფასება მიუთითებს იმაზე, რომ ისე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მკაცრად განსაზღვრული სტანდარტებით და პირობებით, საგამონაკლისო წესით უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდება შეიძლება დაეფუძნოს ირიბ ჩვენებებს/მტკიცებულებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისათვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა. ამასთან, მნიშვნელოვანია მოცემული მტკიცებულებების გამოყენებისას მოხდეს იმის უტყუარად დადგენა ირიბი მტკიცებულებების გამოყენება, აუცილებელია თუ არა მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა ყურადღებას მიაქცევს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, „ყველა ბავშვი, დაბადებული ქორწინებაში თუ ქორწინების გარეშე, უნდა სარგებლობდეს ერთნაირი სოციალური დაცვით (მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ არასრულწლოვანი ბავშვები თვითმხილველი გახდნენ ძალადორივი ქმედებების, რომელიც მ------ ჩ----ას ქცევაში გამოიხატებოდა, რაც ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენდა ბავშვებზე)“.
ბავშვის უფლებათა შესახებ გაეროს 1959 წლის 20 ნოემბრის №1386 (XIV) რეზოლუციით გამოცხადებული დეკლარაციის პრეამბულით: „ვინაიდან ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და მზრუნველობას, სათანადო სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, (...)“ მიხედვით ჩამოყალიბებული მე-2 პრინციპის თანახმად, „ბავშვი ექვემდებარება განსაკუთრებულ დაცვას. საჭიროა საკანონმდებლო და სხვა შეს---მისი გზების მოძიება, რათა ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა და საშუალება განვითარდეს ფიზიკურად, გონებრივად, მორალურად, სულიერად და სოციალურად ჯანსაღი და მისაღები ფორმით, თავისუფლებისა და პატივისცემის ატმოსფეროში.“
„ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „მონაწილე სახელმწიფოები ყველა ზომას მიმართავენ ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრების სტატუსის, საქმიანობის, გამოთქმული შეხედულებების ან მრწამსის საფუძველზე ყველა ფორმის დისკრიმინაციის ან დასჯისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად.“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, „ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.“ ამავე კონვენციის მე-19 მუხლი ადგენს, რომ: „მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართავენ, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფ------–----ური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული არ იყოს ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ“.
„გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ“ (ე.წ. „პეკინის წესები“) მიღებული იქნა 1985 წლის 29 ნოემბერს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ითვალისწინებს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემამ აქცენტი უნდა გააკეთოს არასრულწლოვანის კეთილდღეობაზე. კერძოდ, პეკინის წესების უმნიშვნელოვანესი მე-5 წესის თანახმად, რომელიც ადგენს არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულების მიზნებს, „მართლმსაჯულების სისტემა არასრულწლოვანთა მიმართ უნდა იქნეს მიმართული, პირველ რიგში, არასრულწლოვნის კეთილდღეობის და იმის უზრუნველყოფისაკენ, რათა არასრულწლოვან სამართალდამრღვევზე ზემოქმედების ზომები ყოველთვის იყოს თანაბარზომიერი, როგორც სამართალდამრღვევი პიროვნების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებებთან.“
პალატა ასევე იხმობს, 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას (სტამბულის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 19 ივნისს. საქართველომ კი აღნიშნულ კონვენციას ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს და საქართველოსათვის ძალაში შევიდა 2017 წლის სექტემბერში, კონვენციის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის შეს---მისად, ,,ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს, ფიზიკური, სექსუალური, ფ------–----ური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.“
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბოლის კონვენცია) ავალდებულებს მის მხარე სახელმწიფოებს განახორციელოს ქალების და ბავშვების მიმართ ძალადობის პრევენცია, დაიცვას მსხვერპლი და დასაჯოს დამნაშავე. კონვენცია ჩამოთვლის ფიზიკური, სექსუალური და ფ------–----ური ძალადობის შემცველ სისხლის სამართლის დანაშაულების რიგს, რომელთა მიმართ უფრო მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული იმ შემთხვევებში, როდესაც ეს დანაშაულები ჩადენილია ბავშვის წინააღმდეგ ან ბავშვის თანდასწრებით. კონვენცია ასევე, იცავს მოწმეებს და სახელმწიფოებს ავალდებულებს დაიცვას და დაეხმაროს ძალადობის მოწმე ბავშვებს ასაკის შესაფერისი ფ------–----ური კონსულტაციებით და იმის უზრუნველყოფით, რომ ყველა დაცვითი ღონისძიება ეფუძნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
სტამბულის კონვენციის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ბავშვთა მიმართ ოჯახური ძალადობა ფართოდ არის გავრცელებული და გამოკვლევებმა გამოავლინა კავშირი ქალთა მიმართ ოჯახურ ძალადობასა და ბავშვთა მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას შორის, ისევე როგორც ტრამვას, რომელიც ადგებათ ბავშვებს ხდებიან რა, ოჯახური ძალადობის მოწმენი. კონვენციის მიხედვით, „მსხვერპლის“ ცნება გულისხმობს როგორც ქალთა მიმართ, ისე ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ, რომელიც მოცემულია კონვენციის მე-3 (ა) და მე-3 (ბ) მუხლში. მაშინ როდესაც მხოლოდ ქალები, რომლებიც გოგონებსაც მოიცავენ, შეიძლება იყვნენ ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლნი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება იყვნენ მამაკაცები და ქალები, ისევე, როგორც ბავშვები. ადამიანის უფლებების შესახებ სხვა საერთაშორისო დოკუმენტებთან ერთად, ტერმინი „ბავშვი“ კი, აღნიშნავს ნებისმიერ პირს, თვრამეტი წლის ასაკამდე (ასევე იხ. „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის პირველი მუხლი).
ევროპული სასამართლო მკაცრად აკვირდება და აფასებს იმ ფაქტს, თუ რამდენად სწორად შეასრულა სახელმწიფომ (იგულისხმება მართლმსაჯულების სისტემაც) მის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, რამდენად ადეკვატურად და სათანადოდ გაატარა სახელმწიფომ შეს---მისი ღონისძიებები აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათლად და უპირობოდ დგინდება, რომ სახელმწიფო ორგანოების (მათ შორის სასამართლო ხელისუფლების) უმთავრესი და აუცილებელი პირობა/ამოცანაა, რომ მართლმსაჯულების პროცესში გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ ძალადობის თვითმხილველი ბავშვი (მით უმეტეს მცირეწლოვანი) მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას. იგი ასევე, მომზადებული უნდა იყოს საზოგადოებაში ცხოვრებისათვის და აღიზარდოს განსაკუთრებით მშვიდობის, ღირსების, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორებისა და სოლიდარობის სულისკვეთებით, რა დროსაც სწორედაც მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების პროცესში დაცული იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, ხოლო აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინება ნათლად მიუთითებს, რომ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის დაცვა და ოჯახური დანაშაული მსხვერპლის (დაზარალებულის) დაცვა წარმოადგენს იმ მაღალი ინტერესების დაცვის ქვეშ მყოფ მიზანს/გარემოებას, რომელიც გამომდინარეობს მართლმსაჯულების ინტერესებიდან.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმე ხასიათდება განსაკუთრებული სირთულით, კერძოდ, ძალადობის ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავების ჩვენებებს, ხოლო აღნიშნული პირები ხშირად სარგებლობენ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და არ აძლევენ სასამართლოს ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენებას. ამასთან, ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული მიდგომები, რაც ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა. სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა, გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ/17 და 2018 წლის 1 მაისის N614აპ-17 გადაწყვეტილებები).
მოცემულ შემთხვევაში ნათელია, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეეს---მება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. პალატა უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესუალური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა მიღებული ის გარემოებაც, რომ მ------ ჩ----ას მიერ განხორცილებული ქმედებები (წარდგენილი ბრალდებების თვალსაზრისით), ქცევაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედებების განხორციელების სახით და ხერხით გვევლინებიან ქმედებების გამოხატვის ერთგვაროვნებით, რომელთა შეფასება ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებივი ქმედებები.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შეს---მისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შეს---მისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მ------ ჩ----ამ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეეს---მება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შეს---მისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის კანონის შეს---მის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ მსჯავრდებულის მიერ განხორცილებულია რამდენიმე დანაშაულებრივი ქმედება, რომელთა გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, შეს---მისად, პალატა თვლის, რომ მ------ ჩ----ას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არის თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მ------ ჩ----ას პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეეს---მება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესებს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მ------ ჩ----ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ--- პ----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქ. თბილისის ი-------------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----- ქ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ცვლილებით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენში მ------ ჩ----ას მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.თბილისის ი-------------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----- ქ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით;
მსჯავრდებულ მ------ ჩ----ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ--- პ----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენში მ------ ჩ----ას მიმართ, შეტანილ იქნეს ცვლილება;
მ------ ჩ----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (პირველი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით;
მ------ ჩ----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მე-2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;
მ------ ჩ----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (პირველი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;
მ------ ჩ----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მე-2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;
მ------ ჩ----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-3 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შეს---მისად, ნაწილობრივ შთანთქმის და ნაწილობრივ შეკრების პრინციპების გამოყენებით, 300 (სამასი) საათის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამ შთანთქას შეფარდებული სასჯელები - 250 (ორას ორმოცდაათი) საათით და 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ამასთან, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს მ------ ჩ----ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინებით შეცვლილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის ვადით და საბოლოოდ, მ------ ჩ----ას განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;
მ------ ჩ----ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 16 ოქტომბრიდან;
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ მ------ ჩ----ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
ასევე მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ მ------ ჩ----ას თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი მოხდილი აქვს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მურმან ისაევი