განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2018
საქმის ნომერი
330210014658558
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/32-16 29 მაისი, 2018 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე

მოსამართლეები - ანა გოგიშვილი

ეკატერინე ცისკარიძე

 

სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია

 

აპელანტი – ს----------–-----------–---------------ო

 

წარმომადგენელი - მ------------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ა-------ი“

 

წარმომადგენელი - ლ------------ე

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ს----------–-----------–---------------ოს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ა-------ის“ მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც ეფუძნება სარჩელი:

 

_ 2014 წლის 22 აპრილს ს----------–-----------–---------------ოსა და შპს ,,ა-------ს’’ შორის გაფორმდა №268, №269, №270 ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადა განისაზღვრა 06.06.2014 წლის ჩათვლით, ხოლო №271, №272, №273, №274, №275, №276 ხელშეკრულებების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით. საქონლის მიწოდების ვადა განისაზღვრა 11.06.2014 წლის ჩათვლით.

 

_ მოსარჩელის განმარტებით, №268 ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2 ეტაპად: პირველი ეტაპი 12 ს--------ი - 2014 წლის 06 ივნისის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპად - საქონლის დარჩენილი რაოდენობა, შემსყიდველის მოთხოვნიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

_ შპს ,,ა-------მა’’ ვერ უზრუნველყო ს----------–-----------–---------------ოსათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 06 ივნისის ჩათვლით, რითაც დაარღვია #268 ხელშეკრულების 8.1. პუნქტი.

 

_ ამავე ხელშეკრულების 15.1.1. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელს საქონლის მიუწოდებლობისათვის ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე, კერძოდ, 29.07.2014 წლის №268-1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა - 37.28 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო.

 

_ 2014 წლის 22 აპრილის №269 ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს 2 ეტაპად: პირველი ეტაპი 24 ს--------ი - 2014 წლის 06 ივნისის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპად - საქონლის დარჩენილი რაოდენობა, შემსყიდველის მოთხოვნიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

შპს ,,ა-------მა’’ ვერ უზრუნველყო ს----------–-----------–---------------ოსათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 06 ივნისის ჩათვლით, რითაც დაარღვია №269 ხელშეკრულების 8.1. პუნქტი და №269-1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა - 122.25 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო.

 

_ 2014 წლის 22 აპრილის №270 ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს 2 ეტაპად: პირველი ეტაპი 6 ს--------ი - 2014 წლის 06 ივნისის ჩათვლით, ხოლო მეორე ეტაპად - საქონლის დარჩენილი რაოდენობა, შემსყიდველის მოთხოვნიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

_ შპს ,,ა-------მა’’ ვერ უზრუნველყო ს----------–-----------–---------------ოსათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 06 ივნისის ჩათვლით, რითაც დაარღვია #270 ხელშეკრულების 8.1. პუნქტი და #270-1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა - 25.20 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო.

 

_ 2014 წლის 22 აპრილის №271 ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

_ შპს ,,ა-------მა’’ ვერ უზრუნველყო ს----------–-----------–---------------ოსათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით, რითაც დაარღვია №271 ხელშეკრულების 8.1. პუნქტი და №271-1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა - 133.80 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო.

 

_ 2014 წლის 22 აპრილის №272 ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

_ შპს ,,ა-------მა’’ ვერ უზრუნველყო ს----------–-----------–---------------ოსათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით, რითაც დაარღვია №272 ხელშეკრულების 8.1. პუნქტი და №272-1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა - 1297.83 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო.

 

2014 წლის 22 აპრილის №273 ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

შპს ,,ა-------მა’’ ვერ უზრუნველყო ს----------–-----------–---------------ოსათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით, რითაც დაარღვია №273 ხელშეკრულების 8.1. პუნქტი და №273-1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა - 432.43 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო.

 

_ 2014 წლის 22 აპრილის №274 ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

შპს ,,ა-------მა’’ ვერ უზრუნველყო ს----------–-----------–---------------ოსათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით, რითაც დაარღვია №274 ხელშეკრულების 8.1. პუნქტი და №274-1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა - 20.88 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო.

 

_ 2014 წლის 22 აპრილის №275 ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

_ შპს ,,ა-------მა’’ ვერ უზრუნველყო ს----------–-----------–---------------ოსათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით, რითაც დაარღვია №275 ხელშეკრულების 8.1. პუნქტი და №275-1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა - 84.60 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო.

 

_ 2014 წლის 22 აპრილის №276 ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

შპს ,,ა-------მა’’ ვერ უზრუნველყო ს----------–-----------–---------------ოსათვის პირველი ეტაპის საქონლის მიწოდება 2014 წლის 11 ივნისის ჩათვლით, რითაც დაარღვია №276 ხელშეკრულების 8.1. პუნქტი და №276-1 აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა - 128.40 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხეს არ აუნაზღაურებია ს----------–-----------–---------------ოსათვის ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლო, რის გამოც მოსარჩელე მოითხოვს შპს ,,ა-------ს’’ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2282.67 ლარის ოდენობით.

 

2.2. მოსარჩელის ზემოაღნიშნულ არგუმენტებზე მოპასუხემ განმარტა, რომ მისი მხრიდან ვალდებულების შეთანხმებულ ვადაში შეუსრულებლობა განპირობებული იყო შექმნილი ფორსმაჟორული გარემოებებით; შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შესრულებლობა მხარისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზების გამო ვერ განხორციელდა.

 

სასამართლომ, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად დაასკვნა, რომ სარჩელი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3. გადაწყვეტილების მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ის გარემოება, იყო თუ არა შპს ,,ა-------’’ უცხოური საწარმოს იურიდიული ფილიალი სათანადო მხარე მოცემულ დავაში.

 

ამ თვალსაზრისით სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს საპროცესო სამართლის სუბიექტებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეებად შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები.

 

მხარედ განსაზღვრისათვის აუცილებელია: პირი იყოს მოთხოვნის უფლების მქონე, რომლის უფლებაც დაირღვა და სასამართლოს მიმართავს სადავო უფლების დასაცავად. მხარედ გამოდის ასევე პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია მოსარჩელის მოთხოვნა, რომელმაც დაარღვია ან სადავოდ გახადა მოსარჩელის უფლება; ხოლო დავის გადაწყვეტისას სასამართლომ მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის შემოწმებით უნდა გაარკვიოს _ უნდა აგოს თუ არა სარჩელზე პასუხი მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებულმა პირმა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. ამდენად, დასახელებული ნორმის თანახმად, იურიდიული პირი სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს საკუთარი სახელით და ამ ურთიერთობების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებებისათვის ის თავადვე აგებს პასუხს კრედიტორების წინაშე.

 

,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის საქართველოში დაარსების შესაძლებლობას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) რეგისტრაციას ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო ფილიალის იურიდიული მისამართის მიხედვით. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების წარმოდგენისთანავე მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი (მუდმივი დაწესებულება) გაატაროს რეგისტრაციაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) არის განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის გარეთ და სრულად ან ნაწილობრივ წარმოადგენს მას ან ახორციელებს მის ფუნქციებს.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ფილიალი არ არის იურდიული პირი.

 

მეწარმე სუბიექტები, რომელთაც სურთ თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა რეგიონალურ ბაზრებზე განავითარონ, ასეთი საქმიანობისათვის იყენებენ სხვადასხვა შესაძლებლობებს: შვილობილი კომპანიის ან/და იურიდიული პირის წარმომადგენლობის (ფილიალის) დაფუძნება.

 

შვილობილი კომპანია არის ძირითადი საწარმოსაგან სამართლებრივად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელი სამართლის სუბიექტი. ასეთია მაგალითად, როცა დედა საწარმო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით აფუძნებს შვილობილ კომპანიას.

 

ამისგან განსხვავებით, იურიდიული პირის წარმომადგენლობა (ფილიალი) სამართლებრივად და ორგანიზაციულად არის ძირითადი საწარმოს ნაწილი, რომელიც ტერიტორიულად სხვა ადგილას ეწევა ძირითადი საწარმოს საქმიანობას. ძირითად საწარმოსა და ფილიალს შორის არსებული შინაგანი დაქვემდებარების მიუხედავად, ფილიალი სამართლებრივ ურთიერთობებში დამოუკიდებლად მონაწილეობს, თუმცა ამ ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა ძირითად საწარმოს. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი უფლებები და მოვალეობებიც წარმოეშობა ძირითად საწარმოს.

 

ფილიალს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც წარმოადგენს მას მესამე პირებთან. ასევე აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, აწარმოებს საბუღალტრო ჩანაწერებს, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ა.შ., თუმცა ფილიალის მიერ დამყარებული სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები ყოველთვის წარმოეშობა ძირითად საწარმოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელი აღძრულ იქნა შპს ,,ა-------ის’’ ფილიალი საქართველოში მიმართ. საქმეში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირთა რეესტრიდან წარმოდგენილი ამონაწერით დასტურდება, რომ ეს უკანასკნელი წარმოადგენს უცხოური საწარმოს ფილიალს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით.

 

მითითებული ნორმა განსაზღვრავს განსჯადობას იურიდიული პირის ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით, შესაბამისად, აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს არა ფილიალის სასამართლოში მხარედ ყოფნის უფლებას, არამედ ტერიტორიულ განსჯადობას.

 

სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მესამე ნაწილის და 79-ე მუხლის პირველი ნაწილის სინთეზური ანალიზის შედეგად, განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ა-------’’ უცხოური საწარმოს ფილიალი არ წარმოადგენს სათანადო პირს, რომელმაც საქართველოს თ------–--- ს------------ს სარჩელზე უნდა აგოს პასუხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ საქმეში არასათანადო მოპასუხის მონაწილეობის დადგენისას, სასამართლოს შეუძლია, შეცვალოს იგი სათანადო მოპასუხით. მითითებულ ნორმასთან დაკავშირებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნორმაში გამოყენებული ტერმინი ,,შეუძლია’’ გულისხმობს საქმის მასალებიდან გამომდინარე მოსამართლის შესაძლებლობას, შეცვალოს არასათანადო მხარე სათანადო მხარით. ამ ღონისძიებათა გატარება დაკავშირებულია საქმის დროულად განხილვასა და ასევე, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებასთან. სასამართლო მიუთითებს, რომ 2015 წლის 13 ოქტომბერს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე სასამართლოს შეთავაზება მოსარჩელე მხარეს არასათანადო მოპასუხე შეეცვალა სათანადო მოპასუხით, ს----------–-----------–---------------ოს მიერ არ იქნა გაზიარებული, რაც საბოლოო ჯამში - მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად იქნა სასამართლოს მიერ მიჩნეული.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის შეფასებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მოცემულ დავაზე შპს ,,ა-------“-ი წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს; კერძოდ, აპელანტი აღნიშნავს, რომ მოპასუხე (ფილიალი) რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით;

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა;

 

კერძოდ, სასამართლო მიუთითებს ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველ და მეხუთე ნაწილებზე, რომლებითაც განსაზღვრულია საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების ფილიალების სამართლებრივი სტატუსი შესაბამისად, დასახელებულ ნორმას კავშირი არ აქვს უცხოური კომპანიის ფილიალის რეგისტრაციის სამართლებრივ ბუნებასთან.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა კანონის სპეციალური ნორმა, კერძოდ, ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი; დასახელებულ ნორმაზე და ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით აპელანტი განმარტავს, რომ სარჩელი აღძრულ იქნა ხელშეკრულების მხარის წინააღმდეგ, რომელსაც უფლება ჰქონდა სრულფასოვან მხარედ გამოსულიყო სასამართლოში და დაეცვა საკუთარი ინტერესები;

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ ზემოთ დასახელებული გარემოებები სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა უგულებელყოფილი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ; შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

პალატა აღნიშნვას, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების მიმართ ს----------–-----------–---------------ოს არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებისას შპს ,,ა-------“ წარმოადგენდა ხელშეკრულების კონტრაჰენტს, შესაბამისად, მისი არასათანადო მოპასუხედ მიჩნევა ყოველგვარ საფუძელს არის მოკლებული.

სააპელაციო პალატა სადავო საკითხზე მსჯელობისას ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ფილიალი განცალკავებული ტერიტორიული ქვედანაყოფია, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის გარეთ, ემსახურება ძირითადი საწარმოს საქმიანობის განხორციელებას და მის ტერიტორიულ გაფართოვებას. საწარმოს წარმომადგენლობა სამოქალაქო ბრუნვაში გამოდის საწარმოს სახელით, წარმოადგენს მის ინტერესებს და ახორციელებს მათ დაცვას. საწარმოს ფილიალი ძირითადი საწარმოსაგან ტერიტორიულად დაშორებულია, მას გააჩნია ორგანიზაციული და ეკონომიკური დამოუკიდებლობა, თუმცა, იგი სამართლებრივად დამოკიდებულია ძირითად საწარმოზე. ამდენად, მაშინაც როდესაც საწარმოს ფილიალი დამოუკიდებელ მხარედ გამოდის სამართალურთიერთობაში, აღნიშნული დამოუკიდებლობა განპირობებულია ძირითადი საწარმოს უფლებამოსილების დელეგირების ფარგლებით; შესაბამისად, ასეთ სამართალურთიერთობის დროსაც კი ფილიალი შეიძლება მონაწილეობდეს სასამართლო სამართალწარმოებაში, თუმცა, მხოლოდ ძირითადი საწარმოს წარმომადგენლის სტატუსით, ისიც მხოლოდ საამისო საპროცესოსამართლებრივი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში.

 

ამდენად, ძირითადი საწარმო წარმოადგენს სამართალურთიერთობის მხარეს და შესაბამისად, პროცესის სუბიექტს, ხოლო ფილიალი, საამისო უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოდიოდეს მხოლოდ ძირითადი საწარმოს წარმომადგენლად.

 

აღნიშნული სამართლებრივი მდგომარეობა არ იცვლება მაშინაც, როდესაც სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტი უცხოური საწარმოს ფილიალია. უცხოური საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია არ ემსახურება სამეწარმეო სამართლებრივ კონტექსტში მის ცალკე სამეწარმეო სუბიექტად განხილვის მიზანს. უცხოური საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია ემსახურება ისეთი მიზნებს, როგორიცაა შიდასახელმწიფოებრივი სამართლის რეგულირების რეჟიმში მოქცევა, გადასახადების გადახდა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და ა. შ., მაგრამ არამცდაარამც ფილიალის სამართალსუბიექტად ქცევას. განსხვავებული მიდგომა, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება საკორპორაციო სამართლის ძირითად პრინციპებს, მნიშვნელოვანი რისკის შემცველია სამოქალაქო ბრუნვაში, როგორც ძირითად საწარმოსა და ფილიალს შორის ურთიერთობის ფარგლებში, ასევე მესამე პირებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც. ნიშანდობლივია ყურადღების გამახვილება საწარმოს ფილიალის მიმართ დამდგარ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების სირთულეებზე. ასევე ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ძირითადი საწარმოს საპროცესო უფლება, მონაწილეობა მიიღოს მისი საქმიანობის განმახორციელებელი ტერიტორიული განაყოფის თაობაზე გამართულ სასამართლო სამართალწარმოებაში. აღნიშნული უფლების შეზღუდვამ, შედეგობრივი თვალსაზრისით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

 

პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს ისეთ გარემოებაზე, როდესაც უცხოური საწარმო საქართველოს ტერიტორიაზე მისი საქმიანობის განხორციელების მიზნით აარსებს დამოუკიდებელ საწარმოს ამა თუ იმ დამოუკიდებელ სამეწარმეო სამართლებრივი ფორმით, ასეთ ვითარებაში, საწარმოს სახელწოდებაში შეიძლება ფიგურირებდეს ფილიალი, თუმცა, სამართლებრივ ფორმაში მითითებული იყოს მაგალითად, ,,შპს“, ,,სს“ და ა. შ. ასეთ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ფუნქციურად უცხოური საწარმოს ფილიალთან, თუმცა, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საქართველოში დაარსებულ მეწარმე სუბიექტთან, რა დროსაც, იგი სამართალურთიერთობის დამოუკიდებელ სუბიექტად განიხილება და მის მიმართ, ფილიალისათვის დაწესებული სამართლებრივი რეჟიმი არ ვრცელდება.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეა შპს ,,ა-------“, რომელიც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, სამართლებრივი ფორმის მიხედვით წარმოადგენს უცხოური საწარმოს ფილიალს (ს.ფ. 111-112). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს უცხოური საწარმოს ფილიალთან; შესაბამისად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის მიმართ; სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ასეთ ვითარებაში საამისო საპროცესო უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში (როცა ფილიალის დაფუძნების შესახებ ძირითადი საწარმოს გადაწყვეტილებაში, ამავე ფილიალს, დავის არსებობის შემთხვევაში, მინიჭებული აქვს მისი სახელით სასამართლო სამართალწარმოების წარმართვის უფლება) დასაშვებია ფილიალის სასამართლო სამართალწარმოებაში მონაწილეობა, თუმცა, მხოლოდ ძირითადი საწარმოს წარმომადგენლის სტატუსით; შესაბამისად, სარჩელი მიმართული უნდა იყოს ძირითადი საწარმოს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს რეგისტრირებული ფილიალი საქართველოში.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს; შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს----------–-----------–---------------ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს, სასამართლო გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნებათ ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით.

 

თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /

 

მოსამართლეები: /ანა გოგიშვილი/

 

/ეკატერინე ცისკარიძე/