განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100117002221022, №1/ბ-1083-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა----- ბე------–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ას-–-- ას-------ი - დაბადებული 199--–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბ--–-----------------–----------–----------–---------.
ადვოკატი - დი------ი ნა–--–-–---–ი.
თარჯიმანი - ას--------–--------ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები - ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება (05 ეპიზოდი).
სასჯელი:
10 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის შემსუბუქება 6 წლით თავისუფლების აღკვეთამდე, შემდეგ გარემოებათა გამო: ას-–-- ას-------ი თავს ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში ხუთივე ეპიზოდში და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს. ჰყავს მხოლოდ პენსიონერი ბებია, არ გააჩნიათ უძრავი ქონება და მათი მატერიალური მდგომარეობა არის მძიმე. მსჯავრდებული აცნობიერებს ჩადენილი ქმედებების ხასიათს და ითხოვს ძირითადი სასჯელის შემცირებას და დამატებითი სასჯელისგან გათავისუფლებას (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი);
ბრალდების მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: დანიშნული სასჯელი სამართლიანია და არ არსებობს სასჯელის შემცირების საფუძველი (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განაჩენით, ას-–-- ას-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ას-–-- ას-------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,1769 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რაც 2017 წლის 27 სექტემბერს თბილისში, სოფელ ფო-----–-–ი, გუ-----–---–-ს პირველ ჩ--–-, 500 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა რა--–---–-----------ზე.
ას-–-- ას-------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,1355 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რაც 2017 წლის 5 ოქტომბერს თბილისში, სოფელ ფო-----–-–ი, გუ-----–---–-ს პირველი ჩ--–-, 800 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა რა--–---–-----------ზე.
ას-–-- ას-------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,0466 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რაც 2017 წლის 26 სექტემბერს თბილისში, სოფელ ფო-----–-–ი, ი----- ცუ--------–ის ქუჩაზე, 100 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა სა-------–---ზე.
ას-–-- ას-------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,0536 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რაც 2017 წლის 27 სექტემბერს თბილისში, სოფელ ფო-----–-–ი, ი----- ცუ--------–ის ქუჩაზე 200 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა სა-------–---ზე.
ას-–-- ას-------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,0262 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რაც 2017 წლის 28 სექტემბერს თბილისში, სოფელ ფო-----–-–ი, ი----- ცუ--------–ის ქუჩაზე 100 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა სა-------–---ზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განაჩენით, ას-–-- ას-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (05 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (05 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ას-–-- ას-------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ას-–-- ას-------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის გამსაღებელ პირს, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ას-–-- ას-------ს დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2017 წლის 07 ნოემბრიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, დაცვის მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ას-–-- ას-------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ას-–-- ას-------ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების (მოწმეების: რა--–---–-----------ის, სა-------–---ის, სო--------–---–--ის, ლე------------ას, არ---–-------–-–---–ის, ბე-----------ას, გი--------------–---–ის, ვა------------------ის, ნა------------------ის, პე------–--–---–--ის, გრ-----–------–----ის, ნი---------–---–ის, სო------–------იას, ნა-----–---–-----ის, ვე------------ას, აგ--–------------------ის, სი-----------------ას, თა---–--------------ას, სა---------------------ას, ელ--------------------ის, ლე--–-----–----------ას, ირ-----------ის და სე---–----------ის ჩვენებების, ჩხრეკის ოქმების, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების, ქიმიური ექსპერტიზის N1------------------------------------- დასკვნების, ფარული საგამოძიებო მოქმედებების და საქმის სხვა მასალების) ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ ას-–-- ას-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.
სასჯელის დასაბუთება:
პალატა გაეცნო დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასჯელის დანიშვნისას ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც საბოლოო სასჯელი დაენიშნა ას-–-- ას-------ს, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან თერთმეტ წლამდე ვადით.
ას-–-- ას-------მა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია ჩადენილი ქმედება ხუთივე ეპიზოდში. დაცვის მხარის განმარტებით, მსჯავრდებულს ჰყავს მხოლოდ პენსიონერი ბებია, რომელმაც გაზარდა იგი და პენსიის გარდა ოჯახს სხვა შემოსავალი არ გააჩნია. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. მოცემულ შემთხვევაში, წარდგენილი ბრალდებები უპირობოდ წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, თუმცა, მხოლოდ აღნიშნული გარემოება არ არის საკმარისი ჯარიმის დასანიშნად, მით უფრო დამატებითი სასჯელის სახით. პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია 10000 ლარის ოდენობის დამატებითი სასჯელის დანიშვნა მაშინ, როდესაც არ წარმოდგენილა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ას-–-- ას-------ის მიერ ჯარიმის გადახდის შესაძლებლობას.
რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთას და დანიშნულ სასჯელს, პალატა ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: ას-–-- ას-------ს, წარდგენილი ბრალდების მიხედვით აქვს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და გასაღების 5 ეპიზოდი. გამოძიება მოცემულ საქმეზე დაიწყო 2017 წლის 5 სექტემბერს, ხოლო ნარკოტიკული საშუალების გასაღება მოხდა 2017 წლის 27 სექტემბერს და 2017 წლის 5 ოქტომბერს რა--–---–-----------ზე, 2017 წლის 26 სექტემბერს, 2017 წლის 27 სექტემბერს, 2017 წლის 28 სექტემბერს კი სა-------–---ზე.
პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულთა ერთობლიობის, ან განაჩენთა ერთობლიობის დროს, დასაბუთებული უნდა იყოს გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა. მოცემულ შემთხვევაში, ას-–-- ას-------ს მსჯავრი დაედო ერთსა და იმავე დანაშაულთა ჩადენის 5 ეპიზოდში. ძირითადი განსხვავება არის ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, 2017 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდზე - 0,1769 გრამი, 2017 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდზე (რა--–---–-----------ზე გასაღება) – 0,1355 გრამი, 2017 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდზე - 0,0466 გრამი, 2017 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდზე - 0,0536 გრამი, 2017 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდზე კი 0,0262 გრამი. განაჩენში სასჯელის სახესთან და ზომასთან დაკავშირებით განვითარებულია ზოგადი მსჯელობა. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს პრევენციასთან და მკაცრ მიდგომებთან დაკავშირებით, თუმცა მაშინ, როდესაც სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისთვის ცალ-ცალკე, არ არის ნამსჯელი თუ რამ განაპირობა ნარკოტიკული საშუალების გასაღების 4 ეპიზოდში 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთის, ხოლო 2017 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდში 10 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა დამატებით სასჯელთან ერთად.
ნარკოტიკული საშუალების სახეობის, გასაღების 5 ფაქტის არსებობის გამო, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა, თუმცა, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრების, მისი აღიარების და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ას-–-- ას-------ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა 08 (რვა) წლის ვადით (თითოეულ ეპიზოდზე), პალატის მოსაზრებით, სავსებით უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ას-–-- ას-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დი------ი ნა–--–-–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განაჩენში.
ას-–-- ას-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (05 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (05 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ას-–-- ას-------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ას-–-- ას-------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2017 წლის 07 ნოემბრიდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ას-–-- ას-------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის გამსაღებელ პირს, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
ნივთიერი მტკიცებულებები:
§ 2017 წლის 27 სექტემბერს ქ. თბილისი, სოფელი ფ-------–-, გუ-----–---–-ს I ჩ--–- ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი მასალა - ვიდეოჩანაწერი განთავსებული 1 დისკზე, 2017 წლის 05 ოქტომბერს ქ. თბილისი, სოფელი ფ-------–-, გუ-----–---–-ს I ჩ--–- ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი მასალა - ვიდეოჩანაწერი განთავსებული 1 დისკზე, 2017 წლის 21 სექტემბრიდან 2017 წლის 20 ოქტომბრამდე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება „სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული მასალა განთავსებული 1 დისკზე, 2017 წლის 27 სექტემბერს ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი მასალა - ვიდეოჩანაწერი განთავსებული 1 დისკზე, 2017 წლის 28 სექტემბერს ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი მასალა - ვიდეოჩანაწერი განთავსებული 1 დისკზე, 2017 წლის 27 სექტემბერს რა--–---–-----------თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების ამსახველი ვიდეო მასალა განთავსებული 1 დისკზე, 2017 წლის 5 ოქტომბერს რა--–---–-----------თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების ამსახველი ვიდეო მასალა განთავსებული 1 დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
§ 2017 წლის 27 სექტემბერს რა--–---–-----------თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, წონით 0,2565 გრამი, 2017 წლის 27 სექტემბერს რა--–---–-----------თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების შედეგად ამოღებული პოლიეთილენის 6 ცალი ნაჭერი, რომლებშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, 2017 წლის 5 ოქტომბერს რა--–---–-----------თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, წონით 0,3158 გრამი, 2017 წლის 5 ოქტომბერს რა--–---–-----------თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების შედეგად ამოღებული ასანთის კოლოფი და პოლიეთილენის ათი ცალი ნაჭერი, რომლებშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, 2017 წლის 26 სექტემბერს სა-------–---თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, წონით 0,0658 გრამი, 2017 წლის 26 სექტემბერს სა-------–---თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების შედეგად ამოღებული 1 ცალი პოლიეთილენის ნაჭერი, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, 2017 წლის 27 სექტემბერს სა-------–---თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, წონით 0,182 გრამი, 2017 წლის 27 სექტემბერს სა-------–---თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების შედეგად ამოღებული 2 ერთეული პოლიეთილენის ნაჭერი, რომლებშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, 2017 წლის 28 სექტემბერს სა-------–---თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, წონით 0,0342 გრამი, 2017 წლის 28 სექტემბერს სა-------–---თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების შედეგად ამოღებული 1 ერთეული პოლიეთილენის ნაჭერი, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
§ ას-–-- ას-------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
§ ას-–-- ას-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1 ცალი საფულე, ას-–-- ას-------ის პირადობის მოწმობა, ორი ქაღალდის ფურცელი (არასრული) წარწერებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
§ ას-–-- ას-------ის საცხოვრებელი სახლის დამხმარე შენობის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 35 აშშ დოლარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
§ სა---------------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 4010 ლარი, ელ--------------------ის საცხოვრებელი სახლის დამხმარე შენობის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 688 ლარი და 20 თეთრი და 750 აშშ დოლარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
§ ას-–-- ას-------ის პირადი ჩხრეკისას გადაღებული ფოტოები (26 ფოტოკადრი) განთავსებული 1 დისკზე და იმავე საგამოძიებო მოქმედებისას გადაღებული ვიდეოჩანაწერი განთავსებული 1 დისკზე, ას-–-- ას-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოები (54 ფოტოკადრი) განთავსებული 1 დისკზე და იმავე საგამოძიებო მოქმედებისას გადაღებული ვიდეოჩანაწერი განთავსებული 2 დისკზე, ას-–-- ას-------ის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას გადაღებული ფოტოები (11 ფოტოკადრი) განთავსებული 1 დისკზე და იმავე საგამოძიებო მოქმედებისას გადაღებული ვიდეოჩანაწერი, განთავსებული 1 დისკზე, ას-–-- ას-------ის საცხოვრებელი სახლის დამხმარე შენობის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოები (5 ფოტოკადრი) განთავსებული 1 დისკზე და იმავე საგამოძიებო მოქმედებისას გადაღებული ვიდეოჩანაწერი განთავსებული 1 დისკზე, ელ---------------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოები (59 ფოტოკადრი) განთავსებული 1 დისკზე და იმავე საგამოძიებო მოქმედებისას გადაღებული ვიდეოჩანაწერი განთავსებული 2 დისკზე, ელ--- თა-------------ის საცხოვრებელი სახლის დამხმარე შენობა-ნაგებობის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოები (359 ფოტოკადრი) განთავსებული 1 ერთეულ დისკზე და იმავე საგამოძიებო მოქმედებისას გადაღებული ვიდეოჩანაწერი განთავსებული 2 დისკზე, სა---------------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ამსახველი ფოტო (536 ფოტოსურათი) და ვიდეო მასალა განთავსებული 5 დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
§ 2017 წლის 10 ნოემბერს ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის დროს გადაღებული ფოტოები (33 ფოტოკადრი) განთავსებული 1 დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე