განაჩენი

სისხლის სამართლის 07.12.2018
საქმის ნომერი
140100118002347281
ინსტანცია
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100118002347281

საქმე №1b/1206-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 დეკემბერი, 2018წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ბ----------------

მსჯავრდებულის: ა-–-----------------–---–--

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ა-–-----------------–---–--, ასევე გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ბ---------------- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ალ----------------–------- ქა----–---–-- მიმართ, (პ/N 5-------------------------–----------–-–---------------------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გო----------------------–-------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენით, ალ------------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენით ა-–-----------------–---–-- მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა

1(ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ალ------------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით;

ალ-----------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 6 თებერვლიდან.

ალ-----------------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი -სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში: ალ-----------------–---–--- რომელიც მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებული იყო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ და “გ“ ქვეპუნქტებით ჩადენილი დანაშაულისათვის და ამ განაჩენის საფუძველზე იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული. კერძოდ, 2018 წლის 3 თებერვალს, ღამის საათებში, დაკეტილ კარზე ფიზიკური ზემოქმედების გზით მან უკანონოდ შეაღწია გორის რაიონის სოფელ ატენში მდებარე ილ---–-----–--–---–-- სააგარაკე ბინის მეორე სართულის ოთახში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ილ---–-----–--–---–-- კუთვნილ “star-ის“ ფირმის ტელევიზორს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 40(ორმოცი)ლარის ზიანი. 2018 წლის 6 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლების მიერ, ილ---–-----–--–---–-- სააგარაკე ბინიდან მოპარული ტელევიზორი ამოღებულ იქნა გორის რაიონის სოფელ ატენში, ა-–-----------------–---–-- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ბა--------------- და მსჯავრდებულმა ალ-----------------–---–---

ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმება.

მსჯავრდებულმა ალ-----------------–---–მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით სასჯელის განსაზღვრა.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ა-–-----------------–---–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: ილ---–-----–--–---–--, გიორგი პავლიაშვილის ნ-----–--------–--------------------–------ გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ა-–-----------------–---–-- ბინის ჩხრეკის ოქმით, ილ---–-----–--–---–-- მიერ ტელევიზორის ამოცნობის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენით, თვით ბრალდებულ ა-–-----------------–---–-- გამოკითხვის ოქმით. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა. ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ალ-----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

1. აპელანტი - მსჯავრდებული - სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მან აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომა გამოძიებასთან და სადაოდ არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, მართალია, მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ მის მიერ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაული, ის წარსულში ნასამართლევია ანალოგიური სახის დანაშაულისთვის და მან ახალი დანაშაული გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდინა. ასეთი პირობების არსებობისას კი, პალატას სასჯელის შემცირება და მით უმეტეს, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენება, მიზანშეუწონლად მიაჩნია.

2.პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის - ბრალდების მხარის - მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა-–-----------------–---–-- მიერ ჩადენილ ქმედებას და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს არ მიუთითებია რაიმე ახალ გარემოებაზე, რაც შეიძლება დანიშნული სასჯელის დამძიმების საფუძველი გამხდარიყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალტა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა-–-----------------–---–-- და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.მსჯავრდებულ ა-–-----------------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ბ----------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

4. ალ-----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენით ალ------------------–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ალ------------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა ვადით;

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ალ---------- ქა----–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;

6. მსჯავრდებულ ალ-----------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 6 თებერვლიდან;

7. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

-ალ------------------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტელევიზორი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მაგიდის გადასაფარებელი, რომლებიც ინახება შსს გორის რაიონული სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ა-–-----------------–---–-- ხელის ანაბეჭდები და სუნის ნიმუში განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

8. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი