განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.11.2018
საქმის ნომერი
200210016001299099
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200210016001299099

საქმე №2ბ/4619-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი

სხდომის მდივანი ნანა კაბულაშვილი

აპელანტი - დ--–---–-----–--ა

წარმომადგენელი - ს---------–--ე

მოწინააღმდეგე მხარე - მ----------–----–---–ი

წარმომადგენელი - ლალი ჩოდრიშვილი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მოსარჩელე მ----------–----–---–ის სარჩელი მოპასუხე დ--–---–-----–--ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხე დ--–---–-----–--ას მოსარჩელე მ----------–----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 5500 აშშ დოლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოსარჩელე მ----------–----–---–ს საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება მდებარე ა---------------ი, სოფელი ზ-----------–--ი, დაზუსტებული ფართობი 2638.00კვ.მ; შენობა-ნაგებობა 371,6კვ.მ. და არასაცხოვრებელი ფართი 21,0კვ.მ.

 

2.2. მოსარჩელე მ----------–----–---–ს ჰქონდა სესხი 6000 აშშ დოლარის ოდენობით. მ----------–----–---–ი და დ--–---–-----–--ა, რომელიც არის მისი შვილობილის ვ----------–---–ის სიდედრი, შეთანხმდნენ რომ გადასახდელ თანხას დ--–---–-----–--ა ასესხებდა, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად მ----------–----–---–ი საცხოვრებელ სახლს გაუფორმებდა ვალის დაბრუნებამდე. დ--–---–-----–--ამ დაფარა მ----------–----–---–ის ვალი 6000 აშშ დოლარი და 1650 ლარი, ხოლო მოსარჩელეს დ--–---–-----–--ასთვის აღებული სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა 2015 წლის ბოლომდე.

 

2.3. 2013 წლის 19 აგვისტოს მ----------–----–---–ის მიერ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკისაგან თავისუფალი საცხოვრებელი სახლი გაფორმდა დ--–---–-----–--ას სახელზე. შემდეგ კი ამავე სახლთან მდებარე, მოსარჩელე მ----------–----–---–ის კუთვნილი, კომერციული ფართი (21,0 კვ. მ), რომელიც აღრიცხული იყო ვ----------–---–ის სახელზე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა დ--–---–-----–--ას სახელზე.

 

2.4. მოსარჩელესთან მოპასუხეს და მის სიძეს, ვ----------–---–ს დამყარებული ჰქონდათ ახლო მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა, რასაც მხარეები თავიანთ ახსნა-განმარტებაში არ უარყოფენ. ასევე, დადგენილია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე მოპასუხის ხელშეწყობით ფულის შესაგროვებლად რამოდენიმეჯერ წავიდა სამუშაოდ საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთში.

 

2.5. მ----------–----–---–ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ა---------------ი, სოფელი ზ-----------–--ი, დაზუსტებული ფართობი 2638.00კვ.მ; შენობა-ნაგებობა 371,6 კვ.მ. და არასაცხოვრებელი ფართი 21,0კვ.მ) 2012 წლის 12 დეკემბერს დარეგისტრირდა იპოთეკა ვ-–----–---–---–ის სახელზე, თუმცა მოწმე ვ-–----–---–---–მა თავისი ჩვენებით განმარტა, რომ იპოთეკა მალევე მოხსნა ამ უძრავ ქონებას ვ----------–---–ის თხოვნით.

 

2.6. 2015 წლის 10 ნოემბერის აუდიტის დასკვნის მიხედვით, სადავო საცხოვრებელი სახლი შეფასებულია 15000 აშშ დოლარად, ხოლო კომერციული ფართი - 3000 აშშ დოლარად. მ----------–----–---–ს დ--–---–-----–--ასთან დასაბრუნებელი ჰქონდა 5649 აშშ დოლარი და 1650 ლარი.

 

2.7. დ--–---–-----–--ამ 2015 წლის 18 ნოემბერს თამაზ ნარუსლიშვილს მიჰყიდა სახლი და კომერციული ფართი. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, სახლი გაყიდულია 13 000 აშშ დოლარად, ხოლო კომერციული ფართი 700 ლარად. ამდენად, დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს 2013 წლის 19 აგვისტოს მხარეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება რეალურად რა მიზანს ემსახურებოდა.

 

მოსარჩელე მ----------–----–---–ს საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება დაზუსტებული ფართობი 2638.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობა 371,6კვ.მ. და არასაცხოვრებელი ფართი 21,0 კვ.მ. დადგენილია, რომ მოსარჩელე მ----------–----–---–ს არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი სახლი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მ----------–----–---–სა და დ--–---–-----–--ას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება და ასევე ვ----------–---–ის სახელზე კომერციული ფართის (მაღაზიისა და პურის საცხობის) აღრიცხვა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ მ----------–----–---–ის სასესხო ვალდებულებებიდან გამომდინარე მის სახელზე არ ყოფილიყო აღრიცხული უძრავი ქონება. მ----------–----–---–ის საცხოვრებელი სახლი და მის ეზოში მდებარე მაღაზია და პურის საცხობი შეფასებულია აუდიტის დასკვნის თანახმად 18000 აშშ დოლარად.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე მხარეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება ნამდვილი იყო და იგი არ ემსახურებოდა მესამე პირის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებებისაგან თავის დაღწევას. ვინაიდან, მ----------–----–---–ს არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი და ასევე ამ უძრავი ქონების ღირებულება გაცილებით მეტია ვიდრე მას ვალები გააჩნდა მესამე პირებთან. მას შეეძლო გაეყიდა ქონება და დაეფარა ვალები, ხოლო დარჩენილ მიღებულ თანხას თავის შეხედულებისამებრ გამოიყენებდა. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხის სიძეს ვ----------–---–ს, ხოლო შემდგომ ასევე დ--–---–-----–--ას შორის ჩამოყალიბებული იყო ახლო მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა და სწორედ ამან განაპირობა მ----------–----–---–ის მიერ დ--–---–-----–--ასთან ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მიზანი იყო იმის დაფარვა, რომ გ--–----–---–ის მოვალეებს არ მიეღოთ მისი უძრავი ქონება ნაკლებ ფასში.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულება ნამდვილია და იგი არ არის თვალთმაქცურად და გავლენის ბოროტად გამოყენებით დადებული, რადგან აღნიშნული გარემოება საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით და ანალიზით სავსებით დადასტურებულია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.10. სასამართლომ სკ-ის 55-ე და 56-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ჩუქების ხელშეკრულება თვალთმაქცურად და გავლენის ბოროტად გამოყენებით, რის გამოც, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5500 აშშ დოლარი.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და შესაბამისად, არც სასამართლო გადაწყვეტილებით მომხდარა დასახელებული გარიგების მოჩვენებით ან თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევა. ამასთან, დ--–---–-----–--ა უთითებს, რომ მის მიერ ნივთის ღორებულება გადახდილია და მის საკუთრებაში მართლზომიერად მოხვდა სადავო ნივთები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. წინამდებარე განჩინებით მსჯელობის საგანს წარმოადგენს, სახეზეა თუ არა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

პალატა განმარტავს, რომ რიგ შემთხვევებში იმისათვის, რომ პირს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სწორედ ჩამოთვლილი წინაპირობები უნდა იყოს სახეზე სკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის დადგომისას.

 

უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციურ ვალდებულებათა რეგულირებას ეთმობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები. უსაფუძვლო გამდიდრება სახეზეა, თუ სახეზეა, მოპასუხის გამდიდრება, ამის შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და მატერიალურ სიკეთეთა/აქტივების ასეთი გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.

 

აღსანიშნავია, რომ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ძირითადი დანიშნულება სწორედ დაზარალებულის ხარჯზე, უსაფუძვლოდ გამდიდრებული ან ქონებადაზოგილი შემძენის მიერ დაზარალებულისათვის ქონებრივი დანაკარგის ანაზღაურების უზრუნველყოფაა. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებებიც წარმოადგენენ ერთიან დამოუკიდებელ არასახელშეკრულებო ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება საკუთრების უფლებისა და სხვა ქონებრივი უფლებების დაცვას. ამ სახის ვალდებულების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია თვით უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და არა კონკრეტული საფუძველი, რასაც მოჰყვა გამდიდრება. ასეთ ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ გამდიდრებული პირის, როგორც მართლზომიერი ისე არამართლზომიერი მოქმედება. ასევე, დაზარალებულის და მესამე პირთა იგივე სახის მოქმედებები. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

სსკ-ის 982-ე მუხლი არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრების საკითხებს, კერძოდ, დასახელებული ნორმის მიხედვით, ხელყოფის კონდიქციის არსებობისას პასუხისმგებლობის საფუძველია სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ანუ ის ფაქტი, რომ სხვისი კუთვნილი ქონება არამესაკუთრემ განკარგა. განსახილველ შემთხვევაში, იმ მოცემულობაში, როდესაც მხარე მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას აუცილებელია შეფასდეს და დადგინდეს ნივთის საკუთრებიდან გასვლის შემდგომ მომხდარ გარემოებათა მართლწინააღმდეგობა. ამდენად, აუცილებელია საკუთრებიდან ნივთის გასვლის შემდგომ განხორციელებული საფუძვლების გაუქმება, რომლის შემდგომაც შესაძლებელი იქნება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. განსახილველ შემთხვევაში, საკუთრების წარმოშობის საფუძვლები ძალაშია (ხელშეკრულება) და შედავებული ან გაუქმებული არ არის და იურიდიული ძალის მქონეა. ამდენად, სკ-ის 982-ე მუხლის მიზნებისათვის სახეზე არ არის ნივთის არამესაკუთრე, რომელმაც განკარგა სხვისი ქონება, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, თელავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მ----------–----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 549,164 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა

 

1. დ--–---–-----–--ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3. მ----------–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მ----------–----–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 549,164 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი