განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160100117001953990-1ბ/1435-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
26 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკააურორი: გი------------–---–-
დაცვის მხარე:
გამართლებული: რ---------------, დ----------–-------–-–----------------------------------------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–------------------–--------–--–--
ადვოკატები: ვ--–-------------------–-----------–--–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები;
დისპოზიცია: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
გამართლებული: გ---------------–------------------–-------–-–------------------------------------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–------------------–--------–--–--
ადვოკატი: ვ--–-------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები;
დისპოზიცია: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
თარჯიმანი: ა---------–---------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ--------–-ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–-- და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა გ---------------–------ და რ---------------ს მიმართ.
დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ---------------–-------------------------- ბრალი ედებოდათ მასზედ, რომ რომ მათ ჩაიდინეს:
2017 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე მ--------–---------------------–--------–--–- არსებული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----------------------------------–------- წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, იცოდა რა დაზარალებულის ასაკი, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხელში აყვანის და ავტომანქანაში ჩასმის გზით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვან ზ----------------------. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით;
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა:
გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი გ---------------–------ და რ---------------ს მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ჩადენა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა ზ---------------------ა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის რ---------------ს მეუღლე და უარი განაცხადა მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ხოლო, გუ----- ზ-----–------- დაკავშირებით დაზარალებულმა განმარტა, რომ 2017 წლის 28 აპრილს მიდიოდა სკოლაში, გზაში შეხვდა თანაკლასელს ს----–------------. მეგობართან ერთად მიუყვებოდა გზას, ავტომანქანა გაჩერდა მათგან დაახლოებით 3-4 მეტრში. ძალიან შეეშინდა, ვინაიდან სოფელში სხვა პიროვნებებსაც უყვარდათ და იფიქრა, რომ შესაძლოა სხვას მოეტაცა. გაქცევას ცდილობდა, რის გამოც ფეხი მოსაცმელში ჩაყვა და წაიქცა. ადგომის შემდეგ მან დაინახა რ---------------. გ---------------–---- მას არ შეხებია. წაქცევის შემდეგ ადგომაში დაეხმარა გ---------------–----- მოწმემ განმარტა, რომ ავტომანქანაში ჩაჯდომამდე ნახა რ------ და ამის შემდეგ თავისი ნებით ჩაჯდა ავტომანქანაში და გ---------------–-------------------------------- ერთად წავიდა სოფელ აღამეთში.
მოწმე ს----–-----------ა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 28 აპრილს 8:45 საათზე გამოვიდა სახლიდან, დაახლოებით 400 მეტრის მანძილზე შეხვდა კლასელს ზ---------------------- და გაემართნენ სკოლის მიმართულებით. შენიშნეს ავტომანქანა, ,,ფორდ ტრანზიტი“, რომელიც შემობრუნდა და გაჩერდა, გადმოვიდნენ რა------------- და გ---------------–----. ამ დროს ზ----------------ვი გადავიდა საწინააღმდეგო მხარეს, ფეხი წამოდო გრძელ მოსაცმელს და წაიქცა. რ--------------- და გ---------------–---- წავიდნენ ზ-------- მიმართულებით და მიუახლოვდნენ მას, ერთმა თავზე, ხოლო მეორემ ფეხზე მოკიდეს ხელი და წაიყვანეს ა/მანქანის მიმართულებით. ზ----ფა ამ დროს მშვიდად იყო, ჩასვეს ა/მანქანში და კარები მიხურეს. სკოლაში მისვლისას ნახა ია-–-------------ი და უთხრა, რომ ზ--------------------ა მოიტაცეს. მოწმის განმარტებით, გამართლებულებს არაფერი განსაკუთრებული არ ჩაუდენიათ, უბრალოდ რადგანაც წაიყვანეს ზ----ფა, ჩათვალა რომ მოიტაცეს.
მოწმე ი---–--------------- სასამართლო სხდომაზე განმარტა, მიერ მუშაობს სკოლის სამეურნეო განყოფილებაში. 2017 წლის 28 აპრილს იჯდა სკოლის წინ მაგიდასთან, რა დროდესაც მივიდა ერთი გოგო და უთხრა - გოგო მოიტაცესო.
მოწმე ა-–--------------- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 28 აპრილს მიდიოდა სკოლაში, რა დროსაც გაიგონა ყვირის ხმა, როდესაც იკითხა თუ რა ხდებოდა უთხრეს, რომ მოიტაცეს ზ---------------------- აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა ს----–------------აგან, რომელიც იყო შეშინებული და ტიროდა.
მოწმე ლა-------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის ალ--------------ს დედა, სკოლაში მუშაობს მასწავლებლად. იმყოფებოდა სამასწავლებლოში, როდესაც მასთან მივიდა სევილ მამედოვა და უთხრა, რომ მოიტაცეს ზ---------------------- იცოდა, რომ ზ---------------------- და რ--------------- უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ სკოლის დამთავრებამდე ზ---------------------- ოჯახი მისი გათხოვების წინააღმდეგი იყო.
მოწმე მ-----–--------–-–---–-ა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს სოფელ თ----–--- სკოლაში, ქართული ენის დამხმარე პედაგოგად. 2017 წლის 28 აპრილს სკოლაში იყო ხმაური, რა დროსაც შემოვიდა ქართულის მასწავლებელი, ლ---------------- რომელმაც უთხრა, რომ ზ--------------------ა მოიტაცეს.
მოწმე ჰ------------------ა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იყო სკოლის დირექტორი. 2017 წლის 28 აპრილს მისთვის მოსწავლეებისგან გახდა ცნობილი ზ---------------------- მოტაცების შესახებ.
მოწმე ბ--------------------- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის დაზარალებულ ზ---------------------- მამა. 2017 წლის 28 აპრილს გაიგო ზ-------- მოტაცების შესახებ. მივიდა სკოლაში, სადაც ასევე მივიდა პოლიციაც. მისმა შვილმა განუცხადა, რომ რ--------------- ნებით გაყვა. რ---------------ს მშობლები მასთან ბევრჯერ იყვნენ მისულები გოგოს ხელის სათხოვნელად, მაგრამ არ თანხმდებოდა, ვინაიდან ქორწილის საშუალება არ ჰქონდა.
მოწმე გ----–-------------------- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის დაზარალებულ ზ---------------------- და. იცოდა ზ-------- და რ---------------ს სიყვარულის შესახებ. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა თბილისში, როდესაც 10:00 საათისთვის მამამ დაურეკა და შეატყობინა, რომ მისი და მოიტაცეს. მოწმე კი ამშვიდებდა მამას, ვინაიდან იცოდა მისი დის გრძნობების შესახებ.
სასამართლო სხდომაზე ზ--------------------ამ განმარტა, რომ არის დაზარალებულის ბებია. იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში შვილიშვილის მოტაცებასთან დაკავშირებით, იქ კი გოგომ განაცხადა, რომ რ--------------- გაყვა ნებით.
მოწმე მა--–---------–-------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ რ--------------- არის მისი სიძე. გ---------------–---- კი თანასოფლელი. სიძის მშობლები არაერთხელ იყვნენ ზ-------- ხელის სათხოვნელად მისულები მათთან სახლში, თუმცა ოჯახს სურდა, რომ გოგოს ჯერ სკოლა დაემთავრებინა და შემდგომ გაათხოვებდნენ.
მოწმე სა-------------------ვმა განმარტა, რომ რ--------------- არის მისი მეგობარი, მივიდა მასთან და უთხრა, რომ მას და ზ---------------------- უყვარდათ ერთმანეთი. ასევე მისთვის ცნობილი იყო, რომ სოფელში ზ--------------------ა უყვარდათ სხვებსაც, სათხოვნელადაც იყვნენ მისულები. მას რ---------------- უთხრა, რომ გოგო თანახმა იყო, ხოლო მისი მშობლები ითხოვდნენ ჯერ სკოლის დამთავრებას. ბოლოს, რ---------------- მას უთხრა, რომ ზ--------------------ა გათხოვებაზე იყო თანახმა და მათ მოტაცების სცენა უნდა გაეთამაშებინათ. ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტით“ წავიდა რ---------------------------------------–------- ერთად. საჭეს მართავდა თავად, ხოლო რ--------------- და გ---------------–---- კი ისხდნენ მასთან ერთდ წინა სავარძლებზე. შემდეგ დაინახეს, რომ გოგო მოდიოდა და გააჩერეს ა/მანქანა. ავტომანქანიდან ჩავიდა ჯერ გ--------------–----- ხოლო შემდეგ რ---------------. ა/მანქანა გოგოსგან 2-3 მეტრით იქნებოდა დაშორებული. მოწმემ ჩვენებაში რამდენჯერ დაადასტურა, რომ გოგოს მოტაცებაზე რ---------------სათვის ჰქონდა თანხმობა ნათქვამი, მათ კი ისე გაითამაშეს, რომ სოფელს და იმ ადამიანებს, ვინც გოგოსთან ერთად იყვნენ მოტაცების შთაბეჭდილება დარჩენოდათ.
მოწმე ა----------------- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ რ--------------- და გ---------------–----, გოგოსთან ერთად. ღამით კი მისი მამის სახლში დარჩნენ, ვინაიდან ადგილი არ ჰქონდა. სტუმრებმა ივახშმეს, იცინოდნენ. პოლიციის თანამშრომლების მისვლის დროს სახლში იმყოფებოდა ბავშვთან ერთად, გ---------------–---- და რ--------------- კი გოგოსთან ერთად გაიქცნენ.
მოწმე რ----------------- განმარტა, რომ არის რ---------------ს მამა. ზ---------------------- ხელის სათხოვნელად ოჯახში მისულები იყვნენ 5-6 ჯერ. ოჯახს არ სურდა ზ---------------------- სკოლის დამთავრებამდე დაოჯახება.
მოწმე ზ-------------–----- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის გ---------------–----ს მამა. აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდგომ გახდა მისთვის ცნობილი ზ---------------------- მოტაცების შესახებ. ელაპარაკა მას და უთხრა, რომ ნებით გაჰყვა რ---------------.
მოწმე თ------------------ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის მა-------------ს მეზობელი. გატაცების ფაქტს არ შესწრებია. თუმცა იცის, რომ ბიჭის ოჯახი 5-6 ჯერ იყო მა-------------ს სახლში ნამყოფი ზ-------- ხელის სათხოვნელად, მაგრამ ოჯახი წინააღმდეგი იყო, ვინაიდან სურდათ ზ-------- სკოლის დასრულება.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნენ მოწმეები ოს----------–-------–--------------------–--------------------------------–------- რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
2017 წლის 29 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმეტის ოქმის თანახმად ზ---------------------- მითითებით საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილენი გაემგზავრნენ მ--------–-ს რაიონის სოფელ აღ-------–ოს მიმართულებით. ზ----------------ვას მითითებით მივიდნენ ა----------------- საცხოვრებელ სახლთან, სადაც ზ---------------------- გადმოცემით მიიყვანა თავდაპირველად რ----------------. ასევე, მოწმემ განმარტა, რომ ღამე გაათენეს ა----------------- მშობლების სახლში, საიდანაც მისივე მითითებით ამოღებულ იქნა ერთი წყვილი წითელი ფერის ქალის საცვალი, ერთი წყვილი თეთრი ფერის წინდები, ერთი შავი ფერის ქალის ჯემპრი და ლოგინის ზეწარი მოწითალო ლაქებით.
სასამართლო სხდომაზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ე---------–------
2017 წლის 1 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ზ---------------------- მითითებით საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები მივიდნენ ზ-------- საცხოვრებელ სახლთანლ, დაზარალებულმა მიუთითა ის ადგილი, სადაც შეხვდა ს----–------------, და გაემართნენ სკოლის მიმართულებით, ასევე მიუთითა ის ადგილი, სადაც პირველად დაინახეს მიკრო-ავტობუსი. ავტომანქანა იდგა მოპირდაპირე მხარეს და როგორც კი მიუახლოვდნენ, დაიძრა. ზ--------------------ამ განმარტა, რომ ვერ იცნო ავტომანქანიდან გადმოსული პირები, შეეშინდა, გაიქცა, რა დროსაც წაიქცა. ასევე ზ--------------------ამ განმარტა, რომ მიკროავტობუსიდან გადმოსული პიროვნებები წავიდნენ მისი მიმართულებით, ორივემ მხრებში მოკიდა ხელი, წამოაყენეს და წაიყვანეს ავტომანქანის მიმართულებით. მოწმემ განმარტა, რომ ის დაიბნა და წინააღმდეგობა არ გაუწევია. აღნიშნულის შემდეგ კი მიკროავტობუსით გაემართნენ მ--------–-ს რაიონის სოფელ აღ-------–ოს მიმართულებით.
სასამართლო სხდომაზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმეებმა ლ-–----------- და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ე---------–------
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გამამართლებელ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, რომლის ჩადენაშიც ედებათ ბრალი გუ----- ზ-----–----ა და რ---------------. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში. ხოლო აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მომენტიდან. თავისუფლების უკანონო აღკვეთა შეიძლება მოხდეს ადამიანის მოტაცებით, თუნდაც ცოლად შერთვის მიზნით, როდესაც ქალი ჩასვეს ავტომანქანაში და მისი ნების საწინააღმდეგოდ გაიტაცეს. მიუხედავად მისი მოთხოვნისა მას არ უჩერებენ ა/მანქანას და არ აძლევენ გადმოსვლის საშუალებას. ამდენად, მოტაცება ნიშნავს პირის იძულებით გადაადგილებას ერთი ადგილიდან სხვა მიმართულებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
აღსანიშნავია, ასევე, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აღიარებული დებულება, არამედ - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით რელევანტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა გ---------------–------ და რ---------------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ იქნა დადგენილი გ---------------–------ და რ---------------ს მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ჩადენა.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ზ--------------------ამ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით და არ მისცა ჩვენება მეუღლის - რ---------------ს წინააღმდეგ, მაგრამ ის დაიკითხა გუ----- ზ-----–------- მიმართებაში და დაადასტურა, რომ მისი ნების წინააღმდეგ არ ჩაუსვამთ ა/მანქანაში, ხოლო ის ფაქტი, რომ დაზარალებულს შეეშინდა და გაიქცა, ახსნა იმ გარემოებით, რომ სოფელში ბევრს უყვარდა და შეეშინდა ვინმე სხვას არ მოეტაცებინა. ის ფაქტი, რომ დაზარალებულის მიმართ ძალა არ გამოუყენებიათ და მისი ნების წინააღმდეგ არ წაუყვანიათ ადასტურებს არა მარტო დაცვის მხარე, არამედ აჯ--------------–, რომელმაც დაადასტურა, რომ გ---------------–------ და რ-------- ერთად მას სახლში ესტუმრა ზ--------------------ა, ისინი კარგ ხასიათზე იყვნენ და ღამით მამამისის სახლში წაიყვანა დასაძინებლად, ხოლო, მას შემდეგ რაც მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები ისინი გაიქცნენ. აქედან გამომდინარე, სასამართლომ შეიძლება დაასკვნას, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დაზარალებული იქნებოდა მისი ნების საწინააღმდეგოდ წაყვანილი, ის არ გაიქცეოდა და პოლიციის თანამშრომლების მოსვლისთანავე მათთან მივიდოდა.
სასამართლო სხდომაზე რ---------------სა და ზ---------------------- სიყვარული დაადასტურეს, როგორც რ---------------ს ნათესავებმა ასევე, ზ---------------------- ნათესავებმაც.
სასამართლო სხდომაზე არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ---------------–------ და რ---------------ს მხრიდან ზ----------------------თან მიმართებაში თავისუფლების უკანონო აღკვეთას.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, რომლებიც არ არიან თვითმხილველი იმ ფაქტისა, თუ როგორ ჩასვეს ზ--------------------ა ავტომანქანაში. ისინი იმეორებენ მხოლოდ დაზარალებულის მეგობრის ს----–------------ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მან გაავრცელა სკოლაში ზ---------------------- მოტაცების ფაქტი. თუმცა, სასამართლო სხდომაზე ს----–---------------აადასტურა ის ფაქტი, რომ ზ---------------------- ფეხი მოყვა მოსაცმელში და წაიქცა, რა დროსაც ავტომანქანიდან გადმოვიდნენ გ---------------–---- და რ--------------- და გოგო ჩასვეს ავტომანქანაში. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ზ--------------------ა მშვიდად იყო, როდესაც ჩაჯდა ავტომანქანში და ვინაიდან გ---------------–----ა და რ---------------- წაიყვანეს, ჩათვალა რომ მოიტაცეს, თორემ გამართლებულებს რაიმე განსაკუთრებული არ ჩაუდენიათ. სწორედ აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ არ ყოფილა გატაცებული ზ---------------------- ავტომანქანის მძღოლმა სა-------------------ვმაც თავის მხრივ დაადასტურა, რომ მისმა მეგობარმა რ---------------- სთხოვა რომ გაყოლოდა, ვინაიდან უნდა გაეთამაშათ მოტაცების როლი და ზ--------------------ა მოეყვანა ცოლად. ფაქტი დაადასტურა ასევე ზ---------------------- მამამ, ბ---------------------- და განმარტა, რომ ქალიშვილმა უთხრა, რომ რ--------------- გაყვა ნებით. ის ფაქტი, რომ ზ---------------------- ჰქონდა გარკვეული გრძნობები რ---------------ს მიმართ ასევე, ადასტურებს დაზარალებულის და გ----–-------------------–-
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული გ---------------–------ და რ---------------ს მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ--------------- და გ---------------–---- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ---------------სა და გ---------------–----ს მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებებს.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ, ზემოაღნიშნულ სტანდარტს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განაჩენი, რ---------------სა და გ---------------–----ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული ზ---------------------- საცვალი, წინდები, ჯემპრი და ზეწარი დაუბრუნდეს ზ------------------------
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ--------–-ს რაიონული პროკურატურის პროკურორის გი------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
რ--------------- ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,, დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
რ---------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
გ---------------–---- ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,, დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
გ---------------–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
რ---------------ა და გუ----- ზ-----–---- უფლება აქვთ აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.
ნივთიერი მტკიცებულებები: ზ---------------------- საცვალი, წინდები, ჯემპრი და ზეწარი დაუბრუნდეს ზ------------------------
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. ჯეირანაშვილი