განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2018
საქმის ნომერი
330100118002449659
ინსტანცია
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002449659

საქმე №1ბ/1504-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორ ირ---–--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლა–---------–----–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 22 ივლისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონის (გაქარწყლებული), საშუალო განათლებით, დასაოჯახებლის, მცხოვრების მისამართზე: თ--–----------------------–--------------ი, მ-------------------–--–------------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

ტა-----–-------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 20 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონის (შეწყალებული), საშუალო-ტექნიკური განათლებით, დასაოჯახებლის, მცხოვრების მისამართზე: თ--–------–-----------------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

გი------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 29 მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, მცხოვრების მისამართზე: თ--–----------------------–--------------ი, მ-------------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით:

 

ლა–---------–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ტა-----–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გი------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ლა–---------–----–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინა ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ტა-----–-------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინა ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

გი------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინა ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 21 მარტს, საღამოს საათებში, ქ. თ---–--–---------------–-------------ზე, ,,მ---------–---ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე ტა-----–-------ემ, გი------------–---–მა და ლა–---------–----–---–მა შელაპარაკების ნიადაგზე, თავისა და სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკურად იძალადეს მი----–---------ზე. აგრეთვე, იმავე დღეს, ქ. თ---–--–-------------------ის ასახვევთან ლა–---------–----–---–მა სახის არეში დაარტყა მი----–---------ს, რითაც დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

ლა–---------–----–---–ის, ტა-----–-------ისა და გი------------–---–ის ქმედების შედეგად მი----–---------ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორმა ირ---–--------ემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მსჯავრდებულების: ტა-----–--------ის, გი------------–---–ის და ლა–---------–----–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ტა-----–-------ის, გი------------–---–ის და ლა–---------–----–---–ის მიმართ უსამართლოა, ვინაიდან მოსამართლემ განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედების მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება, დანაშაულის სპეციფიკური ხასიათი და განუსაზღვრა აშკარად მსუბუქი სასჯელი. უგულვებელყოფილია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები. მართალია, ტა-----–-------ის, გი------------–---–ის და ლა–---------–----–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ საყურადღებოა, რომ ქმედება ჩადენილია ჯგუფურად, ამავდროულად, როგორც ფაქტებით დასტურდება ქმედებას ჰქონდა განგრძობითი ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ ტა-----–-------ემ, გი------------–---–მა და ლა–---------–----–---–მა აღიარეს დანაშაული და უდავოდ გახადეს მტკიცებულებები, სასჯელის მოთხოვნის დროს თავადვე თქვეს, რომ შეძლებდნენ ჯარიმის გადახდას 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გირაო 1000 (ათასი) ლარი ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა სასამართლო ზედმეტად ლმობიერი აღმოჩნდა, რაც წამახალისებელიც კი შეიძლება იყოს, რადგან მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი იმისათვის, რომ ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მსჯავრდებულებმა: ლა–---------–----–---–მა, ტა-----–-------ემ, გი------------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩენის ძალაში დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულების მიერ ცემის ჩადენის ფაქტი, გარდა მათი აღიარებითი ჩვენებებისა დადასტურებულია საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ მი----–---------ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ხვ------–--–---–ის, ზვ----------ას, მა-–-----–-------ის, ტა-------–--–---ას, ლა–---------ის, თამ-----------ას, და-----------–---–ის გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის #003009718 დასკვნა, ამოცნობის ოქმები და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულებს: ლა–---------–----–---–ს, ტა-----–-------ეს და გი------------–---–ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ, ხოლო მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ისინი აღიარებენ და გულწრფელად ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს სრულად აუნაზღაურეს სამედიცინო მომსახურების ხარჯები, დაზარალებული შეურიგდა მსჯავრდებულებს და დღეის მდგომარეობით მათ მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, რაც დადასტურებულია დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით.

პალატას მიიჩნია, რომ თითოეული მსჯავრდებულისათვის დანიშნული ჯარიმა 700 ლარის ოდენობით საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორ ირ---–--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ლა–---------–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ტა-----–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გი------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით - ლა–---------–----–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს თანხის - 1.000 (ათასი) ლარის, ტა-----–-------ის მიმართ შეფარდებული გირაოს თანხის - 1.000 (ათასი) ლარის და გი------------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს თანხის - 1.000 (ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, ვალერიან კიკნაძის (პ/ნ 20001015325) საკუთრებაში არსებულ ქ. თელავში, რუსთაველის გამზირი №69-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით 53.20.47.029.01.505, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის განჩინებებით დადებული ყადაღა მოიხსნას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე