განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2018
საქმის ნომერი
200100118002405195
ინსტანცია
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №200100118002405195-1ბ/1513-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

12 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: მ-----–--------–---–---------------–-------–-–------------------------–----------–-------------------------5, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თელავის რაიონი, ს------------------

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სასჯელი: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ბურთიკაშვილმა და თხოვა მსჯავრდებულ მ-----–--------–---–------ის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

 

დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

მი----–--------–---–ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. ასევე ჩაიდინა პირადი მიმოწერის, კომპიუტერული სისტემით მიღებული და გადაცემული შეტყობინების უკანონოდ გახსნა და შინაარსის გაცნობა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 29 იანვარს თე-–----------------------–-----------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში მი----–--------–---–მა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ნ-----–------------- კერძოდ, მი----–--------–---–მა ნ-----–---------- მთელი ძალით მარჯვენა გაშლილი ხელის მტევანი დაარტყა თავში, ამის შემდეგ სახის არეში გაშლილი ხელის მტევნით მთელი ძალით ცემა, მარჯვენა ფეხი რამდენჯერმე დაარტყა ბარძაყის არეში, შემდეგ თმაში წაავლო ხელი და იატაკზე წააქცია და ისევ ურტყავდა ხელს თავის არეში. ნ-----–---------- მასზე განხორციელებული ძალადობის დროს განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები.

 

1.2. 2018 წლის 20 მარტს თე-–----------------------–-----------–-, მი----–--------–---–მა უკანონოდ გახსნა და გაეცნო რატი ნონიკაშვილის კუთვნილ „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონში არსებულს რატი ნონიკაშვილსა და ნ-----–---------- შორის 2018 წლის 18 მარტს განხორციელებულ პირად მიმოწერას - მოკლეტექსტური შეტყობინების შინაარსს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მი----–--------–---–ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა ამდენად, სასამართლოს დასკვნა მი----–--------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას კერძოდ, ი-----–--------–---–-----–---–--------------------------–---–-------–------–---------------------–----–---–--------------------–-----------------------------–---–------–--–-------–-–---–--------------–-----–--------–---------------------------–---–--, მსჯავრდებულ მი----–--------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მობილური ტელეფონის ამოღების, მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმს და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. პალატამ მოახდინა უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის მი----–--------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე; ამ დანაშაულის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება, იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. ამდენად დაზარალებული (მსხვერპლი) უნდა იყოს ოჯახის წევრი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

პალატა მიუთითებს, რომ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებულ უსეთ ქმედებებში, როგორიცაა ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში იგულისხმება ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

სუბიექტურ მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით იგი შესაძლოა ჩადენილი იქნეს როგორც პირდაპირი განზრახვით, ასევე არაპირდაპირი განზრახვით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მი----–--------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების ოჯახში ძალადობის ფაქტი კერძოდ, მოწმეების ი-----–--------–---–-----–---–--------------------------–---–-------–------–---------------------–----–---–--------------------–-----------------------------–---–------–--–-------–-–---–--------------–-----–--------–---------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, მსჯავრდებულ მი----–--------–---–ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, აღნიშნული მტკიცებულებები თანხვედრილია და ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადასტურებულია, რომ 2018 წლის 29 იანვარს თე-–----------------------–-----------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში მი----–--------–---–მა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ნ-----–------------- კერძოდ, მი----–--------–---–მა ნ-----–---------- მთელი ძალით მარჯვენა გაშლილი ხელის მტევანი დაარტყა თავში, ამის შემდეგ სახის არეში გაშლილი ხელის მტევნით მთელი ძალით ცემა, მარჯვენა ფეხი რამდენჯერმე დაარტყა ბარძაყის არეში, შემდეგ თმაში წაავლო ხელი და იატაკზე წააქცია და ისევ ურტყავდა ხელს თავის არეში. მასზე განხორციელებული ძალადობის დროს განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები. ამდენად მი----–--------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ე.ი.ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პალატა განმარტავს, რომ ზოგადად ფიზიკური ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების და მსჯელობის საგანია, რომელზეც როგორც წესი მიუთითებს დაზარალებული და თუნდაც იმ პირობებში როდესაც მას დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, პალატა იზიარებს დაზარალებულის ჩვენებას ტკივილის განცდის ნაწილში, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ჩვენება მისცა და განმარტა რომ ფიზიკური ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამდენად მი----–--------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; შესაბამისად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მი----–--------–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ესე იგი პირადი მიმოწერის, კომპიუტერული სისტემით მიღებული და გადაცემული შეტყობინების უკანონოდ გახსნა და შინაარსის გაცნობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ხორციელდება პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების საიდუმლოების უკანონოდ დარღვევით. მიღებული შეტყობინების საიდუმლოების უკანონო დარღვევაში იგულისხმება მოქალაქის ნებართვის გარეშე მიღებული და გადაცემული შეტყობინების უკანონოდ გახსნა და შინაარსის გაცნობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავემ დაიწყო კორესპონდეციის გაცნობა. მნიშვნელობა არ აქვს მოჰყვა თუ არა ამ მოქმედებას რაიმე ზიანი. აღნიშნული დანაშაული შეიძლება ჩადენილი იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი არღვევს პირის კონსტიტუციურ უფლებას, კერძოდ პირადი მიმოწერისა და საუბრის საიდუმლოების შესახებ უფლებას და სურს მისი განხორციელება. ამ დანაშაულის ჩადენის მოტივი სხვადასხვა შიძლება იყოს ცნობისმოყვარეობა, ეჭვიანობა, შურისიძიება და სხვა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა მი----–--------–---–მა განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება მან უკანონოდ გახსნა და გაეცნო რატი ნონიკაშვილის კუთვნილ „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონში არსებულს რატი ნონიკაშვილსა და ნ-----–---------- შორის 2018 წლის 18 მარტს განხორციელებულ პირად მიმოწერას მოკლეტექსტური შეტყობინების შინაარსს. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, ურთიერთშეთანხმებული, მათი ერთობლიობაში შეფასება და ანალიზი უტყუარად პირდაპირ ადასტურებს იმ ფაქტს რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა პირადი მიმოწერის, კომპიუტერული სისტემით მიღებული და გადაცემული შეტყობინების უკანონოდ გახსნა და შინაარსის გაცნობა. ამდენად პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მსჯავრდებულმა განახორციელა პირადი მიმოწერის, კომპიუტერული სისტემით მიღებული და გადაცემული შეტყობინების უკანონოდ გახსნა და შინაარსის გაცნობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მი----–--------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მი----–--------–---–ის ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. ასევე ჩაიდინა პირადი მიმოწერის, კომპიუტერული სისტემით მიღებული და გადაცემული შეტყობინების უკანონოდ გახსნა და შინაარსის გაცნობა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მი----–--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დისკრიმინაციის ნიშნით დანაშაულის ჩადენა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მი----–--------–---–ის სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მი----–--------–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) და დამამძიმებელი გარემოებები (დისკრიმინაციის ნიშნით დანაშაულის ჩადენა), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი, მი----–--------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი სანადირო თოფი და მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ბურთიკაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. მი----–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მი----–--------–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნოს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

5.მი----–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნეს მის შემტან პირს.

 

6. საქმეზე ამოღებული სანადირო თოფი და მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი