განაჩენი

სისხლის სამართლის 14.12.2018
საქმის ნომერი
330100118002388432
ინსტანცია
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002388432

საქმე №1ბ/1173-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავა---ანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის, მა---ამ ნანეიშვილის

მდივნობით,პროკურორის: თამ----------ს

მსჯავრდებულის: პაა------------ის

ადვოკატების: ტა-----–--------ის

მონაწილეობით,ქ.თბილისის ძ---–-------–---------------–- პროკურატურის პროკურორის თამ----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, პა---- ოთა---ს ძე ჯა------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------- ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ. ბ-------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–---------------------------------------------- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით, პაა------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

პაა------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯა---მა - 7000 (შვიდი ათასი) ლა---ს ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 10 მარტიდან - 2018 წლის 26 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯა---მა - 2000(ორი ათასი)ლა---ს ოდენობით.

პაა------------ეს ბრალი ედებოდა მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 21 ნოემბრის ა---––---- რაიონული სასამართლოს განაჩენით, პაა------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წელი პირობითი მსჯავრი, ასევე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯა---მა 2000 ლა---ს ოდენობით.

2015 წლის 13 მაისის ა---––---- რაიონული სასამართლოს განაჩენით, პაა------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 2014 წლის 21 ნოემბრის განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წელი და 6(ექვსი)თვე თავისუფლების აღკვეთა.

2016 წლის 2 მარტის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, ცვლილება შევიდა ა---––---- რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განაჩენში და პაა------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 2014 წლის 21 ნოემბრის განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

2018 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 21:59 საათზე, ქ. თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე მდებარე კაფე „ივ-----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სკვერში, წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი პაა------------ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ან----------–---–ის კუთვნილ „IPHONE 6S”-ის ფირმის მობილური ტელეფონს, ღირებულს 1000 ლარად. 2018 წლის 8 თებერვალს, პაა------------ემ ფარულად დაუფლებული მობილური ტელეფონი 250 ლა---ს მიღების სანაცვლოდ ჩააბარა ქ. თბილისში, პ---------------------ში მდებარე შპს „გ--------- კუთვნილ ლომბარდში. პაა------------ის ქმედებით ან----------–---–ს მიადგა 1000 ლა---ს ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით პაა------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 21:59 საათზე, ქ. თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე მდებარე კაფე „ივ-----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში განთავსებულ სკამზე ან----------–---–ს დარჩა თავისი კუთვნილ „IPHONE 6S”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 1000 ლარად. აღნიშნული მობილური ტელეფონი იპოვა პაა------------ემ, რომელმაც ნივთზე უფლება დაიგულა თავისად და 2018 წლის 8 თებერვალს, 250 ლა---ს მიღების სანაცვლოდ ჩააბარა ქ. თბილისში, პ---------------------ში მდებარე შპს „გ--------- კუთვნილ ლომბარდში. პაა------------ის ქმედებით ან----------–---–ს მიადგა 1000 ლა---ს ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ძ---–-------–---------------–- პროკურატურის პროკურორმა თამ----------მ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ პაა------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხა---ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში ა---ს უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ აშკარად არასწორი შეფასება მისცა ბრალდების მხა---ს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უსაფუძვლოდ გაიზიარა დაცვის მხა---ს პოზიცია, რომ პაა------------ე ან----------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის დაუფლებისას არ მოქმედებდა დანაშაულებრივად, აღნიშნული ქმედება წარმოადგენდა ნივთის პოვნას და არა მის ფარულად დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საქმეზე წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ პაა------------ე შეგნებულად მოქმედებდა მობილური ტელეფონის მესაკუთრისაგან ფარულად, ცდილობდა არავისთვის არ ყოფილიყო შესამჩნევი მისი ქმედება, ვინაიდან იცოდა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა ტელეფონს.

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ან----------–---–-ს ჩვენებით, მოწმეების სა-------------–---–-ს, ავ--------–----------ს, ვახ------------------–---–-ს, ჭო-–-----–------ს, და--------------–---–--, ზუ------------–---–-ს, თამ-------–-–---–-ს, ილ-------------–-ს, ნან----------–---ს, გე------------ს, გი-----------------ს და ხა------------------ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, 2018 წლის 15 თებერვლის დათვალიერების ოქმით, სალომბარდე ხელშეკრულებით, მობილური ტელეფონის ყუთის ქსერო ასლით და კაფე „ივე--------“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ პაა------------ე კაფე „ივ-----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში განთავსებული სკამიდან მესაკუთრის - ან----------–---–-ს არყოფნის პირობებში დაეუფლა „IPHONE 6S”-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, რომელიც შემდგომ საკუთა--- სურვილისამებრ განკარგა. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას არც დაცვის მხარე აყენებს ეჭვის ქვეშ.

მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს მხოლოდ ის ფაქტი, რომ პაა------------ე სკვერში, სკამიდან მობილური ტელეფონის დაუფლებისას მოქმედებდა თუ არა ფარულად, პირდაპირი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით.

პალატა განმარტავს, რომ თვითნებობა ობიექტური შემადგენლობის ნიშნებით გარეგნულად ზოგჯერ ძალიან ჰგავს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემადგენლობას, მაგრამ ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე და თავად მსჯავრდებულის ქცევის, მოტივის მხედველობაში მიღებით დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის შემდეგ, უნდა მოხდეს პირის მიერ ჩადენილი ქმედების გამიჯვნა, რასთან გვაქვს საქმე - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან, თუ - თვითნებობასთან.

განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობისათვის აუცილებელი ისეთი კომპონენტი, რაც გამოიხატება პირის განზრახვაში, რომ სხვის ნივთს დაეუფლოს ფარულად. პაა------------ის ქმედების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს თავად ნივთის სახეობას, მისი დაუფლების ვითარებას და ადგილს. კერძოდ, მსჯავრდებულმა ღია სივრცეში, სკვერში არსებულ სკამზე ნახა მობილური ტელეფონი, რომლის მესაკუთრეც არ იმყოფებოდა გარშემო მყოფ პირებს შორის და რაც მათავა---ა, ნივთი გამოსული იყო მესაკუთრის მფლობელობიდან. მართალია პაა------------ეს არ შეიძლება სცოდნოდა თუ სად იყო მესაკუთრე, იქვე ახლოს, თუ შორს შემთხვევის ადგილიდან, მაგრამ ფაქტია, რომ მსჯავრდებულს არ დაუნახავს მესაკუთრის ნივთთან შემხებლობა, შემთხვევის ადგილას მისვლისას მის თვალწინ, ღია სივრცეში ჩნდება მხოლოდ ნივთი, რა დროსაც დამაჯერებელობას მოკლებულია ვივარაუდოთ პაა------------ის მიერ იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ იგი ნაპოვნ ნივთს ვინმესაგან ფარულად ეუფლებოდა. ნივთის მესაკუთრის მფლობელობიდან გამოსვლის შემდგომ ანუ მისი დაკარგვის შემდეგ, ამ ნივთის დაუფლება ვერ შეფასდება, როგორც ქურდობა. ანალოგიურ მსჯელობას ავითარებს საქართველოს უზენაესი სასამართლო 2017 წლის 28 ნოემბრის საქმე №358აპ-17 გადაწყვეტილებაში, როდესაც ფულადი თანხის მესაკუთრის მფლობელობიდან გამოსვლის შემდეგ, პირის მიერ აღნიშნული თანხის დაუფლება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებად.

საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება თვითნებობა გამოიხატება დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებული უფლების განხორციელებაში. სასამართლო განმარტავს, რომ თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არ აქვს ან/და ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. პაა------------ეს ნივთის პოვნის შემდეგ ჰქონდა ვალდებულება დაუყოვნებლივ შეეტყობინებინა ამის შესახებ ნივთის დამკარგავის, მესაკუთრის ან პოლიციისათვის. მსჯავრდებულმა კი თავისად დაიგულა ნაპოვნ ნივთზე განკარგვის უფლება, რაც განახორციელა საკუთა--- შეხედულებისამებრ, კერძოდ დაუფლებული მობილური ტელეფონი ჩააბარა ლომბარდში.

პალატა ასევე მიუთითებს, რომ სახეზეა ქმედების თვითნებობად კვალიფიკაციისათვის სავალდებულო ნიშანიც, რაც პირის მართლსაწინააღმდეგი ქმედების შედეგად გამოწვეულ მნიშვნელოვან ზიანში გამოიხატება. კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ანა ნადირაშვილმა „IPHONE 6S”-ის ფირმის მობილური ტელეფონი შეიძინა 1000 ლარად.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა პაა------------ის მიერ ჩადენილ ქმედებას. საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ პაა------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხა---ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი ა---ს კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქ.თბილისის ძ---–-------–---------------–- პროკურატურის პროკურორის თამ----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. პაა------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

პაა------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯა---მა - 7000 (შვიდი ათასი)ლა---ს ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 10 მარტიდან - 2018 წლის 26 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, პაა------------ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯა---მა - 2000 (ორი ათასი) ლა---ს ოდენობით;

4. მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ პაა------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

5. ჯა---მის გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6 .ნივთიერი მტკიცებულებები:

- ამოღებული სალომბარდო ხელშეკრულება, მასზე დატანილი პაა------------ის პირადობის მოწმის ასლით; ან----------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1(ერთი)ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული სახით; პა---- ჯავახიძესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1(ერთი)ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული სახით; ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას გადაღებული ვიდეოჩანაწერი 1(ერთი)ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული სახით; ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1(ერთი)ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული სახით და გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 1(ერთი)ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული სახით, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღებული ,,აიფონ 6s“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, დალუქული 1(ერთი)პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პ---–-–--------------------------–-------–-----------------–-------- განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავა---ანი