განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002542568
საქმე № 1---------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მურმან ისაევი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ლ-–----------–-ძე.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ა-–-------------------–-–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–---------–--ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ი---------–---–------------ ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, წ-------------–----------------
ადვოკატი - მ--–--------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ლ-–----------–-ძემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა-–-------------------–-–---–ის მიერ ჩადენილ ქმედებებს, თუმცა გამოიყენა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ხასიათს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად კი, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მოცემულ შემთხვევაში ა-–-------------------–-–---–მა ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რაც საზოგადოებისთვის მომეტებული საშიშროების მატარებელია, კერძოდ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით. ამავე განაჩენით დადგენილ იქნა, რომ ა-–-------------------–-–---–მა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული - განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ა-–-------------------–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია ის, რომ იგი თავად იყო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი და მუშაობდა სა---------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–---–---------------------------------–ის თანამდებობაზე. მას თავად ევალებოდა მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, მიუხედავად ამისა, იგი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობდა, სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა ოჯახის წევრს ე-–------–------------ას, მისი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ, რამაც ე-–------–------------ას ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. ა-–-------------------–-–---–მა სცადა განსაკუთრებული სისასტიკით მოეკლა ე-–------–------------ა და იმ დროს როდესაც პატრულის თანამშრომელმა კ---------------–--ემ სცადა მისი შეჩერება, განსაკუთრებული სისასტიკით, პატრულ-ინსპექტორების ლ------------------ის და კ---------------–--ის თვალწინ მოკლა მ-------------ე. ამასთან, ე-–------–------------ას მიმართ ნასროლი ტყვია დაეცა ლოგინზე მყოფ მცირეწლოვან თ------------იდან 15 სანტიმეტრის მოშორებით. ა-–-------------------–-–---–ი სასჯელაღსრულების დაწებულებიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად დაამთავრებს „დაწყებულ საქმეს“, კერძოდ ე-–------–------------ას მკვლელობას, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ა-–-------------------–-–---–ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი, კერძოდ - უვადო თავისუფლების აღკვეთა. აპელანტმა ასევე განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენში არის ტექნკური ხარვეზი, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული, რომ ა-–-------------------–-–---–ი ასევე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც მსჯავრდებულის დამცველმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი. ის ფაქტი, რომ ა-–-------------------–-–---–ი დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, არ უნდა ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებად, რადგან გენდერული დისკრიმინაცია ქმედების ჩადენის ერთადერთი მოტივი არ იყო. მსჯავრდებულს ამოძრავებდა ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შურისძიების მოტივიც. აღნიშნული დასტურდება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რაც ბრალდების მხარეს სადავოდ არ გაუხდია. დაცვის მხარე თვლის, რომ გაზიარებული არ უნდა იქნეს ბრალდების მხარის მოსაზრება სასჯელის იმ მოტივით გამკაცრების შესახებ, რომ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ ა-–-------------------–-–---–ი ,,დაასრულებს დაწყებულ საქმეს და სიცოცხლეს მოუსპობს დაზარალებულ ელ------–-------------ს“, რადგან ამის დამდასტურებელი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. დაცვის მხარე თვლის, რომ მსჯავრდებულს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მან გააცნობიერა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება და ქმედების კვალიფიკაცია, საბოლოო სიტყვაში ბოდიში მოუხადა დაზარალებულთა ოჯახის წევრებს, ასევე აღნიშნა, რომ უყვარს ე-–------–------------ა, რომელსაც არჩენდა შვილებთან ერთად, მიუხედავად ქალბატონის ცხოვრების წესისა ა-–-------------------–-–---–ს სურდა მასთან ოფიციალურად დაქორწინება, რასაც მისი ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მიაღწია. ე-–------–------------ას მიმართ შურისძიების მოტივი მსჯავრდებულს აღარ ამოძრავებს და მოსახდელად დანიშნული არც თუ ისე მცირე სასჯელის მოხდის შემდეგ დაზარალებულ ე-–------–------------ას მიმართ რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებას არ მიმართავს. დაცვის მხარის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთით სრულად იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ა-–-------------------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და არ უნდა მოხდეს მისი დამძიმება.
სასამართლომ დაადგინა:
ა-–-------------------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მანვე, ჩაიდინა განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით. მანვე ჩაიდინა, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, განსაკუთრებული სისასტიკით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის იანვრიდან ა-–-------------------–-–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ე-–------–------------ასთან, რა დროსაც გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ძალადობდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა ოჯახის წევრს - მეუღლეს ე-–------–------------ას. კერძოდ, 2017 წლის მაისიდან სისტემატურად კეტავდა სახლში და არ აძლევდა სახლის დატოვების საშუალებას, მოულოდნელად ბრუნდებოდა სახლში, იწყებდა ჩხრეკას და ეკითხებოდა, თუ რომელ ყოფილ ქმარს მალავდა. 2017 წლის აგვისტოში, ა-–-------------------–-–---–მა ე-–------–------------ას ცეცხლსასროლი იარაღი დაადო თავზე და უყვიროდა, რომ მოკლავდა. 2017 წლის 01 სექტემბერს, ა-–-------------------–-–---–ი ე-–------–------------ას არასრულწლოვანი შვილის ა-–------------–------ოს თანდასწრებით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა მოკვლით, აფურთხებდა, ათრია თმებით და რამდენჯერმე ხელი გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ე-–------–------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის აპრილში ე-–------–------------ას მოთხოვნაზე დაშორებულიყვნენ, ა-–-------------------–-–---–მა განუცხადა, რომ ე-–------–------------ა იყო მისი საკუთრება და რაც უნდოდა, იმას უზავდა. ასევე, როგორც ქალს, მას არ ქონდა წინააღმდეგობის გაწევის უფლება. მუქარისა და ფსიქოლოგიური ტერორის გამო ე-–------–------------ა იძულებული იყო დაჰყოლოდა მის ნებას. 2018 წლის მაისში, ა-–-------------------–-–---–მა, ე-–------–------------ას არასრულწლოვანი შვილის ა-–------------–------ოს თანდასწრებით ხელი გაარტყა სახის არეში, შემდეგ მუშტი ჩაარტყა თავში, რის შედეგად ე-–------–------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ა-–-------------------–-–---–ის მიერ ე-–------–------------ას სისტემატურმა შეურაცხყოფამ, ფსიქიკურმა ძალადობამ და დამცირებამ გამოიწვია ე-–------–------------ას ტანჯვა. აგრძელებდა რა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ე-–-------–-----------იას მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, 2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ე-–-------–-----------იას საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისი, ა-----–-------–---------------------------, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პო-–-–-----------------------------------------------------------–----------------------–-----------------------------------ელმა ა-–-------------------–-–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით ,,H---“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით საძინებელ ოთახში, ე-–------–------------ას შვილის - თ------------ის თვალწინ ზურგის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო გამჭოლი ჭრილობა მიაყენა ოჯახის წევრს - მეუღლეს ე-–------–------------ას, რის შედეგადაც ნასროლი ტყვია ლოგინზე მყოფ მცირეწლოვან თ------------იდან 15 სანტიმეტრში დაეცა. ამასთან, ე-–------–------------მ სროლის შედეგად დაინახა, თუ როგორ შეეღება სისხლით სახე და ტანსაცმელი მის მცირეწლოვან შვილს, რამაც გამოიწვია მისი ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამის შემდეგ ა-–-------------------–-–---–მა, ამავე იარაღიდან სამზარეულოს შესასვლელთან განსაკუთრებული სისასტიკით, მოკვლის მიზნით სამჯერ ესროლა თ------------ის მამას - მ--------------ეს და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა გულ-მკერდის და მუცლის არეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. აღნიშნულის შედეგად, თ------------ეს აღენიშნება პოსტტრავმული სტრესისთვის დამახასიათებელი გამოხატული ნიშნები, რაც მიუთითებს მცირეწლოვან თ------------ის მიერ გადატანილი მძიმე სტრესული სიტუაციის აღბეჭდვაზე მის ფსიქიკაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენით, ა-–-------------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა-–--------------------–-–--ლს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა-–-------------------–-–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა-–-------------------–-–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ,,H---“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით, მასრებით, ტყვიის გულებით და გულის ფრაგმენტებით, ა-–-------------------–-–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, აღებული სისხლის ნიმუშით, ანაწმენდებით და დენთის კვალით, ლ------------------ისგან სამსახურებრივი სამხრე აუდიო-ვიდეო კამერის ამოღების ოქმით და ამოღებული #---- სამხრე კამერით, ე-–------–------------ას ტანსაცმლის ამოღების ოქმით და ამოღებული ტანსაცმელით, პლედით, ბალიშისპირით, ამოღების ოქმით და ამოღებული თ------------ის ტანსაცმელით, ამოღების ოქმით და ამოღებული ა-–-------------------–-–---–ის ტანსაცმელით, სასამართლო-ბალისტიკური #------ ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-ბალისტიკური #------ ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, დაზარალებულ ე-–------–------------ას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ტ----------–--------------------–--------------------–------------–---–--------------------–-------–-------------------------------------–-----–---–--------–---------------------–------------–------------------–---–---–-----–------------------------------------ გამოკითხვის ოქმებით, ა-–-------------------–-–---–ის გამოკითვის ოქმებით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა-–-------------------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა-–-------------------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია). მანვე, ჩაიდინა განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია). მანვე ჩაიდინა, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, განსაკუთრებული სისასტიკით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-–-------------------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
ა-–-------------------–-–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ნაწილობრივ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად: სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად კი, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 07 ივნისის №54აპ-16 განაჩენში მითითებულია:
„... საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადექვატური... ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათავლისწინებებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნით მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები...“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილი (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ა-–-------------------–-–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილი (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ა-–-------------------–-–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 05 აპრილის N543-IIს დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ქალის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ნიშანდობლივია, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, ქალის მიმართ, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი, აქვს დამანგრეველი გავლენა მსხვერპლზე, ასევე ძალადობის შემსწრე არასრულწლოვნებზე.
სასჯელის განსაზღვრისას პალატა ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს - ქმედება ჩადენილია გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ. ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს - ქმედების სისტემატიურობას და მის ჩადენას არასრულწლოვნების თანდასწრებით. მოვალეობათა დარღვევის ხასიათს - ა-–-------------------–-–---–ი იყო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი და ევალებოდა საზოგადოებაში წესრიგის დაცვა, მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა და დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთა, მას რიგითი მოქალაქისგან განსხვავებით ეკისრებოდა მეტი პასუხისმგებლობა, თუმცა მან მიუხედავად იმისა, რომ კ---------------–--ემ სცადა მისი შეჩერება, პატრულ-ინსპექტორების თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლები, რაც მისი მართლსაწინააღმდეგო ნების მომეტებულ საშიშროებაზე მიუთითებს. ა-–-------------------–-–---–ის ქმედებით გამოწვეულ მართლსაწინააღმდეგო შედეგს - საფრთხე შეექმნა მცირეწლოვან თ------------ის ჯანმრთელობას, კერძოდ ამ უკანასკნელს აღენიშნება პოსტტრავმული სტრესისთვის დამახასიათებელი გამოხატული ნიშნები. დამნაშავის წარსულ ცხოვრებას - იგი წლების განმავლობაში იყო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი და ახორციელებდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. ა-–-------------------–-–---–ის ყოფაქცევას ქმედების შემდეგ - აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო მართლმსაჯულების სწარაფ და ეფექტურ განხორციელებას და თვლის რომ იმისთვის რომ უზრუნველყოფილ იქნეს სასჯელის მიზანი ა-–-------------------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა დამძიმდეს და დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მეუღლის, ქალის მიმართ ასევე ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების ნაცვლად მითითებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები, რაც წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას და უნდა გასწორდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლ-–----------–-ძის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლ-–----------–-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენში.
ა-–-------------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა-–--------------------–-–--ლს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.
ა-–--------------------–-–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 მაისიდან.
ა-–-------------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გაუქმებულია.
საქმეზე არსებულ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული 325 ფოტო კადრების ასლი, ჩაწერილი 1 (ერთ) ცალ დისკზე, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #0------ და #00----- ლუქებით, შემთხვევის ადგილის პანორამული ფოტოგადაღების ამსახველი კადრების ასლები, ჩაწერილი 1 (ერთ) ცალ დისკზე, დალუქული 1 პაკეტად #0------ და #0------ ლუქებით, ლ------------------ის სამხრე აუდიო-ვიდეო #---- კამერის 2018 წლის 31 მაისის 14:30 საათიდან 15:40 საათამდე პერიოდის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, ჩაწერილი 1 (ერთ) ცალ დისკზე, მ-------------ის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი 1 (ერთ) ცალ დისკზე, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #0------ და #0------ ლუქებით, ე-–------–------------ას ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #0------ და #0------ ლუქებით, ა-–-------------------–-–---–ის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი 1 (ერთ) ცალ დისკზე, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #0------ და #0------ ლუქებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული 160 ფოტოსურათი, ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ დისკზე, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #0------ და #0------ ლუქებით, ე-–------–------------ას CT კვლევა, ჩაწერილი 1 (ერთ) ცალ დისკზე, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად #0------ და #0------ ლუქებით - შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
1 (ერთი) ცალი ტელეფონი, 1 (ერთი) ცალი მეხსიერების ბარათი და 1 (ერთი) ცალი სიმბარათი, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #1-------- ლუქით, 1 (ერთი) ცალი ტელეფონი, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #1-------- ლუქით, 1 (ერთი) ცალი ტელეფონი, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #1-------- ლუქით - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
,,H---“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ნომრით H-----, 1 (ერთი) ცალი მჭიდი და 2 (ორი) ცალი ვაზნა, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #F-------- ლუქით - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
3 (სამი) ცალი 9 მმ კალიბრის მასრა და 2 (ორი) ცალი 9 მმ კალიბრის ტყვიის გარსის დეფორმირებული ფრაგმენტი, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #F-------- ლუქით, 1 (ერთი)ცალი 9 მმ კალიბრის ტყვია, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #F-------- ლუქით, 1 (ერთი) ცალი 9მმ კალიბრის მასრა, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #F-------- ლუქით, ტყვიის გარსის დეფორმირებული ფრაგმენტი, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #F-------- ლუქით, 1 (ერთი) ცალი დეფორმირებული 9 მმ კალიბრის ტყვია, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #F-------0 ლუქით - განადგურდეს.
ა-–--------------------–-–--ლის პირადი ნივთები: ,,კასიოს“ ფირმის მაჯის საათი, რომლის ყავისფერი ტყავის სამაჯური არის დაზიანებული, იარაღის ჩიხოლი ე.წ. კაბურა, შავი ფერის ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია საქართველოს შს სამინისტროს სამსახურებრივი მოწმობა, გაცემული ა-–-------------------–-–---–ის სახელზე, სერიული ნომრით #-------- 1 (ერთი) ცალი ,,თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათი #------------------- PSP-ს დაზღვევის ბარათი, ე.წ. მეტრომანი #18--------- ფულადი თანხა 45 ლარის ოდენობით ორი ცალი 20 ლარიანი, 1 (ერთი) ცალი 5 (ხუთ) ლარიანი კუპიურა, ვიქტორინოქსის საკიდზე არსებული 3 (სამი) ცალი გასაღები, ხის ჯვარი, ყელსაბამით, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #F--------, მზის სათვალე, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #F-------- - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ა-–--------------------–-–--ლის ანაწმენდების დარჩენილი ნაწილი, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #F-------- ლუქით, კ-----------------–--ის ანაწმენდების დარჩენილი ნაწილი დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #F-------- ლუქით, 1 (ერთი) ცალი დეფორმირებული ტყვიის გარსის ფრაგმენტი, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #F-------- - განადგურდეს.
მ---------------ის ტანსაცმელი, მოკლე მკლავიანი მაისური, მოკლე ტოტებიანი შარვალი ქამრით, ე.წ. შორტი, ტრუსი, წინდები, სპორტული ფეხსაცმელები და ნაჭრის ქუდი, დალუქული ერთ პაკეტად ლუქით #F-------- - განადგურდეს.
ლ------------------ის სამხრე კამერა #----, დალუქული #0------ და #0------ ლუქებით - დაუბრუნდეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
მ--------------ის გვამიდან აღებული თმის, ფრჩხილის და ანაწმენდის ნიმუშები, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #1-------- - განადგურდეს.
ე-–------–------------ას 2 (ორი) ცალი რენტგენოფირი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
იარაღის განმუხტვის დროს გამოყენებული 1 (ერთი) წყვილი ხელთათმანი ამობრუნებულ მდგომარეობაში, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად #F-------- ლუქით - განადგურდეს.
თ------------ის ტანსაცმელი, შარვალი და მაისური დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #F-------- ლუქით, ა-–-------------------–-–---–ის ტანსაცმელი შავი ფერის ნაჭრის შარვალი, ლურჯი პერანგი და ყავისფერი ტყავის ქამარი, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #F--------, ერთი ცალი საწოლის ლურჯი გადასაფარებელი დაზიანებულ მდგომარეობაში, მოწითალო ფერის ლაქებით, 1 (ერთი) ცალი ბუზჰალტერი, 1 (ერთი) ცალი რუხი ფერის მაისური და 1 (ერთი) ცალი ბავშვის მაისური, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად #F--------, 1 (ერთი) ცალი ლურჯი ფერის გადასაფარებელი, მოწითალო ფერის ლაქებით, 1 (ერთი) ცალი ბალიში, 1 (ერთი) ცალი სპორტული შარვალი, 1 (ერთი) წყვილი წინდა, ქალის ქვედა საცვალი, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #F--------, მოწითალო ფერის ანაწმენდი გუბედან, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #1-------- ლუქით, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი სამზარეულო ოთახში მეტლახის ზედაპირიდან, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #1-------- ლუქით, 2 (ორი) ცალი შპრიცის გახსნილი პოლიეთილენის პარკი, 2 (ორი) ცალი პლასტმასის ნივთი, 1 (ერთი) ცალი გრძელი ნემსი მოწითალო ფერის ლაქებით, ასევე 1 (ერთი) ცალი გაუხსნელი ნემსი, 1 (ერთი) ცალი შპრიცის ნემსი პლასტმასის თავსაცმით, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #2-------- ლუქით, 1 (ერთი) ცალი პამპერსი, სისხლისმაგვარი ლაქებით, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #2-------- ლუქით, ე-–------–------------ას სისხლის ნიმუში, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #2-------- ლუქით, მ-------------ის გვამიდან აღებული სისხლის ნიმუშები, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #2-------- ლუქით, ა-–-------------------–-–---–ის სისხლის ნიმუში, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად #2-------- - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნ.სანდოძე
მოსამართლეები: ნ.ბარბაქაძე
მ.ისაევი