განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2018
საქმის ნომერი
330100118002509116
ინსტანცია
თარიღი
03.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002509116

საქმე №1ბ/1344-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ-------------ის

მსჯავრდებულის: გ--–--–------ას

ადვოკატის: მ------------ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ--–--–------ას, დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), ქვრივის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ზ----------------------------–-------–----------------–-----–--------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და 210 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--–--–------ამ ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 15 ოქტომბერს, დაფუძნებული იქნა შპს „ნ--------“ (ს-----------) (საწარმოს მისამართი - ქ----------------------------------------------). საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ხე-ტყის მასალით ვაჭრობა, ხოლო მის საქმიანობას წარმართავდა გ--–--–------ა.

 

გ--–--–------ამ უსაბუთოდ შეძენილი საქონლის წარმოშობის დასადასტურებლად განიზრახა ყალბი სასაქონლო ზედნადების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება. აღნიშნული განზრახვის შესაბამისად, 2016 წლის 16 მარტიდან 2016 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, გ--–--–------ას მიერ დამზადებული და გამოყენებული იქნა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, სასაქონლო ზედნადებები, კერძოდ, N---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- N---------------------------------- სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც აფიქსირებდა ხე-ტყის წარმოშობის ყალბ დოკუმენტებს და ყალბ ფირნიშის ნომრებს.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გ--–--–------ამ ჩაიდინა არაერთგზის ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბერის განაჩენით გ--–--–------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

2016 წლის 15 მარტს, დაფუძნებულ იქნა შპს „ა-–--------“ (ს/ნ 4--------) (საწარმოს მისამართია - ზ----------------------------–-----–----------. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ხე-ტყის მასალით ვაჭრობა, ხოლო მის საქმიანობას წარმართავდა გ--–--–------ა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევმა გ--–--–------ამ, უსაბუთოდ შეძენილი საქონლის წარმოშობის დასადასტურებლად, განიზრახა ყალბი სასაქონლო ზედნადების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება. აღნიშნული განზრახვის შესაბამისად, 2016 წლის 16 მარტიდან 2016 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გ--–--–------ას მიერ დამზადებული და გამოყენებული იქნა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, სასაქონლო ზედნადებები, კერძოდ: N---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც აფიქსირებდა ხე-ტყის წარმოშობის ყალბ დოკუმენტებს და ყალბ ფირნიშის ნომრებს.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გ--–--–------ამ ჩაიდინა არაერთგზის ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 25 იანვარს, დაფუძნებულ იქნა შპს „ხ-----“ (ს/ნ 4--------) (ს-–-----------------------------------–----------------------------------–----------------–-----–----------) საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ხე-ტყის მასალით ვაჭრობა, ხოლო მის საქმიანობას წარმართავდა გ--–--–------ა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევმა გ--–--–------ამ, უსაბუთოდ შეძენილი საქონლის წარმოშობის დასადასტურებლად, განიზრახა ყალბი სასაქონლო ზედნადების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება. აღნიშნული განზრახვის შესაბამისად, 2018 წლის 29 იანვრიდან 2018 წლის 3 აპრილის ჩათვლით პერიოდში, გ--–--–------ას მიერ დამზადებული და გამოყენებული იქნა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, სასაქონლო ზედნადებები, კერძოდ: N---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც აფიქსირებდა ხე-ტყის წარმოშობის ყალბ დოკუმენტებს და ყალბ ფირნიშის ნომრებს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენით:

 

გ--–--–------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:

 

საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ--–--–------ას სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი შთანთქა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, რომლის საფუძველზეც გ--–--–------ას, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

გ--–--–------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაწყებული აქვს 2018 წლის 1 მაისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩათვლილი აქვს - 2018 წლის 12 აპრილის 19:35 საათიდან 2018 წლის 18 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა დ-------------ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გ--–--–------ას მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა დანიშნული სასჯელის გამკაცრების კუთხით. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული წესით საბოლოო სასჯელის დანიშვნას დანაშაულთა ერთობლიობით, ამ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ გ--–--–------ას მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--–--–------ას დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

მსჯავრდებულ გ--–--–------ას მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და 210 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად მიჩნეული ობიექტური, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - ბ-------–-------ს, პ-----------–--ს, გ-----------–-----ს, ტ------–-------–---–ის, ა-–---------------ის, ლ---------------–-–---–ის, შ--------------–---–ის, ბ-------–------–---–ის, გ------------------ის, თ----------------ს, დ-----------ის, დ-----------–---–ის, ს---–---------------ის, ნ----------ს ა-–----------------------–---–ის, ლ--–--–----ის გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ გ--–--–------ას გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულის აღიარების, შპს „ნ--------“-ის, შპს „ა-–--------“-ის და შპს „ხ-----ს” სახელით გამოწერილი ელ. სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა და ფირნიშის ნომრების დათვალიერების ოქმის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის, თანდართული CD-R დისკით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმის, ელექტრონულ მონაცემთა ბაზების დათვალიერების ოქმების, თანდართული დოკუმენტებით, მათ შორის შპს „ნ--------“-ის, შპს „ა-–--------“-ის და შპს „ხ-----ს“ მიერ გამოწერილი ელ. სასაქონლო ზედნადებებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ--–--–------ამ ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და 210 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გ--–--–------ასთვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები (წარსულში მისი ნასამართლობა) და განუსაზღვრა აშკარად მსუბუქი სასჯელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ გ--–--–------ას დაუმძიმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელები. მართალია, მსჯავრდებული წარსულში არაერთხელ ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით სამართლიანად მიჩნეულია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, თუმცა სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს: გ--–--–------ამ როგორც გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და 210 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან.

 

პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. გარდა აღნიშნულისა, გ--–--–------ამ არ გახადა სადავოდ საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ გ--–--–------ა იმყოფება აღრიცხვაზე მე-3 სტადიის აივ ინფექციის და ქრონიკული C ჰეპატიტის დიაგნოზით და მისი მდგომარება არის ქრონიკული და პროგრესირებადი. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ--–--–------ასთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელების დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ გ--–--–------ას მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ--–--–------ას მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ-------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ გ--–--–------ას მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

გ--–--–------ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

საქართველოს სსკ 210-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ--–--–------ას სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი შთანთქოს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, რომლის საფუძველზეც გ--–--–------ას საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით;

 

გ--–--–------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაწყებული აქვს 2018 წლის 1 მაისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩათვლილი აქვს 2018 წლის 12 აპრილის 19:35 საათიდან - 2018 წლის 18 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე