განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2018
საქმის ნომერი
330100116001272745
ინსტანცია
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100116001272745, №1/ბ-1238-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ბეატრიჩე პაპანდოპულოვი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი - კო---------ია.

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - მი----– გი-----ის ძე ნო----ე, დაბადებული 199--–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბ--–----------------–---–---------------------------;

 

ადვოკატი - ცი--------------ე.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.

 

სასჯელი:

 

განაჩენთა ერთობლიობით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 აგვისტოს განაჩენით, მი----– ნო----ე, დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ ჩაიდინა პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

მი----– ნო----ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევ მი----– ნო----ეს 2015 წლის 24 დეკემბერს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის და მეტამფეტამინის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 აგვისტოს განაჩენით, მი----– ნო----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მი----– ნო----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი მოუხდელი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მი----– ნო----ის მიმართ დანიშნულ ძირითად სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით და საბოლოოდ მი----– ნო----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით.

 

მი----– ნო----ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა ან წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

 

მი----– ნო----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან - 2018 წლის 18 ივლისიდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მი----– ნო----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ცი--------------ემ. სააპელაციო საჩივრის თავდაპირველ მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში.

 

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, სტაჟიორ-პროკურორ კო---------იას მიერ წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე მსჯავრდებულ მი----– ნო----ის მიმართ, რაც შეთანხმებულია მთავარი პროკურორის მოადგილესთან და ზემდგომ პროკურორთან.

 

შუამდგომლობის თანახმად, მი----– ნო----ეს განემარტა საპროცესო შეთანხმების არსი, რაზეც მსჯავრდებულმა, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, განაცხადა ნებაყოფლობითი თანხმობა ბრალზე გარიგებისა და სასჯელზე შეთანხმების თაობაზე. 2018 წლის 12 დეკემბერს, მსჯავრდებულს, მისYადვოკატსა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების შესახებ.

 

პროკურორმა ითხოვა მსჯავრდებულთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობებით:

 

მი----– ნო----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე პირობით ჩათვლა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელის მიერ წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილის შთანთქმა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე კი ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელზე წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 120 (ას ოცი) საათის ვადით დამატება.

 

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ მი----– ნო----ისთვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღვეთის განსაზღვრა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, მისი ჩათვლა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრება 120 საათის ვადით.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 (სამი) წლით ჩამორთმევა: საადვოკატო საქმიანობის უფლების, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლების, პასიური საარჩევნო უფლების; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლების; აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლების, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 6 (ექვსი) თვის ვადით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის შესაბამისად.

 

შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს სტაჟიორ-პროკურორმა კო---------იამ, მსჯავრდებულმა მი----– ნო----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ცი--------------ემ.

 

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქმეში „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (ამასთან დაკავშირებით სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, § 17, Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27 November 2008; რუცინსკი პოლონეთის წინააღმდეგ, § 12, Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20 February 2007). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამო არ არის (იხ: ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6 July 2010). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება შეიძლება წარმოადგენდეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან საშუალებას. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება, გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები და შემცირდეს პატიმართა რაოდენობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება. აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (ვრცლად იხ. ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი No. 9043/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014 წლის 24 აპრილი).

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით მი----– ნო----ემ უარი თქვა სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ უფლებაზე უარის თქმა საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული მი----– ნო----ე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს. მისი განმარტებით, სრულად ეთანხმება დადგენილებაში და განაჩენში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული მი----– ნო----ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება მი----– ნო----ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. მსჯავრდებულ მი----– ნო----ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების: გი-----–-–---–ისა და შმ---------–----ის ჩვენებებით, მი----– ნო----ის ადმინისტრაციული დაკავების N-------- ოქმით, თბილისის 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით, ნარკოლოგიური შემოწმების N7------ დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება მი----– ნო----ის მიერ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული, დაეთანხმა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარი თქვა სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, -

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ- პროკურორ კო---------იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ მი----– ნო----ეს შორის.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 აგვისტოს განაჩენში.

 

მი----– ნო----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 9 თვე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მი----– ნო----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მი----– ნო----ეს 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა ან წარმომადგენლობის უფლება, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვას 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებული მი----– ნო----ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 18 ივლისიდან 2018 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს პრობაციის სამსახურმა, რომელსაც დაევალოს მი----– ნო----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება. მი----– ნო----ეს დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა - დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე