განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002665390
საქმე №1ბ/1564-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- ვ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გი-------------–---ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 13 მარტს, პირადი N3----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: მ–------------------------–----------ი და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–-----------------------------–------–-----------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით გი-------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი;
გი-------------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
თი----------------–--ე და გი-------------–---ი იმყოფებოდნენ ქორწინებაში. 2018 წლის 03 სექტემბერს ქ. თბილისი, ქ-----------–---–-------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გი-------------–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თი----------------–--ეს, კერძოდ, ორივე ხელის მაჯაზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რა დროსაც შემოახია მაისური. აღნიშნული ქმედებების შედეგად თი----------------–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ---- ვ-------ემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და გი-------------–---ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უსამართლოა, რადგან დანიშნული სასჯელი ლმობიერია, არათუ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, არამედ წამახალისებელი იქნება თვითონ დამნაშავისათვის და სხვა პირთათვისაც, ასეთ ზედმეტად ლმობიერ სასჯელს არ ექნება, როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციული მნიშვნელობა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ თი----------------–--ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: გვ--–---------–---ის, მა--------------ის, ან--------------–-–---–ის, ვა---–-------ის, გი------------------ის, რე----------–---–ის, გი-------–-------–---–ის, ან--------–---–ის გამოკითხვის ოქმები, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, ამოღების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღო, რომ გი-------------–---ი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ჩათვალა, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, რასაც პალატაც იზიარებს და მიაჩნია, რომ სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ისანი-სამგორი რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- ვ-------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გი-------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
გი-------------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 03 სექტემბრიდან - 2018 წლის 07 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა;
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულებები: შავი ფერის დანა, ერთი ცალი ას ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი ერთ ლარიანი მონეტა, ერთი ცალი ოც თეთრიანი მონეტა, ორი ცალი ათ თეთრიანი მონეტა, ერთი ცალი ხუთ თეთრიანი მონეტა, მეხსიერების ბარათი, მოვერცხლისფრო გრეხილი ბეჭედი, გასაღების ჩამოსაკიდებელი, ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, სიმბარათი, ,,ჰუავეის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, გი-------------–---ზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ხელშეკრულება ა/მანქანის ქირავნობის შესახებ, ემბლემა და თი----------------–--ის მაისური დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე