განაჩენი

სისხლის სამართლის 18.12.2018
საქმის ნომერი
330100116001370463
ინსტანცია
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001370463

საქმე №1ბ/721-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ხ-----------------ის

მსჯავრდებულის: ს------------------ის

ადვოკატის: გ-------------------ის

თარჯიმნების: ს------------–---–ის, კ----–--------------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ხ-----------------ის და მსჯავრდებულ ს------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზ----------------–---–ისა და ვ-----–-------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ს------------------ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---–--–------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს------------------მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ------–--–---------–------------------თან გაჩერებული ავტომობილი „ნ-----“-ს წინა მარცხენა ღია კართან იდგა და კარზე ხელი ეკიდა მოქალაქე ლ---------–--–-–---–ს, რომელსაც მართავდა მძღოლი ს------------------ი. ამ მომენტში მძღოლმა ს------------------მა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი დგომის ადგილიდან უკუსვლით დაძრა იმ მოტივით, რომ ქვეითს ხელი გაეშვა კარისათვის, რა დროსაც ქვეითი კარის დაჯახების შედეგად დავარდა სავალ ნაწილზე და მიღებული სხეულის დაზიანებით გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, რომელიც 31 აგვისტოს გარდაიცვალა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენით:

 

ს------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილზე.

 

ს------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ს------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 20 აპრილიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ხ-----------------ემ და მსჯავრდებულ ს------------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, ზ----------------–---–მა და ვ-----–-------------მა.

 

ქ. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო ს------------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენში ცვლილებების შეტანა კვალიფიკაციისა და სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ს------------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

 

მსჯავრდებულ ს------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების, ზ----------------–---–ისა და ვ-----–-------------ის სააპელაციო საჩივრების თავდაპირველი მოთხოვნა იყო ს------------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებლის, ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ხ-----------------ის მიერ, ზემდგომი პროკურორის ზ-------------ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ს------------------თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა ს------------------მა ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.

 

სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ ს------------------თან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ, სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დაზუსტებული პირობებით მოითხოვა შემდეგი:

 

ს------------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელ ვადით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ს------------------ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრებიდან - 2018 წლის 20 აპრილიდან.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ს------------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას დაზუსტებული პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა დაზუსტებული პირობებით მსჯავრდებულ ს------------------თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, მსჯავრდებული ს------------------ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ს------------------ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ს------------------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მსჯავრდებულ ს------------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის აღიარებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლის, მოწმეების და ექსპერტების - გ----------–--–-–---–ის, ნ-----–----–-----------ს, ლ--–---------–---–ის, ზ-------–----ის, გ-------–--------ის, ი-------–------ის, ს-----------–--ის, დ--------------–--ს, ზ-----------------ის, დ----------–----ისა და თ----------------–--ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (თანდართული სქემით), ცნობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის №1------- დასკვნით, სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ ს------------------ის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე–5 ნაწილით, კანონიერია. პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-215-ე მუხლებით, პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ს------------------ს შორის;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენში ს------------------ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

ს------------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელ ვადით;

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

ს------------------ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრებიდან - 2018 წლის 20 აპრილიდან;

 

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ს------------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ს------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ავტომობილი ,,ნ-----’’ სახ. ნომრით L------, რომელიც განთავსებულია სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო ორი ცალი რენტგენოფირი შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე