განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2018
საქმის ნომერი
180100118002483916
ინსტანცია
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 180100118002483916

საქმე №1ბ/659-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ჯემ--–-------–-–---–-ს

ადვოკატის: გო------------------ს

მსჯავრდებულის: ნ-----–--------–-–---–-ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ნ-----–--------–-–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გო------------------ს და მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ჯემ--–-------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ნ-----–--------–-–---–-ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დაბა თი----------------–--------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენით, ნ-----–--------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2010 წლის 16 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500(ათას ხუთასი)ლარის ოდენობით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე იგი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2010 წლის 16 ივლისის რედაქცია) დანიშნული სასჯელისგან.

ნ-----–--------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით(2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000(ოთხი ათასი)ლარის ოდენობით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მას ¼ -ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000(სამი ათასი)ლარის ოდენობით.

ნა----–--------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2012 წლის აგვისტოში, ზუსტი დრო დაუდგენელია ნა----–--------–-–---–მა და ნა---–----------–---–მა განიზრახეს მოტყუებით და შესაბამისად, თაღლითურად დაუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ, დ------------–-----------–------------- საერთო საცხოვრებლის მიმდებარე მიწის ნაკვეთს, შემდგომში მასზე ნ-----–--------–-–---–-სთვის სამუშაო ოფისის აშენების მიზნით. ნა----–--------–-–---–მა და ნა---–----------–---–მა წინასწარ იცოდნენ, რომ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო იყო თ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული, შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საგადასახადო სიებით პიროვნებაზე რიცხული მიწის ნაკვეთის ფართის რაოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაცია და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ვინაიდან პირადად მათ დ-------------ს ტერიტორიული ორგანოს საგადასახადო სიებით რიცხული მიწის ნაკვეთის ფართები საჯარო რეესტრში უკვე ჰქონდათ დარეგისტრირებული და ამ მიზეზით ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებდა მიწის ნაკვეთის დამატებითი ფართის საკუთარ სახელზე კანონიერად დარეგისტრირებას. 2012 წლის აგვისტოს თვეშივე, ზუსტი დრო დაუდგენელია, ნა----–--------–-–---–თან წინასწარი შეთანხმებით ნა---–----------–---–ის მიერ ნანახი იქნა დაბა თიანეთში მის მეზობლად მცხოვრები ელ--------------, რომელსაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ ჰქონდა დ-------------ს ტერიტორიული ორგანოს საგადასახადო სიებით მის სახელზე რიცხული 2.800მ2 მიწის ფართი. ნა---–----------–---–მა ნა----–--------–-–---–თან წინასწარი შეთანხმებით მოატყუა და დაარწმუნა ელ--------------, რომ ის და ნ-----–--------–-–---–- ყველანაირ დოკუმენტაციას თითქოსდა კანონიერად მოაწესრიგებდნენ, ელ---------------ს სახელზე კანონიერად დარეგისტრირდებოდა მიწის ნაკვეთი, რომელსაც შემდეგ ელ--------------სგან ნ-----–--------–-–---–- გადაიფორმებდა. თუმცა ელ---------------სგან თანხმობის მიღების შემდეგ, ნა---–----------–---–ის მიერ შემდგომი გამოყენების მიზნით გაყალბებული იქნა ოფიციალური დოკუმენტი - დ-------------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე ელ--------------ს 2012 წლის 5 სექტემბრით დათარიღებული განცხადება, რომელშიც განმცხადებლის გრაფაში ე-–---------------- მაგივრად და მისი სახელით ნა---–----------–---–მა მოაწერა ხელი, ხოლო ნ-----–--------–-–---–-ს მიერ შემდგომი გამოყენების მიზნით ასევე გაყალბებული იქნა ოფიციალური დოკუმენტი - მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზეც გრაფაში „საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი:“ - ინდ.მეწარმე თ-----------–---–-- სახელით და მის მაგივრად ნა----–--------–-–---–მა მოაწერა ხელი, რის შემდეგაც წინასწარი შეცნობით გაყალბებული დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად ელ--------------ს მეშვეობით, რომლისთვისაც არ იყო ცნობილი მათი დანაშაულებრივი განზრახვისა და ჩადენილი სიყალბის შესახებ, ნ-----–--------–-–---–-ს და ნა---–----------–---–ის მიერ თავდაპირველად წარდგენილი და შესაბამისად გამოყენებული იქნა თ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულ შო-------–--------------–-----თან, რომლის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაზე ნებართვის მიცემის დასტურად დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერისა და ბეჭდის დასმის შემდეგ - უძრავი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით 2012 წლის 20 სექტემბერს წარადგინეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თ-------- სარეგისტრაციო სამსახურში, სადაც იმავე დღეს მიწის ნაკვეთი, მდებარე დ------------–-----------–---------- მიმდებარედ 73.00 კვ.მ (საკადასტრო კოდი 7-----------), მოტყუებით, ხსენებული გაყალბებული ოფიციალური დოკუმენტების - განცხადებისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის გამოყენებით დარეგისტრირებული იქნა ელ--------------ს სახელზე, ხოლო 2012 წლის 19 ოქტომბერს აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ელბერდ ხამხაძესთან წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე, რომელიც ნა---–----------–---–მა და ნა----–--------–-–---–მა მოატყუეს, თითქოსდა მიწის ნაკვეთი კანონიერად დარეგისტრირდა მის სახელზე, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, თითქოსდა 200 ლარის გადახდის საფასურად თავის სახელზე დაირეგისტრირა ნა----–--------–-–---–მა. აღნიშნული მართსაწინააღმდეგო ქმედებებით დაზარალებულს, სახელმწიფოს, ნა----–--------–-–---–მა ნა---–----------–---–თან ერთად მიაყენა 2410 (ორი ათას ოთხას ათი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც მსჯავრდებულ ნ-----–--------–-–---–-ს ადცოკატმა გო------------------მა, ასევე, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჯე---–-------–-–---–მა.

მსჯავრდებულ ნ-----–--------–-–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის მიმართ თითოეული დანაშაულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. ასევე, ნ-----–--------–-–---–-ს მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებებს, რის გამოც მსჯავრდებულ ნ-----–--------–-–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა სასჯელის დამძიმების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. აპელანტის - დაცვის მხარის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნ-----–--------–-–---–-ს განზრახვას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება სხვის ნივთზე. ნა----–--------–-–---–ს საქვეყნოდ ჰქონდა გაცხადებული მისი სურვილის შესახებ, რომ იგი საოფისე ფართისთვის შეიძენდა მიწის ნაკვეთს. არანაირი ტყუილის გამოყენება მისი მხრიდან ვინმეს მისამართით არ დასტურდება, ვინაიდან ქონება მან მიიღო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით. მით უფრო, არანაირი შეთანხმება არ ყოფილა ნ-----–--------–-–---–-ს მხრიდან სხვა პირთან ერთად ჯგუფურად დაუფლებოდა სხვის ქონებას. ნა---–----------–---–მა განაცხადა თავის ჩვენებაში, რომ მისი ელ--------------სთან გამართული მოლაპარაკებები კარგა ხნის განმავლობაში არ იყო ცნობილი ნ-----–--------–-–---–-სათვის და თავიდან ხამხაძეს არანაირი კომუნიკაცია ნა----–--------–-–---–თან არ ჰქონია. იმ პირობებში, როდესაც არავითარი გარანტიები არ არსებობდა, რომ ელ-------------- შეძლებდა მიწის დარეგისტრირებას და შემდეგში მის გასხვისებას, წინასწარ ვერანაირი მოლაპარაკება ვერ იქნებოდა გამართული მასსა და ნა----–--------–-–---–ს შორის. ამასთან , მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა ელ--------------მ და ნ-----–--------–-–---–- ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებდა სახელმწიფოს. რაც შეეხება ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, აპელანტი მიუთითებს, რომ ელ-------------- ნა----–--------–-–---–თან მივიდა ოფისში ნახაზების შედგენის მიზნით, როგორც ჩვეულებრივი რიგითი დამკვეთი და მანაც შეადგინა აზომვითი ნახაზი, სადაც ყველა მონაცემი არის კანონიერი, გარდა შემსრულებლის ხელმოწერისა, რომელიც ნა----–--------–-–---–მა შეასრულა თავისი თანამშრომლის ნაცვლად, ვინაიდან მისგან ჰქონდა სრული თანხმობა და მიცემული ჰქონდა ასევე მისი ხელმოწერის ნიმუშები.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოცემულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის არ გამომდინარეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნა---–----------–---–მა განაცხადა, რომ ნა----–--------–-–---–ს სამუშაო ოფისის აშენების მიზნით სურდა დაბა თიანეთში, იმჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 73მ2 მიწის ფართის დარეგისტრირება. როგორც მოწმეს, ასევე ნა----–--------–-–---–ს არ შეეძლოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთარ სახელზე გაფორმება, ვინაიდან ორივე მათგანს სრულად ჰქონდათ მიღებული და დარეგისტრირებული სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთები. ამის გამო ნა----–--------–-–---–მა ნა---–----------–---–ს დაავალა მოეძებნა ისეთი პირი, ვასაც სრულად არ ექნებოდა მიღებული მიწის ნაკვეთი. ამ მიზნით მოწმემ დახმარება სთხოვა მეზობელ ელ--------------ს, რომელსაც როგორც შეიტყო, საგადასახადო სიებით სრულად არ ჰქონდა ამოწურული სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთის საკუთარ თავზე დარეგისტრირების კანონიერი საშუალება. ელ-------------- დასთანხმდა, რომ ნ-----–--------–-–---–-ს სასარგებლოდ დაერეგისტრირებინა და მისთვსი დაეთმო დ------------–-----------–---------- მახლობლად მდებარე 73მ2 მიწის ნაკვეთი. ვინაიდან ელ-------------- იყო ავად და უჭირდა სიარული, ნა---–----------–---–მა მას გამოართვა პირადობის მოწმობა და უთხრა, რომ ამ საქმეს თვითონ მოაგვარებდა. მოწმემ ელ--------------ს სახელით განცხადებით მიმართა რაიონულ გამგეობას და ითხოვა მიწის დარეგისტრირებაზე ნაბართვის გაცემა, რასაც განმცხადებლის სახელით თავად მოაწერა ხელი. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მან გამგეობიდან მიიღო პასუხი, რის შემდეგაც ელ--------------მ დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი და როგორც მესაკუთრემ ნა----–--------–-–---–ს უსასყიდლოდ გადაუფორმა 73მ2 ფართი. აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ნა----–--------–-–---–მა შეადგინა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ელ--------------ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ იგი არის ნა---–----------–---–ის მეზობელი და აქვს კარგი ურთიერთობა. 2012 წლის ზაფხულში, ზუსტი დრო არ ახსოვს, მას სახლში მიაკითხა ნა---–----------–---–მა, რომელმაც უთხრა, რომ დაბა თიანეთში სურდა ოფისის გაკეთება და საამისოდ მიწის ნაკვეთიც ჰქონდა შერჩეული. ნა---–----------–---–ს უნდოდა დასახელებული მიწის ნაკვეთის ელ--------------ს სახელზე კანონიერად დარეგისტრირება, რომელსაც შემდეგ გადაიფორმებდა. ამის მიზეზად ნა---–----------–---–მა განუმარტა, რომ თავის სახელზე გაფორმებული ჰქონდა სხვა ნაკვეთები და ამიტომ არ სურდა სასურველი ნაკვეთის კვლავ თავის სახელზე გაფორმება, ამ ფაქტის გამოჩენა. ამასთან, იგი შეპირდა, რომ უკანონოდ არაფერს გააკეთებდა და შარში არ გახვევდა. მოწმე ენდო მას და დათანხმდა თხოვნაზე. მოგვიანებით ელ--------------მ გადაწყვიტა საცხოვრებელი სახლის შვილის სახელზე გადაფორმება და რჩევისთვის ოფისში მიაკითხა ნა---–----------–---–ს, რა დროსაც მან გაცნობის გარეშე ხელი მოაწერინა ფურცლებზე, რომლებიც მისივე განმარტებით, ადრე შეპირებული მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისთვის იყო საჭირო. ნა---–----------–---–ი ამის შემდეგ მას დიდი ხნის განმავლობაში აღარ შეხვედრია. ნაკვეთის გადაფორმების თაობაზე იგი არც თ-------- მუნიციპალიტეტში მისულა და არც საჯარო რეესტრის სამსახურში. ამდენად, რა ვითარებაში მოხდა მიწის ნაკვეთის მის სახელზე დარეგისტრირება, არ იცის. ნა----–--------–-–---–ს იცნობს როგორც დაბის მცხოვრებს და მასთან საქმიანი ან ახლო ურთიერთობა არ აქვს. მისთვის მიწის ნაკვეთი არ მიუყიდია - არც მისგან და არც ნა---–----------–---–ისგან რაიმე თანხა, არ მიუღია. 2016 წლის იანვრის თვეში იგი პოლიციაში დაიბარეს და გამოკითხეს ნა---–----------–---–ის მიერ ნათხოვნ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. სახლში დაბრუნების შემდეგ კი მასთან მივიდა ნა----–--------–-–---–მა და ჰკითხა, თუ რა განმარტება გააკეთა მან პოლიციაში. ამასთან, ნა----–--------–-–---–მა სთხოვა, რომ თუ კვლავ დაიბარებდნენ, ეთქვა თითქოსდა მიწის ნაკვეთის გადაფორმებისას ნ-----–--------–-–---–-სგან ცოტა ფულადი თანხა ჰქონდა აღებული. მოწმე მხოლოდ ამ დროს მიხვდა, რომ ნა----–--------–-–---–ს და ნა---–----------–---–ს კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჰქონდათ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი.

პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოწმე ნა---–----------–---–ი არის თანამონაწილე ნ-----–--------–-–---–-ს მიერ ჩადენილ ქმედებაში, პალატამ სიღრმისეულად შეისწავლა და შეაფასა მის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება, ჩვენების მიცემის დრო, მოტივი, ჩვენების სანდოობა, მის მიმართ შესაძლო ზეწოლის არარსებობა და მიიჩნია, რომ ნა---–----------–---–ის გულწრფელობასა და სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. მისი ჩვენებით ნათლად დადასტურდა, რომ თავდაპირველად სწორედ ნ-----–--------–-–---–- იყო დაინტერესებული სადავო მიწის ნაკვეთით, რათა სურდა მასზე სამუშაო ოფისი აეშენებინა. ამ მიზნით ორივე მათგანმა გადაწყვიტეს მოეძებნათ ისეთი პირი, ვისაც ჰქონდა უფლება სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთი მიეღო უსასყიდლოდ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დანაშაულებრივი გზით მიღების განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნა---–----------–---–მა ისარგებლა ელ--------------ს ნდობით, რომლის სახელითაც განცხადებით მიმართა რაიონულ გამგეობას და ითხოვა მიწის დარეგისტრირებაზე ნაბართვის გაცემა. მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნულ განცხადებას თვითონ მოაწერა ხელი ელ--------------ს ნაცვლად, ხოლო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ნა----–--------–-–---–მა შეადგინა. ანალოგიური გარემოებებია დადასტურებული მოწმე ელ--------------ს ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ მას ნა---–----------–---–მა სთხოვა თავის სახელზე მიწის ნაკვეთის კანონიერად დარეგისტრირება და შემდეგ გადაიფორმებდა. ამ მიზნით მან მოგვიანებით ხელი მოაწერინა გაურკვეველ ფურცლებზე, რომლებიც მისივე განმარტებით მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისთვის იყო საჭირო. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მას მიწის ნაკვეთი არ გაუყიდია და ნა---–----------–---–ისგან და ნა----–--------–-–---–სიგან რაიმე თანხა, არ მიუღია. ხოლო საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ მას მიაკითხა ნა----–--------–-–---–მა და სთხოვა პოლიციისთვის ეთქვა სიცრუე, თითქოსდა მიწის ნაკვეთის გადაფორმებისას ნ-----–--------–-–---–-სგან ფული ჰქონდა აღებული.

ამდენად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის განმარტება, რომ არ დასტურდება ნ-----–--------–-–---–-ს განზრახვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება სხვის ნივთზე და მან კანონიერად შეიძინა მიწის ნაკვეთი. წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ნ-----–--------–-–---–-ს განზრახვა თავდაპირველადვე მოიცავდა დ------------–-----------–---------- მიმდებარედ 73.00 კვ.მ არსებული მიწის ნაკვეთის მოტყუებით, ყალბი დოკუმენტის საფუძველზე დაუფლებას. რაც თავის მხრივ დასტურდება ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზით. კერძოდ, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე გრაფაში „საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი: თ.ხიზანაშვილი“ არსებული ხელმოწერა შესრულებულია ნ-----–--------–-–---–-ს მიერ. ხოლო მოწმე თი----------–---–მა განაცხადა, რომ აღნიშნული აზომვითი ნახაზის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია. ბეჭედი, რომლითაც ხდებოდა ნახაზების დამოწმება, ინახებოდა ოფისში არსებულ სეიფში და მასზე ხელი მიუწვდებოდათ თანამშრომლებს. მისი სახელით აზომვით ნახაზზე ხელმოწერის უფლება კი არავის არ ჰქონდა.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ნა----–--------–-–---–მა მის მიერ შედგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში სადავო მიწის ნაკვეთი მოიხსენია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მქონედ, მაშინ როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის წერილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი, მდებარე დ------------- საკ. კოდი 7--------------------------- კვმ. წარმოადგენდა საერთო საცხოვრებლით დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს.

მოწმეების ნა---–----------–---–ის, ელ--------------ს და თ-----------–---–-- ჩვენებები სხვადასხვა ფაქრტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გამყარებულია ასევე სასამართლოს სხდომაზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით და საქმეზე წარმოდგენილი სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა გი-----------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთ-------- მომსახურების ცენტრის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილია, რომ დაბა თ------–-----------–--------- საერთო საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №7-----------, 2012 წლის 20 სექტემბერს დარეგისტრირდა ელ--------------ს საკუთრებად, ხოლო 2012 წლის 19 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა აღნიშნული ქონების ნ-----–--------–-–---–-ს სახელზე დარეგისტრირება. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 2410 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც, როგორც დაზარალებულის წარმომადგენელი, ითხოვს სრულად. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2012 წლის 20 სექტემბრამდე სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. იგი იყო საერთო საცხოვრებლის კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, არ წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და ამის გამო 1992-1998 წლებში გატარებული სასოფლო მიწების რეფორმის დროს არ მომხდარა მისი განაწილება. 2012 წლის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისება ხდებოდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ან გამგეობიდან აღებული ცნობის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა ყოფილიყო მიწის ნაკვეთის ფართობი და მიწის მეპატრონის დემოგრაფიული მონაცემები. აღნიშნული ცნობა ან მიღება–ჩაბარების აქტი საკადასტრო აზომვით ნახაზთან და ელექტრონულ ვერსიასთან ერთად მოქალაქეს მიჰქონდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც ნაკვეთი რეგისტრირდებოდა მოქალაქის საკუთრებაში. გამგეობის წარმომადგენელი სათანადო ბეჭდით ამოწმებდა საკატასტრო აზომვით ნახაზს, რომ აღნიშნული ნახაზი შეესაბამებოდა მიწის ნაკვეთის მდებარეობას.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შო-------–--------------–-----მა განაცხადა, რომ 1992-1998 წლებში მუშაობდა თ-------- რაიონის გამგებლად, შემდეგ 4 წლის განმავლობაში - რაიონული საკრებულოს თავმჯდომარედ, 2006 წლიდან კი -თ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულად. როგორც ახსოვს, სადავო მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით მას სამსახურში მიაკითხა დ-------------ს მცხოვრებმა, აწგარდაცვლილმა ელ--------------მ. ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდან ჩანდა, თუ სად მდებარეობდა ნაკვეთი, რა ფართის იყო, ვის ეკუთვნოდა დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, მიწის კატეგორია და გადაფარვა ხომ არ იყო. დოკუმენტაცია მანამდე უკვე იყო შემოწმებული რაიონის გამგეობის მიერ. თუ დოკუმენტაცია იყო სწორად შესრულებული, იგი ახორციელებდა მასზე ბეჭედის დასმას და ხელს აწერდა დოკუმენტს. საჯარო რეესტრი მხოლოდ ამის შემდეგ დაურეგისტრირებდა განმცხადებელს მიწის ნაკვეთს. ვინაიდან მოწმეს არანაირი ეჭვი არ შეჰპარვია დოკუმენტების სისწორეში, ამასთან მითითებულ მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის დავა არ ყოფილა, მან შესწავლის შემდეგ, წარდგენილი დოკუმენტები ბეჭდით დაამოწმა. მისთვის ცნობილი, რომ ყოფილიყო ელ--------------ს 2012 წლის 5 სექტემბრით დათარიღებულ განცხადებაზე არსებული ხელმოწერის ნა---–----------–---–ის მიერ შესრულების შესახებ, იგი დოკუმენტს ბეჭდით არ დაამოწმებდა.

თ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობაში ელ--------------ს მიერ განხცადების წარდგენა, რომლითაც იგი ითხოვდა ინფორმაციის გაცემას საგადასახადო სიებით თავის სახელზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმეებმა თა----------–-–---–-ა და თამ-----------–-–---–მა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე თი----------–---–მა განაცხადა, რომ 2012 წლის მდგომარეობით ნა----–--------–-–---–თან და ნა---–----------–---–თან ერთად ახორციელებდა კლიენტებისათვის საკადასტრო აზომვითი ნახაზების შედგენას. ამ მომსახურებისათვის საჭირო იყო მიწის საკუთრების მოწმობა და მიწის მიღება-ჩაბარების აქტები. მათი ბეჭედი ინახებოდა ოფისში არსებულ სეიფში, რომელზეც ხელი მიუწვდებოდათ თანამშრომლებს. მოწმის სახელით აზომვით ნახაზზე ხელმოწერის უფლება არავის არ ჰქონდა. დაბა თ------–-----------–---------- მიმდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მას საკადასტრო აზომვითი ნახაზი არ შეუდგენია და შესაბამისად არც ხელი მოუწერია მასზე. მოგვიანებით ნახა, რომ აღნიშნული აზომვითი ნახაზი ხელმოწერილია მისი სახელით, თუმცა ეს ხელმოწერა მას არ ეკუთვნის, სხვა პირის მიერ არის შესრულებული. 2012 წლის 5 სექტემბრის, ელ--------------ს სახელით შესრულებული განცხადების თანახმად, განმცხადებელი მიმართვას თ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დ-------------ს ტერიტორიული ორგანოს საგადასახადო სიიდან მის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის ფართობთან დაკავშირებით ამონაწერის გაცემის თხოვნით. განცხადებას თან ერთვის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით, დგინდება, რომ მასზე შესრულებულია ხელმოწერა შ.მიდელაურის სახელით და დასმულია თ-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის ბეჭედი.

თ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 14 სექტემბრის N727 წერილით, დ-------------ს ტერიტორიული ორგანოს საგადასახადო სიებით ელ--------------ს სახელზე ირიცხებოდა 0,28ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საფუძველი დ.თ-------- ტერიტორიული ორგანოს საგადასახადო სიები გვ.40, სიითი ნომერი 27).

2012 წლის 20 სექტემბერის ელ--------------ს განცხადების თანახმად, განმცხადებელი მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თ-------- სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვს საკუთრების უფლების რეგისტრაციას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: თ-------- დ------------- (73.5კვ.მ) /ზონა: თ-------- სექტორი: დ-------------/ და ამონაწერის გაცემას. განცხადებას თან ერთვის დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და თ-------- მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული წერილი N727.

საჯარო რეესტრის 09.10.2012 წლის ამონაწერით დადასტურებულია, რომ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ნ7-----------, დაზუსტებული ფართობი 73.00 მ2, ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო, 2012 წლის 20 სექტემბერს აღირიცხა ელ--------------ს სახელზე (პირადი ნომერი 2-----------, უფლების დამდგენი დოკუმენტი: ცნობა N727, დამოწმების თარიღი 14.09.2012 წელი, თ-------- მუნიციპალიტეტი.

საჯარო რეესტრის 25.10.2012 წლის ამონაწერით დადასტურებულია, რომ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N7----------- , დაზუსტებული ფართობი 73.00 მ2, ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო, ირიცხება ნ-----–--------–-–---–-ს სახელზე (პირადი ნომერი 2------------ 2012 წლის 19 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

უძრავი ნივთის ნასყიდობის 2012 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულების მიხედვით, ნა----–--------–-–---–მა, პირადი ნომერი 2-----------, მცხოვრებმა დაბა თ------–-----------–------------- იყიდა ელ--------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე დაბა თ------–-------- მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 7-----------, დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 200 ლარით.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის 2015 წლის 31 ივლისის N------ წერილის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, თ-------- რაიონის თ-------- მეცხოველეობის ს/მეურნეობის 1988 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, მიწის ნაკვეთი, მდებარე დ------------- საკ. კოდი 7--------------------------- კვმ. წარმოადგენდა საერთო საცხოვრებლით დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს.

სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადასტურებულია, რომ დაბა თ------–-----------–-- ქუჩაზე (საკ. კოდი #7-----------) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 73 მ2 მიწის ნაკვეთის ღირებულება 2012 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენდა 1460 აშშ დოლარს, რაც ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით იმჟამად შეადგენდა 2400 ლარს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა გ--------------------

გრაფიკული ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, - თ-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე შესრულებული 2012 წლის 5 სექტემბრით დათარირებული განცხადების რეკვიზიტებში არსებული ჩანაწერები და გრაფაში „განმცხადებელი“ არსებული ხელმოწერა შესრულებულია ნა---–----------–---–ის მიერ. - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თიანერთის სარეგისტრაციო სამსახურის სახელზე შესრულებული 2012 წლის 4 ოქტომბრით დათარირებული განცხადების რეკვიზიტებში არსებული ჩანაწერები და განცხადების ტექსტი შესრულებულია ნა---–----------–---–ის მიერ.

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თიანერთის სარეგისტრაციო სამსახურის სახელზე შესრულებული 2012 წლის 4 ოქტომბრით დათარიღებული განცხადების გრაფაში „განმცხადებელი“ არსებული ხელმოწერა შესრულებულია ელ--------------ს მიერ.

- 2012 წლის 19 ოქტომბრით დათარიღებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების რეკვიზიტებში არსებული ჩანაწერები გრაფაში „მყიდველის სახელი და გვარი გარკვევით“ არსებული ჩანაწერი „ნ-----–--------–-–---–-“ და გრაფაში „მყიდველი /ხელმოწერა/“ არსებული ხელმოწერა, აგრეთვე გრაფაში „გამყიდველის სახელი და გვარი გარკვევით“ არსებული ჩანაწერი „ელ--------------“ შესრულებულია ნ-----–--------–-–---–-ს მიერ.

- 2012 წლის 19 ოქტომბრით დათარიღებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გრაფაში „გამყიდველი /ხელმოწერა/“ არსებული ხელმოწერა შესრულებულია ელ--------------ს მიერ.

- მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე გრაფაში „საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი: თ.ხიზანაშვილი“ არსებული ხელმოწერა შესრულებულია ნ-----–--------–-–---–-ს მიერ. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა სო------------–-–---–მა.

შესაბამისად, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას, რომ თითქოსდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება ნ-----–--------–-–---–-ს ქმედებებში დანაშაულებრივი ნიშნების არსებობა.

პალატა მიიჩნეევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ-----–--------–-–---–-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას და სახეზეა ყველა ის ნიშანი , რაც აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით პირის მსჯავრდებისათვის.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც მისი დაკმაყოფილების და მცხეთის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

2. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნ-----–--------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული სასჯელი არის უსამართლო და ზედმეტად ლმობიერი. იგი არ გამომდინარეობს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებიდან, დანაშაულის ხასიათიდან, მსჯავრდებულის პიროვნებიდან და დაზარალებულისათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანიდან, რაც არ არის ანაზღაურებული. ამ გარემოებების გათვალისწინებით ნ-----–--------–-–---–-სათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას და პირიქით იქნება წამახალისებელი მისთვის გააგრძელოს დანაშაულებრივი საქმიანობა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მოთხოვნა და ნ-----–--------–-–---–-ს მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება არ დაუბრუნა მის კანონიერ მფლობელს.

პალატა მსჯავრდებულ ნ-----–--------–-–---–-ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების და მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ნაწილში ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიემებელი გარემოებები, მათ შორის ისინიც, რაზეც მიუთითებს ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში და ძირითადი სასჯელის სახით მას განუსაზღვრა სამართლიანი, მსჯავრდებულის პიროვნებისა, მისი ასაკის ადეკვატური და პროპორციული სასჯელი. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად

რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ნ-----–--------–-–---–-სათვის დამატებითი სასჯელის სახით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების - მიწის ნაკვეთის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ როგორც ზემოაღნიშნულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგინდა, ნ-----–--------–-–---–- დაბა თ------–-----------–-- ქუჩა, N8-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 73კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს დაეუფლა დანაშაულებრივი გზით, კერძოდ, მის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შედეგად. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება ექვემდებარება სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას და ამ კუთხით ცვლილება უნდა შევიდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში.

გარდა აღნიშნულისა, პალატა სააპელაციო საჩივრის ფარგლებიდან გამომდინარე მოკლებულია შესაძლებლობას მსჯელობა იქონიოს იმაზე, თუ რამდენად კანონიერად გაავრცელა სასამართლომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლი დანიშნულ ჯარიმაზე და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ მოცემულობას ვერ გაცდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნ-----–--------–-–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნ-----–--------–-–---–-სათვის დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევის გამოყენების თვალსაზრისით და ამ მიმართებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.მსჯავრდებულ ნ-----–--------–-–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნ-----–--------–-–---–-ს მიერ დანაშაულებრივი გზვით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის ნაწილში.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

4.ნ-----–--------–-–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2010 წლის 16 ივლისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და 2016 წლის 24 ივნისის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე ნ-----–--------–-–---–- გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ნ-----–--------–-–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

5. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, დაბა თ------–-----------–-- ქუჩა, N8-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 73კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - საკადასტრო კოდი 7------------ როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, ჩამოერთვას მსჯავრდებულ ნა----–--------–-–---–ს და უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.

6.ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს თ-------- რაიონულ სააღსრულებო ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნ-----–--------–-–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ნ-----–--------–-–---–-ს მიმართ გირაოს უზრუნველსაყოფად თ------------------- (პირადი ნომერი 5----------) და ლ--–------------ (პირადი ნომერი 5----------) კუთვნილ უძრავ ქონებაზე (მდებარე: თბილისი - 01, ს------------–--------------------–-------------------------------------------------------------------------------------------------- ლარის პროპორციულ წილზე, დადებული ყადაღა მოეხსნას.

8.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი