განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.11.2018
საქმის ნომერი
010210016001477436
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001477436

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე 2/ბ-975-18 წ. 07 ნოემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) მესამე პირი - - - ა-–---------- ვ------------ ს------- დ-------- ი--- ლ---–---

დავის საგანი- - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გაუქმება

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელე ს------- დ--------- მითითებით, საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ. ბა-----–----------------------------–----------ში ს.კ. 0----------- წარმოადგენს მის საკუთრებას, სადაც კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობს ა-–---------- ვ------------. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხე არ ათავისუფლებს ქონებას, არ აძლევს საცხოვრებელი ბინით თავისუფლად სარგებლობის უფლებას, რაც გახდა საფუძველი სასამართლოში სარჩელის წარდგენისა. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს წინაპრების დანატოვარს, რომელზეც საკუთრების უფლება მოსარჩელემ თვალთმაქცური გარიგების გზით მოიპოვა. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ს------- დ--------- სარჩელი; 2. მოპასუხე ა-–---------- ვ------------ გამოსახლებული იქნეს, მოსარჩელე ს------- დ--------- საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დ-------- თ------------–-- ქუჩა N----ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ 0-----------) და უძრავი ქონება (ს/კ 0-----------) თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს მოსარჩელეს; 3. მოპასუხე ა-–---------- ვ------------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება- 120 ლარის ოდენობით. გასაჩივრებული საოქმო განჩინების სარეზოლუციო ნაწილი: 1. მოპასუხის შუამდგომლობა წერილობითი მტკიცებულების, კერძოდ სსგს- დან გამოთხოვილი იქნეს ინფორმაცია ქ. ბათუმში, დ-------- თ------------–-- ქუჩა N----ში რეგისტრირებულ პირთა შესახებ არ დაკმაყოფილდეს. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. მოპასუხე ა-–---------- ვ------------ საკუთრების უფლებით ფლობდა ქ. ბათუმში, დ-------- თ------------–-- ქუჩა N----ში მდებარე უძრავი ქონებას - მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლს, რაც 2012 წლის 9 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა მოსარჩელე ს------- დ--------- მეუღლემ - რ----- ბ-------. 2.2. 2012 წლის 31 ივლისს, რ----- ბ-------, ქ. ბათუმში, დ-------- თ------------–-- ქუჩა N----ში მდებარე უძრავი ქონება- 531.00 კვმ. არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (ს/კ 0-----------), აჩუქა მეუღლეს-ს------- დ--------ს, რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ამ უკანასკნელის საკუთრებაში. 2.3. ქ. ბათუმში, დ-------- თ------------–-- ქუჩა N----ში მდებარე, მოსარჩელის კუთვნილ უძრავ უძრავი ქონებას, ს------- დ--------- ნების საწინააღმდეგოდ დღემდე ფლობს ა-–---------- ვ------------. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, 170-ე, 172-ე, 311-312-ე მუხლებზე და განმარტა: საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. სკ-ის 170-ე-172-ე მუხლების თანახმად მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლები, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. 2.5. იმისათვის, რომ მოსარჩელემ მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. 2.6. საჯარო რეესტრის ამონაწერითა და მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამივე პირობა სახეზეა: 1) ს------- დ--------- წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს; 2) ა-–---------- ვ------------, ფაქტობრივად ფლობს ამ ქონებას; 3) ა-–---------- ვ------------ს არ გააჩნია ამ ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი. 2.7. ვინაიდან, მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს, მოსარჩელეს სრული უფლება აქვს მოსთხოვოს კუთვნილ ნივთზე ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ს------- დ--------- სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია იმ მხრივ, რომ მოსარჩელე ითხოვდა ქ.ბათუმი, დ.თ------------–-- ქ-----ში მდებარე, №0----------- საკადასტრო უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარებას, რომელიც ფაქტიურად არ არსებობს და არა №0----------- უძრავი ქონებისას, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. 3.2.გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მართალია დაადგენილია, რომ ა-–---------- ვ------------ და მისი ოჯახის წევრები-ანუ მესამე პირი კეთილსინდისიერი მფლობელები არიან, თუმცა აღნიშნული, არც ფაქტობრივ გარემოებებში და არც სარეზოლუციო ნაწილში არ აღუნიშნავს. 3.3. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა ქ.ბათუმი, დ.თ------------–-- ქ-----ში რეგისტრირებულ პირთა ოდენობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, რაზედაც 2017 წლის 21 თებერვალს გამოიტანა დაუსაბუთებელი საოქმო განჩინება.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ს------- დ--------- სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.3. პუნქტში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.4.-2.7. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები- სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, კერძოდ, უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებში. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მოპასუხე ა-–---------- ვ------------ს, გააჩნია თუ არა, ს------- დ--------- საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, დ-------- თ------------–-- ქუჩა N----ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ0-----------) მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობდა, თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება. 4.4. სადავო საკითხთან მიმართებაში პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ. მოპასუხემ, სადავო ქონების მართლზომიერად ფლობის დასადასტურებლად მიუთითა, რომ სადავო ქონება მისი წინაპრების დანატოვარია და ამ დრომდე მის საკუთრებად ითვლება, ხოლო მოსარჩელემ მასზედ საკუთრების უფლება თვალთმაქცური გარიგების გზით მოიპოვა. მიუხედავად ასეთი მითითებისა, ა-–---------- ვ------------ს სასამართლოსათვის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც გამორიცხავდა სადავო უძრავ ქონებაზე ს------- დ--------- საკუთრების უფლების ნამდვილობას, ასევე დაადასტურებდა ამ უფლების საფუძვლად არსებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილობას-არ წარმოუდგენია, რაც გამორიცხავს მისი მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას. 4.5. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, ისეთ ვითარებაში, როდესაც აპელანტს (მოპასუხე), სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება იმისა, რომ ქ. ბათუმში, დ-------- თ------------–-- ქუჩა N----ში მდებარე უძრავი ქონებაზე (ს/კ0-----------) გააჩნია საკუთრების უფლება, გამორიცხავს აღნიშნული მითითების გაზიარების შესაძლებლობას. ის ფაქტი, რომ მოპასუხე წარმოადგენდა სადავო ქონების ადრინდელ მესაკუთეს, ვერ აქცევს მას, სკ-ის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლზომიერ მფლობელად. ვინაიდან სადავო ქონებაზე ა-–---------- ვ------------ს უფლება სამართლებრივად დაკარგული აქვს, ამ ქონების დაკავების უფლება აღარ გააჩნია. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, ს------- დ--------- სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას. 4.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.3 მუხლის თანახმად, წინმსწრები საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: დადგენილია, რომ მოცემულ დავაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინებით, მოპასუხის შუამდგომლობა წერილობითი მტკიცებულების, კერძოდ სსგს-დან გამოთხოვილი იქნეს ინფორმაცია ქ. ბათუმში, დ-------- თ------------–-- ქუჩა N----ში რეგისტრირებულ პირთა შესახებ არ დაკმაყოფილდა (ს.ფ.64-70). 4.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104.1-ე მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. პალატა მიიჩნევს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტის დადგენისათვის, ა-–---------- ვ------------ წარმოადგენს, თუ არა ს------- დ--------- კუთვნილი უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს, სათანადო მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, ქ. ბათუმში, დ. თ------------–-- ქუჩა N----ში რეგისტრირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს სსგს-დან ქ. ბათუმში, დ-------- თ------------–-- ქუჩა N----ში რეგისტრირებულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვაზე, სსკ-ის 104.1-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებულია და არ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი. 4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, ასევე დავის განხილვისას საპროცესო ნორმათა მოთხოვნები არ დაურღვევია და ს------- დ--------- სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, ა-–---------- ვ------------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ასევე საოქმო განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ა-–---------- ვ------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-160 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ა-–---------- ვ------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე