განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002546244
საქმე №1ბ/1254-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ო---------------–---–ის
მსჯავრდებულის: მ-------------ის
ადვოკატის: ვ---------------–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ მ-------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): მ-------------ის, დაბადებულის 1995 წლის 25 ივლისს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #5----------), დასაოჯახებელის, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--------–-----–-----------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 13:20 საათზე, ქ-------–-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-------------ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, დედას - თ--------------–---–ს ხელი ერთხელ დაარტყა სახეში, რის შედეგადაც თ--------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენით:
მ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით მ-------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი - პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
მ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 11 ივნისიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ-------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ---------------–-–---–მა. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მ-------------ის მიმართ არსებულ, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ შესავალ და დასკვნით სიტყვებში დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა მსჯავრდებულ მ-------------ეს 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის დაზუსტებულ მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ მ-------------ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი და დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ-------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, კერძოდ, მ-------------ის გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულის აღიარების, დაზარალებულ თ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმის, მოწმეების - ზ---------------–--ის, ზ----------------ის, ვ-–--------------–---–ის, თ----–---–--–---–ის, ა-------–---–ის, ნ-----–-----------–---–ის გამოკითხვის ოქმების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის, ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის #--------------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ-------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაზუსტებულ მოთხოვნას - მსჯავრდებულ მ-------------ეს 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, აღნიშნულს პალატა ვერ დაეთანხმება. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით .... გამონაკლის შემთხვევაში პირობთი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად, საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ-------------ე წარსულში ნასამართლევია და ნაცვლად იმისა, რომ განმსჭვალულიყო მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით კანონიერად დაენიშნა საბოლოო სასჯელი განაჩენთა ერთობლიობით. სააპელაციო პალატა მოკლებულია კანონიერ საფუძველს, მსჯავრდებულ მ-------------ეს განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ან თუნდაც სასჯელის ნაწილი ჩაუთვალოს პირობით მსჯავრად, ვინაიდან მოცემულ საქმეზე მხარეთა შორის არ ყოფილა დადებული საპროცესო შეთანხმება.
იმავდროულად, სააპელაციო პალატა საქმეში არსებული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის მთელი რიგი შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (მსჯავრდებულმა მ-------------ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებული შერიგებულია მასთან და არ გააჩნია რაიმე პრეტენზია, დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება არ ყოფილა მასშტაბური), სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, ნაცვლად 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთისა, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც პალატის დასკვნით, არ იქნება უსამართლო და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ-------------ისთვის, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით - მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული იქნება, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენში მ-------------ის მიმართ, ცვლილება უნდა შევიდეს და მსჯავრდებულს უნდა შეუმსუბუქდეს განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელის ზომა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ-------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენში მ-------------ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;
მ-------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით მ-------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი - პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
მ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 11 ივნისიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს გორის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე