განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
330100118002377085
ინსტანცია
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002377085

საქმე N1ბ/1271-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: ლევან თევზაძე

მანუჩარ კაპანაძე

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: სა-–------------ს

მსჯავრდებულის: ოლ-----------ს

ადვოკატის: ნინ---------–-–---–-ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნუ--------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ოლ------------------–----------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ-------------------------------–-- დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამრთლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენით, პროკურორსა და ბრალდებულ ოლ-----------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

ოლ----------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 178- ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) ლის ვადით და საბოლოოდ, ოლ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალაპირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლების საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2(ორი)წელი.

მსჯავრდებულ ოლ-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 თებერვლიდან.

ამავე განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ თი--------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

თი--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

თი--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 თებერვლიდან.

ოლ-----------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის 24 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ოლ----------- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. 2016 წლის 29 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ოლ----------- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

2018 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.თბილისში, ნინოშვილის ქუჩა N71-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თი---------------ი, ოლ-----------ე, ლე---------–-ა და მა------–----–----ე წინასწარი შეთანხმებით, ფულადი თანხის, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხნენ გიო----------–---ს. ლე----------–--მ და მა-------–----–-----მ ამ უკანასკნელს დაუწყეს ცემა, რა დროსაც ოლ-----------მ გიო---------–---ს აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ამოაცალა 10 ლარად ღირებული საფულე, მასში მოთავსებული 1080 ლარის ოდენობის ფულადი თანხით. აღნიშნული ქმედებით თინ---------------მა, ოლ-----------მ, ლე---------–-ამ და მა------–----–----ემ გიო---------–---ს მიაყენეს 1090 (ათას ოთხმოცდაათი) ლარის ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუ--------------მ.

სააპელაციო საჩივრით პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამრთლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენის, გაუქმება იმ მოტივით, რომ ოლ-----------მ დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, კერძოდ, 2018 წლის 16 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მოსამართლე ლი-–-------–----, სადაც იხილებოდა გაერთიანებული სისხლის სამართლის საქმე (ს.ს. N006160218009 და N 006040418002) მა------–----–----ისა და ლე---------–-ას მიმართ, მსჯავრდებულმა ოლ-----------მ, რომელიც დაკითხულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში ლე---------–-ას და მა------–----–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, არ მისცა ლე---------–-ას და მა------–----–----ის მიმართ მამხილებელი ჩვენება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები და იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურედება, რომ ბრალდებულმა ოლ-----------მ პირადად მიმართა ბრალდების მხარეს მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და აღნიშნული შეთანხმების მთავარი მიზანი იყო, რომ ოლ----------- ლე---------–-ასა და მა------–----–----ის ბრალდების საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლებდა. 2018 წლის 12 აპრილის საპროცესო შეთანხმების ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული ოლ----------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი თამარ გაბოძე დასტურდება, რომ პროკურორსა და ბრალდებულ ოლ-----------ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ბრალზე და თანამშრომლობაზე. კერძოდ, სასჯელთან დაკავშირებული პირობების გარდა, ბრალდებულთან მოხდა შეთანხმება თანამშრომლობაზე, კერძოდ, მას უნდა მიეცა ბრალდებულების ლე---------–-ას და მა------–----–----ის მამხილებელი ჩვენება საქმის არსებითი განხილვის პროცესში. აღნიშნული ოქმის ასლი გადაეცა ბრალდებულსა და მის ადვოკატს. მათი მხრიდან შენიშვნები არ გაკეთებულა. სასამართლოს სხდომის ოქმით დასტურდება, რომ ოლ-----------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას ბრალდებულს მოსამართლის მიერ განემარტა საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, წარდგენილი ბრალდების არსი, ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაცია და ა.შ. ხოლო ოლ-----------მ წარდგენილ ბრალდებაში (მათ შორის ძარცვის ჩადენაში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით) თავი ცნო დამნაშავედ. გარდა აღნიშნულისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულმა ოლ-----------მ მხარი დაუჭირა პროკურორის შუამდგომლობას საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, სრულად აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და განაცხადა, რომ მისი უფლებები არავის დაურღვევია, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, სრულყოფილად აღიქვავს საპროცესო შეთანხმების შინაარსს, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება, ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, სრულად იცნობს საქმის მასალებს, ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში მასსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული, თვითონ მოაწერა ხელი საპროცესო შეთანხმებას ადვოკატის თანდასწრებით, მას და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმი, რასაც ეთანხმება და შენიშვნა არ გააჩნია.

2018 წლის 16 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების ლე---------–-ას და მა------–----–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ოლ-----------მ აჩვენა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, პოლიციაში დაემუქრნენ ოჯახის წევრებით და მოსალოდნელი დიდი სასჯელის განსაზღვრის თავიდან აცილების მიზნით დასთანხმდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ამავე ჩვენების თანახმად, ის ლე---------–-ას და მა------–----–----ეს საერთოდ არ იცნობს.

აღნიშნილი ფაქტით დასტურდება, რომ ოლ-----------მ დაარღვია გამოძიებისათვის მიცემული პირომა თანამშრომლობის შესახებ, რაც თავის მხრივ მასთან საპროცესო შეთანხმების დადების ძირითად საფუძველს წარმოადგენდა.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნუ--------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამრთლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ოლ-----------ს მიმართ, უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამრთლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-5 ნაწილითთ,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნუ--------------ს სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამრთლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განაჩენი გაუქმდეს მსჯავრდებულ ოლ-----------ს მიმართ;

3. სისხლის სამართლის საქმე ოლ-----------ს მიმართ, დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამრთლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას;

4.მხედველობაში იქნას მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლოს სხდომის კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით ბრალდებულ ოლ-----------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 თებერვლიდან.

5.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

6. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: მ. კაპანაძე

 

ლ. თევზაძე