განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
340100118002608227
ინსტანცია
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100118002608227

საქმე №1ბ/1432-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ - ოთ-----------–---–ის

ადვოკატ - მა-----------–---–ის

მსჯავრდებულ - გი--------------–---–ის

მონაწილეობით,გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ სა----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გი--------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 15 მარტს, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: გ-----------------------------–----------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: გ-----------------------------–----–-----ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 120-ე მუხლით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით:

 

გი--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

გი--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, გი--------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

გი--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო -2018 წლის 21 ივნისის 11:05 საათიდან 2018 წლის 26 ივნისის ჩათვლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე დანიშნული ჯარიმა შეუმცირდა 300 (სამასი) ლარით. საბოლოოდ, გი--------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.

 

გი--------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

1) ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

2) სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

1) 2018 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ-----------------------------–----–-----ში, გი--------------–---–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზუ---------------–---–ს დანის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა დუნდულის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

2) 2018 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ-----------------------------–----–-----ში, გი--------------–---–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვან, 2003 წლის 8 ივნისს დაბადებულ გი----------–-–---–ს, ყელში წაუჭირა ხელი, შემდეგ კი ხელი გაარტყა ლოყაში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სა----------------–---–მა და ითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და გი--------------–---–ისათვის ჯარიმაზე უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ლმობიერი, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გი--------------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაულის ორი ეპიზოდი, რომლებიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, მათგან ერთი დანაშაული ჩაიდინა დანის გამოყენებით. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რომ გი--------------–---–ი წარსულში ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. ამის შემდეგ მან კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაულის ორი ეპიზოდი, მათ შორის არასრულწლოვნის წინააღმდეგ და დანის გამოყენებით. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, საქართველოში ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ზრდის ტენდენცია და სახელმწიფოს ხისტი პოლიტიკა, რის გამოც მიზანშეწონილია მკაცრი ზომების გამოყენება, რათა სასამართლოს მიერ ასეთი ბრალდებულების მიმართ მსუბუქი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენება არ გახდეს წამახალისებელი სხვათათვის აღნიშნული დანაშაულის ჩადენაზე.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების და სხვაგვარი ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულების: ზუ---------------–---–ის და გი----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: თე---------–-–---–ის, ვა-–--------------–---–ის, და------------–---–ის, ზა--------------–---–ის, გე-–------–---–ის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

პალატა აღნიშნავს, რომ გი--------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს წარმოადგენს ის, რომ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. შერიგებულია დაზარალებულებთან და მათ პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ჯარიმა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ სა----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გი--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

გი--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და საბოლოოდ, გი--------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

გი--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო -2018 წლის 21 ივნისის 11:05 საათიდან 2018 წლის 26 ივნისის ჩათვლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე დანიშნული ჯარიმა შეუმცირდეს 300 (სამასი) ლარით საბოლოოდ, გი--------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

გი--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

ბრალდებულ გი--------------–---–ის (პირადი N1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ლ--–- ქ----–---–ის (პირადი N1----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - 1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გ-----------------------------–----–-----ში, საკადასტრო კოდი 5-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 2960.00 კვ. მეტრი. ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------. 2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გ-----------------------------–----–-----ში, ე.წ. „ღ----------–--ები“; საკადასტრო კოდი 5-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 3541.00 კვ. მეტრი. ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------. 3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გ-----------------------------–----–-----ში, ე.წ. „ღ----------–--ები“; საკადასტრო კოდი 5-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 1974.00 კვ. მეტრი. ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------. რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 17000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ზუ---------------–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე