განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002643870
საქმე №1ბ/1604-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
რო---------–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 02 იანვარს, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 0----------; საშუალო განათლებით, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ა--------------------------–-------------ი, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით რო---------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით.
რო---------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 13 აგვისტოს საღამოს საათებში ა------ის რაიონის სოფელ ა----------ში მცხოვრებ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რო---------–--ეს მასთან ოჯახში სტუმრად მყოფ დასთან ან----–-–-----სთან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელი სახის არეში, ასევე ძლიერად მოუჭირა ყელში ხელები და მოქაჩა თმებიდან, ძმის რო---------–--ის ძალადობრივი ქმედების შედეგად ან----–-–-----მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კა--------–---–---–მა და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და რო---------–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, აპელანტის აზრით, თუ მოსამართლე რო---------–--ეს დაუნიშნავდა თავისუფლების აღკვეთას პირობითად ჩათვლის გარეშე, აღნიშნული გახდებოდა საფუძველი მომავალში მსჯავრდებული საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნებოდა დამაფიქრებელი მის მიერ ჩადენილი ქმედების უკეთ გაცნობიერებისათვის, შეამცირებდა რო---------–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, რითაც თავისთავად ხელი შეეწყობოდა სამართლიანობის აღდგენას. განაჩენის დადგენისას სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა დაზარალებულების მდგომარეობა ძმის რო---------–--ის მხრიდან მისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, რის გამოც დაზარალებული იმყოფება სტრესის და მუდმივი ძალადობრივი ზემოქმედების მოლოდინის მდგომარეობაში თუ კი იგი გადაწყვეტს მშობლების სახლში სტუმრად მისვლას. ბრალდების აზრით, აღნიშნული განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის, ასევე გაუგებარია და არც განაჩენში იკითხება თუ რა ფაქტორმა შეუქმნა მოსამართლეს შემწყნარებლური შინაგანი რწმენა მართლაც, რომ წამახალისებელი განაჩენის დადგენისა, რაც ასევე ერთგვარად მიანიშნებს სასჯელის უკანონობაზე, დაუსაბუთებლობაზე და სიმსუბუქეზე.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ან----–-–----ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე ნა---------–--ის, გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
პალატა აღნიშნავს, რომ რო---------–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება. ასევე ის გარემოება, რომ მან მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ დაზარალებული შერიგებულია ძმასთან და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის მიზნების მიღწევას. პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
რო---------–--ე (პ/№0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 14 აგვისტოდან 2018 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით.
რო---------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ყადაღისგან გათავისუფლდეს რო----------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული პა----------–--ის (პირადი №0----------) საკუთრებაში არსებულ 12000 (თორმეტი ათას ორასი) ლარის ღირებულების უძრავ ქონება, მდებარე: ა------ის რაიონი, სოფელ ა----------ში სარეგისტრაციო ზონა - ა------ი, კოდი – 61, სექტორი - ვარხანი – 12, კვარტალი - 22, ნაკვეთი - 302, და სარეგისტრაციო ზონა - ა------ი, კოდი – 61, სექტორი - ვარხანი – 12, კვარტალი - 22, ნაკვეთი - 1--, 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში; (განჩინება N1--------წ. 17.08.2018წ) .
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე