განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002624779
საქმე №1ბ/1571-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ას-----------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 7 მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #1----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ბ---–-------------–-----–--------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:
ას-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილს ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ას-----------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ბ---–-----------------------–----–-------ში მდებარე ას-----------ის სახლში, შელაპარაკებისას, ას-----------მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - რა---–-------------ას, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, არასრულწლოვანი შვილის 3 წლის აი-----------ის თანდასწრებით მუშტი დაარტყა მარცხენა მხარში, შემდეგ თავში, ხოლო, შემდეგ მარჯვენა გვერდში, რის გამოც რა---–-------------ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი----------------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ას-----------ისათვის უფრო მკაცრი, სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო, რადგან სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი, მოტივი, გარემოებები, მსჯავრდებულის პიროვნება. ჩადენილი დანაშაული თავისი ხასიათიდან გამომდინარე არის მომეტებული საფრთხის შემცველი. მსჯავრდებულმა წარმოშობილი უმნიშვნელო მიზეზის გამო მიაყენა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ მსჯავრდებული მიდრეკილია ძალადობრივი დანაშაულების ჩადენისაკენ და იგი არაფრად აგდებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმალური ცხოვრების წესს. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც ბავშვის ასაკიდან და ფსიქიკიდან გამომდინარე მისთვის დამთრგუნველია, ვინაიდან, მის თვალწინ ხდება მისივე ოჯახის წევრზე ძალადობა.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, წარსულში არ არის ნასამართლევი, თუმცა აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლოს არ უნდა დაენიშნა ასეთი მსუბუქი სახის სასჯელი. მართლმსაჯულების ინტერესების კონტექსტში პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება. აღნიშნულ ფაქტს ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. მსხვერპლები ვერ ახერხებენ თავიანთი პოზიციების ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ. სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ოჯახში ძალადობისა თუ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულების პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება. სახელმწიფოს. დამნაშავის მიმართ ისეთი ჰუმანური სასჯელის დანიშვნა, როგორიც დაენიშნა ა---- ე------ს, შესაძლოა მას ახალი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებდეს, რადგან მას ექნება დაუსჯელობის განცდა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა ას-----------ის აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ რა---–-------------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ნუ-------------ას, არ----------------ას, აი-----------ის, აი--------------ას, ეს-------------ას, ჯა----------------ას, ალ------------ის, სა---------–--------ას, გი----------------ას გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოილუსტრაცია, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ხოლო, მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებული მასთან შერიგებულია და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ას-----------ს მტკიცებულებები არ გაუხდია სადავოდ და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი. შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ას-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილს ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
ას-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ნუ-------------ას (1----------) კუთვნილი უძრავი ქონებაზე, მდებარე ბ---–-----------------------–----–-------ში, ს/კ 8-----------. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, ბრალდებულ ას-----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს, ხოლო გირაოს თანხად განსაზღვრულ 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ექვივალენტურ ნაწილზე დადებული ყადაღა.
ას-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 6 სექტემბრიდან - 2018 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე