განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
120100118002623860
ინსტანცია
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002623860

საქმე №1ბ/1603-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ედ------------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 23 აპრილს, პირადი #4----------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ა---––------------–-------ე, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის განაჩენით ედ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით;

 

ედ------------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 21 ივლისს ა---––----------------------–------ეში საგზაო სამუშაოების შემსრულებელ მუშას არ--------------ს ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა---––----------------------–------ეში მცხოვრებმა ედ-------------------ემ, რომელმაც ძლიერად მოუჭირა ხელი ყელის არეში, რა დროსაც არ--------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კა--------–---–---–მა და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ედ------------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, განაჩენის დადგენისას სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა დაზარალებულების მდგომარეობა, რ----- ა----–--ის მხრიდან მისთვის საზოგადოების წინაშე მიყენებული დამამცირებელი მოპყრობა და დაზიანებები. ბრალდების აზრით, აღნიშნული განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის, ასევე გაუგებარია და არც განაჩენში იკითხება თუ რა ფაქტორმა შეუქმნა მოსამართლეს შემწყნარებლური შინაგანი რწმენა მართლაც, რომ წამახალისებელი განაჩენის დადგენისა, რაც ასევე ერთგვარად მიანიშნებს სასჯელის უკანონობაზე, დაუსაბუთებლობაზე და სიმსუბუქეზე.

 

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნო-------------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ სხვაგვარი ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ არ--------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: პა--–-----–----ის, არ---–--------ის, გი----------------ის, ედ------------------ის, ლა–---------ის, ალ--------------------ის, ავ--------–--------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N5--------- და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ედ------------------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება. იგი დაზარალებულთან შერიგებულია და მას პრეტენზია არ გააჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ჯარიმა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ედ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ედ------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად ედ-------------------ის (პირადი №4----------) ნა----------------ის (პირადი №4----------) და ფი-----------------ის (პირადი №4----------) საკუთრებაში არსებულ დაყადაღებულ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე: ა---––-----------------------–-------, ,,ო----ა’’ საკადასტრო კოდი 6-----------;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე