განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
330100117002133937
ინსტანცია
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100117002133937

საქმე № 1--------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნ---------------–-–---–ი.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ნ---------–---–---ე, დაბადების თარიღი: 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 5----------, უმაღლესი განათლებით, რეგისტრაციის მისამართი: ქ------------------------------------–--–-----------. ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: თ---–------------–-------------------.

 

ადვოკატები: ს--–------------–---–ი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ---------–---–---ემ, ასევე მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს--–------------–---–მა.

 

2018 წლის 18 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------–-–---–მა მასსა და მსჯავრდებულ ნ---------–---–---ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ნ---------–---–---ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის და აღიარების მიღება, პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის. მასვე ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის ივნისის თვიდან ივლისის თვის ჩათვლით თბილისში, ჯ---–------------------------ში ნ---------–---–---ე, მის მეუღლეს ლ--------–--–---–ს, მისგან ინფორმაციის და აღიარების მიღების მიზნით - ჰქონდა თუ არა სხვა მამაკაცთან სქესობრივი კავშირი იმ პერიოდში, როდესაც ნ---------–---–---ე საპატიმრო დაწესებულებაში იყო, თავის და ტანის არეში ხელების, ფეხების და სხვადასხვა ნივთების დარტყმით სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2017 წლის 13 ივლისს, სავარაუდოდ სხვასთან სქესობრივი კავშირის გამო, ნ---------–---–---ემ დასჯის მიზნით ლ--------–--–---–ს მამის - ნ-----–--------–--–---–ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. 2017 წლის 25-დან 28 ივლისის ჩათვლით ნ---------–---–---ე ლ--------–--–---–ს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2017 წლის 26 და 27 ივლისს ნ---------–---–---ემ, ლ--------–--–---–ს მისგან იმის აღიარების მოთხოვნით, რომ მას ჰქონდა სხვა მამაკაცთან სქესობრივი კავშირი და მისგან ამ ინფორმაციის მიღების მიზნით, თუ ვისთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ფეხის მიდამოში ორ ადგილას მოკიდებული სიგარეტის კანზე ჩაქრობით და სხეულის სხვადასხვა მიდამოში კბენით მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ქმედებით ლ--------–--–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა.

 

2017 წლის 23 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, თბილისში, ჯ---–------------------------ში ნ---------–---–---ემ მის მეუღლეს ლ--------–--–---–ს აღუკვეთა თავისუფლება მისი წამების გაადვილების მიზნით, რაც განპირობებული იყო ლ--------–--–---–ისგან ინფორმაციის და აღიარების მიღების მოტივით. 2017 წლის 23 ივლისს, ჩამოართვა კუთვნილი მობილური ტელეფონი და ინახავდა თვითონ, თავისუფლების აღკვეთის პერიოდში ნ---------–---–---ე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარით, თუ შეეცდებოდა სახლიდან გაქცევას და სხვისთვის მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ლ--------–--–---–ის გაქცევის თავიდან ასაცილებლად ხელის მოკიდებით გაყავდა სხვა ოთახებში, ხოლო როდესაც ლ--------–--–---–ი 2017 წლის 25 ივლისს ცდილობდა აივნიდან გაქცევას, ხელით ძალის გამოყენებით შეათრია სახლში, რამაც ლ--------–--–---–ის ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 2017 წლის 27 ივლისს, ლ--------–--–---–ი შეეცადა საცხოვრებელი სახლის გასასვლელი კარიდან გაქცევას, რა დროსაც ნ---------–---–---ემ მუშტების თავის მიდამოში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის გონების დაკარგვა გამოიწვია. 2017 წლის 28 ივლისს ლ--------–--–---–მა ისარგებლა, ნ---------–---–---ის აბაზანაში ყოფნით და მე-8 სართულზე მდებარე ზემოთაღნიშნული ბინის აივნიდან გადავიდა მეზობლის აივანზე, შემდეგ კი გაიქცა აღნიშნული კორპუსიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენით ნ---------–---–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ---------–---–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

2018 წლის 17 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულ ნ---------–---–---ეს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ს--–------------–---–ის მონაწილეობით) და თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–---–ს შორის შედგა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ მსჯავრდებული გაფრთხილებული იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. მსაჯვრდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება დადებული იქნა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით და მის დადებაზე მსაჯვრდებულის წინასწარი თანხმობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი, რომლის ასლი გადაეცა მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს და მიეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნების გამოთქმის უფლება. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

საპროცესო შეთანხმების არსი:

2018 წლის 18 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, შუამდგომლობით მომართა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------–-–---–მა მსჯავრდებულ ნ---------–---–---ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------–-–---–მა იშუამდგომლა სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, მასსა და მსჯავრდებულ ნ---------–---–---ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, იმის თაობაზე, რომ ნ---------–---–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ---------–---–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნ---------–---–---ეს დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზრვროს 5 (ხუთი) წელი.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე ბრალმდებელმა ნ---------------–-–---–მა, მსჯავრდებულმა ნ---------–---–---ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს--–------------–---–მა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და განმარტებები და მიაჩნია რომ მტკიცებულებები: 2----–-–---------–---ს ბრალდებულის დაკავების ოქმი, 2017 წლის 01 აგვისტოს საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 სექტემბრის ექსპერტის N--------- დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 03 ოქტომბრის ექსპერტის N--------- დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 17 ოქტომბრის ექსპერტის N--------- დასკვნა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მოწმეების: ლ--------–--–---–ის, ნ-----–--------–--–---–ის, თ--------–--–---–ის, ზ-----------–-----------------–---–------------------–------------–----------–-–---–---------------–--–---–--------–--------–--------------------------–---–----------------------------------------–---–-----–-–-------------–----------------------–---–----------------------------------------–---–----------------------------–------------------------------------------–---------–---–---------------------–---–-------------–-----–---–------------------–---------------------–------------------------------–----------------------–--------–---–-------------------------------------------------–---------–--–---–------------------ის გამოკითხვის ოქმები და სხვა მტკიცებულებები, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე, საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ მსჯავრდებულმა ნ---------–---–---ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით. მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს და სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს. მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა. ამასთან სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. იგი აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. მსჯავრდებული ასევე აცნობიერებს, რომ მას აქვს დაცვის, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის და სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებები. იგი ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ამასთან, საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

იმ გარემოებების გასარკვევად მსჯავრდებული რეალურად აცნობიერებდა, თუ არა ჩამოთვლილ უფლებებს, გარანტიებსა და პირობებს სასამართლო უშუალოდ დარწმუნდა მსჯავრდებულისაგან შეკითხვების დასმის შედეგად. სასამართლოს აღნიშნული ვალდებულება არ ატარებდა ამ უფლებების განმარტებისა და თანხმობის მიღების ფორმალურ ხასიათს. მსჯავრდებულმა სასამართლოს მიერ დასმულ ყველა შეკითხვასა და დამატებით კითხვებზე ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხი გასცა.

 

ამასთან, სასამართლოს საქმის მასალებისა და მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები, ხოლო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი, კი კანონიერი და სამართლიანია. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის III და IV ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–---–ის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–---–ს და მსჯავრდებულ ნ---------–---–---ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ნ---------–---–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ---------–---–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნ---------–---–---ეს დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზრვროს 5 (ხუთი) წელი.

 

ნ---------–---–---ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–---------–---დან.

 

თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულ ნ---------–---–---ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოცხრილი 1 (ერთ) ცალ DVD დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოცხრილი 1 (ერთ) ცალ CD დისკზე, სასტუმრო „ი----ას“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 1 (ერთ) ცალ DVD დისკზე, შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთ) ცალ CD დისკზე, კტ კვლევის ინფორმაცია 1 (ერთ) ცალ CD დისკზე, სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერი 1 (ერთ) ცალ CD დისკზე, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის მასალები ლ--------–--–---–ის მიმართ (საქმის მასალის ასლები), სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის მასალები ნ---------–---–---ის მიმართ (საქმის მასალის ასლები) - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ:

 

მსჯავრდებულ ნ---------–---–---ეს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღეში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს განაჩენის გაუქმების შესახებ, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვეში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე