განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
160100118002518529
ინსტანცია
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100118002518529

საქმე №1ბ/1593-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სო---------–----–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ფა–-------–---ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 16 ივლისს, პირადი ნომერი: 2----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ბ---–-------------–----------ი, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ფა–-------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ასორმოცი) საათის ხანგრძლივობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით (2018 წლის 23 ივნისიდან 2018 წლის 27 ივნისის ჩათვლით) მას შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 115 (ასთხუთმეტი) საათის ვადით.

 

ფა–-------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, მ--------–--------------------–---------ში, ფულის მიცემაზე უარით განაწყენებულმა ფა–-------–---მა მარჯვენა თვალბუდის არეში გაშლილი ხელის ერთჯერადად დარტყმის გზით ფიზიკურად, ხოლო უკანასკნელ პერიოდში სისტემატიური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი მეუღლის ზუ-–--------–-----ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა ზუ-–--------–-----ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სო---------–----–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ფა–-------–---ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად ლმობიერი, რადგან ფა–-------–---მა ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, რაც სსკ-ის 53 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე არის დამამძიმებელი გარემოება. ამასთან, მსჯავრდებული ფა–-------–---ი სისტემატიურად ძალადობდა ფსიქოლოგიურად თავისი მეუღლის ზუ-–--------–-----ას მიმართ.

 

მსჯავრდებულ ფა–-------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გო----------------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა ფა–-------–---ის აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ზუ-–--------–-----ას გამოკითხვის ოქმი, მოწმე გი---–--------------ის გამოკითხვის ოქმი, 2018 წლის 23 ივნისის ზუ-–--------–-----ას ვიზუალური დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა მხედველობაში იღებს, რომ ფა–-------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ვინაიდან დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნიშანია და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პალატას მიიჩნია, რომ დანიშნული სასჯელი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სო---------–----–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ფა–-------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ასორმოცი) საათის ხანგრძლივობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით (2018 წლის 23 ივნისიდან 2018 წლის 27 ივნისის ჩათვლით) მას შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 115(ასთხუთმეტი) საათის ვადით.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაწილში განაჩენი აღსასრულებლად, გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ფა–-------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს სახით გადახდილი 2000 (ორი ათასი) ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს ზუ-–--------–-----ას (პ/ნ2----------).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე