განაჩენი

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
330100118002283123
ინსტანცია
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1ბ/1372-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერს, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

პროკურორ - ზი------------–-ას

ადვოკატ - ემ------------ის

მსჯავრდებულ - და---------------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ და---------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ემ------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

და---------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 13 სექტემბერს ქ. ბათუმში, საქართველოს მოქალაქის, პირადი №6----------; ნასამართლეობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. ბ-------------------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენით და---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

და---------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

და---------------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინა და ინახავდა 02 (ორი) ერთეულ ყალბ 100 (ასი) აშშ დოლარის კუპიურას. და---------------ემ 2017 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 20:15 საათზე, ქ. ბ------–--------------–--ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზემოაღნიშნული 02 (ორი) ერთეული ყალბი 100 (ასი) აშშ დოლარის ვალუტა, გაასაღა ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებაში ჩართულ პირზე, რის სანაცვლოდაც და---------------ემ მიიღო თანხა 60 (სამოცი) აშშ დოლარის ოდენობით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ და---------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ემ------------ემ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და და---------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ზი------------–-ამ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მსჯავრდებულ და---------------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ზი------------–-ამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება შემდეგი პირობებით: და---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად ამავე გამოსაცდელი ვადით; მასვე, სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა და---------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ემ------------ემ.

 

სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, სსსკ-ის 212-ე მუხლის თანახმად დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ აქვს დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. მსჯავრდებულ და---------------ეს ასევე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ და---------------ემ ჩაიდინა ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ 209-217-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ზი------------–-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:

 

და---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად ამავე გამოსაცდელი ვადით; მასვე, სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

და---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

და---------------ის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 24 დეკემბრიდან.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, პირობითი მსჯავრის პერიოდში, და---------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. და---------------ეს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში დაევალოს არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

− ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარული ვიდეო ჩაწერა, აუდიო ჩაწერა და ფოტოგადაღების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ინფორმაციის ამსახველი 02 (ორი) ცალი კომპაქტ-დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; ფარული საგამოძიებო მოქმედების სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული აუდიო ინფორმაციის ამსახველი 01 (ერთი) ცალი კომპაქტ-დისკი, დალუქული ერთ პაკეტად, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

− და---------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი ერთ ფუთად, დალუქულ მდგომარეობაში, საფულე და სხვა პირადი ნივთები ერთ ფუთად, დალუქულ მდგომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.

− 200 (ორასი) აშშ დოლარის ყალბი ფულის კუპიურები ერთ პაკეტად, დალუქულ მდგომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

 

მოსამართლე: /მ. ლომთათიძე/