განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2018
საქმის ნომერი
330100115001071920
ინსტანცია
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმN330100115001071920

საქმე №1/ბ 877-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და გიორგი სვანიძის მდივნობით,პროკურორების: მი----–----------ს და ზი------------–--ს

ადვოკატების: მა-–--------–--------------–-–---–---–--------------------------

ხ-------–---–--------------------–---–--

მსჯავრდებულის: ოთ-----------–-ს

მსჯავრდებულის: ლი-------------ს (მონაწილეობის გარეშე)

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულების ოთ-----------–-ს და ლი-------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ოთ-------–----------------–-ს მიმართ, დაბადებული: დაბადებული 19---–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, ნ--–--------------------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ----------–-------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

ლი------------------–-----------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ბ---------------------------–-------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასაართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენით, ლი------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, შეუმცირდა 1/3-ით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ლი------------ეს სასჯელის მოხდის ათვლის ვადად განესაზღვრა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

ამავე განაჩენით, ოთ-----------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ოთ-----------–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 15 ივნისიდან.

ლი------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი.მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება, რაც გამოიხატა შემდეგში:

1996 წლის 13 თებერვალს, დაფუძნებული იქნა შპს „ვ---------–--------------------- რომლის 10% წილს ფლობდა და იმავდროულად ბუღალტრის უფლებამოსილებას 2008 წლის მარტამდე პერიოდში ასრულებდა ლი------------ე. მოქმედებდა რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ლი------------ემ განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა დამფუძნებლების: ი--------------------------–----–---–---–-------------------------------------------ს დიდი ოდენობით ფულად თანხებს.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ლი------------ემ დაამზადა 2----–-–-------------------------–-–-----------------------------–-–-------------------------------–-–-------------------------–-–------------–----- ყალბი ორდერები, რომელთა თანახმადაც დამფუძნებელ ი--------------------- მიერ თითქოსდა საქვეანგარიშოდ მიღებული იქნა 47 360 ლარი.

მანვე, დაამზადა 2006 წლის 30 დეკემბრის ყალბი ორდერი, რომლის თანახმადაც დამფუძნებელ ვ-–-----–---–---–-- მიერ თითქოსდა საქვეანგარიშოდ მიღებული იქნა 15 000 ლარი.

მანვე, დაამზადა 2006 წლის 30 დეკემბრის ყალბი ორდერი, რომლის თანახმადაც დამფუძნებელ ნ----------------- მიერ თითქოსდა საქვეანგარიშოდ მიღებული იქნა

5 000 ლარი.

მანვე, დაამზადა 2005 წლის 29 აპრილის №-- და 2006 წლის 30 დეკემბრის №--- ყალბი ორდერები, რომლის თანახმადაც დამფუძნებელ ნ---------------- მიერ თითქოსდა საქვეანგარიშოდ მიღებულ იქნა 13 000 ლარი.

ლი------------ე მოტყუებით დაეუფლა ზემოხსენებული ყალბი დოკუმენტების საფუძველზე მიღებულ ფულად თანხებს, საერთო ჯამში 80 360 ლარის ოდენობით.

ოთ-----------–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

1996 წლის 13 თებერვალს, დაფუძნებული იქნა შპს „ვ---------–--------------------- რომლის 10% წილს ფლობდა და იმავდროულად ბუღალტრის უფლებამოსილებას ასრულებდა ლი------------ე. 2008 წლიდან ლი------------ემ კუთვნილი 10% წილი გაასხვისა ზ------------–------ და დატოვა ბუღალტრის თანამდებობა.

საზოგადოების დირექტორმა ოთ-----------–მა, ახალი დამფუძნებლის - ზ------------–---- ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა ლი-------------ს მიერ სესხის სახით აღებული 29 800 აშშ დოლარი ბუღალტრულად ასახა ზ------------–---- მიერ საზოგადოებისაგან სესხის სახით აღებულ თანხად. ოთ-----------–მა, მოქმედებდა რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ზ------------–-------------------------------- მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება, კერძოდ:

- ოთ-----------–მა ზ------------–----- როგორც კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელს, 2009 – 2011 წლებში (2012 წლამდე) დივიდენდის სახით გამოუყო ფულადი თანხა - 49 903 ლარის ოდენობით, რომლის ნაწილიც - 22 021 ლარი განზრახ არ გასცა დამფუძნებელ ზ------------–------, თავად განკარგა და მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ გაუქვითა სხვისი - ლი-------------ს მიერ მიღებული სესხის სანაცვლოდ, რითაც დივიდენდის მესაკუთრეს მიუღებელი შემოსავლის სახით, მიაყენა ზიანი 22 021 ლარის ოდენობით.

- ოთ-----------–მა ი---------------------- როგორც კომპანიის 5% წილის მფლობელს, 2009-2011 წლებში დივიდენდის სახით გამოუყო ფულადი თანხა - 24 810 ლარის ოდენობით, რომლის ნაწილიც - 4 449 ლარი განზრახ არ გასცა დამფუძნებელ ი------------------------ თავად განკარგა და მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ გაუქვითა არარსებული სესხის სანაცვლოდ, რითაც დივიდენდის მესაკუთრეს მიუღებელი შემოსავლის სახით, მიაყენა ზიანი 4 449 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

აპელანტის - მსჯავრდებულ ლი-------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ის არ ემყარება უტყუარ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებებს. მცდარია სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ლი------------ემ დაამზადა ყალბი საქვეანგარიშო ოდერები და ბანკიდან გამოტანილი თანხები დივიდენდის სახით არ გასცა დამფუძნებლებზე და გაცემულად ნაჩვენები თანხები თავად მიითვისა.

აპელანტის - მსჯავრდებულ ოთ-----------–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. განაჩენში გაკეთებული დასკვნები ტენდეციური ხასიათისაა, არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები და შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ მათი ჩვენებები ემსახურებოდა მხოლოდ კონკრეტული პირის დისკრედიტაციას.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ლი-------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ოთ-----------–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უდაოდ დგინდება, რომ 1996 წლის 13 თებერვალს, დაფუძნდა შპს „ვ---------–--------------------- რომლის 10% წილს ფლობდა და იმავდროულად ბუღალტრის უფლებამოსილებას 2008 წლის მარტამდე პერიოდში ასრულებდა ლი------------ე. ამასთან, ლი-------------ს მიერ 2005-2006 წლებში საქვეანგარიშო ორდერებით საზოგადოების დამფუძნებლებძე გაცემული გარკვეული ოდენობის თანხები, კერძოდ: -- 2005 წლის 30 ივნისის სალაროს გასავლის №-- ორდერის თანახმად, ი----------------------- გაიცა 10 000 ლარი (ფიქსირდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მთავარი ბუღალტრის ლ------------ და ი------------- გვარით შესრულებული ხელმოწერები).

- 2005 წლის 30 ნოემბრის სალაროს გასავლის №--- ორდერის თანახმად, იათ---------------------ზე გაიცა 5 000 ლარი (ფიქსირდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მთავარი ბუღალტრის ლ------------ და ი------------- გვარით შესრულებული ხელმოწერები).

- 2005 წლის 30 სექტემბრის სალაროს გასავლის №-- ორდერის თანახმად,--------------------------- გაიცა 20 000 ლარი (ფიქსირდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მთავარი ბუღალტრის ლ------------ და ი------------- გვარით შესრულებული ხელმოწერები).

- 2006 წლის 30 სექტემბრის სალაროს გასავლის ორდერის თანახმად, ი------------------------ გაიცა 7360 ლარი (ფიქსირდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მთავარი ბუღალტრის ლ------------ და ი------------- გვარით შესრულებული ხელმოწერები).

- 2005 წლის 28 აპრილის სალაროს გასავლის №-- ორდერის თანახმად, ი------------------------ გაიცა 5000 ლარი (ფიქსირდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მთავარი ბუღალტრის ლ------------ და ი------------- გვარით შესრულებული ხელმოწერები).

- 2006 წლის 30 დეკემბრის სალაროს გასავლის ორდერის თანახმად, ნ------------------- გაიცა 5000 ლარი (ფიქსირდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მთავარი ბუღალტრის ლ------------ და ი------------- გვარით შესრულებული ხელმოწერები).

- 2006 წლის 30 დეკემბრის სალაროს გასავლის ორდერის თანახმად, ვ-–----–---–---–--- გაიცა 15000 ლარი (ფიქსირდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მთავარი ბუღალტრის ლ------------ და ვ---–---–---–-- გვარით შესრულებული ხელმოწერები).

- 2005 წლის 29 აპრილის სალაროს გასავლის №-- ორდერის თანახმად, ნ------------------ გაიცა 10000 ლარი (ფიქსირდება მთავარი ბუღალტრის ლ------------ და ნ-------- გვარით შესრულებული ხელმოწერები).

- 2006 წლის 30 დეკემბრის სალაროს გასავლის №--- ორდერის თანახმად, ნ------------------ გაიცა 3000 ლარი (ფიქსირდება ხელმძღვანელის, მთავარი ბუღალტრის ლ------------ და ნ-------- გვარით შესრულებული ხელმოწერები).

მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი და სასამართლოში გამოკვლეული ხელწერის ექსპეტიზის დასკვნებით დგინდება შემდეგი:

- 2011 წლის 27 დეკემბრის ხელწერის ექსპერტიზის №0--------------- დასკვნის თანახმად, ხელმოწერები ი---------------------- სახელით, განლაგებული: ა) სალაროს გასავლის ორდერზე №--, 30.09.05 წლის თარიღით და ბ) სალაროს გასავლის ორდერზე №--, 30.06.05 წლის თარიღით გრაფებში:

„ხელმოწერა“, შესრულებულია არა ი---------------------, არამედ სხვა პირის

მიერ. გადაწყვეტა საკითხისა, ხელმოწერები, ი---------------------- სახელით,განლაგებული: სალაროს გასავლის ორდერებზე №---, 30.09.05 და უნომრო,30.09.06 წლის თარიღით, გრაფებში: „ხელმოწერა“, შესრულებულია თუ არა

ი--------------------- მიერ შეუძლებელია, გამოსაკვლევი ხელმოწერების მოკლე და

მარტივი აგებულებისა და ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო.

- 2011 წლის 13 დეკემბრის ხელწერის ექსპერტიზის №0--------------- დასკვნის თანახმად, ხელმოწერა ვ-–-----–---–---–-- სახელით, განლაგებული სალაროს გასავლის ორდერზე, 3012.06 წლის თარიღით, გრაფაში: „ხელმოწერა“, შესრულებულია არა ვ-–-----–---–---–--, არამედ სხვა პირის მიერ.

- 2011 წლის 16 დეკემბრის ხელწერის ექსპერტიზის 2011 წლის 16 დეკემბრის №0--------------- დასკვნის თანახმად, გადაწყვეტა საკითხისა, ხელმოწერა ნ----------------- სახელით, განლაგებული სალაროს გასავლის ორდერზე, 30.12.06 წლის თარიღით, გრაფაში: „ხელმოწერა“, შესრულებულია თუ არა ნ----------------- მიერ, შეუძლებელია გამოსაკვლევი ხელმოწერის მარტივი აგებულებისა და ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო.

- 2012 წლის 13 მარტის ხელწერის ექსპერტიზის 2012 წლის 13 მარტის №0---------------დასკვნის თანახმად,ხელმოწერა გ---–---–---–-- სახელით, განლაგებული უნომრო სალაროს გასავლის ორდერზე, 30.12.06 წლის თარიღით (5000 ლარის გაცემაზე), გრაფაში „ხელმძღვანელი“, შესრულებულია არა გ---------–---–---–--- არამედ სხვა პირის მიერ. ხელმოწერები გ---–---–---–-- სახელით, განლაგებული სალაროს გასავლის ორდერებზე: უნომრო, 30.12.06 წლის თარიღით (15000 ლარის გაცემაზე); №--- 30.11.05 წლის (5000 ლარის გაცემაზე); №--, 30.09.05 წლის (20 000 ლარის გაცემაზე); უნომრო, 30.09.06წლის(7360 ლარის გაცემაზე); №--,30.06.05 წლის თარიღით(10.000ლარის გაცემაზე) გრაფებში:„ხელმძღვანელი“, შესრულებულია არა გ---------–---–---–--- არამედ სხვა პირის მიერ.

-2013 წლის 12 მარტის გრაფიკული ექსპერტიზის №1--------------------------------–-------------–---------–----------------------------–-----------------------–-------------------–-------------------------–------------------–-------------------–------------------–-----------------–-------------------------–------------------–-----------------–-------------------–------------------–---------------------–------------------–-- გრაფებში „მთავარი ბუღალტერი“ არსებული ხელმოწერები შესრულებულია ერთი და იმავე პირის მიერ.

- სალაროს გასავლის ორდერებზე: №-------------–-----------------------–------------------–-------------------------–------------------–------------------–------------------–-----------------–-------------------------–-------------------–--

№--(30.09.2005წ), უნომრო 5000 ლარზე (30.12.2006წ), უნომრო 15 000 ლარზე (30.12.2006წ) - არსებული ასოითი და ციფრობრივი ჩანაწერები შესრულებულია ერთი და იმავე პირის მიერ.

- სალაროს გასავლის ორდერებზე:№6-------------–-------------------------–-------------------–-------------------------–------------------–------------------–------------------–-----------------–-------------------------–-------------------–------------------–-----------------------–-------------------–---------------------–------------------–-- გრაფებში „მთავარი ბუღალტერი“ არსებულიხელმოწერები, 2005-2006 წლის სოციალური გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის მე-10 და მე-15 ფურცლებზე და 2005-2006 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის (ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხებისა და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დაანგარიშება) მე-9 ფურცელზე, გრაფაში „გადამხდელი (ხელმოწერა) შერეული ტრანსკრიფციით შესრულებული ხელმოწერები, საწარმოს, უცხოური საწარმოს, ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობაზე, ფურცლის მარჯვენა კიდესთან სიტყვის „ჩავიბარე“ გასწვრივ ჩ--------- გვარით არსებული ხელმოწერა, 2007 წლის 17 თებერვლით დათარიღებულ შპს ვ---------–-----ის პარტნიორთა კრების ოქმზე სიტყვის „მდივანი“ გასწვრივ არსებული და პარტნიორთა ჩამონათვალში მე-7 ნომრის გასწვრივ ჩ--------- გვარით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ერთი და იმავე პირის მიერ.

- შპს ვ---------–-----ის 2005 წლის მოგების გადასახადისა და ეკონომიკური საქმიანობის გაანგარიშების დოკუმენტაციაზე რეკვიზიტებში არსებული ჩანაწერები, 2005-2006 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებზე რეკვიზიტებში არსებული ჩანაწერები (გარდა მე-7 ფურცლის მე-2 გვერდზე, მე-3 ცხრილში „ცნობისათვის“ არსებული ციფრობრივი ჩანაწერებისა, მე-8 ფურცლის მე-2 გვერდზე პირველ ცხრილში არსებული ციფრობრივი ჩანაწერებისა „1500“, „1500“ და „180“, მე-9 ფურცლის მე-2 გვერდზე, მე-3 ცხრილში „ცნობისათვის“ არსებული ციფრობრივი ჩანაწერებისა და მე-11 ფურცლის მე-2 გვერდზე პირველ ცხრილში ქვედა ხაზზე არსებული ჩანაწერებისა - „1000“ და „120“, ასევე მე-3 ცხრილში არსებული ციფრობრივი ჩანაწერებისა), 2005-2006 წლის სოციალური გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებზე რეკვიზიტებში არსებული ჩანაწერები, 2005-2006 წლების დამატებითი ღირებულების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაზე რეკვიზიტებში არსებული ჩანაწერები (გარდა მე-10ფურცელზე არსებული ჩანაწერისა „დეკემბერი“), საწარმოს, უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობაზე, ფურცლის მარჯვენა კიდესთან არსებული ჩანაწერი„ჩავიბარე /ჩ--------- 7/08-2007წ“, 2001 წლის ოქტომბრით დათარიღებულ შპს ვ---------–-----ის პარტნიორთა კრების №- ოქმის ტექსტი, სალაროს გასავლის ორდერებზე: №--------------–-------------------------–-------------------–-------------------------–-----------------–--------------------–------------------–-----------------–------------------------–-------------------–-----------------–-----------------------–-------------------–-- უნომრო 15 000 ლარზე (30.12.2006წ) არსებული ჩანაწერები შესრულებულია ერთი და იმავე პირის მიერ.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები შესაბამისობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეების ი---------------------, ნ-----------------, ნ----------------, ლ---–----–---–---–----სევე სასამართლოზე გამოქვეყნებულ ვ-–----–---–---–-- ჩვენებებთან, საიდანაც დგინდება, რომ გასავლის ორდერებში ნაჩვენები თანხები ლი-------------საგან არასოდეს არ მიუღიათ და ორდერებზე მითითებული ხელმოწერები მათ არ ეკუთვნით.

ამდენად, დაცვის მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ ლი-------------ს მხრიდან თითქოს ადგილი არ ჰქონია ყალბი გასავლის ორდერების დამზადებას, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ლი-------------ს ქმედება შეიცავს თაღლითობის ნიშნებს, თუმცა ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, თუ რეალურად ვის მიადგა ზიანი მისი ქმედებით, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში სალაროს გასავლის ორდერებში მითითებული თანხის მიმღები პირები, ი------------------------–----–---–---–-----------------------------------------, რამდენად დასაბუთებულად იქნენ მიჩნეულნი დაზარალებულად.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ სალაროს გასავლის ოდერებში საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები წარმოადგენდა საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორებზე დივიდენდის სახით გაცემულ თანხებს.

პალატა აღნიშნავს, რომ „საქვეანგარიშოდ“ გაცემულ თანხაში მოიაზრება, როგორც საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარე, მაგალითად ძირითადი საშუალებების შესაძენად ან სხვა მიზნებისთვის გაცემული თანხები, ასევე საზოგადოების პარტნიორებზე დივიდენდის სახით გაცემული თანხები. შესაბამისად, იმისათვის, რომ ი------------------------–----–---–---–------------------------------------------- ლი-------------ს მიმართ წარდგენილი ბარლდების ფარგლებში მიჩნეულ იქნენ დაზარალებულებად, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაედგინა სალაროს გასავლის ორდერებში მითითებული თანხა წარმოადგენდა თუ არა დამფუძნებელ პარტნიორებზე გასაცემ დივიდენდს და რამდენად შესაძლებელი იყო რეალურად მათ მიეღოთ ეს დივიდენდები დროის იმ მონაკვეთში, რაც მითითებულია სალაროს გასავლის ორდერებში.

სასამართლოში გამოკვლეული 2016 წლის თემატური რევიზიის აქტის მიხედვით დგინდება, რომ 2005-2006 წლებში დამფუძნებელ პარტნიორებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ საწარმოს მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს, „საქვეანგარიშოდ“ დანიშნულებით გაცემულად არის ნაჩვენები თანხები. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა ამ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და არ იყო აღრიცხული მათზე რიცხულ დებიტორულ დავალიანებად, პარტნიორებზე გაცემულად ნაჩვენები თანხის ნაწილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მიჩნეული იქნა, როგორც დამფუძნებელ პარტნიორებზე გაცემული დივიდენდი, ხოლო ნაწილი თანხისა, იმავე მიზნით მიჩნეული იქნა, როგორც არასწორად გამოქვითული შეძენილი ძირითადი საშუალებების ხარჯი. ორივე შემთხვევაში, სალაროს გასავლის ორდერებით გაცემულად ნაჩვენები თანხები ჩამოწერილია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე და დავალიანებად არ ირიცხება.

აღნიშნული რევიზიის აქტის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა მოწმე ბიძინა ბიძინაშვილმა.

ამდენად, ერთ შემთხვევაში დამფუძნებელ პარტნიორებზე „საქვეანგარიშოდ“ გაცემული თანხები, მხოლოდ საზოგადოების საგადასახადო ვალდებულებებიდან გამომდინარე და დაბეგვრის თვალსაზრისით ჩაითვალა, როგორც დივიდენდი,რაც ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული თანხები რეალურად, როგორც კუთვნილი დივიდენდი ისე იყო გაცემული დამფუძნებელ პარტნიორებზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, იმავე მიზნით, გაცემულად ნაჩვენები თანხები მიჩნეული იქნა, როგორც ძირითადი საშუალების შეძენის ხარჯი, რომელსაც დივიდენდთან არავითარი კავშირი არ აქვს და რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია საზოგადოების ბუღალტერიაში არ აღმოჩნდა.

გარდა ამისა, 2009 წლის 7 ივლისის დოკუმენტალური რევიზიის აქტით, რომლის მიხედვითაც შემოწმდა შპს„ვ---------–------ის 2004-2009 წლის თებერვლამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა, დგინდება, რომ 2005 წელს დამფუძნებელ პარტნიორებზე დივიდენდის სახით გაცემულია 139200 ლარი ისე, რომ არ არის დაკავებული და გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი, გადახდის წყაროსთან 10%-13920 ლარი.

2006 წელს დამფუძნებელ პარტნიორებზე დივიდენდის სახით გაცემულია 25000 ლარი ისე, რომ არ არის დაკავებული და გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი, გადახდის წყაროსთან 10%- 2500 ლარი.

აღნიშნული რევიზიის აქტს თან ერთვის 2005-2006 წლებში საზოგადოების მიერ გაცემული დივიდენდებისა და დაუკავებელი გადასახადის შესახებ ცნობა, სადაც თვეების მიხედვით ნაჩვენებია გაცემული დივიდენდების ოდენობა.

ცნობაში მითითებული მონაცემები წინააღმდეგობაში მოდის ლი------------ეზე ბრალად შერაცხული ყალბი სალაროს გასავლის ორდერებში მითითებულ მონაცემებთან იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეიძლება მათში მითითებული თანხები ჩაითვალოს როგორც დივიდენდი.

ბრალდების მიხედვით, ი----------------------- სულ გაცემულია 5 ყალბი სალაროს გასავლის ოდერი. აქედან 4 გასავლის ორდერი გაცემულია 2005 წლის 28 აპრილს (N49) -5000 ლარი, 30 ივნისს(N71)- 10.000 ლარი, 30 სექტემბერს(N98) – 20.000 ლარი და 30 ნოემბერს (N122)- 5000 ლარი, ხოლო 2006 წლის 30 სექტემბერს გაცემულია ერთი უნომრი სალაროს გასავლის ოდერი -7360 ლარი.

ნ------------------, 2005 წლის 29 აპრილით არის გაცემულად ნაჩვენები სალაროს გასავლის ორდერი(N48) – 10.000 ლარი.

რევიზიის აქტზე თანდართული ცნობით დგინდება, რომ 2005 წლის აპრილში და სექტემბერში დამფუძნებელ პარტნიორებზე საერთოდ არ არის გაცემული დივიდენდები. ივნისის თვეში ყველა პარტნიორზე ჯამში გაცემულია 27.680 ლარი, ხოლო ნოემბრის თვეში 10.000 ლარი. ი----------------------- 30 ივნისის გასავლის ორდერით გაცემულად არის ნაჩვენები 10.000 ლარი, ხოლო 30 ნოემბერს 5.000 ლარი. თუ შევადარებთ ერთმანეთს ცნობაში და გასავლის ორდერებში ივნისისა და ნოემბრის მონაცემებს ვღებულობთ, ი---------------------- შპს „ვ---------–------ის 11 დამფუძნებელ პარტნიორზე გაცემული დივიდენდის ჯამური თანხიდან,აღნიშნულ პერიოდში ცალ-ცალკე მიღებული აქვს ამ თანხის ნახევარი, რაც საზოგადოების საწესდებო კაპიტალში მისი წილის(5%) გათვალისწინებით არარეალურია.

2006 წლის 30 დეკემბრით ნ------------------ ერთი სალაროს გასავლის ორდერით(139) გაცემულად არის ნაჩვენები -3.000 ლარი, ვ-–----–---–---–--- ერთი უნომრო სალაროს გასავლის ორდერით - 15.000 ლარი, ნ------------------- ერთი უნომრო სალაროს გასავლის ორდერით-5.000 ლარი.

რევიზიის აქტზე თანდართული ცნობის მიხედვით 2006 წელს საზოგადოების პარტნიორებზე დივიდენდი 25.000 ლარის ოდენობით გაცემულია მხოლოდ აპრილის თვეში. შესაბამისად, ი----------------------- სექტემბრის თვეში და იმავე წლის დეკემბრის თვეში ნ-------------------, ვ-–----–---–---–--- და ნ------------------ გაცემული თანხები ვერ ჩაითვლება მათ კუთვნილ დივიდენდად.

აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს ის გარემოებაც, რომ საქმეში არსებული შემოწმების აქტების მიხედვით საზოგადოებაში დივიდენდები გაიცემოდა არა წლის ბოლოს ერთიანად, არამედ ყოველი თვის ბოლოს. 2013 წლის 12 მარტის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზის კვლევის საგანს ასევე წარმოადგენდა ნ---------------- სახელზე გაცემული 2006 წლის 30 დეკემბერს გაცემული სალაროს გასავლის ორდერი, რომლის მიხედვით მას მიღებული აქვს 10.000 ლარი(თანხის მიზნობრიობა არ ამ ორდერშია მითითებული).დასკვნის მიხედვით აღნიშნულ ორდერზე ხელმოწერა სავარაუდოდ ეკუთვნის ნ----------------- ამავე დროს არის გაცემული ასევე ყალბი სალაროს გასავლის N139 ორდერიც, რომლის მიხედვითაც მას თითქოსდა მიღებული აქვს 3.000 ლარი. ანუ გამოდის, რომ ერთი დღის განმავლობაში აღნიშნულ პირზე შეიძლება ორჯერ გაცემულიყო დივიდენდი, რაც აშკარად ეწინააღმდეგება დივიდენდის გაცემის დადგენილ წესს.

ამასთან, თუ დადგენილად მივიჩნევთ, რომ აღნიშნულ პირებზე მითითებულ პერიოდში გაცემული თანხები წარმოადგენდა დივიდენდებს, მაშინ, როდესაც სხვა დამფუძნებელ პარტნიორებზე ამ დანიშნულებით თანხები გაცემული არ ყოფილა, ასეთ შემთხვევაში საფუძველი ეცლება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ნე-------------------–----–---–---–--------------------------------------------- „უმრავლესობაში“ მყოფ სხვა პარტნიორებთან შედარებით არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ყალბი სალაროს გასავლის ორდერებში საქვეანგარიშოდ გაცემულად ნაჩვენები თანხები ვერ ჩაითვლება დივიდენდად და შესაბამისად, ამავე ორდერებში ამ თანხების მიმღები პირები ვერ იქნებიან დაზარალებულები. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე აღნიშნული თანხები შეიძლება იყოს მხოლოდ საზოგადოების კუთვნილი თანხები და ლი-------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების შემთხვევაში ზიანი ადგება და შესაბამისად დაზარალებულად გამოდის თავად საზოგადოება. თუმცა სასამართლო მოცემულის სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის ამ ეტაპზე მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ერთი მხრივ დადგენილად მიიჩნიოს ლიანა ჩიქვნიძის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტი და მეორე მხრივ მიუთითოს, რომ მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალდა შპს „ვ---------–-----.

ამდენად, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლი------------ემ დაამზადა ყალბი სალაროს გასავლის ორდერები და ეს დოკუმენტები თავისი არსით წარმოადგენენ საგადასახადო დოკუმენტებს, პალატა მიიჩნევს, რომ ლი------------ემ ჩაიდინა ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენების დამზადება. შესაბამისად, მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მას ამ კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა არ წარმოადგენს მისთვის ისეთი ახალი ბრალდების წარდგენას, რომელიც თვისობრივად ან შინაარსობრივად სცდება მისთვის წარდგენილ თავდაპირველ ბრალდებას. ქმედების კვალიფიკაციის შეცვლით არ ხდება რაიმე ახალი ფაქტობრივი გარემოების დადგენა, ვინაიდან ლი-------------სათვის თაღლითობის კვალიფიკაციით წარდგენილი ბრალდება მოიცავდა ყალბი სალაროს გასავლის ორდერის დამზადებას, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხს.

 

2. პირველი ინსტნციის სასამართლომ ოთ-----------–-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაუდო შემდგეი გარემოებები:

- ცალსახად არ დგინდება მხარეთა შორის, ერთის მხრივ შპს „ვ---------–------ს და მეორე მხრივ ზ------------–----ა და ი--------------------- შორის სასესხო ურთიერთობების არსებობის ან/და ვალის აღიარების ფაქტი.

-არ დასტურდება ზ------------–---- მიერ უფლებრივად ნაკლის მქონე ნივთის (წილის)შეძენა.

-არ დადასტურდა ლი------------ესა და ზ-------------–---- შორის თვალთმაქცური გარიგების ფაქტი.

-არ მოიპოვება სასამართლოს გადაწყვეტილება შპს„ვ---------–------ის წინაშე ზ------------–----ა და ი--------------------- სასესხო ვალდებულების არსებობისა და ამ ვალდებულების დასაფარავად, აღსრულების მექანიზმის სახით პარტნიორთა შემოსავლიდან(დივიდენდებიდან) თანხის დაქვითვის თაობაზე. მხოლოდ ასეთი სამოქალაქო დავის წარმოებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის პირობებში, შპს „ვ---------–------ის დირექტორის ოთ-----------–-ს ქმედება იქნებოდა კანონშესაბამისი.

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ჩამოთვლილ საკითხს სასამართლო ასაბუთებს სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმებით. განაჩენში მითითებულია, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლებიდან გამომდინარე, ზოგადად სასესხო ურთიერთობების (სესხის ხელშეკრულების) არსებობის დადასტურების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს (მსესხებელს), ხოლო ზეპირი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში სასესხო ხელშეკრულებას მოსარჩელე სხვა მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით ვერ დაადასტურებს.

პალატა კატეგორიულად არ ეთანხმება სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით, აღნიშნული ნორმების და სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული სტანდარტების ასე ცალსახად გადმოტანას, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება მტკიცების ტვირთვის დაკისრებას. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება მბრალმდბელს. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლომ ოთ-----------–ს დააკისრა იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, საზოგადოებიის მიერ გაიცა თუ არა ლი------------ეზე სესხი, მაშინ, როდესაც ეს ფაქტი ბრალდების მხარეს არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში სადაოდ არ გაუხდია. ამის ნათელი დადასტურებაა თავად ოთ-----------–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება,სადაც მითითებულია: „საზოგადოების დირექტორმა ოთ-----------–მა ისარგებლა იმ გარემოებებით, რომ 29800 აშშ დოლარი სესხის სახით გაცემული იყო ლი------------ეზე და ახალი დამფუძნებლის - ზ------------–---- ნების საწინააღმდეგოდ აღნიშნული თანხა ბუღალტრულად ასახა ამ უკანასკნელის მიერ საზოგადოებისაგან სესხის სახით აღებულ თანხად.

განაჩენში, ანალოგიურად სამოქალაქო სამართლის კოდექსის რეგულირებადი ნორმებით არის მსჯელობა უფლებრივად ნაკლის მქონე ნივთთან და თვალთმაქცურ გარიგებასთან დაკავშირებით.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უდაოდ დგინდება, რომ შპს ,,ვ---------–------’-ის სარეგისტრაციო დოკუმენტების თანახმად, შპს ,,ვ---------–----’’ (ს/ნ 2--------) რეგისტრირებულია 1996 წლის 13 თებერვალს, მისი დამფუძნებლები და საწესდებო კაპიტალში წილის მფლობელები არიან: ნ--------------------------------–---–---–--------------------------------------------------------–----------–--------------------------------–------------------------–----------------------------------------–----–---–---–----------------------------------------------------------------

- 2009 წლის 2 აპრილის ბრძანებით, საზოგადოების დირექტორი გ---------–---–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და შპს ,,ვ---------–----’’-ის დირექტორად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებით დაინიშნა ოთ-----------–-.

- 2008 წლის 27 მარტ-ს, წილის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ვ---------–----’’-ის პარტნიორმა ლი------------ემ, საწესდებო კაპიტალში მისი კუთვნილი წილი 10% მიყიდა ზ------------–---- და ხელშეკრულების დადების მომენტისათვის სრულად მიიღო ნასყიდობის ფასი 100 აშშ დოლარი.

პალატა ოთ-----------–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების შფასებისას ყურადღებას ამახვილებს ორ ძირითად გარემოებაზე: ა) რეალურად ჰქონდა თუ არა ლი-------------სა და შესაბამისად, ზ-----------–----, ასევე ი---------------------- მხრიდან შპს „ვ---------–------დან სესხის გატანას ადგილი და რამდენად სწორად შეფასდა ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები; ბ) მოცემულ შემთხვევაში სახეზეა თუ არა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, კერძოდ, მსჯავრდებულის ქმედება მოიცავს თუ არა ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელ ნიშანს - „მოტყუებას“.

განაჩენის მიხედვით იმ პირობებში, როდესაც ზ-------------–-------------------------------- კატეგორიულად უარყოფენ სესხის აღებას საწარმოდან, აღნიშნულს არ ადასტურებს ბრალდების მხარის არცერთი მოწმე და არცერთი წერილობითი მტკიცებულება, დაცვის მხარე დაზარალებულების მიერ თითქოსდა ნაკისრი ვალდებულების დადასტურებას ცდილობს დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით და გ---------–---–---–-ს მიერ 2009 წელს აღმოჩენილი ე.წ. შავი ჩანაწერების შემცველი რვეულებით, თუმცა სასამართლოს მოსაზრებით, ვერც მოწმეთა ჩვენებები და ვერც წერილობითი დოკუმენტი ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების უტყუარობის სტანდარტს. იგივე შეიძლება ითქვას ლი-------------ს მიერ 29 800 აშშ დოლარის ოდენობით სესხის აღებასთან დაკავშირებითაც, რაც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, ლი-------------ს პოზიცია საწარმოს წინაშე რაიმე ვალის აღიარების თაობაზე კი, არც ზეპირად და არც წერილობით არ დაფიქსირებულა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ზა-----------–---- დაადასტურა, რომ შპს „ვ---------–------ში ლი-------------ს სახელზე გაფორმებული 10%-იანი წილის მესაკუთრე იყო მათი ოჯახი. კერძოდ, 1996 წელს საზოგადოების პარტნიორები სისტემატურად დადიოდნენ მამამისთან - ზ-------------–----თან და თხოვდნენ შპს-ში წილის შეძენას. ზ-------------–---- დახმარებისა და მატერიალური ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება შესულიყო საზოგადოების წილში, თუმცა მისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იქიდან გამომდინარე, რომ მათ წილის მართვის არც ცოდნა და არც დრო არ ჰქონდათ, წილი აისახა მათი ახლობლის ლი-------------ს სახელზე, რომელიც ამავდროულად საზოგადოებაში დაინიშნა ბუღალტრად. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ იყო ლი------------ეზე საზოგადოების მხრიდან სესხის სახით 29800 აშშ დოლარის გაცემის ფაქტთან დაკავშირებით. ამის შესახებ მისთვის არც ლი------------ეს უთქვამს და არც პარტნიორებს, როდესაც მან ლი-------------საგან წილი იყიდა. წილის გადაფორმების საკითხი გადაწყდა მაშინ, როდესაც მამამისს ოპერაციისათვის სასწრაფოდ დასჭირდა თანხა,რაზეც დახმარებისთვის მიმართეს საზოგადოების პარტნიორებს და თუმცა მათგან უარი მიიღეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ი--------------------- ასევე უარყო მის მიერ სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფაქტი და განმარტა, რომ მისი წილი საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეადგენდა 5%-ს. ოთ-----------–-ს დირექტორად დანიშვნამდე საზოგადოების მართვაში აქტიურ მონაწილეობას არ ღებულობდა. მართალია მოწმე უარყოფს სესხის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, თუმცა იქვე უჩვენებს, რომ მას არ ახსოვს რამდენი სესხი აქვს აღებული. რეალურად აღებული აქვს 1500 აშშ დოლარი, თუმცა ბუღალტრულად ასახული იყო 5000 აშშ დოლარით მეტი და სწორედ ამ თანხიდან გამომდინარე ხდებოდა დივიდენდიდან თანხის დაქვითვა.მისივე განმარტებით, არ ახსოვს, აიღო თუ არა სესხის სახით 5000აშშ დოლარი. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 24.12.15; 12:02:29-12:04:44).

2009 წლის 17 მარტის ამოღების ოქმით დგინდება, რომ შპს „ვ---------–------ში ჩატარებული ჩხრეკისას ი--------------------- რკინის კარადიდან ამოღებული იქნა ჩანაწერების რვეული, ფურცელზე გაკეთებული ჩანაწერები.

სასამართლომ გაიზიარა ი--------------------- ჩვენება, რომ არავითარი ე.წ „შავი ჩანაწერები“ არ არსებობდა თუმცა ამის საპირისპიროდ მეტყველებს მისივე ჩვენების ის ნაწილი, სადაც ის უთითებს, რომ პირად ჩანაწერებს აწარმოებდა, ბევრი რვეული ჰქონდა, რაც ფინანსურმა პოლიციამ ამოიღო (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 24.12.15; 11:37:59). ამასთან, საქმეში მოიპოვება ი--------------------- მიერ საგამოძიებო სასმსახურისთვის მიწერილი წერილი, რომლის მიხედვითაც ის ითხოვს მისგან ამოღებული „შავი ჩანაწერების“ დაბრუნებას, სასამართლოში სათანადო სარჩელის წარსადგენად.

პალატა ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ზ------------–---- მიერ გამოძიებისათვის 2009 წლის 1 ივლისს მიცემულ ჩვენებასა და მასზე დართულ დოკუმენტაციაზე(ტ1, სფ.80-122). სადაც ის მიუთითებს, რომ საზოგადოების ყოფილმა ბუღალტერმა ლი------------ემ მას დაუტოვა ჩანაწერები, რომელიც გამოძიებას შეიძლება დაეხმაროს ჭეშმარიტების დადგენაში. ჩვენებაზე თანდართულ ჩანაწერებში სხვადასხვა მონაცემებთან ერთად ჩანს 2007 წლის განმავლობაში პარტნიორებზე გაცემული სესხის ოდენობები და მითითებულია „ლ-----------------–-–--------- ასევე, 2007 წლის იანვრისა და აგვისტოს ჩანაწერებში ჩანს აღნიშნულ პირებზე ცალ-ცალკე გაწერილი თანხის ოდენობები. მაგალითად, 2007 წლის 14 აგვისტოს ჩანაწერში მითითებულია „------------------ ხოლო 1 იანვრამდე გატანილი კრედიტების ჩანაწერში - „ც-–--------(იხ.ტ1 სფ102;117).

სწორედ საზოგადოებიდან ამოღებული დოკუმენტების საფუძველზე მიიჩნია გამოძიებამ დადასტურებულად და მიუთითა ოთ-----------–-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, რომ „კომპანიისაგან ლი------------ეს მიღებული ჰქონდა სესხი 29 800 აშშ დოლარი“.

პალატის აზრით, დაზარალებულის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ლი-------------ს მიერ სესხის აღების თაობაზე მისთვის უცნობი იყო, არადამაჯერებელია, ვინაიდან ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული წილის რეალური მფლობელი ზემოაღნიშნული ჩანაწერის გადაცემის დროს არ დაინტერესებულიყო, თუ რა დანიშნულებით იყო მითითებული ლი-------------ს სახელზე 29800 აშშ დოლარი.მისი ჩვენებიდან გამომდინარე, რომ ჩანაწერები გადასცა ლი------------ემ, ზ------------–----თვის სესხის არსებობის შესახებ მინიმუმ 2008 წლის 5 ივნისისთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგანაც სისხლის სამართლის საქმის მიხედვით ლი------------ე სწორედ ამ დღეს გავიდა ქვეყნიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გ---------–---–---–--(ბრალდების მოწმე) უჩვენა, რომ შპს „----------–-------ის პარტნიორი და დამფუძნებელია მისი შექმნის დღიდან. დაახლოებით 1998 წელს ზ-------------–----, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, საწარმოს კრიმინალებისაგან დაცვისა და სახელმწიფო უწყებების მხრიდან ჩარევის თავიდან აცილების სანაცვლოდ მოითხოვა საზოგადოების წილის საკუთრებაში გადაცემა, რაზედაც პარტნიორები დათანხმდნენ. ზ-------------–---- მოთხოვნით მისი წილი აღირიცხა ლაი-------------ს სახელზე, რომელმაც იმავდროულად დაიკავა ბუღალტრის თანამდებობა. 2005 წელს საზოგადოებას მშენებლობისთვის დასჭირდა თანხები, რის გამოც „------------------------- გამოიტანეს სესხი. ამ თანხის უმეტესი ნაწილი მოხმარდა ბაზრობის მშენებლობას, ხოლო თანხის ნაწილი სესხის სახით გაიცა პარტნიორებზე. მათ შორის მასზეც. ზ-------------–---- აღნიშნული თანხიდან მოითხოვა გარკვეული თანხა. ლი-------------ს სახელზე გაფორმებული წილის ოდენობიდან გამომდინარე, მისივე ხელით ზ-------------–---- გადაეცა 29800 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა გაიცა ორ ეტაპად, ჯერ მისი დირექტორობის, ხოლო შემდეგ პ---------–------- დირექტორობის დროს. სესხი გაიცა ი-----------------------ც 6500 აშშ დოლარის ოდენობით. მოწმის განმარტებით აღნიშნულ სესხებთან დაკავშირებით წერილობითი ხელშეკრულებები არ გაცემულა. იყო ზეპირი შეთანხმება იმ პირობით, რომ სესხის დაფარვა მოხდებოდა მათივე დივიდენდებიდან თანხის დაქვითვის გზით. ამასთან, თითქმის ყველა პარტნიორს გააჩნდა თავიანთი „შავი ჩანაწერები“ და მათ შორის ი----------------------–-

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარის მოწმემ პ---------–-------- პარტნიორებზე სესხის გაცემასთან დაკავშირებით ანალოგიური ჩვენება მისცა და დამატებით განმარტა, რომ საწარმოს ტერიტორიაზე მოწყობილი ბაზრობის შემოვლის დროს მან და ს----–----------- აღმოაჩინეს კონტეინერები. მათთან მივიდა პიროვნება -დ-------------–---–- და თავი წარუდგინათ, როგორც შსს თანამშრომელი. მისივე თქმით, კონტეინერები ეკუთვნოდა ზ-------------–---- და მას მათთან შეხვედრა უნდოდა. შეხვედრა შედგა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ზ-------------–----თან, სადაც მან გარე ჩარევებისაგან დაცვის სანაცვლოდ მოითხოვა წილის მიცემა.პარტნიორები იძულებული იყვნენ ამ წინადადებას დათანხმებოდნენ. ზ-------------–---- მოთხოვნით, ვინაიდან ის მოხელე იყო, მისი წილი გაფორმდა ლი------------ეზე. 2008 წელს, ზ-------------–---- მოითხოვა, რომ მისი წილი გადაფორმებულიყო მის შვილზე -ზ------------–------. ამ საკითხთან დაკავშირებით ის(პ---------–------) და საზოგადოების პარტნიორი თ--------------–-- ზ-------------–---- შეხვდნენ ვაშლიჯვარში მისსავე სახლთან, სადაც ზ-------------–---- თქვა, რომ სესხის -29800აშშ დოლარის ერთიანად დაბრუნებას ვერ შეძლებდა, თანახმა იყო სესხის დაფარვის მიზნით მისი დივიდენდებიდან მომხდარიყო თანხის დაქვითვა.

გარდა ამისა, მოწმემ განმარტა, რომ ზ-------------–---- ბაზრობის არქიტექტორული პროექტის მოსამზადებლად საზოგადოებიდან გაიტანა 26000 აშშ დოლარი, თუმცა ეს დანაპირებიც არ შეასრულა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაზარალებულ ზ------------–---- მიერ გამოძიებისათვის წარდგენილ ჩანაწერებში მითითებულია - „ს----------------------------(ტ.1ს.ფ117 ).

პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა ს----–-----------, გ-------------------------------------–---

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები არ გაიზიარა იმ მოტივით, რომ ისინი იყვნენ მიკერძოებულები, გააჩნდათ მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება „უმცირესობაში“ მყოფი დაზარალებულების მიმართ და მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ზ-------------–---- პიროვნების ლისკრედიტაციის მცდელობას. ამასთან, მათი ჩვენებები წინააღმდეგობაშია როგორც დაზარალებულის, ისე ოთ-----------–-ს ჩვენებებთან მიმართებაში. მაგალითად, მათი ჩვენებების საწინააღმდეგოდ დაზარალებულმა ი--------------------- უარყო „შავი ჩანაწერების“ არსებობა, პარტნიორების მიერ კრედიტებზე ინფორმაციის ამსახველი ჩანაწერების ოთ-----------–-სათვის კრებაზე გადაცემა ბუღალტრული აღრიცხვისა და მოწესრიგების მიზნით, რაც უარყო ბრალდებულმა და განაცხადა, რომ მან მხოლოდ ზეპირი ინფორმაცია მიიღო პარტნიორებისაგან.

პალატა ე.წ „შავი ჩანაწერების“ დაზარალებულ ი--------------------- კუთვნილებასთან დაკავშირებით მისივე ჩვენებიდან გამომდინარე უკვე იმსჯელა და აღარ განმეორდება. აღნიშნული მოწმის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაზიარებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ი-------------------- ადასტურებს მისი მხრიდან 1500 აშშ დოლარის სესხის სახით აღების ფაქტს, თუმცა საქმეში ამ თანხაზეც არ მოიპოვება რაიმე წერილობითი ხელშეკრულება.

პალატა ვერ გაიზიარებს განაჩენის ინტერპრეტაციას სესხთან დაკავშირებული ინფორმაციის ოთ-----------–ზე მიწოდებასთან დაკავშირებით, რადგან ამ უკანასკნელს სასამართლოზე არ განუცხადებია, რომ მას ინფორმაცია მიაწოდეს ზეპირი სახით, კერძოდ, პ---------–------- თავის ჩვენებაში განმარტა, რომ ოთ-----------–ს გადასცა ჩანაწერები, სადაც ეწერა გატანილი კრედიტის თანხები და მასვე უთხრა, რომ თანხები იქვითებოდა გაცემული დივიდენდებიდან (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი, 30.11.17. 13:36:38). ოთ-----------–მა კი სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ საზოგადოებაში მისი მისვლის დროს ფაქტობრივად ყველა საბუღალტრო დოკუმენტაცია გატანილი იყო ფინანსური პოლიციის მიერ. დამფუძნებლებს შეეკითხა, თუ რა ხდებოდა და მათგან გაიგო, რომ კრედიტები იყო გატანილი და ჩამოუწერეს ფურცელზე თითოეული მოწილის მიერ გატანილი თანხები. ამ საკითხთან დაკავშირებით არც ერთ პარტნიორს რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. თუმცა შემდგომში აღნიშნული საკითხი რომ არ გამხდარიყო სადაო, ეს საკითხი გაიტანა პარტნიორთა კრებაზე. ნ--–-----------------------–---–---–-- ცალკ-ცალკე მიაწოდეს ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ამ სესხის დაფარვა მოხდა ბუღალტრულად. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 21.02.12. 17:21:47-17:25:13).

პალატა აღნიშნავს, რომ, როდესაც საქმეზე დაკითხული არ არის ლი------------ე, ბრალდების მხარემ ვერ ან არ წარმოადგინა თავად წილის რეალური მფლობელი ზ-------------–---- არ დაკითხულან ის პირები, ვისგანაც ლი------------ემ წილი იყიდა (ლ------------------------), რაზეც უთითებს სასამართლო, ამასთან, ე.წ. შავი ჩანაწერების არსებობას თავად ი--------------------– არ უარყოფს, ხოლო დაზარალებულმა ზა-----------–---- თავად წარუდგინა გამოძიებას მსგავსი ჩანაწერები, ასეთი გარემოებების არსებობისას, სასამართლოს მხრიდან ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების ასე ცალსახად არგაზიარება, დასაბუთებულობას მოკლებულია და არამართებულია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ,,უმცირესობაში მყოფ პარტნიორებად მოიხსენიებს ზ------------–----- ი---------------------- ნ-----------------, ნ-----------------------–----–---–---–-- რომლებიც (უმრავლესობაში მყოფ) პარტნიორებთა მხრიდან და ასევე ოთ-----------–-საგან განიცდიდნენ შევიწროებასა და აბუჩად აგდებას. სასამართლოში დაიკითხნენ მოწმეები: ნ-------------------------------------–--–----–---–---–-- გამოქვეყნდა ვ-–----–---–---–-- გამოძიებაში მიცემული ჩვენება, სადაც ისინი მიუთითებენ საზოგადოებაში არსებულ მათთვის არასახარბიელო მდგომარეობაზე, კერძოდ, მათ ხელი არ მიუწვდებოდათ საბუღალტრო დოკუმენტაციაზე ,,უმრავლესობის მხრიდან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა შევიწროებას და მათი წილების იძულებითი ფორმით გამოსყიდვის მცდელობას’’ , თუმცა ზოგიერთი მათგანის ჩვენებაში არის გარკვეული სახის უზუსტობები, მაგალითად ნ---------------- მიუთითებს, რომ ის დივიდენდს იღებდა 2009 წლამდე 300-400 ლარს, ხოლო 2009 წლიდან დივიდენდი მას არ მიუღია, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მასალებთან. მოწმე ასევე ჩვენებაში მიუთითებს, რომ ის დაზარალებული არის ორგანიზაციის, ბაზრობის უფროსობისაგან და ოთ-----------–-საგან.

ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნის რომ ოთ-----------–ს ბრალდება არ წარდგენია რომელიმე პარტნიორზე ან პარტნიორთა ჯგუფზე განხორციელებული რაიმე უკანონო ქმედების გამო. მის ბრალში ნ----------------, ნ------------------–--–----–---–---–--------–----–---–---–- საერთოდ არ ფიგურირებენ. ამასთან, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ 2009 წლის 2 აპრილის შემდეგ, ანუ ოთ-----------–-ს საზოგადოებაში მისვლიდან, მცირე ხანში, კერძოდ, ამავე წლის 14 აპრილს, 12 ოქტომბერს, მოწვეული იქნა პარტნიორთა კრება, სადაც ია-----------------------------------–-------------------------–----–---–---–- და ნ---------------- უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობას იღებდნენ. ხოლო 2009 წლის 1 ივლისს გამართულ პარტნიორთა კრებაზე, რომელსაც ყველა დამფუძნებელი პარტნიორი ესწრებოდა, ზ------------–--- არ დაეთანხმა დღის წესრიგში დაყენებულ ერთ-ერთ საკითხს, კერძოდ, საზოგადოების დამფუძნებელთა წილების შესაბამისად, შპს ,-----------–--------- ნატურით გაყოფას, ამავე სხდომაზე საზოგადოების დირექტორმა ოთ-----------–მა ზ------------–---- შესთავაზა დაეკავებინა საზოგადოების ფინანსური დირექტორის თანამდებობა, რათა მას პირადად ჰქონოდა საშუალება ეკონტროლებინა საზოგადოების ფინანსები, რაზეც ზა-----------–---- უარი განაცხადა.

გარდა აღნიშნულისა, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა ექსპერტიზის დასკვნები და რევიზიის აქტები, სადაც დეტალურად არის გაწერილი საზოგადოების მიერ ბანკიდან გამოტანილი კრედიტის მიზნობრიობა, შესრულებული სამუშაოები, აგრეთვე, მსჯელობა დივიდენდებიდან თანხის დაქვითვის თაობაზე.

შპს ,,ვ---------–------’-სა და ს/ს პროკრედიტ ბანკს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების თანახმად, 2005 წლის ივნისსა და 2007 წლის სექტემბრის თვეში რამდენჯერმე გაიცა კრედიტი შპს-ზე, შემდეგი ოდენობითა და მიზნობრიობით:

2005 წლის 25 ივლისი - 60 000 აშშ დოლარი, მიზანი - კომერციული პავილიონების მშენებლობა;

2005 წლის 25 ნოემბერს - 15 000 აშშ დოლარი, მიზანი - სამშენებლო პროექტის შეძენა;

2006 წლის 27 იანვარს - 15 000 აშშ დოლარი, მიზანი - კომერციული ფართის რეკონსტრუქცია;

2006 წლის 19 მაისს - 30 000 აშშ დოლარი, მიზანი - სამომხმარებლო კრედიტი;

2006 წლის 29 სექტემბერს - 80 000 აშშ დოლარი, მიზანი - ძირითადი საშუალებებისათვის;

2007 წლის 21 მარტს - 50 000 აშშ დოლარი, მიზანი - მშენებლობა;

2007 წლის 14 სექტემბერს - 50 000 აშშ დოლარი, მიზანი - უძრავი ქონების რემონტი;

2007 წლის 25 ოქტომბერს - 37 000 აშშ დოლარი, მიზანი - ბაზრის კეთილმოწყობა;

2007 წლის 25 ოქტომბერს - 50 000 აშშ დოლარი, მიზანი - ბაზრის ფასადების შეკეთება და ბაზრის კეთილმოწყობა;

2008 წლის 4 იანვარს - 50 000 აშშ დოლარი, მიზანი - ბაზრის მოწყობა;

2008 წლის 25 თებერვალს - 50 000 აშშ დოლარი, მიზანი - ბაზრის კეთილმოწყობა;

2008 წლის 12 მარტს - 37 000 აშშ დოლარი, მიზანი - ბაზრის კეთილმოწყობა;

2009 წლის 21 აგვისტოს - 60 000 აშშ დოლარი, მიზანი - საგადასახადო დავალიანების გადახდა.

შპს ,,ვ---------–------’-ის დირექტორის 2009 წლის 18 სექტემბრის წერილის თანახმად, შპს ,,ვ---------–----’’-ის სახელით ს/ს „პროკრედიტ ბანკიდან“ გამოტანილი სესხიდან უშუალოდ დამფუძნებლების მიერ გატანილია 136 477 აშშ დოლარი (კაპიტალი), რომელიც იფარება ყოველთვიურად პარტნიორთა კუთვნილი დივიდენდებიდან. აღნიშნული თანხები თითოეულ მოწილეზე განაწილებულია შემდეგნაირად: გ---------------- - 16 135 აშშ დოლარი, ი-------------------- - 6500 აშშ დოლარი, პ---------–------ - 20 959 აშშ დოლარი, თ--------------–- - 19 000 აშშ დოლარი, ვ-–-----–---–---–- - 5366 აშშ დოლარი, ნ---------------- - 1000 აშშ დოლარი, ნ----------------------––------–--------------------–--------------––------–------------------------------––------–----- გ---------–---–---–- - 22 785 აშშ დოლარი.

საკომისიო ექსპერტიზის 2----–-–---------------------- დასკვნის თანახმად, შპს ვ---------–-----ს „პროკრედიტ ბანკიდან“ მშნებელობისათვის გამოტანილი აქვს 496 593 დოლარი, თანხა ძირითადად გახარჯულია მიზნობრივად. საინჟინრო ექსპერტიზით მშენებლობაზე დახარჯული თანხა იმ პერიოდისათვის არის 532 860 დოლარი.

2012 წლსი 5 აპრილის დოკუმენტალური რევიზიის აქტის მიხედვით, დგინდება, რომ ერთობლივ შემოსავალში არ არის შეტანილი დამფუძნებელზე გაცემული სესხებიდან გადასხდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რამაც სსკ-ის (იმ პერიოდში მოქმედი) 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საბაზრო, საპროცენტო განაკვეთების მიხედვით შეადგინა 543222 ლარი, რითაც შესაბამისად, შემცირებულია დასაბეგრი მოგება.

ამდენად, პალატა აანალიზებს რა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს, არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ლი-------------სა და მისგან გამომდინარე ზ------------–----აგან ასევე, ი---------------------აგან ადგილი არ ჰქონია შპს ,-----------–-----’ -დან სესხების გატანას.

- საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ქონებრივ დაზიანებას მოტყუებით. ობიექტური მხრივ დანაშაული მოტყუებაში გამოიხატება, რის შედეგადაც მესაკუთრეს ან ქონების სხვა მფლობელს ადგება ქონებრივი ზიანი. ქონებრივი ზიანის გამოწვევის დროს მოტყუება გამორიცხავს მესაკუთრისათვის სათანადო ქონების მიღებას, რაც წესით მას უნდა მიეღო. ამასთან, პირი უკანონოდ იყენებს მისთვის მინდობილ ქონებას, ითვისებს იმ შემოსავალს, რომელიც მესაკუთრისათვის უნდა გადაეცა ან თავს არიდებს მის გადაცემას, ამ მოქმედებათა შედეგად კი მესაკუთრეს ადგება ზიანი, ე.წ. მიუღებელი შემოსავალის სახით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 2 ივლისს გაცემული შპს ,,ვ---------–------’-ის მიმართ ჩატარებული თემატური შემოწმების აქტისა და მისი დანართი დოკუმენტების, ასევე გამოძიების მიერ წარდგენილი საბუღალტრო დოკუმენტების თანახმად, დგინდება, რომ შპს ,,ვ---------–----’’-ის მიერ დივიდენდების გაცემა აღრიცხულია 2009 წლის თებერვლიდან 2012 წლამდე პერიოდში.

- შპს ,,ვ---------–----’’-ის 10% წილის მფლობელ ზ------------–------, აღნიშნულ პერიოდში, დივიდენდის სახით დარიცხულია 49 903 ლარი, საიდანაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადი შეადგენს 2495 ლარს. შესაბამისად, ზ------------–---- მიერ, დარიცხული დივიდენდებიდან საბიუჯეტი გადასახადების გამოქვითვის შემდგომ, მისაღებმა თანხამ შეადგინა 47 408 (49903-2495) ლარი.

- შპს ,,ვ---------–----’’-ის მიერ, ამავე საანგარიშო პერიოდში დარიცხული დივიდენდიდან საბიუჯეტო გადასახადების გამოქვითვის შემდგომ დარჩენილი მისაღები თანხიდან კომპანიის მიმართ დაფიქსირებული სესხის დაფარვის მიზნით, გამოქვითულია 12 923 აშშ დოლარის ექვივალენტი - 22 021 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზ------------–------ გაცემულად არის აღრიცხული 25 387 ლარი, მათ შორის ბანკით 16 881 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ------------–------ დარიცხული დივიდენდებიდან საბიუჯეტო გადასახადების გამოქვითვის შემდგომ დარჩენილ მისაღებ თანხასა (47 408 ლარი) და გაცემულად აღრიცხულ თანხას (25 387 ლარი) შორის სხვაობა შეადგენს 22 021 (47 408-25 387) ლარს (მთავარი ინსპექტორები: ბ------------–---–----------------------–---–---

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 18 აგვისტოს გაცემული შპს ,,ვ---------–------’-ის მიმართ ჩატარებული თემატური შემოწმების აქტისა და მისი დანართი დოკუმენტების თანახმად, გამოძიების მიერ წარდგენილი საბუღალტრო დოკუმენტების თანახმად, დგინდება, რომ შპს ,,ვ---------–----’’-ის მიერ დივიდენდების გაცემა აღირცხულია 2009 წლის თებერვლიდან 2012 წლამდე პერიოდში.

 

შპს ,,ვ---------–----’’-ის 5% წილის მფლობელ ი------------------------ აღნიშნულ პერიოდში, დივიდენდის სახით დარიცხულია 24 810 ლარი, საიდანაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადი შეადგენს 1240 ლარს. შესაბამისად, ი--------------------ს მიერ, დარიცხული დივიდენდებიდან საბიუჯეტო გადასახადების დაქვითვის შემდგომ, მისაღებმა თანხამ შეადგინა 23 570 ლარი (24 810-1240).

 

შპს ,,ვ---------–----’’-ის მიერ, ამავე საანგარიშო პერიოდში დარიცხული დივიდენდიდან საბიუჯეტო გადასახადების დაქვითვის შემდგომ დარჩენილი მისაღები თანხიდან საწარმოს მიმართ დაფიქსირებული სესხის დაფარვის მიზნით გამოქვითულია 4063 აშშ დოლარის ექვივალენტი - 6989 ლარი, მათ შორის 2010 წლის 1 აპრილამდე პერიოდში 1500 აშშ დოლარი, გაცემის დღისათვის არსებული კურსების გათვალისწინებით 2540 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით ი----------------------- გაცემულად არის აღრიცხული 16 581 ლარი. გამოძიებით დადგენილია, რომ ი--------------------- მიერ საწარმოდან სესხის სახით მიღებულია მხოლოდ 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს მიმართ დაფიქსირებული სესხის დაფარვის მიზნით გამოქვითულ 4063 აშშ დოლარის ეკვივალენტ - 6989 ლარსა და გამოძიებით დადგენილ რეალურ დავალიანებას (1500 აშშ დოლარი - 2540 ლარი) შორის სხვაობა შეადგენს 2560 (4063-1500) აშშ დოლარის ეკვივალენტ - 4449 (6989-2540) ლარს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებუილმა ზა-----------–---- განაცხადა, რომ დირექტორად დანიშვნის შემდეგ ოთ-----------–მა დაიწყო გატანილი დივიდენდებიდან თანხის გამოქვითვა. ამასთან, ის პარტნიორებს გადასცემდა უწყისებს, სადაც მითითებული იყო დაკისრებული და გასაცემი თანხები. მას დივიდენდები ერიცხებოდა ბანკში გახსნილ ანგარიშებზე. მისივე განმარტებით, მან მოითხოვა გადაეცათ მისთვის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ხდებოდა დივიდენდების თანხის დაფარვა, მაგრამ ასეთი რამ ვერ მისცეს.

აქ ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ ზ------------–----ათვის თავიდანვე ცნობილი იყო დივიდენდებიდან თანხის გამოქვითვის შესახებ და ეს საკითხი მისთვის არავის არ დაუმალავს და სესხის შესახებ რაიმე ხელშეკრულება რომ არ არსებობდა, ამას თავად ოთ-----------–-ც არ უარყოფს.

ასევე საქმეში მოიპოვება ზ------------–---- 2009 წლის 20 აგვისტოს წერილი და 2010 წლის 11 აგვისტოს მთავარ პროკურტატურაში გაგზავნილი საჩივარი, საიდანაც დასტურდება, რომ მისთვის ცნობილი იყო დივიდენდებიდან თანხების გამოქვითვის შესახებ (ტ.1.ს.ფ.359-362 და ტ.3.ს.ფ.171-174).

საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლი დანაშაულის ჩადენას გულისხმობს პირდაპირი განზრახვით. განაჩენში რამდენჯერმეა მოხსენიებული ,,უმცირესობაში’’ მყოფი პარტნიორები ლოგიკურად ჩნდება კითხვა: ო---------------–- რა მოტივით გაუჩნდა განზრახვა ,,უმცირესობაში’’ მყოფი პარტნიორებიდან მხოლოდ ზ------------–----ათვის და ი---------------------ათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიეყენებინა ზიანი, როდესაც სესხის წერილობითი ხელშეკრულების არარსებობის გათვალისწინებით და ,,უმრავლესობაში’’ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერით ანალოგიურად შეეძლო ემოქმედა ნ-----------------, ლ--–----–---–---–-- და ნ---------------- მიმართაც. უფრო მეტიც, ასეთი განზრახვის არსებობის შემთხვევაში დირექტორს შეეძლო სესხის სრულად დაფარვის მიზნით მთლიანად დაეკავებინა დივიდენდი. ასევე ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ 2009 წლის 14 აპრილის N4 პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, რომელსაც ესწრებოდა ი---------------------ა და ზ------------–---- წარმომადგენელი გ---–------------–---- პარტნიორები შეთანხმდენენ დივიდენდების განაწილების წესზე, კერძოდ, ჯერ უნდა დაფარულიყო ბიუჯეტისა და ბანკის ვალდებულებები და დარჩენილი თანხიდან მომხდარიყო დივიდენდის გაცემა. ამ საკითხთან დაკავშირებით ოთ-----------–მა დამატებით წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა ი--------------------ს.

მართალია, ამ კრების ოქმში არ არის საუბარი პარტნიორებისათვის გამოყოფილი დივიდენდებიდან თანხის გაქვითვის თაობაზე, მაგრამ 2009 წლის 12 ოქტომბრის კრების ოქმის თანახმად, რომელსავ ესწრებოდა თავად ი-------------------- დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად გათვალისწინებული იყო მოწილეების მიერ წილების შეუსაბამო თანხების გატანის საკითხის განხილვა, რაზეც ყველა პარტნიორმა მოითხოვა აღნიშნული საკითხი არ განხილულიყო კრებაზე და დაზუსტებულიყო კრების გარეშე.

ამასთან, ხაზი უნდა გაესვას ოთ-----------–-ს ბრალდების ფორმულირებას, სადაც დადგენილადაა არის მიჩნეული, რომ ლ-------------- შპს „ვ---------–------დან გატანილი ჰქონდა სესხი 29.800 აშშ დოლარის ოდენებით და მან მისი კუთვნილი წილი გაასხვისა ზ------------–------. აღნიშნული პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის თავად ზ------------–---- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებასთან, საიდანაც დგინდება, რომ წილი სინამდვილეში ეკუთვნოდა მის ოჯახს და ლი------------ეზე ფორმალურად იყო გაფორმებული. ამის ნათელი დადასტურებაა თავად 2008 წლის 27 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება სადაც 10%-ანი წილის ფასად მითითებულია 100 აშშ დოლარი. ასთ შემთხვევაში კი, წილის რეალური მფლობელი თავს ვერ აარიდებდა საზოგადოების წინაშე წარმოქმნილ ვალდებულებებს.

 

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეულ ზ------------–---- მიერ 2018 წლის 16 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს ,-----------–-–------ და მ-------------------- მიმართ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით.

საწარმოს მიმართ სასარჩელო მოთხოვნის საგანს წარმოადგენს მიყენებული ზიანის, დივიდენდის სახით მიუღებელი თანხის 22021 ლარის დაკისრება, ანუ სწორედ იმ თანხაზეა საუბარი, რაც ფიგურირებს ოთ-----------–-ს ბრალში. ამასთან, სარჩელზე თანდართული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ზა-----------–---- 2017 წლის 10 მაისს 200 ათას აშშ დოლარად საწარმოში მისი კუთვნილი 10%-იანი წილი გაასხვისა მ---------------------- რის თაობაზეც წინასწარ იმავე წლის აპრილის თვეში საქმის კურსში ჩააყენა ,------------------ პარტნიორები. მანვე 2017 წლის 28 აპრილს განცხადებით მიმართა საქმის განმხილველ მოსამართლეებს, ასევე მთავარ პროკურატურასა და თავად ,-----------–-----’-ს, სადაც მიუთითა, რომ მას საზოგადოების პარტნიორების და ხელმძღვანელების მიმართ არავითარი მოთხოვნა არ გააჩნია სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის არც ოთ-----------–-ს მიმართ.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ოთ-----------–-ს ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ძირითადი ნიშანი ,,მოტყუება’’ და შესაბამისად, ის ამ მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

3. აპელანტის აზრით, სასამართლო გადაწყვეტილება უკანონოა ოთ-----------–-ს მიერ გირაოს სახით შეტანილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ნაწილში, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით ოთ-----------–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ხოლო 2017 წლის 15 მარტის განჩინებით აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების სახე შეეცვალა გირაოთი.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ოთ-----------–ს ბრალდება წარედგინა 2015 წლის 3 ივლისს და იმავე წლის 4 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 20 000 ლარის ოდენობით.

სასამართლომ გირაოს შეფარდების საფუძვლად მიუთითა ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება გამოძიებასა და სასამართლოში გამოცხადების უზრუნველყოფა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი თბილისის საქაალქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით დგინდება, რომ გირაოს ქვეშ მყოფმა ოთ-----------–მა კვლავ ჩაიდინა დანაშაული და ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით ად აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პარტიმრობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილსი თანახმად, თუ გირაოს ქვეშ მყოფმა პირმა დაარღვია ამ ღონისძიბის გამოყენების პირობა, ან კანონი, რასაც ადგილი ჰქონდა ოთ-----------–-ს მხრიდან, ასეთ შემთხვევაში გირაოს თანხა გადაირიცხება სახელწმიფო ბიუჯეტში.

რაც შეეხება, მეორე სისხლის სამართლის საქმეზე შერჩეული აღკვეთის ღონისძიების შეცვლას უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახით, რაზეც მიუთითებს აპელანტი, ამ გარემოებას არანაირი კავშირი არ აქვს პირველ საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების დარღვევასთან.

ამდენად, პალატა გირაოს გადაწყვეტის საკითხში ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ლი-------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს. მსჯავრდებულ ლი-------------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვილიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მასზე გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოქმედება.

მსჯავრდებულ ოთ-----------–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ამ მიმართებით ცვლილება შევიდეს პირველი ინსტანციის განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ლი--------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

2.მსჯავრდებულ ოთ-----------–- ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეტა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

4. მსჯავრდებულ ლი-------------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია);

ლი------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალსიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუიძველზე ლი------------ე დანიშნული სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდეს;

5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

6.ოთ-----------–- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

6.გამართ ლებული ოთ-----------–- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

7.გამართლებულ ოთ-----------–ს განემარტოს ასქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

8.საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ოთ-----------–-ს

(დაბადებული 1-------–-–-------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი

№------------ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ივლისის №--------- განჩინების შესაბამისად, გირაოს სახით გადახდილი თანხა - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

9.საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ნივთმტკიცება - 2 (ორი) ცალი რვეული და 1 (ერთი) ცალი A4 ფორმატის ფურცელი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

10. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

11. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

პალატის განაჩენი ლიანა ჩიქვინის მიერ შეიძლება 1 (ერთი) თვის ვადაში, გასაჩივრდეს სათანადო ორგანოში გამოცხადებიდან ან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი