განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100117002158666, №1/ბ-961-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------------–--ე.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - მა-–---- ბუ--ა, დაბადებული 197--–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ფო----------------------–---–------------;
მსჯავრდებული - და---- შა------ა, დაბადებული 197--–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ფო--------------–---------------------;
მსჯავრდებული - და---- ოკ------ა, დაბადებული 197--–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.ფო-------------------------------------------–------------------------------------–----------------------;
მსჯავრდებული - გი------ მა----–-ა, დაბადებული 197--–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ფო--------------–------------;
ადვოკატი - ქა-----–------–----ე.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილი (თითოეული მსჯავრდებულის მიმართ).
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით (თითოეული მსჯავრდებულის მიმართ).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით, მა-–---- ბუ--ას, და---- შა------ას, და---- ოკ------ას და გი------ მა----–-ას მსჯავრი დაედოთ მასში, რომ ჩაიდინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა და რეალიზაცია, პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში: მა-–---- ბუ--ამ, გი------ მა----–-ამ, და---- შა------ამ და და---- ოკ------ამ, ჯგუფურად, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შეიძინეს და 2017 წლის 22 სექტემბრამდე ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 320 ყუთ ,,MASTER-ის‘‘ მარკის თამბაქოს უაქციზო ნაწარმს. 2017 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ.ფო--–----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მა-–---- ბუ--ამ, გი------ მა----–-ამ, და---- შა------ამ და და---- ოკ------ამ, ჯგუფურად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში ჩართულ პირებზე - მი----–-------ესა და ელ-------------ზე, თითოეული უაქციზო სიგარეტის ყუთზე 214 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, გაასაღეს 320 ყუთი ,,MASTER-ის‘‘ მარკის უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 416 000 ლარს, რაშიც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს უნდა მიეღოთ ჯამში 68 480 აშშ დოლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით, მა-–---- ბუ--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
მა-–---- ბუ--ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 22 სექტემბრიდან.
გი------ მა----–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
გი------ მა----–-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 22 სექტემბრიდან.
და---- ოკ------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
და---- ოკ------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 22 სექტემბრიდან.
და---- შა------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
და---- შა------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 22 სექტემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა: გი------ მა----–-ამ, და---- ოკ------ამ, მა-–---- ბუ--ამ და და---- შა------ამ. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის თავდაპირველ მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, წარმოდგენილი იქნა პროკურორ გი------------–--ის წერილობითი შუამდგომლობები სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე მსჯავრდებულების: მა-–---- ბუ--ას, და---- შა------ას, და---- ოკ------ას და გი------ მა----–-ას მიმართ, რაც შეთანხმებულია ზემდგომ პროკურორთან.
შუამდგომლობების თანახმად, მა-–---- ბუ--ას, და---- შა------ას, და---- ოკ------ას და გი------ მა----–-ას განემარტათ საპროცესო შეთანხმების არსი, რაზეც მსჯავრდებულებმა, მათი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით განაცხადეს თანხმობა ბრალზე გარიგებისა და სასჯელზე შეთანხმების თაობაზე. 2018 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულებს, მათ ადვოკატსა და პროკურორს შორის გაფორმდა ოქმები საპროცესო შეთანხმების შესახებ.
პროკურორმა ითხოვა მსჯავრდებულებთან მიღწეული საპროცესო შეთანხმებების დამტკიცება შემდეგი პირობებით:
მა-–---- ბუ--ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით, 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად 3 (სამი) წლის დადგენა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
და---- შა------ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით, 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად 3 (სამი) წლის დადგენა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
და---- ოკ------ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით, 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად 3 (სამი) წლის დადგენა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
გი------ მა----–-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით, 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად 3 (სამი) წლის დადგენა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
შუამდგომლობებს მხარი დაუჭირეს პროკურორმა გი------------–--ემ, მსჯავრდებულებმა: მა-–---- ბუ--ამ, და---- შა------ამ, და---- ოკ------ამ, გი------ მა----–-ამ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ქა-----–------–----ემ.
სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობების საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეში „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (ამასთან დაკავშირებით სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, § 17, Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27 November 2008; რუცინსკი პოლონეთის წინააღმდეგ, § 12, Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20 February 2007). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამო არ არის (იხ: ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6 July 2010). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება შეიძლება წარმოადგენდეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან საშუალებას, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება, გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები და შემცირდეს პატიმართა რაოდენობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება. აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (ვრცლად იხ. ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი No. 9043/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014 წლის 24 აპრილი).
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით მა-–---- ბუ--ამ, და---- შა------ამ, და---- ოკ------ამ და გი------ მა----–-ამ უარი თქვეს სააპელაციო საჩივრების არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ უფლებაზე უარის თქმა საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობები წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მათი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულების მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმებები ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულების მხრიდან ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებულები სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს. მათი განმარტებით, სრულად ეთანხმებიან დადგენილებებში და განაჩენში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულები: მა-–---- ბუ--ა, და---- შა------ა, და---- ოკ------ა და გი------ მა----–-ა სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ედებათ ბრალი და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს. მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
მსჯავრდებულები აცნობიერებენ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები, მათთვის ასევე ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მათი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებს განემარტათ, რომ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება მა-–---- ბუ--ას, და---- შა------ას, და---- ოკ------ას და გი------ მა----–-ას ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. მოწმეების: მი----–-------ის, ელ-------------ის, თო------------–--–---–ის, ლა–---------–---–ის, შო-------------ას, ბე------------ას, ილ---------–---–ის, და---- ამ-–-----–ის, და---- უმ-----–---–ის ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის, ავტომანქანის ჩხრეკის და ამოღების ოქმებით, სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, კომპიუტერული ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება მა-–---- ბუ--ას, და---- შა------ას, და---- ოკ------ას და გი------ მა----–-ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობები სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულებმა აღიარეს დანაშაული, დაეთანხმნენ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარი თქვეს სასამართლოს მიერ მათი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, -
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის გი------------–--ის შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმებები დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულებს: მა-–---- ბუ--ას, და---- შა------ას, და---- ოკ------ას და გი------ მა----–-ას შორის.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენში.
მა-–---- ბუ--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მა-–---- ბუ--ას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, მა-–---- ბუ--ას დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
მა-–---- ბუ--ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 22 სექტემბრიდან.
და---- შა------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
და---- შა------ას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, და---- შა------ას დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
და---- შა------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 22 სექტემბრიდან.
და---- ოკ------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
და---- ოკ------ას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, და---- ოკ------ას დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
და---- ოკ------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 22 სექტემბრიდან.
გი------ მა----–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
გი------ მა----–-ას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, გი------ მა----–-ას დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
გი------ მა----–-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 22 სექტემბრიდან.
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მა-–---- ბუ--ას, და---- შა------ას, და---- ოკ------ას და გი------ მა----–-ას დაეკისროთ მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი. მათ ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ავტომანქანა ,,M-------------------‘‘, სახ.№B------, და მობილური ტელეფონები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; და---- ოკ------ასა და და---- შა------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 100-100 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა გადაეცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტს, ხოლო 6 ცალი ლაზერული დისკი, რაც დართულია საქმეზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენის გასაჩივრება შეუძლიათ მსჯავრდებულებს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულებმა დაარღვიეს საპროცესო შეთანხმების პირობა - დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე