განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
330100116001514182
ინსტანცია
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100116001514182, №1/ბ-1149-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლა–----------–---–ი.

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - შო--- რო---ის ძე ნო----ე, დაბადებული 197--–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბ--–---------------–----------------------------–------------;

 

ადვოკატი - სუ-–------------ე.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი:

 

4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენით, შო--- ნო----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ ჩაიდინა პოლიციის სამსახურეობრივ შენობაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 21:45 საათზე, ქ.თბილისში, ვა--------–-------------------------ში მდებარე შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობას შო--- ნო----ემ პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ესროლა ქვა, რა დროსაც დააზიანა შენობის ფასადის მინა, რის შედეგად შსს საფინანსო სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 133.25 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენით, შო--- ნო----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

შო--- ნო----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 აგვისტოდან. ასევე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 28 აგვისტოდან 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შო--- ნო----ემ, სააპელაციო საჩივრის თავდაპირველ მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და წარდგენილ ბრალდებაში გამართლება.

 

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, პროკურორ ლა–----------–---–ის მიერ წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე მსჯავრდებულ შო--- ნო----ის მიმართ, რაც შეთანხმებულია ზემდგომ პროკურორთან.

 

შუამდგომლობის თანახმად, შო--- ნო----ეს განემარტა საპროცესო შეთანხმების არსი, რაზეც მსჯავრდებულმა, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, განაცხადა ნებაყოფლობითი თანხმობა ბრალზე გარიგებისა და სასჯელზე შეთანხმების თაობაზე. 2018 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულს, მის ადვოკატსა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების შესახებ.

 

პროკურორმა ითხოვა მსჯავრდებულთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობებით:

 

შო--- ნო----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა ლა–----------–---–მა, მსჯავრდებულმა შო--- ნო----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სუ-–------------ემ.

 

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქმეში „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (ამასთან დაკავშირებით სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, § 17, Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27 November 2008; რუცინსკი პოლონეთის წინააღმდეგ, § 12, Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20 February 2007). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამო არ არის (იხ: ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6 July 2010). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება შეიძლება წარმოადგენდეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან საშუალებას. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება, გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები და შემცირდეს პატიმართა რაოდენობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება. აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (ვრცლად იხ. ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი No. 9043/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014 წლის 24 აპრილი).

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით შო--- ნო----ემ უარი თქვა სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ უფლებაზე უარის თქმა საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული შო--- ნო----ე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს და ეთანხმება დადგენილებაში და განაჩენში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული შო--- ნო----ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება შო--- ნო----ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. დაზარალებულის წარმომადგენლის ვლადიმერ ფოდიაშვილის, მოწმეების: ლ---------------–-------------------–---–--------------------–---–------------–-------------------------------------------------–-----------------------–--------------------------------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის Nინ-314 დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება შო--- ნო----ის მიერ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული და უარი თქვა სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, -

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლა–----------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ შო--- ნო----ეს შორის.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენში.

 

შო--- ნო----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა,შო--- ნო----ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

 

შო--- ნო----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2018 წლის 13 აგვისტოდან, მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2016 წლის 28 აგვისტოდან 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

 

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, შო--- ნო----ეს დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქვა და მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

ერთი ცალი დისკი შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოცხრილით და ერთი ცალი დისკი სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერით, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია შო--- ნო----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტან პირს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა - დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე