განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
330100115001092440
ინსტანცია
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115001092440

საქმე #1ბ/1392-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მოსამართლე: მურმან ისაევი

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების: რ---- ხ--------ის

მსჯავრდებულების: მ------ კ------ის და ი----- კ------ის

ადვოკატების: დ----- დ--------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულების მ------ კ------ის და ი----- კ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----- დ--------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, მ------ კ------ის (დაბადებული 1-----–-–----------------, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ------–---------–--------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით); ი----- კ------ის (დაბადებული 1-----–-–--------------–-, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ------–---------–--------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 31 ივლისს, დილის საათებში, მ------ კ------ემ კარის საკეტის გატეხვის გზით, ხოლო იმავე დღეს, საღამოს საათებში ი----- კ------ემ, დაარღვიეს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა. კერძოდ, უკანონოდ შევიდნენ თ---–--–-------–------------ში მდებარე შპს ,,C-----------------------ის“ საკუთრებაში არსებულ ბინაში და ხსენებული ფირმის ნების საწინაღმდეგოდ ფაქტობრივი მდგომარეობით იმყოფებიან უკანონოდ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით:

 

მ------ კ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

მასვე 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;

 

ი----- კ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

მასვე 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების მ------ კ------ის და ი----- კ------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- დ--------ემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ მსჯავრდებულ ი----- კ------ის ნაწილში გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო მსჯავრდებულ მ------ კ------ის მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით. სააპელაციო საჩივრის მიხედვით - მ------ კ------ე უდანაშაულოა, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში გამოირიცხება ჯგუფურად ჩადენა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, მარტო მ------ კ------ემ დაარღვია ბინაში მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა და მასთან ი----- კ------ე მაშინ მივიდა როცა შეიტყო მისი დის ავადმყოფობის შესახებ. ასევე აპელანტი მიუთითებს, რომ მსჯავრდებულები არიან ბინის არამესაკუთრე მფლობელები და ბინაში მხოლოდ მათი ნივთები იმყოფებოდა.

 

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- დ--------ემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა რ---- ხ--------ემ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულების მ------ კ------ის და ი----- კ------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები, კვალიფიკაციის თვალსაზრისით, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების მ------ კ------ის და ი----- კ------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ი----- კ------ის ჩვენებით ცხოვრობს დასთან - მ------ კ--------თან ერთად თბილისში ყ---–---- ქ------ში მდებარე ბინაში რომელიც გაფორმებული იყო მის სახელზე და ვალის გადაუხდელობის გამო გავიდა აუქციონზე. უძრავი ქონება შეიძინა შპს,,C-----------------------მა“. 2014 წლის 30 ივლისს მოხდა მათი ბინიდან გამოსახლება და აღსრულების სამსახურმა შეცვალა საკეტი. მ------ კ------ემ უთხრა, რომ მიდიოდა ექიმთან და მასთან შეუთანხმებლად იმავე დღეს ბინაში მიიყვანა ხელოსანი, გამოცვალა საკეტი და შემდეგ აცნობა ტელეფონით. ადგილზე მივიდა ძმასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. ამავე ჩვენებით მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშრომელმა გააფრთხილა ნებაყოფლობით შეეწყვიტა სხვისი ქონების ხელყოფა, ფაქტობრივი მდგომარეობით ისევ აგრძელებს ცხოვრებას ყ---–---- ქ------ ში, რადგან ავადმყოფ დას ვერ ტოვებს უმეთვალყურეოდ. მანვე არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა გამართლება.

 

მ------ კ------ის ჩევენებით დადაგენილია, რომ დასთან - ი----- კ--------თან ერთად ცხოვრობს ქ.თბილისში ყ---–---- ქ------ში მდებარე ბინა, რომელიც შეიძინა 2002 წელს. ამავე ჩვენებით ბინა ვალის გადაუხდელობის გამო გავიდა აუქციონზე რომელიც შეიძინა შპს,,C-----------------------მა“. 2014 წლის 30 ივლისს კანონიერად მოხდა მათი ბინიდან გამოსახლება და აღსრულების სამსახურმა შეცვალა საკეტი. მიუხედავად დასახელებული გარემოებისა, ის მაინც ფიქრობდა საკუთარი ბინის დაბრუნებას. ამ მიზნით, წავიდა ე-–----------------ზე, მოძებნა ხელოსანი, უთხრა, რომ სახლის გასაღები დაკარგა და სურდა საკეტის შეცვლა. როცა შევიდა ბინაში, მხოლოდ შემდეგ დაურეკა ი-----ს და უთხრა, რომ იმყოფებოდა ყ---–---- ქ------ში.

 

მის სანახავად იმავე დღეს სახლში მივიდნენ და-ძმა და ძმისშვილები. იმის გამო, რომ სახლის დაკარგვის შიშით ერთხელ უკვე სცადა თვითმკვლელობა და დალია კლოფელინის დიდი დოზა, მას ი----- არ ტოვებს და ისინი ფაქტობრივი მდგომარეობით ცხოვრებას აგრძელებენ ზემოთ მითითებულ ბინაში. ამავე ჩვენებით მ------ კ------ემ განმარტა, რომ მისი დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ ცნობილი არ იყო ი----- კ------ისათვის და ითხოვა მის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან ჯგუფის ამორიცხვა.

 

დ----- გუ--------ს ჩვენებით, 2014 წლის იანვარში მეგობარმა გ-- თ-----------ემ აუქციონზე შეიძინა თბილისში, ყ---–---- ქუჩაზე მდებარე ბინა, რომელიც ფაქტობრივი მდგომარეობით ეკუთვნის შპს ,,C-----------------------ს“. მას შემდეგ რაც ბინის ყოფილმა მესაკუთრემ ი----- კ------ემ უარი განაცხადა ბინის ნებაყოფლობით დაცლაზე, მათ განცხადებით მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და 2014 წლის ივლისში მოხდა ი----- და მ------ კ------ეების გამოსახლება. ამავე ჩვენებით, ი----- და მ------ კ------ეებს შესთავაზეს, რომ უქირავებდნენ საცხოვრებელ ბინას, რაზეც ბრალდებულებმა უარი განაცხადეს. გამოსახლებიდან მცირე დროში აუქციონზე შეძენილი ბინა დახვდა დაკეტილი. საკეტი იყო შეცვლილი და ბინაში ცხოვრებას აგრძელებდნენ ი----- და მ------ კ------ეები. ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ დაწერა განცხადება და აცნობა პოლიციას. დაზარალებული იხდის ქონების გადასახადს და ვერ ახდენს კუთვნილი უძრავი ქონების ფაქტობრივ ფლობას.

 

მ---- ს-----ის ჩვენებით არის კომპანია შპს,,C-----------------------ს“ დ-----------ი. 2014 წელს მათ ყ---–---- ქუჩაზე 76 000 აშშ დოლარად შეიძინეს ბინა, რომლის ფაქტობრივ ფლობას ვერ ახორციელებს რადგან, ქონების ყოფილი მესკუთრეები ბინაში ისევ აგრძელებენ ცხოვრებას.

 

ს--–-------------- ჩვენებით არის კომპანია შპს,,C-----------------------ის“ფინანსური დ-----------ი. კომპანიამ ყ---–---- ქუჩაზე მდებარე ბინა შეიძინა 2014 წელს, თუმცა ვერ სარგებლობს, რადგან მასში ფაქტობრივი მდგომარეობით ცხოვრობს ადრინდელი მესაკუთრე, ი----- კ------ე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ქონების შესაძენად აიღო სესხი და იხდიან პროცენტებს ვერ ხდება ქონების განკარგვა.

 

დ----- ხ------–---ს ჩვენებით 2014 წლის ზაფხულში მეგობარმა დ----- გ---------ემ უთხრა, რომ კომპანიას აუქციონის წესით შეძენილი ჰქონდა თბილისში, ყ---–---- 1---–ი მდებარე ბინა და მიმდინარეობდა ყოფილი მფლობელების გამოსახლება. იმის გამო, რომ დ----- გ---------ეს არ ჰქონდა საკმარისი დრო სთხოვა, დასწრებოდა გამოსახლების პროცესს. მისამართზე მისულს ადგილზე დახვდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები. მათ მეზობლებმა მისცეს გასაღები და მოახდინეს ბინაში დატოვებული ინვენტარის აღწერა. აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა ბინის ყოფილ მფლობელებს უთხრეს, რომ დროს მისცემდენენ ბინის დასაცლელად და გამოცვალეს საკეტი.

 

დ----- თ-------ის ჩვენებით მუშაობდა აღსრულების პოლიციაში. 2014 წლის თებერვლის თვეში, შპს,,C-----------------------ს“ წარმომადგენლის დ----- გუ--------ს განცხადების საფუძველზე წარმოებაში მიიღო აღსრულების საქმე, რომელიც ეხებოდა თბილისში, ყ---–---- ქ------ში მდებარე ბინაში მცხოვრები ი----- და მ------ კ------ეების იძულებით გამოსახლებას. რამდენადაც ქონება იყო ი----- კ------ის საკუთრება, უშუალოდ ის გააფრთხილა მოსალოდნელი გამოსახლების შესახებ. ასევე დაფიქსირებული აქვს ბრალდებულის მოსაზრება, რომ სურდა ბინა გაეყიდა საბაზრო ღირებულებით, დაეფარა კრედიტორის ვალი და სხვაობით შეეძინა უძრავი ქონება. მიუხედავად მისი არაერთი გაფრთხილებისა, ბრალდებულებმა ნებაყოფლობით არ დაცალეს ყ---–---- ქუჩაზე მდებარე ბინა, რის გამოც იამვე წლის 30 ივლისს ჩაინიშნა გამოსახლება. ცნობა იძულებითი გამოსახლების შესახებ ჩაიბარა თავად ი----- კ------ემ. არც ერთი ბრალდებული არ დასწრებია პროცესს და გასაღები მათ დატოვებული ჰქონდათ მეზობელთან. გამოსახლებას ესწრებოდა 2-3 მეზობელი და კრედიტორი, რომელთა თანდასწრებით შეცვალეს საკეტი, აღიწერა ნივთები, დაიკეტა ბინა და შედგა ოქმი გამოსახლების შესახებ.

 

ნ-----------–--ს ჩვენებით მუშაობდა ვ---------------–--------–-–-----------–-----------–---–--------------------------–---. 2014 წელს შესასრულებლად დაეწერა შპს,,C-----------------------ის“ წარმომადგენლის დ----- გუ--------ს განცხადება, რომლითაც ითხოვდა შპს-ზე რიცხული ბინიდან ი----- და მ------ კ------ეების გამოსახლებას. განცხადებას თან ახლდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი სადაც მითითებული იყო, რომ ზემოთდასახელებული ბინიდან მოხდა კ------ეების ოჯახის გამოსახლება და გამოიცვალა საკეტი. მისი მხრიდან მოხდა კ------ეების ოჯახის გაფრთხილება, რომ ნებაყოფლობით შეეწყვიტათ სხვისი ქონების ხელყოფა. ზემოთდასახელებულ მისამართზე თავად რამდენიმეჯერ იყო მისული, მაგრამ კარს არავინ უღებდა და ყოველი ვიზიტის დროს ადგენდა ოქმს. რადგან ბრალდებულთა მხიდან ნებაყოფლობით არ მოხდა ბინის დაცლა 2014 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო მათი გამოსახლება, მაგრამ იმის გამო, რომ მ------ კ------ე გახდა ცუდად გამოსახლების პროცედურა გადაიდო გაურკვეველი ვადით.

 

ლ-------------–-სმა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა.

 

საჯარო რეესტრის ბიუროდან 2014 წლის 12 თებერვლის და 2014 წლის 24 სექტემბრის ამონაწერებით დადგენილია, რომ თბილისში, ყ---–---- ქ-----–--------------------- მესაკუთრე არის შპს ,,G--------------------------“, რომლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება #------------------

 

2014 წლის 20 თებერვლის განცხადებით ირკვევა, რომ შპს ,,G---------------------------ის“ წარმომადგენელმა დ----- გ---------ემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა განცხადებით იძულებითი აღსრულების შესახებ.

 

განკარგულება #------------------ის თანახმად, მოვალის ი----- კ------ის საკუთრებაში რიცხული თ---–--–-------–----------- - ში მდებარე #-------ს შემძენი 2014 წლის 29 იანვარს გამართულ აუქციონზე გახდა შპს ,,G--------------------------“ და 76 260.00 ლარად აღსრულება განხორციელდა იპოთეკარ თ----- კ-----–--ს სასარგებლოდ.

 

თანახმად, ი----- კ------ე ვალდებულია გაფრთხილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ნებაყოფლობით გაათავისუფლოს შპს ,,G---------------------------ის“ საკუთრებაში არსებული ყ---–---- ქუჩაზე მდებარე ბინა.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2014 წლის 24 თებერვალს დოკუმენტით შპს ,,G---------------------------ის“ წარმომადგენელია დ----- გ---------ე, ხოლო მოვალე - ი----- კ------ე.

 

2015 წლის 06 აპრილის ოქმით სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ, თ---–--–-------–------------შ მდებარე #-------–- აღიწერა არსებული საგნები და ნივთები. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ კრედიტორი დ----- ხ------–--- (შპს,G---------------------------ის“ წარმომადგენელი), დ----- თ-------- - აღსრულების პოლიციის წარმომადგენელი და დამსწრე პირები. მოვალის გრაფა თავისუფალია.

 

ოქმით ბინაზე გამოცხადების შესახებ დადგენილია, რომ 2014 წლის 24 ოქტომბერს, თ---–--–-------–------------ში მდებარე #-------–- გამოცხადებულ ვა---------------–----------------–-------–------------–---- უბნის ი------------------------– დ----- ჭ-–--ს ბინაში არავინ დახვდა.

 

ანალოგიური ოქმია შედგენილი 2014 წლის 27 ოქტომბერს, 2014 წლის 28 ოქტომბერსა და 2014 წლის 30 ოქტომბერს.

 

გაზეთ ,,სიტყვა და საქმეში“ გამოქვეყნებული განცხდებით ირკვევა, რომ ვ----------------–----------------–-----------–------------–--ის მიერ მოხდა ი----- კ------ის გაფრთხილება ნებაყოფლობით შეეწყვიტა შპს ,,G---------------------------ის“ ხელყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

გამოკვლეული მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ------ კ------ემ და ი----- კ------ემ ჯგუფურად ჩაიდინეს ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლი განასხვავებს ჯგუფური დანაშაულის სახეებს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. მოცემულ შემთხვევაში მ------ და ი----- კ------ეებს ბრალად ერაცხებათ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა, რაც გამორიცხავს დანაშაულის ჩასადენად ამსრულებელთა წინასწარ შეკავშირებას. როგორც ბრალდებულთა ჩვენებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით და საქმის მასალებით დადგენილი გარემოებაა, რომ 2014 წლის 30 ივლისს, თ---–--–-------–------------ში მდებარე #-------დან კანონიერად მოხდა ი----- და მ------ კ------ეების იძულებით გამოსახლება და ბინას შეეცვალა საკეტი. მ------ კ------ემ დაადასტურა, რომ მის მიერ მიყვანილი ხელოსნის მეშვეობით გამოცვალა საკეტი და შევიდა ზემოთდასახელებულ ბინაში სადაც ფაქტობრივი მდგომარეობით ისევ ცხოვრობს დასთან - ი----- კ--------თან ერთად. დასახელებულ გარემოებას არ უარყოფს არც თავად ი----- კ------ე.

 

საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლას რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი შესვლა გულისხმობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, კანონმდებლობის დარღვევით სხვა პირის ბინასა ან სხვა მფლობელობაში შესვლას, მაშინ როდესაც მეპატრონის ნება გამოხატულია მასში სხვა პირის არასასურველი ყოფნის შესახებ. დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება უკანონო შესვლის მომენტიდან.

 

პალატა ვერ გაზიარებს აპელანტის პოზიციას, საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა მ------ კ------ის და ი----- კ------ის მიერ, კერძოდ 2014 წლის 31 ივლისს, დილის საათებში, მ------ კ------ემ კარის საკეტის გატეხვის გზით, ხოლო იმავე დღეს, საღამოს საათებში ი----- კ------ემ, დაარღვიეს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა. კერძოდ, უკანონოდ შევიდნენ თ---–--–-------–------------ში მდებარე შპს ,,C-----------------------ის“ საკუთრებაში არსებულ ბინაში და ხსენებული ფირმის ნების საწინაღმდეგოდ ფაქტობრივი მდგომარეობით იმყოფებიან უკანონოდ. აპელანტის პოზიცია, რომ მ------ კ------ე უდანაშაულოა და მხოლოდ მ------ კ------ემ დაარღვია ბინაში მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა და მასთან ი----- კ------ე მხოლოდ მაშინ მივიდა დასთან როცა შეიტყო მისი დის ავადმყოფობის შესახებ, მოცემული მსჯელობა არ ახდენს სამართლებრივ გავლენას ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტთან - კერძოდ უკანონოდ შევიდნენ თ---–--–-------–------------ში მდებარე ბინაში და მეპატრონის ნების საწინაღმდეგოდ ფაქტობრივი მდგომარეობით იმყოფებიან უკანონოდ. ასევე არც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთან მიმართებაში და არც დანაშაულის კვალიფიკაციასთან მიმართებაში არ წარმოადგენს მნიშვნელოვან გარემოებას აპელანტის პოზიცია, რომ მსჯავრდებულების ნივთებია განლაგებული ქ. თ---–--–-------–------------ში არსებულ ბინაში.

 

პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ განსაზღვრულ კვალიფიკაციას, რაც შეეხება სასჯელს, საქმეში არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ მ------ კ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. რაც შეეხება ი----- კ--------, საქმის მასალებით მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ არის დადგენილი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მსჯავრდებულ მ------ კ-------- და ი----- კ-------- საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, განსაზღვრული აქვს სასჯელის ყველაზე მსუბუქი ზომა.

 

სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა ზემოაღნიშნულ ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულებისთვის დანიშნული სასჯელები მათ მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულებმა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება, გამოიტანონ სათანადო დასკვნები და მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას, პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მათ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების მ------ კ------ის და ი----- კ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----- დ--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულების მ------ კ------ის და ი----- კ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----- დ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

მ------ კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

მასვე 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ------ კ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია;

 

ი----- კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მასვე 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ი----- კ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი