განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
200100118002689401
ინსტანცია
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №200100118002689401-1ბ/1628-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ვ-–--------–--–---–---------------------------------–-------–-–----- იანვარს, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გუ---------------------------–-------------

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სასჯელი: ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა თ----------- და მოითხოვა მსჯავრდებულ ვ-–--------–--–---–- დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი;

 

დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ვ-–--------–--–---–- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის ე.ი. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა და რეალიზაცია; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

სასამართლომ დაადგინა :

 

გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, ვ-–--------–--–---–მა შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შეიძინა და აქციზური მარკის გარეშე შეინახა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი, „IQOS-ის“ მოწყობილობით მოსაწევი სიგარეტი, თამბაქოს ნაწარმი - 200 კოლოფი „HEETS YELLOW LABEL“ და 600 კოლოფი „HEETS AMBER LABEL“, რომლის მთლიანი საბაზრო ღირებულება შეადგენს 4000 ლარს. აღნიშნული უაქციზო საქონლის რეალიზაცია ვ-–--------–--–---–მა განახორციელა 2018 წლის 15 სექტემბერს და 6400 ლარად მიჰყიდა საქმეში ოპერატიულად ჩართულ პ----ა სუ-----ს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ვ-–--------–--–---–ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: მოწმეების გი------------–-----ს, პ---------------, კ----------------–---–-ს, ვ-–--------–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, მსჯავრდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ვ-–--------–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებებით, სასაქონლო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, საიდუმლო მასალების დათვალიერების ოქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ოქმი N183 და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ვ-–--------–--–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულია მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის ე.ი. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა და რეალიზაცია;

 

პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დანაშაულის უშუალო ობიექტია ქვეყნის საფინანსო ინტერესები. დანაშაულის საგანია მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონელი მათ შორის მოსაწევი სიგარეტი, თამბაქოს ნაწარმი; დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებაში, შენახვაში, რეალიზაციასა ან გადაზიდვაში.

 

აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება, როდესაც აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება აღემატება ორი ათას ლარს. სუბიექტურ მხრივ დანაშაული განზრახვას გულისხმობს, განზრახვა როგორც წესი პირდაპირია, ხოლო მოტივი ანგარებითია, თუმცა მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ვ-–---------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის ე.ი. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა და რეალიზაცია, სასამართლოს დასკვნა ვ-–--------–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მსჯავრდებულ ვ-–--------–--–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას გი------------–-----ს, პ---------------, კ----------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებს, დათვალიერების ოქმებს, მსჯავრდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, ვ-–--------–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმს, ამოღების ოქმს, სასაქონლო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მსჯავრდებულ ვ-–--------–--–---–ის მიერ დადასტურებული იქნა ის ფაქტი, რომ მან შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შეიძინა და აქციზური მარკის გარეშე შეინახა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი, „IQOS-ის“ მოწყობილობით მოსაწევი სიგარეტი, თამბაქოს ნაწარმი - 200 კოლოფი „HEETS YELLOW LABEL“ და 600 კოლოფი „HEETS AMBER LABEL“, ხოლო სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 800 კოლოფი თამბაქოს ნაწარმის მთლიანი საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით შეადგენს 4000 ლარს; შესაბამისად აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება აღემატება ორი ათას ლარს. აღნიშნული უაქციზო საქონლის რეალიზაცია ვ-–--------–--–---–მა განახორციელა 2018 წლის 15სექტემბერს და 6400 ლარად მიჰყიდა საქმეში ოპერატიულად ჩართულ პ----ა სუ-----ს, რაც დადასტურებული იქნა მოწმე პ--------------- მიერ. ამდენად სახეზეა ვ-–--------–--–---–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვ-–---------–--–ვილის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ-–---------–--–ვილის ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის ე.ი. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა და რეალიზაცია; ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვ-–--------–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება, ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ის გარემოება რომ ნასამართლევია;

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ვ-–--------–--–---–ის მიმართ სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში. ვ-–--------–--–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი;

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) და დამამძიმებელი გარემოებების (ნასამართლევია), დანაშაულის მოტივის და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განაჩენი, ვ-–----------–-–---–-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: კ----------------–---–----- ამოღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოდან გამოთხოვილი ფულადი თანხა 6400 ლარი, დალუქული ერთ პაკეტად, ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

პ--------------- მიერ წარმოდგენილი საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი უაქციზო სიგარეტი „HEETS“ სულ 62 ბლოკი და 180 კოლოფი, რაც დალუქული ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

ფარული აუდიო-ვიდეო გადაღების ამსახველი მასალები 02 ცალი DVD დისკი, დალუქული ერთ პაკეტად ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა თე--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. ვ-–--------–--–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარი.

 

ვ-–--------–--–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 15 სექტემბრიდან, 2018 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი, საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარი.

 

4. ვ-–--------–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ვ-–--------–--–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით დაყადაღებულ ვ-–---------------–--–---–------------------7) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება - კ----------------–---–----- ამოღებული - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოდან გამოთხოვილი ფულადი თანხა 6400 ლარი, დალუქული ერთ პაკეტად, ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

პ--------------- მიერ წარმოდგენილი საკონტროლო შესყიდვის შედეგად შეძენილი უაქციზო სიგარეტი „HEETS“ სულ 62 ბლოკი და 180 კოლოფი, რაც დალუქული ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

ფარული აუდიო-ვიდეო გადაღების ამსახველი მასალები 02 ცალი DVD დისკი, დალუქული ერთ პაკეტად ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი