განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100118002465343-1ბ/1651-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
31 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: გ-------------–---------–----------------------–-------–-–----- ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პ--------------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------–--
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6 თვე;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ-------–-------–-----------–------------------–-----------------------------------------–-------–---–----მ და ითხოვა გ----------–------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველ ნაწილთან ერთად ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის თებერვლის თვეში, გ----------–------- მივიდა ქ.თბილისში, გლ-----------–-----------------------------------------------------------ს კარებთან და ითხოვდა ბინაში შესვლას. გ----------–------- იყო ნასვამ მდგომარეობაში და ხელში ეჭირა დანა, რაც ზ-------------ვამ კარის სათვალურიდან დაინახა. გ----------–------- კარებს ურტყამდა წიხლებს და ემუქრებოდა ბინაში მყოფ მეუღლის დედას ზ----------------, რომ მოკლავდა, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. გ----------–-------ს ქმედებით, ზ---------------- გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, რის შედეგადაც მიადგა მორალური ზიანი.
1.2.2018 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თბილისში, გ-–----–-------------------------–- განთავსებულ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ არსებულ სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ გარე პერიმეტრზე გ----------–------მა შვილს ო----------------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ,სახეში მთელი ძალით დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა :
გ----------–------- უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში.
გ----------–------მა 2018 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თბილისში, გ-–----–-------------------------–- განთავსებულ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ არსებულ სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ გარე პერიმეტრზე შვილს ო----------------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახეში ძლიერად დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ ო------------------ ჩვენებით, არის მსჯავრდებულის შვილი. სახლში ცხოვრობს დედასთან ლ-------------------ან, ბებიასთან ზ----------------თან და ძმასთან ერთად. მის მშობლებს ხშირი კონფლიქტი ჰქონდათ მსჯავრდებულის ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, რა დროსაც გ----–------- აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ----------------- საჩივრით მიმართა პოლიციას მსჯავრდებულის წინააღმდეგ, რამაც გ----–------- გააღიზიანა, შვილი კი მამას მოუწოდებდა, აღარ ეცადა მეუღლესთან შერიგება. 2018 წლის 19 თებერვალს, ნასვამ მგომარეობაში მყოფმა გ----–----------ას სამსახურში მიაკითხა და გარეთ გამოიყვანა სასაუბროდ. გ----–------- შვილისგან მოითხოვდა პასუხს ლ----------------- მიერ პოლიციისადმი მიმართვის გამო, აგინებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ კი სახეში ძლიერად გაარტყა ხელი, რის გამოც განიცადა ტკივილი. ო.მი---------- თვითონაც გაარტყა ხელი მამას, თუმცა კონფლიქტის მონაწილეები გააშველეს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა. მან დედისა და ბებიისაგან გადმოცემით იცის, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ----------–------- მივიდა ზ----------------თან სახლში, დაკეტილ რკინის კარზე 15-20 წუთის განმავლობაში აბრახუნებდა და დანით ხელში ემუქრებოდა მეუღლის დედას სიცოცხლის მოსპობით.
მოწმე ლ----------------- ჩვენებით, გ----------–------- მისი მეუღლეა. თანაცხოვრებისას ხშირი იყო მეუღლეებს შორის კონფლიქტები და მსჯავრდებულის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. ბოლო კონფლიქტი გახდა საფუძველი იმისა, რომ გ----------–------ს სახლი დაატოვებინეს და რამდენიმე თვე აღარ გამოჩენილა. 2018 წლის 16 თებერვალს (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს), ტელეფონით შეატყობინა დედამ ზ----------------- რომ მათთან სახლში მისული იყო ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ----------–-------, კარზე აბრახუნებდა და რაღაც საგნით კაწრავდა, ამასთანავე ემუქრებოდა მეუღლის დედას სიცოცხლის მოსპობით, თუკი კარს არ გააღებდა. ასაკოვანი ქალბატონი ძალიან შეშინებული იყო და შვილს სახლში მისვლა სთხოვა. მისივე განმარტებით, მსჯავრდებულს ბინიდან დაუძახა, რომ საპატრულო პოლიციას გამოიძახებდა, თუკი არ წავიდოდა, აღნიშნულის გაგონებაზე გ----–-------ა დატოვა შემთხვევის ადგილი. აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე დღეში, გ----------–------მა სამსახურში მიაკითხა შვილს ო-----------------, რა დროსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, ხელი გაარტყა სახის არეში. მომხდარის თაობაზე ინფორმაციას ფლობს შვილისაგან.
დაზარალებულ ზ---------------- ჩვენებით, მსჯავრდებული არის ყოფილი სიძე, მისი შვილის ლ----------------- ქმარი. მეუღლესთან კონფლიქტების გამო გ----------–------- წავიდა სახლიდან და რამდენიმე თვე აღარ დაბრუნებულა. 2018 წლის თებერვლის თვეში, ნასვამი გ----------–------- მივიდა მის საცხოვრებელ ბინაში გლდანში, ფეხით აბრახუნებდა კარზე და ითხოვდა კარის გაღებას. გ----------–------- მას დაემუქრა, რომ თუკი ბინაში არ შეუშვებდა, კარს შეამტვრევდა და მოკლავდა. მიუხედავად იმისა, რომ მუქარა რეალურად აღიქვა, კარი მაინც არ გააღო ზ-------------ვამ და გააფრთხილა მსჯავრდებული, რომ თუკი არ წავიდოდა, საპატრულო პოლიციას გამოიძახებდა. აღნიშნულის გაგონებაზე, მსჯავრდებული 2 წუთით გაჩერდა და წავიდა. მას გ-------- ხელში დანა არ დაუნახავს. მსჯავრდებულის წასვლის შემდეგ კარი დაკაწრული დახვდა და ივარაუდა, რომ გ-------- ქმედებით იყო გამოწვეული, თუმცა დანით, ლურსმნით თუ სხვა რაიმე საგნით, არ იცის. მისთვის ასევე ცნობილია, რომ ნასვამმა მსჯავრდებულმა სამსახურში მიაკითხა შვილს, ო----------------- და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა სახეში.
დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 24 მაისს 16:10 საათზე, მსჯავრდებულის სახით დაკავებული იქნა გურამ ს--–------- (გამომძიებელი უ.------–---–ი).
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის გ----------–-------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა მიუთითებს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე,განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ გ----------–------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ოჯახის წევრად ითვლება შვილი; ამ დანაშაულის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება, იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. ამდენად დაზარალებული (მსხვერპლი) უნდა იყოს ოჯახის წევრი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
პალატა მიუთითებს, რომ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში, როგორიცაა ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში იგულისხმება ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
სუბიექტურ მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით იგი შესაძლოა ჩადენილი იქნეს როგორც პირდაპირი განზრახვით, ასევე არაპირდაპირი განზრახვით.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ----------–-------ს მიერ ჩადენილი ქმედების ოჯახში ძალადობის ფაქტი კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულებისა და მოწმის ჩვენებებით, უტყუარად დასტურდება გ----------–-------ს მიერ შვილის ო------------------ მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, რამაც დაზარალებულ ო---------------იზიკური ტკივილი მიაყენა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სასამართლო სხდომაზე თავად მსჯავრდებულმა დაადასტურა, რომ შვილს სახეში ნამდვილად დაარტყა ხელი, თუმცა განმარტა, რომ ეს არ იყო ძლიერი დარტყმა და დაზარალებულს ტკივილს ვერ მიაყენებდა, თუმცა ვერ იქნება გაზიარებული მსჯავრდებულის განმარტება, განცდილი ფიზიკური ტკივილის თაობაზე, ვინაიდან ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის სუბიექტურ აღქმას, რომელმაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, რომ მამის მიერ განხორციელებულმა ფიზიკურმა ძალადობამ მას ტკივილი მიაყენა.
პალატა განმარტავს, რომ ზოგადად ფიზიკური ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების და მსჯელობის საგანია, რომელზეც როგორც წესი მიუთითებს დაზარალებული და თუნდაც იმ პირობებში როდესაც მას დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, პალატა იზიარებს დაზარალებულის ჩვენებას ტკივილის განცდის ნაწილში, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ჩვენება მისცა და განმარტა რომ მსჯავრდებულმა სახეში ძლიერად გაარტყა ხელი, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად გ----------–------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; შესაბამისად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ გ----------–-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ვერ ადასტურებენ მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და ისინი არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. პალატა აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს გ) პირის ფსიქიკური ტანჯვას ან/და დ) პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს და ე) აიძულებს დაზარალებულს მნიშვნელოვნად შეიცვალოს ცხოვრების წესი ან უქმნის ასეთი ცვლილების რეალურ საჭიროებას. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტურ მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
აღსანიშნავია, ასევე, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აღიარებული დებულება, არამედ - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით რელევანტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა გ----------–-------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების, ანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ის ფაქტი, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში, გ----------–------- მივიდა ქ.თბილისში, გლ-----------–-----------------------------------------------------------ს კარებთან და ითხოვდა ბინაში შესვლას. გ----------–------- იყო ნასვამ მდგომარეობაში და ხელში ეჭირა დანა, რაც ზ-------------ვამ კარის სათვალურიდან დაინახა. გ----------–------- კარებს ურტყამდა წიხლებს და ემუქრებოდა ბინაში მყოფ მეუღლის დედას ზ----------------, რომ მოკლავდა, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. გ----------–-------ს ქმედებით, ზ---------------- გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, რის შედეგადაც მიადგა მორალური ზიანი.
კონკრეტულ შემთხვევაში გ----------–-------ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ გ----------–------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულება რომლითაც დადასტურებული იქნებოდა მუქარის ფაქტის არსებობა, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები ო-----------------------–--------------ვა არ არიან მსჯავრდებულის მხრიდან განხორციელებული მუქარის თვითმხილველი მოწმეები და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ ზ----------------აგან, უშუალოდ ფაქტს არ შესწრებიან ასეთი ჩვენება კი წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კი ირიბ ჩვენებას მართალია დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს, თუმცა პრაქტიკის მიხედვით არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას.
პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეები ო-----------------------–--------------ვა მხოლოდ ირიბად მიუთითებს მსჯავრდებულის ბრალეულობაზე წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი განსაზღვრავს ირიბი ჩვენების დეფინაციას, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.’’
პალატა აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იმავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. თუმცა იმავე გადაწყვეტილების თანახმად - ,,საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. პირის მსჯავრდება დაუშვებელია და გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ ირიბი ჩვენებებისა ან/და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე.
ირიბი მტკიცებულების გამოყენებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეულ შემთხვევაში დგას საკითხი, არსებობდა თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მათ შორის ღონისძიებები, რომელიც ასეთი მოწმის ჩვენების სანდოობის სამართლიანი და სათანადო შეფასების საშუალებას იძლევა. მსჯავრდება შეიძლება დაფუძნებული იყოს ამგვარ მტკიცებულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა (იხილეთ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [GC], cited above, § 147). სხვა საქმეზე სასამართლო განმარტავს, რომ ირიბი მოწმის ჩვენება არ უნდა იყოს არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი მსჯავრდებისათვის, 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმე - ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (SCHATSCHASCHWILI v. GERMANY) სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულება არ უნდა იყოს ,,გადამწყვეტი” და არ უნდა განაპირობებდეს განმცხადებლის მსჯავრდებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ხელთ არსებული ინფორმაციის წყარო იყო თავად დაზარალებული, რომლის ჩვენებით, არ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოება, რომ გ----------–------- დანით ხელში ემუქრებოდა დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ ზ-------------ვამ კატეგორიულად განმარტა, რომ მას მსჯავრდებულის ხელში არა თუ დანა არ დაუნახავს, თავად გ. ს--–-------ც არ დაუნახავს. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ გ----------–------თან მას ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა და კონკრეტულ დღემდე, მსჯავრდებულის მხრიდან მუქარას ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. დაზარალებულის პირველივე გაფრთხილებაზე, რომ გამოიძახებდა საპატრულო პოლიციას, თუკი არ წავიდოდა, გ----------–------მა დატოვა შემთხვევის ადგილი. დაზარალებულის განმარტებით, გ----------–------მა მის მიმართ მუქარა განახორციელა ჩაკეტილ რკინის კარს მიღმა. დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას განსახილველ საქმეზე, ხოლო მეორეს მხრივ მის მიერ აღწერილი ფაქტები და ფაქტისადმი მისი დამოკიდებულება, პალატის შეფასებით, არადამაჯერებელია და გადმოცემულია გაზვიადებულად.
პალატა უთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია ეროვნულმა სასამართლომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები და მსჯავრდებისას დაუსაბუთებლად არ დაეყრდნონ იმ მტკიცებულებებს, რომლის კანონიერებასა და სანდოობასაც დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებდა. ევროსასამართლო უთითებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტები (განაცხადები No 12315/04 და 17605/04, 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება, პუნქტები: 57-72).
ამასთან პალატა განმარტავს, რომ მუქარა წარმოადგენს ვერბალური ფორმით გამოხატულ დანაშაულს და დაზარალებულის ან/და ფაქტის შემსწრე პირთა ჩვენებების და სხვა პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე ამ დანაშაულებრივი ფაქტის დადგენის შესაძლებლობა სასამართლოს არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის პოზიციას გ----------–-------ს ბრალეულობის შესახებ ამგვარი მტკიცებულებები არ ამყარებს, რადგან არ წარმოდგენილა და გამოკვლეულა რაიმე სახის სხვა მტკიცებულება, რაც პირდაპირ დაადასტურებდა აღნიშნული ქმედებების მსჯავრდებულის მიერ განხორციელებას, გარდა თავად დაზარალებულ ჩვენებისა.
პალატა მიუთითებს გარდა იმისა, რომ დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას მსჯავრდებულის მიერ შესაძლო მუქარის ჩადენის ფაქტზე. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სპეციფიურ მუხლს და ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით. დანაშაულის შემადგენლობისათვის გადამწყვეტი არ არის მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. შიშის საფუძვლიანობის დასადგენად, სასამართლომ არ უნდა იხელმძღვანელოს არც მხოლოდ სუბიექტური და არც მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით. თუ იხელმძღვანელებს მხოლოდ სუბიექტური კრიტერიუმებით, მაშინ მუქარად უნდა აღვიქვათ მშიშარა ადამიანის მიმართ შემთხვევით წამოცდენილი არასერიოზული მუქარაც. თუ იხელმძღვანელებს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, მაშინ მუქარად უნდა დაკვალიფიციერდეს ისეთი შემთხვევაც, როცა ჩვეულებრივი ფსიქიკური კონსტიტუციის მქონე ადამიანისათვის ეს მუქარა შიშის მომგვრელია, მაგრამ ამ შემთხვევაში პირს, რომელსაც დაემუქრნენ, საერთოდ არ გასჩენია მუქარის განხორციელების შიში, რაც ასევე არ იქნება გამართლებული.
ამასთან დაკავშირებით კი პალატა განმარტავს, რომ შესაძლო დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
შესაბამისად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, მსჯავრდებულ გ----------–-------ს მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ, ზემოაღნიშნულ სტანდარტს.
ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ გ----------–------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენი გ----------–-------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ----------–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობა არ გააჩნია.
გ----------–------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა შესაბამისი სანქციის ფარგლებში.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია), დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია) დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ----------–------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ----------–-------სათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი, გ----------–-------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3. გ----------–------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
4. გ----------–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. მსჯავრდებულ გ----------–------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 მაისიდან.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. ჯეირანაშვილი