განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2018
საქმის ნომერი
330100118002360116
ინსტანცია
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/1503-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - ა----------------–ის,ადვოკატ - ნ------–-------ის,მსჯავრდებულ - ბ----------------ას მონაწილეობით,მსჯავრდებულ ბ----------------ასა და მისი ადვოკატის ნ------–-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ბ----------------ას მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–-------------------–ი ო------ა, მ---------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით:

 

ბ----------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ბ----------------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 15 თებერვლიდან.

 

ბ----------------ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 14 თებერვალს, ვ-–--------ს ბინიდან მატერიალური ფასეულობების დაუფლების მიზნით, ბ----------------ა მივიდა ვ-–--------ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ-------–--–-------------–----------------------------------------სი, ბ-----------ში და შეეცადა უკანონო შეღწევის გზით დაუფლებოდა მატერიალურ ფასეულობებს, რა დროსაც იგი შენიშნა ამავე კორპუსში მცხოვრებმა - შ--–----------–---–-ა, რის გამოც ბ----------------ამ ვერ შეძლო თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა. იგი სწრაფად გაეცალა კორპუსს და ავტომანქანით მიიმალა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ----------------ამ და მისმა ადვოკატმა ნ------–-------ემ, რომლებმაც ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ბ----------------ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

 

დაცვის მხარის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებების და მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. განაჩენი ემყარება მხოლოდ შ--–----------–---–ის მიერ მიცემულ დამაჯერებლობას მოკლებულ ჩვენებას, რომელიც წინააღმდეგობაშია საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან. აღნიშნული მოწმის მითითებით, იგი საგამოძიებო მოქმედებებში ეხმარებოდა გამომძიებელს და აჩვენა ადგილი, თუ სად გადააგდო სახრახნისი მსჯავრდებულმა, თუმცა იმავე დროს, როდესაც მიმდინარეობდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, შ--–----------–---–ი პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდა მოწმის სახით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართული ფოტოსურათების თანახმად კი, კორპუსის მდებარეობის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მისი უკანა ეზოში გამავალი კიბის ჭრილი სრულიად არის შემინული დაბურული მინებით, შეუძლებელია მოწმეს დაენახა ვინმეს გადაადგილება. გარდა ამისა, დაცვის მხარე განმარტავს, რომ ფაცხა, სადაც ნაპოვნი იქნა სახრახნისი, მდებარეობს სადარბაზოდან 30 მეტრში, ხოლო კიბის ჭრილი არის ვიწრო ფანჯრის მქონე და შესაბამისად, ვიწრო ხედვის არეალს იძლევა. ამასთან, იმ პიროებებში, როდესაც მოწმე ამბობს, რომ დამნაშავეს სახრახნისის გადაგდებისას ხელზე ხელთათმანი არ ეკეთა, სახრახნისიდან არ არის ამოღებული მისი ხელის კვლები. დამცველი ასევე განმარტავს, რომ შ--–----------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მიწორდებული ინფორმაცია არ არის შესაბამისობაში მიერ მიერ პირის ამოცნობის ოქმთანაც. კერძოდ, მოწმე უთითებს, რომ პირის ამოსაცნობად მივიდა საღამოს 18 საათზე, ხოლო ამოცნობის ოქმზე შედგენის დროდ მითითებულია საღამოს 21 საათი. რაც შეეხება შ--–----------–---–ის განმარტებას, რომ მსჯავრდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას ავტომობილით ეჯახებოდა გ-------------–--ლს, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ თავად გ-------------–--ლმა განაცხადა სასამართლოს სხდომაზე, რომ ბ----------------ას პირველად ხედავს. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს საქმეზე წარმოდგენილ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვანზეც და აღნიშნავს, რომ როგორც ექსპერტმა განაცხადა, 100%-ით ვერ დაადასტურებდა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორეს, რაც დასკვანის არაკატეგორიულობაზე მიანიშნებს.

 

მსჯავრდებულმა ბ----------------ამ და მისმა ადვოკატმა ნ------–-------ემ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ბ----------------ას და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ბ----------------ას ბრალეულობა, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ვ-–--------მ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ-------–--–-------------–---------------------------------------–-. მიმდინარე წლის 14 თებერვალს სახლიდან იყო გასული პირად საქმეებზე, რა დროსაც დაურეკა მეზობელმა და უთხრა, რომ სცადეს მისი ბინის გაქურდვა. ადგილზე მისვლისას მეზობელმა - შ--–----------–---–-ა, რომელიც ცხოვრობს მისი ბინის ზედა სართულზე, განუმარტა, რომ როცა სახლში მიდიოდა და კიბეებზე არბოდა, დაინახა მის (ვ-–--------ს) კართან მდგომი უცნობი პიროვნება, რომელმაც შ--–----------–---–ის დანახვაზე მიატოვა იქაურობა და წავიდა. შ--–----------–---–-ა ასევე უთხრა, რომ დაინახა იქვე, კართან დაყრილი საკეტის ნამტვრევები და მოტეხილი კარის სახელური. დაზარალებულმა განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში; ასევე ნახა მეზობლის - გ-------------–--ლის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც დაფიქსირებული იყო სავარაუდოდ ქურდობის მცდელობის ჩამდენი პირის ავტომობილით გადაადგილება. მეორე დღეს, 2018 წლის 15 თებერვალს, იმყოფებოდა თბილისში, ,,ზ-------------ის“ ტერიტორიაზე, რა დროსაც შენიშნა სწორედ იმ მარკისა და სახელმწიფო ნომრების მქონე ავტომანქანა - წითელი ფერის „ტოიოტა ქამრი“, რომელიც ნანახი ყავდა გ-------------–--ლის მიერ გადაღებულ ვიდეოში. იგი (ვ-–--------) დაუკავშირდა გამომძიებელს და მოახსენა აღნიშნულის შესახებ. ადგილზე მალევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს აღნიშნულ მანქანასთან მისული პიროვნება. როგორც შ--–----------–---–-ა აღუწერა, მის ბინასთან ნანახი პირი იყო 40-45 წლის მამაკაცი, თხელი ცხვირით და თხელი ტუჩებით. ვ-–--------მ მიუთითა ბრალდებულზე, რომ მისი გარეგნობა ზუსტად ემთხვევა შ--–----------–---–ის მიერ აღწერილი პიროვნების გარეგნობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ--–----------–---–-ა განმარტა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით დღის პირველ ნახევარში იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის - ვ---------–-------------------------------- კორპუსის ეზოში. გადაწყვიტა ასულიყო პირველ სადარბაზოში, მესამე სართულზე მდებარე თავის ბინაში, რა დროსაც სადარბაზოში სწრაფად შეირბინა, ხოლო შემდეგ ჩვეულებრივ გაადრძელა მოძრაობა. მეორე სართულზე შენიშნა ვ-–--------ს საცხოვრებელი ბინის კართან მდგომი პიროვნება, რომელიც ოდნავ მუხლებში მოხრილი იყო და ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ რაღაცას აკეთებდა. აღნიშნული პიროვნება მოტრიალდა და გვერდზე გაუარა, ხელზე ეკეთა წითელი ფერის სამუშაო ხელთათმანები და ხელში ეჭირა ყვითელტარიანი სახრახნისი; ეფარა ქუდი, ეცვა ნაჭრის ქურთუკი და ლურჯი ფერის შარვალი. ვიზუალურად კარგად დააფიქსირა აღნიშნული პიროვნება. იგი (შ--–----------–---–ი) სწრაფად მიტრიალდა მისკენ და დაინახა, რომ კარის საკეტი იყო დაშლილი, გააგრძელა გზა და გადაიხედა სადარბაზოს უკანა მხარეს არსებული ჭრილიდან; დაინახა, რომ ეს პიროვნება გავიდა სადარბაზოდან, ხელთათმანები ჩაიდო ჯიბეში და დაახლოებით 30 მეტრში მდებარე ფაცხასთან, გასასვლელ ბილიკზე დააგდო სახრახნისი. მოწმემ განმარტა, რომ სწრაფი ნაბიჯით ჩაირბინა ქვემოთ და უკან გაყვა უცნობ პირს ისე, რომ იგი ვერ ხედავდა. აღნიშნული პიროვნება შევიდა მესამე სადარბაზოში, დაახლოებით ათი წამი გაჩერდა სადარბაზოს კართან და მერე წინ გააგრძელა მოძრაობა, შემოუარა ავტოფარეხებს და ჩაჯდა წითელი ფერის ავტომანქანა „ტოიოტა ქამრიში“. მას (შ--–----------–---–ს) იმ დროს არ ჰქონდა ისეთი ტელეფონი, რომლითაც შეეძლო ამ პირის გადაღება, ამიტომ ეზოში მყოფ მეზობელ გ-------------–---–ს სთხოვა, რომ როდესაც აღნიშნული მანქანა გამოივლიდა, გადაეღო იგი. ამასთან, გ------------ა - გ-------------–--ლი გაჩერების მიზნით გადაუდგა მანქანას, მაგრამ მძღოლმა აარიდა, სიჩქარეს მოუმატა და წავიდა. ასევე გ-------------–--ლმა დარეკა პოლიციაში. როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, ყველა შეკითხვაზე უპასუხა. პოლიციის განყოფილებაში მისული იყო როგორც შემთხვევის დღეს, ასევე მეორე დღეს. შ--–----------–---–-ა ასევე დაადასტურა, რომ 15 თებერვალს, პოლიციის განყოფილებაში ამოიცნო ბ----------------ა. იგი ამოსაცნობად დაახლოებით 6-დან, 7 საათამდე პერიოდში მივიდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------------------–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, 13:40 საათზე იმყოფებოდა ეზოში, კუთვნილ მანქანასთან, სადაც მივიდა მეზობელი შ--–----------–---–ი და იძახდა, რომ დაეფიქსირებინა წითელი მანქანა, რომელშიც იჯდა „ქურდი“ და მალე გამოივლიდა. როცა შ--–----------–---–ის მიერ მითითებულმა მანქანამ გამოიარა, საკუთარი ტელეფონით გადაიღო იგი, რომელიც მოდიოდა დაბალი სიჩქარით, თუმცა მას შემდეგ, რაც მამამისი - გ-------------–--ლი და შ--–----------–---–ი გადაუდგნენ და ხმამაღლა დაუძახეს, რომ გაეჩერებინა, მძღოლი არ დაემორჩილა მათ და დიდი სიჩქარით გავიდა ეზოდან. ამის შემდეგ, შ--–----------–---–ის თხოვნით, მამამისმა - გ-------------–--ლმა დარეკა 112-ში. მომხდარის შესახებ შ--–----------–---–-ა უფრო დეტალურად იცოდა ყველაფერი და ის ესაუბრა პოლიციის თანამშრომლებს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გადაღებული ვიდეო-ჩანაწერი დისკზე ჩაიწერა და ნებაყოფლობით წარუდგინა პოლიციას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------------–--ლმა განმარტა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს შვილთან - გ-------------–--ლთან ერთად იმყოფებოდა ეზოში, რა დროსაც დაინახა, რომ გამორბოდა მისთვის უცნობი პიროვნება, მან დაარტყა წრე და ჩაჯდა წითელი ფერის ავტომანქანაში. ამის შემდეგ გამოვიდა მეზობელი შ--–----------–---–ი და მის შვილს უთხრა, რომ ავტომობილი გამოივლიდა და ტელეფონით დაეფიქსირებინა მისი გადაადგილება. შალვამ ასევე თქვა, რომ ეს პიროვნება ცდილობდა ბინის გაქურდვას და გაეჩერებინათ. შეჩერების მიზნით მანქანას წინ გადაუდგა, თუმცა მან მოუმატა სიჩქარეს და მიიმალა. მოწმემ განმარტა, რომ პიროვნებას, რომელიც სადარბაზოდან გამორბოდა, ვერ ამსგავსებს სხდომაზე წარმოდგენილ ბ----------------ას, იმ პირს უფრო მოკლე თმა ქონდა, თუმცა მისთვის სადარბაზოდან გამოსვლისას ყურადღება არ მიუქცევია, შალვა რომ გამოვიდა და უთხრა მომხდარის შესახებ, უკვე გვიანი იყო, ის პირი „გარაჟების“ უკან იყო გასული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ-------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 15 თებერვალს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მათმა თანამშრომელმა დაზარალებულისაგან მიიღო ინფორმაცია, რომ პირი, რომელმაც ჩაიდინა ბინის ქურდობის მცდელობა, უნდა ყოფილიყო ზ-------------ში, რესტორან „ნიკალას ეზო კახეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, წითელი ფერის „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილით. ინფორმაციის საფუძველზე ს----------–----–---–--ან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ დაზარალებული ვ-–--------. მან მიუთითა ავტომანქანაზე, რომლითაც გადაადგილდებოდა დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირი. დაახლოებით ორ წუთში პიროვნება, როგორც შემდგომ დადგინდა - ბ----------------ა, მივიდა მანქანასთან და კარის გაღების დროს მოხდა მისი დაკავება. ადგილზე გამოიტანეს დადგენილება და ჩაატარეს ავტომანქანის ჩხრეკა, რის შედეგადაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა. მათ მიერ მოხდა ავტომანქანის ამოღება, რომელიც დაილუქა და გადაყვანილ იქნა ავტოსადგომზე. მოწმემ დამაზუსტებელ კითხვაზე განმარტა, რომ ბრალდებულის დაკავების ადგილიდან პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობამდე მისასვლელად 7 წუთი საჭიროც არაა, ვინაიდან აღნიშნული ადგილები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდოამზე მოწმე ს----------–----–---–მა. ასევე, დეტექტივ-გამომძიებელმა გ---------------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ--------------------ამ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. გარადა ამისა, შემთხვევიდან მეორე დღეს დაურეკა დაზარალებულმა და შეატყობინა, რომ ავტომობილი - წითელი ფერის „ქამრი“, რომლითაც მისი მეზობლების განმარტებით, ქმედების შესაძლო ჩამდენმა პირმა მიატოვა შემთხვევის ადგილი, იყო მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მან (ვ--------------------ამ) ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ შეტყობინების მიღებიდან დაუყოვნებლივ გაემართნენ შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად. დაზარალებულის ბინის კარი იყო ჩაკეტილი, ბინაში შეღწევას ადგილი არ ქონია, მხოლოდ საკეტებს აღენიშნებოდა დაზიანებები. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ კარის ნოხიდან აღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუში. შემდეგ გაშვებული იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც გავიდა კორპუსის უკანა ეზოში სკვერის მხარეს და რამდენიმე მერტში შეჩერდა მოყვითალო ფერის სახრახნისთან. სახრახნისი და საკეტის გულები ამოღებული იქნა. ბინის კარი დაქტილოსკოპიურად დამუშავდა, მაგრამ კვლები ვერ იქნა აღმოჩენილი. შემთხვევის ადგილს ათვალიერებდნენ თავად, ოთხი ექსპერტი და დაზარალებული.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურის ექსპერტებმა კ-------------------–-–---------–---–მაც.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--–---------მ განმარტა, რომ ბ----------------ა არის მისი ოჯახის ახლობელი. 2018 წლის 13 თებერვალს, საღამოს დაურეკა გ-------–------------------მ და აცნობა, რომ 14 თებერვალს ბ---- ქ-----ა უნდა მისულიყო მასთან სტუმრად და ისიც მიიწვია. 14 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, იგი (გ--–---------) გავიდა საცხოვრებელი სახლიდან - ვარკეთილი 3, პირველი მიკრორაიონის 36-ე კორპუსიდან, რა დროსაც მის სახლთან ახლოს, ვარკეთილი 3, მე-2 მიკრორაიონში დაინახა ბ---- ქ-----ა, რომელიც იყო ფეხით, მისი მანქანიდან დაახლოებით 20-25 მეტრის მოშორებით, გზის მეორე მხარეს. იგი (გ--–---------) გადმოვიდა ავტომანქანიდან და ორჯერ დაუძახა, თუმცა ვერ გაიგო, ჩაჯდა თავის მანქანაში და წავიდა. როცა გ-------–--------თან მივიდა, დაახლოებით 20-25 წუთში ბ----ც მივიდა. გ-------–--------თან ერთად დალია ალკოჰოლური სასმელი, ხოლო ბ---- არ სვამდა, საღამომდე ისაუბრეს და დაიშალნენ. გ--–---------ს განმარტებით, მისი საცხოვრებელი კორპუსი, გ-------–-------- საცხოვრებელი და ის კორპუსი, სადაც ბ---- ქ-----ა შენიშნა, ერთმანეთთან არიან ახლოს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------–------ამ განმარტა, რომ ბ----------------ა არის მისი ოჯახის ახლობელი. 2018 წლის თებერვლის დასაწყისში იგი ნახა მარტვილის რაიონის სოფელ ო------აში, რა დროსაც უთხრა, რომ თბილისში ჩასვლის შემთხვევაში სტუმრად მისულიყო მასთან. ამის შემდეგ, 2018 წლის 13 თებერვალს, საღამოს დაურეკა ბ----------------ამ და აცნობა, რომ იყო თბილისში, თუმაც რასთან დაკავშირებით იყო ჩამოსული, არ უთქვამს. ბ---------ს შესთავაზა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს მისულიყო მასთან სტუმრად. ასევე დაპატიჟა ახლობელი გ--–---------. 2018 წლის 14 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, შუადღისას ჯერ გ--–--------- მივიდა მასთან, შემდეგ კი ბ---------ი. ისინი საუბრობდნენ დაახლოებით სამი საათის განმავლობაში, ამასთან, მან და გ--–-- დალიეს ალკოჰოლური სასმელი, ბ---- არ სვამდა, ვინაიდან მანქანით იყო. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ბ----------------ას მისი სახლისთვის ადვილად არ მიუგნია, როგორც იცის, კორპუსი შეეშალა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----------–---მ განმარტა, რომ არის ელექტრიკოსი. 2018 წლის 14 თებერვალს გამოძახება ქონდა ვარკეთილი 3, მე-2 მიკრორაიონის 23 კორპუსში. გამოცხადდა მისამართზე, მეოთხე სართულზე, მაგრამ სახლში არავინ დახვდა და ეზოში ჩამოვიდა ფეხით. მესამე სართულზე შეხვდა პიროვნება - ბ----------------ა, რომელმაც კითხა, თუ სად ცხოვრობდა გ-------–------ა. მან (ნ-----------–---მ) აუხსნა, რომ არ იყო ამ უბნელი და შემთხვევით იყო ამ კორპუსში. ისინი ერთად ჩამოვიდნენ კიბეებზე, გამოვიდნენ ცენტრალური გამოსასვლელიდან და დაცილდნენ ეზოში, ბ----------------ა ჩაჯდა წითელი ფერის მანქანაში და წავიდა. სადარბაზოდან მარტოები გამოვიდნენ, მათ არავინ მოყვებოდათ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ქ-------–--–-------------–------------------------------–- მდებარე ვ-–--------ს საცხოვრებელი ბ------. ბინა მდებარეობს აღნიშნული კორპუსის პირველ სადარბაზოში, მე-2 სართულზე, კიბიდან ხელმარცხნივ. ბინას აქვს რუხის ფერის შესასვლელი რკინის ერთფრთიანი კარი, კარის წინ კიბის ბაქანზე გაფენილია ფეხსაცმელების საწმენდი ხალიჩა, კარს გააჩნია ორი ცალი საკეტი მექანიზმი. ერთი მდებარეობს სახელურთან, ხოლო მე-2 კარის ქვედა ნაწილში. სახელურთან მდებარე საკეტის გულა არის გატეხილი, ქვედა საკეტი შედგება ურდულის გადამწევისაგან და უშუალოდ საკეტი მექანიზმისაგან, რომლის გულა და დამცავი ხუფი არის გატეხილი და აგდია კიბის ბაქანზე. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუში ერთ ქილად, კერძოდ აღნიშნული ბინის კარის წინ ბაქანზე ფეხსაცმელების საწმენდი ხალიჩის ზედაპირიდან. სუნის კვალზე შემთხვევის ადგილიდან გაშვებულ იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც ჩავიდა პირველ სართულზე, გავიდა სადარბაზოს უკანა გასასვლელიდან, წავიდა მარცხნივ და გაჰყვა სუნის კვალს. რამდენიმე მეტრში ბალახის ზედაპირზე აღმოჩენილ იქნა მოყვითალო ფერის ტარის მქონე სახრახნისი, სამძებრო ძაღლი შემდეგ ისევ გაჰყვა სუნის კვალს და გავიდა კორპუსის წინა მხარეს, სადაც გაჩერდა 22-ე კორპუსის მიმდებარედ. ბინაში შესასვლელ კართან, ზემოთაღნიშნული ორივე საკეტი მექანიზმი არის მოშლილ მდგომარეობაში, კარი ჩაკეტილია. კარის გაღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სახელურთან არსებული საკეტი მექანიზმის გულა გატეხილია ორ ნაწილად, ექსპერტების მიერ მოხდა ზემოაღნიშნული ორივე საკეტი მექანიზმის გულების ამოღება, რომელიც დაილუქა პოლიეთილენის პაკეტში F---------. ბინაში რაიმე სახის არეულობა არ აღინიშნება. ვ-–--------ს განმარტებით ბინიდან რაიმე ნივთი დანაშაულებრივი გზით დაუფლებული არ არის. ექსპერტების მიერ მოხდა სამძებრო ძაღლის მიერ აღმოჩენილი სახრახნისის ამოღება, რომელიც დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში F--------. წინა შესასვლელი კარი დამუშავდა დაქტილოსკოპიური ფხვნილით, მაგრამ ხელის კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა, ექსპერტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება.

 

ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა შ--–----------–---–-ა წარდგენილ პირთაგან ამოიცნო მარცხნიდან პირველი, მარჯვნიდან მესამე პირი - ბ----------------ა, რომელიც 14 თებერვალს ცდილობდა ვ-–--------ს ბინის გაქურდვას, რასაც ის პირადად შეესწრო. ამომცნობმა ამოსაცნობი პირი ამოიცნო ასაკით, აღნაგობით, სახის კანის ფერით, თვალების ფერით, თხელი ტუჩების მოყვანილობით, შემელოტებული ჭაღარაშერეული თმებით, სიმაღლით და მთლიანობაში. შ--–----------–---–ი ამოცნობის სისწორეში დარწმუნებულია.

 

ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 15 თებერვალს ჩხრეკის შედეგად წითელი ფერის ავტომანქანა „ტოიოტა ქამრი“ სახელმწიფო ნომრით Q-------Q ამოღებულ და გადმოყვანილ იქნა ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოში, სადაც დაილუქა N-------- ლუქის ბეჭდებით, რომლებზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაისვა თარიღი. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ბრალდებულ ბ----------------ასგან ექსპერტ ლ--------–-–---–ის მიერ აღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუში.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის N--------- თანახმად: სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ქ-------–--–-------------–-----------------------------------------------ს გაქურდვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, შ/ადგილიდან, კერძოდ აღნიშნული ბინის კარების წინ ფეხის საწმენდი ნოხის ზედაპირიდან და ბრალდებულისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის. სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ქ. თბილისში, ვარკეთილის 3----------------------------------------ის გაქურდვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, შ/ ადგილიდან, კერძოდ: აღნიშნული ბინის კარების წინ ფეხის საწმენდი ხალიჩის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ ბ----------------საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–---მ. მანვე დამატებით განმარტა, რომ ნიმუშების შედარება განახორციელა 3 სხვადასხვა ძაღლის მეშვეობით 3-3 ჯერ. ზოგადად ერთხელ შედარებაც საკმარისია, თუმცა თვითონ აქვს მუშაობის ასეთი მეთოდი შემუშავებული, მეტი შინაგანი რწმენისთვის. ზოგადად მის პრაქტიკაში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი ძაღლით ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში ცდომილება ყოფილიყოს.

 

ბ----------------ამ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 13 თებერვალს სოფლიდან ჩამოვიდა თბილისში. დაურეკა გ-------–--------, რომელმაც დაპატიჟა სახლში. 14 თებერვალს, დაახლოებით 10-11 საათისთვის გადაურეკა გ-------–--------, ეძებდა მის საცხოვრებელ სახლს, რომელიც მდებარეობდა ვარკეთილის მე-3 მასივი, კო------------------------–--------–--------------- კორპუსი, რომელმაც მიასწავლა, მანქანა გააჩერა კორპუსთან, შევიდა სადარბაზოში და ავიდა მესამე სართულზე, მეოთხე სართულიდან ჩამოდიოდა უცნობი მამაკაცი, რომელიც ადგილობრივი ეგონა და კითხა - ხომ არ იცოდა სად ცხოვრობდა გ-------–------ა, მამაკაცმა უთხრა, რომ იქ არ ცხოვრობდა და არ იცოდა. კორპუსის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნული კორპუსი არ იყო N--, ბ----------------ა და ის პიროვნება ერთად ჩამოვიდნენ სადარბაზოში. რადგან ბ----------------ამ თვითონ ვერ მიაგნო გ-------–-------- მისამართს, თავისი ავტომანქანით ჩავიდა ვარკეთილის მეტროსთან, აიყვანა ტაქსი, რომელმაც დაახლოებით 30-40 წუთში მიიყვანა გ-------–--------თან.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებებს მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს თავის ქმედებებში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მისი განმარტებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ ბ----------------ას მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.

 

დაზარალებულ ვ-–--------ს და მოწმეების შ--–----------–---–ის, გ------------------------–---–ის, გ-------------–--ლის, ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, ნიმუშის აღების ოქმითა და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დგინდება, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, ბ----------------ა, მატერიალური ფასეულობების დაუფლების მიზნით მივიდა ვ-–--------ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ-------–--–-------------–----------------------------------------სი, ბ-------ში და შეეცადა უკანონო შეღწევის გზით დაუფლებოდა მატერიალურ ფასეულობებს.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პალატა აფასებს რა მოწმე შ--–----------–---–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, განმარტავს, რომ მან საკმაოდ დამაჯერებლად მოასხენა სასამართლოს ვ-–--------ს ბინის ქურდობის მცდელობასთან დაკავშირებით მის თავლწინ განვითარებული მოვლენები. მოწმემ დაზუსტებით განმარტა, რომ შემთხვევა მოხდა 2018 წლის 14 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში. მან ეზოდან სწრაფი ნაბიჯით შეირბინა სადარბაზოში, ხოლო შემდეგ აუყვა კიბეებს და მეორე სართულზე ვ-–--------ს ბინის კართან შენიშნა უცხო პიროვნება, რომელიც ოდნავ მუხლებში მოხრილი იყო და რაღაცას აკეთებდა, ხელში ეჭირა ყვითელტარიანი სახრახნისი. მის დანახვაზე აღნიშნული პირი მოტრიალდა და გვერდით გაუარა. შ--–----------–---–-ა განმარტა, რომ ამ მომენტში კარგად დააფიქსირა იგი. მოწმემ ამავე დროს დაინახა, რომ ვ-–--------ს კარის საკეტი იყო დაშლილი და ნამტვრევები ძირს ეყარა. მან შეუჩერებლად გააგრძელა გზა და სადარბაზოს ჭრილიდან გადაიხედა. მისი განმარტებით, სწორედ ამ ჭრილიდან დაინახა, რომ ეს პიროვნება გავიდა სადარბაზოდან სკვერის მხარეს, ხელთათმანები ჩაიდო ჯიბეში და დაახლოებით 30 მეტრში, ბილიკზე დააგდო სახრახნისი. ამის შემდეგ შ--–----------–---–ი სწრაფი ნაბიჯით ჩადის ქვემოთ, უკან მიყვება მსჯავრდებულს, რომელიც ჩაჯდა წითელი ფერის „ტოიოტა ქამრის“ მოდელის ავტომანქანაში. მოწმემ დაადასტურა, რომ სადარბაზოს სკვერის მხარეს არსებული ჭრილიდან გადაიხედა, იფიქრა თუ აღნიშნული მხრიდან გამოვიდოდა უცნობი პირი, დაინახავდა მას. მისივე განმარტებით, სავარაუდო დამნაშავე სწორედ სკვერის მხრიდან გავიდა სადარბაზოდან და რამოდენიმე მეტრში გადაადგო სახრახნისი.

 

დაცვის მხარე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ სადარბაზოს უკანა ეზოში გამავალი კიბის ჭრილს აქვს დაბურული მინები; ამასთან, არის ვიწრო და არ იძლევა ხედვის დიდ არეალს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარეს გამოაქვს დასკვნა, რომ შეუძლებელია შ--–----------–---–ს საერთოდ დაენახა ვინმე და მითუმეტეს, სადარბაზოდან 30 მეტრში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ წარმოადგენია სათანადო მტკიცებულება ან არგუმენტაცია თუ რატომ მიიჩნევს შეუძლებლად შ--–----------–---–ის მიერ ბ----------------ას გადაადგილების დანახვას. საქმეზე წარმოდგენილი მასალებით (მათ შორის ფოტოსურათებით), არ დასტურდება ის გარემოება, რომ სადარბაზოს ჭრილები აღჭურვილია ისეთი მინებით, საიდანაც შეუძლებელია ვინმეს დანახვა. ამასთან, არ დგინდება, თუ რატომ იყო ვრცელი ხედვის არეალი საჭირო იმისათვის, რომ კონკრეტულ ადგილზე მოწმეს დაენახა ბ----------------ას მიერ სახრახნისის გადაგდების ფაქტი. აღნიშნულის საპიროსპიროდ პალატა განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით შ--–----------–---–ის ჩევნება არის სარწმუნო, ლოგიკური და თანმიმდევრული, მასში არ გამოკვეთილა რაიმე სახის წინააღმდეგობები, რაც მის სადნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა და პალატას სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მისცემდა. ვერც დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, თუ რა ინტერესი უნდა ქონდეს შ--–----------–---–ს, რომ სასამართლოს წინაშე იცრუოს და მისცეს ბ----------------ას მამხილებელი, ცრუ ჩვენება.

 

მოწმე შ--–----------–---–-ა ასევე განმარტა, რომ ამოცნობის ჩატარებისას ამოიცნო აღნიშნული პირი. ამოცნობის სისწორეში დარწმუნებულია და არ ცდება, ვინაიდან იგი ვიზუალურად და საერთო აღნაგობით კარგად დაამახსოვრდა. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას შ--–----------–---–ის მიერ მიცემულ ჩვენებასა და ამოცნობის ოქმს შორის არსებულ წინააღმდეგოგბებზე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროსთან დაკავშირებით, პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტს და გამარტავს, რომ როგორც მოწმე შ--–----------–---–-ა მიუთითა, 2018 წლის 15 დეკემბერს, ამოცნობაზე მივიდა საღამოს 6-დან, 7 საათამდე პერიოდში, თუმცა მას არ განუმარტავს, რომ მისი პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ დაუყოვნებლივ ჩატარდა ამოცნობა. ამდენად, მოწმის ჩვენება სრულიად არ მოდის წინააღმდეგობაში მის მიერ ბ----------------ას ამოცნობის ოქმთან, სადაც დაფიქსირებულია, რომ ამოცნობა ჩატარდა 20:15 საათიდან, 20:45 სათამდე პერიოდში.

 

აპელანტი ასევე არასწორად განმარტავს მოწმე შ--–----------–---–ის ჩვენებას იმ ნაწილშიც, თითქოს მოწმემ დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა და მიუთითა, თუ სად გადააგდო სახრახნისი მსჯავრდებულმა. მსჯავრდებულის დამაზუსტებელ კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ მან შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს აუხსნა რაც მოხდა და გასცა ყველა კითხვაზე პასუხი. მოწმეს არ დაუდასტურებია რომელიმე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა და მით უმეტეს, არ უთქვამს, რომ მან მიუთითა სამართალდამცავებს, თუ სად ეგდო სახრახნისი. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მასში მონაწილე პირების ჩვენებებით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქედებაში მონაწილეობდა ერთი გამომძიებელი, ოთხი ექსპერტი და დაზარალებული ვ-–--------. შ--–----------–---–ი კი საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირად არ არის მითითებული. ამავე ოქმით დგინდება, რომ კინოლოგების მიერ ეზოში ძაღლის გაშვების შემდეგ, ბალახის ზედაპირზე აღმოჩენილი იქნა სახრახნისი. ამდენად, საქმეზე წარმოდგნილი მასალებით არ არსებობს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა და მოწმე შ--–----------–---–ი გამოკითხვის ოქმის კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვიანიდან არცერთ შემთხვევაში არ დგინდება, თუ რატომ იყო შეუძლებელი აღნიშნული ორი საგამოძიებო მოქედების ერთდროულად - 15:45 საათზე დაწყება.

 

შ--–----------–---–ის ჩვენება ასევე გამყარებულია მოწმეების გ------------------------–---–ის და გ-------------–--ლის ჩვენებებით, რომლებიც შ--–----------–---–ის ჩვენების იდენტურად აღწერენ ბ----------------ას მიერ წითელი ფერის „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანით შემთხვევის ადგილის დატოვების დეტალებს. აგრეთვე, დაზარალებულმა ვ-–--------მ შ--–----------–---–ისაგან მიღებული ინფორმაცია სასამართლოს მიაწოდა იმ შინაარსით, როგროც ეს თავად მოწმემ განმარტა. აღნიშნული კი უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენს შ--–----------–---–ის ჩვენების სანდოობას.

 

რაც შეეხება მოწმე გ-------------–--ლის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განმარტებას, რომ სხდომაზე წარმოდგენილი ბ----------------ა არ ეცნობა, აღნიშნული ნამდვილად არ გამორიცხავს შემთხვევის ადგილზე ბ----------------ას ყოფნის ფაქტს. როგორც მოწმემ განმარტა, მას სადარბაზოდან გამოსული პიროვნებისთვის ყურადღება არ მიუქცევია; როცა შ--–----------–---–ი გამოვიდა სადარბაზოდან, მაშინ გადაიტანა ამ პირზე ყურადღება, თუმცა, როგორც თავადვე განმარტა, უკვე გვიანი იყო, ის პირი „გარაჟების“ უკან იყო გასული.

 

პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დაკსვნაზეც და განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვენით უტყუარად იქნა დადასტურებული დაზარალებულ ვ-–--------ს კუთვნილ ბინის კართან ბ----------------ას ყოფნის ფაქტი. დაცვის მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს ექსპერტ მ-------------–--ის განმარტებას, თითქოს მისი ჩვენებით დადასტურდა, რომ საქმეზე წარმოდგენილი ოდოროლიგიური ექსპერტიზის დასკვანა არ არის კატეგორიული ხასიათის. ექპერტმა სასამართლო სხდომაზე ნათლად განმარტა, რომ ზოგადად ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარების დროს ნიმუშების შედარებისას საკმარისია კვლევის განხროციელება ერთი ძალის საშუალებითაც და მის პრაქტიკაში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ ცდომილება ყოფილიყო ასეთი კველევის დროს, უბრალოდ თვითონ აქვს იმგავრი მუშაობის მეთოდი, როდესაც კვლების ჩატარებისას იყენებს სამ ძაღლს. აღნიშნული კი არა თუ ნაკლებ სანდოობას სძენს წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, არამედ კიდევ უფრო ამყარებს მის შედეგებს. ის ფაქტი, რომ ბ----------------ას სუნის ნიმუში დაემთხვა დაზარალებულის ბინის კარის წინ ნოხის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშს, მიანიშნებს მასზედ, რომ აღნიშნულმა პირმა გარკვეული პერიოდი დაჰყო სწორედ ამ ადგილას.

 

პალატა შეაფასებს დაცვის მხარის მოწმეების - გ--–---------ს, გ-------–-------- და ნიკო სარალიძის ჩვენებსაც და განმარტავს, რომ ხსენებული პირთა ჩვენებების გაზიარების შემთხვევაშიც კი არ გამოირიცხება ბ----------------ას მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა. დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე, ისინი ბ----------------ას შეხვდნენ 2018 წლის 14 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში. თუმცა მათთვის უცნობია და ვერ განმარტეს, თუ სად იმყოფებოდა ბ----------------ა მათთან შეხვედრამდე და რა ქმედებები განახორციელა მან. საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ დანაშაულის ჩადენის მცდელობას ადგილი ქონდა 13-დან, 14 საათამდე პირიოდში. შეტყიობინების რეგისტრაციის ბარათით დასტურდება, რომ ქურდობის მცდლეობის შესახებ 112-ში შეტყობინება შესულია 13:56 საათზე. დაცვის მხარის მოწმეთა (მათ შორის მოწმე ნიკო სარალიძის) ჩვენებების ანალიზიდან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ დაცვის მხარე ცდილობს, შემთხვევის ადგილზე ბ----------------ას ყოფნის ფაქტსა და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, როგორმე მოარგოს აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები (თითქოს იგი მიდიოდა სტუმრად და სადარბაზო შეეშალა) და თავისებური ახსნა მოუძებნოს ვ-–--------ს ბინის კართან ბ----------------ას სუნის კვალის აღმოჩენის ფაქტს. თუმცა წარმოდგენილი არგუმენტები აშკარად შეუსაბამოა საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებთან და გაზიარებული ვერ იქნება. ამასთან, სანდოობის კუთხით, აღნიშნულ მტკიცებულებებზე ამომწურავი მსჯელობა იქონია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რასაც სრულად იზიარებს სააპელაციო პალატაც. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალეირებისას ამოღებულ სახრახსნისზე არ ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზები და არ იქნა ამოღებული ბ----------------ას ხელის კვლის ნიმუშები, აღნიშნული იმთავითვე არ მიანიშნებს ბ----------------ას უდანაშაულობაზე. პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია ბრალად წარდგენილ ქმედებაში ბ----------------ას დამნაშავედ ცნობისათვის.

 

განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ ბ----------------ამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ ბ----------------ას მიმართ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში მინიმალური სასჯელი და ამ კუთხითაც არ არსებობს განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი.

 

შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი ბ----------------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ბ----------------ას და მისი ადვოკატის ნ------–-------ის სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი;

 

ბ----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ბ----------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ბ----------------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 15 თებერვლიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სახრახნისი, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დაზიანებული „კლიტის“ ნაწილები, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

ბ----------------ას სუნის ნიმუში, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

ავტომანქანა „ტოიოტა ქამრი“, სახელმწიფო ნომრით Q-------Q, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ერთი ცალი CD დისკი შემთხვევის ადგილის ფოტოებით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ერთი ცალი CD დისკი გ. საბიაშვილის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ჩანაწერით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე