განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200210015776753
საქმე №2ბ/6554-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
პირველი აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - მ----------------ე
წარმომადგენელი - პ------------ე
მეორე აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - ბ----------–---–---–ი
წარმომადგენელი - თ----------------–ი
დავის საგანი- სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების დადგენა (ძირითად სარჩელში); სამკვიდრო ქონების მიღებულად აღიარება და მესაკუთრედ ცნობა, საკომლო წიგნის ჩანაწერის ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში);
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბ----------–---–---–ის სასარჩელო მოთხოვნა (ძირითად სარჩელში) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი 2--- წლის 5 თ--------–ს ნოტარიუსის თ-------------ის მიერ მ----------------ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N--------- და მის საფუძველზე განხორციელებული საკუთრების უფლების ჩანაწერები უძრავ ნივთებზე, (მის: თ--–--ის რაიონი, ს------–--–--------–ი, ს/კ N5-----------; ს/კ N5-----------; ს/კ N5-----------); დადგენილად ჩაითვალა მოსარჩელე ბ----------–---–---–ის მიერ ა--- (ანა) ბ-–---–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების (მის: თ--–--ის რაიონი ს------–--–--------–ი, ს/კ N5-----------; ს/კ N5-----------; ს/კ NN5-----------) 1/2 წილის ფაქტობრივი დაუფლებით მიღების ფაქტი; მ----------------ის სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებულ სარჩელში) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელე მ----------------ე ცნობილ იქნა 1----–-–------------–ს გარდაცვლილი ა-----–---–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების (მის: თ--–--ის რაიონი ს------–--–--------–ი, ს/კ N5-----------; ს/კ N5-----------; ს/კ N5-----------) 1/2 წილის მესაკუთრედ; ბათილად იქნა ცნობილი (აღიარებული) თ--–--ის რაიონის ს------– წ-------–ის საკომლო წიგნის ჩანაწერი კომლის წევრად თ---- ბ-–---–---–ის აღრიცხვის შესახებ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მ----------------ე და თ-------–---–---–ი წარმოადგენენ ა-----–---–---–ის კანონისმიერ მემკვიდრეებს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან. მ----------------ე არის ბ----------–---–---–ის მამიდაშვილი, ხოლო მამკვიდრებელი ა--------------- ბ-–---–---–ი - მათი საერთო ბებია. მ----------------ის დედა - გ----–- ბ-–---–---–ი გარდაიცვალა 1--- წლის 07 სექტემბერს, ხოლო ბ----------–---–---–ის - მამა შ-----–- ბ-–---–---–ი გარდაიცვალა 1--- წლის 11 მარტს. მამკვიდრებელი ა--- ბ-–---–---–ი გარდაიცვალა 1----–-–------------–ს და მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. სამკვიდროს გახსნის ადგილია თ--–--ის მუნიციპალიტეტი ს------–--–--------–ი. მემკვიდრეობა გაიხსნა სამკვიდროზე სრულად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 9 იანვრის დადგენილებით დაკმაყოფილდა მ----------------ის განცხადება და დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, სახელდობრ, მ----------------ის მიერ ბებიის - ა-----–---–---–ის მემკვიდრეობის მიღების ფაქტი. ნოატარიუსმა თ-------------ემ (სანოტარო ბიურო, მის: ქ-------–---, დ-------------- ი------------------. N--) 2--- წლის 05 თ--------–ს მამკვიდრებლის ა-----–---–---–ის საკუთრებაში არსებულ მთელ სამკვიდრო ქონებაზე გასცა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის N---------), რომლის თანახმადაც, მ----------------ე წარმოადგენს ა-----–---–---–ის კანონისმიერ მემკვიდრეს პირველი რიგის მემკიდრეთა წრიდან - შვილიშვილს. მან, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან, სამკვიდრო მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, ფაქტიური დაუფლებით და სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით, რაც დასტურდება ა) მ----------------ის მიერ სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით, დადასტურებული ნოტარიუსი თ----------- მიერ 3--------- წელს, რეესტრში რეგისტრაციის N---------. გ) ქ-------–---ს საქალაქო სასამართლოს 0--------- წლის დადგენილებით, საქმე N2/1-------.
სამკვიდრო ქონება, რომელზედაც მემკიდრემ მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა არის მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა, რომელიც გააჩნდა მას გარდაცვალების მომენტისათვის. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მ----------------ის განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრში, მის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ა-----–---–---–ის დანაშთი შემდეგი სამკვიდრო ქონება, შემდეგი საკადასტრო მახასიათებლებით:
1) ზონა თ--–-------; სექტორი წ--------–- - 0-, კვარტალი - 3-- ნაკვეთი - 0--. (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 397.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N-, სხვა ფართობი: გაშენების ფართი 72 კვ.მ. უფლების რეგისტრაციის თარიღი: 1---------წ.); 2) ზონა თ--–-------; სექტორი წ--------–- - 0-, კვარტალი - 4-- ნაკვეთი - 0--. (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (მრავალწლიანი ნარგავები), დაზუსტებული ფართობი: 7501.00 კვ.მ., უფლების რეგისტრაციის თარიღი: 2---------წ.); 3) ზონა თ--–-------; სექტორი წ--------–- - 0-, კვარტალი - 3-- ნაკვეთი - 0--. (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი: 877.00 კვ.მ., უფლების რეგისტრაციის თარიღი: 1---------წ.);
ბ----------–---–---–ის (აწ გარდაცვლილი თ-----–-----–-- ძე ბ-–---–---–ის - ძმის) განცხადების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 18 მაისის განჩინებით (საქმე N2/1-------) ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 09 იანვრის დადგენილება (N2/1------- სამოქალაქო საქმეზე, მ----------------ის განცხადებისა გამო, იურიდიული მნიშვნელობის მქონე, სახელდობრ, მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენის თაობაზე) განახლდა საქმის წარმოება და მ----------------ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე დარჩა განუხილველი.
თ-----–-----–-- ძე ბ-–---–---–ი (გარდაიცვალა 2--- წლის 0- აპრილს) წარმოადგენს ა-----–---–---–ის კანონისმიერ მემკვიდრეს პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან - შვილიშვილს, რომელსაც კანონით დადგენილი ექვსი თვის ვადაში, ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული აქვს სადავო სამკვიდრო ქონებიდან თავისი წილი, 1/2 ნაწილი.
ბ----------–---–---–ი წარმოადგენს თ-------–---–---–ის მეორე რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, რომელმაც მამკვიდრებლის (თ-------–---–---–ის) გარდაცვალებიდან, კანონით დადგენილი 6 თვის ვადაში, ნოტარიუსთან განცხადების შეტანით მიიღო სამკვიდრო ქონება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. სასამართლომ არ გაიზიარა ბ----------–---–---–ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო სამკვიდროს გახსნის მომენტს წარმოადგენს მისი ძმის, თ-------–---–---–ის, როგორც კომლის ბოლო წევრის გარდაცვალება (რაც, თითქოსდა დასტურდება კომლის შესახებ საარქივო ცნობის ჩანაწერით).
სასამართლომ განმარტა, რომ თ-------–---–---–ის ჩაწერა კომლში კანონიერადაც რომ მიჩნეულიყო, იგი კომლის ქონებაზე, როგორც კომლის ბოლო წევრი, უფლებას ვერ მიიღებდა, რადგან კომლში ჩაწერა მოხდა 1--- წელს. ამ დროისათვის, საქართველოს მთავრობის 1--- წლის 5 მარტის N--- დადგენილების შესაბამისად, გაუქმებული იყო საკოლმეურნეო კომლები, ხოლო თ-------–---–---–ს სამეურნეო კომლზე თანასაკუთრების უფლება არ მოუპოვებია.
სასამართლომ განმარტა, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. შესაბამისად, მისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის საკმარისია მხოლოდ ერთი პირის - მემკვიდრის მიერ გამოვლენილი ნება მემკვიდრეობის მიღების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში მ----------------ემ და თ-------–---–---–მა ფაქტობრივი ფლობით მიიღეს ა--------------- ბ-–---–---–ის სამკვიდრო, მათ უარი არ აქვთ ნათქვამი თავის კუთვნილ სამკვიდრო წილზე.
ამდენად, მ----------------ე და თ-----–-----–-- ძე ბ-–---–---–ი წარმოადგენენ ა-------- (ა---) ბ-–---–---–ის თანაბარი წილით კანონისმიერ მემკვიდრეებს პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან - შვილიშვილებს, რომელთაც კანონით დადგენილი ექვსი თვის ვადაში, ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული აქვთ სადავო სამკვიდრო ქონებიდან თავისი წილი, 1/2 ნაწილი.
ბ----------–---–---–ი წარმოადგენს თ-------–---–---–ის მეორე რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, რომელმაც მამკვიდრებლის (თ-------–---–---–ის) გარდაცვალებიდან (გარდაიცვალა 2--- წლის 0- აპრილს), კანონით დადგენილი 6 თვის ვადაში, ნოტარიუსთან განცხადების შეტანით მიიღო სამკვიდრო ქონება (მათ შორის ა--------------- ბ-–---–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან თ-------–---–---–ის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღებული 1/2 წილი).
3. (I) სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. მოცემულ საქმეზე ბ----------–---–---–ის სასარჩელო მოთხოვნის საგანს წარმოადგენდა არა თ-------–---–---–ის სამკვიდრო ქონების მიკუთვნება, არამედ ა-----–---–---–ისა. შესაბამისად, წარმოდგენილ სარჩელში მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები იმგვარად იქნა მითითებული, რომ ბ----------–---–---–ი ა-----–---–---–ის სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტზე აპელირებდა, თუმცა მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ შეძლო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება. ამასთან, სარჩელის საგანს არ წარმოადგენდა საკუთრივ თ-------–---–---–ის მიერ ა-----–---–---–ის სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტის დადგენა. შესაბამისად, სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა და იგი პრაქტიკულად გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
ბ----------–---–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების საშუალებას ასევე არ იძლეოდა ის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სასამართლომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიიჩნია, რადგან მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულმა არცერთმა მოწმემ არ მიუთითა სამკვიდრო ქონების დაუფლებულად მიჩნევისთვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოება - მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელობა.
(II) სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
3.2. არ არის დადასტურებული რომ მ----------------ე უდავოდ დაეუფლა ბებიის დანაშთ ქონებას მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში. ბ----------–---–---–ის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა, რომლებიც ა--- ბ-–---–---–ისა და თ-------–---–---–ის მეზობლები არიან დაადასტურეს ის გარემოება, რომ მ----------------ე ბებიის გარდაცვალებიდან 6 თვეში არ უნახავთ. ამასთან, საკომლო ჩანაწერი წარმოადგენდა საარქივო ჩანაწერს და მისი ბათილად ცნობის, გაუქმების ან შესწორების შეტანის უფლება სასამართლოს არ ჰქონდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სამკვიდროს მიღება წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზოგადად გარიგების ნიშან-თვისებები იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც სამკვიდროს მიღების შესახებ გარიგებისთვისაა დამახასიათებელი. მამკვიდრებლის გარდაცვალებისას სამკვიდროს მიღება მემკვიდრისათვის იმპერატიულ მოთხოვნას არ წარმოადგენს (გამონაკლისია, სახელმწიფო) და იგი მემკვიდრის ნებაზე დამოკიდებული აქტია.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების ფლობა ან მართვა. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან (ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად). ამდენად, სამკვიდროს მიღების ფაქტს, განსახილველი ნორმის თანახმად, გააჩნია უკუძალა, ე.ი, მემკვიდრემ, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება, ითვლება მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დღიდან და შესაბამისად, სამკვიდრო ქონების მოცულობა განისაზღვრება სამკვიდროს გახსნის დღეს არსებული ქონებით. შესაბამისად, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ მემკვიდრეს სამკვიდრო უკვე მიღებული აქვს და მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ ─ ამ ქონების ღირებულება.
კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
ასევე, აღსანიშნავია, რომ მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში მხარეებმა დაადსტურეს მათ მიერ სამკვიდროს კანონით დადგენილ ვადაში მიღება და აღნიშნულ ნაწილში სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მასზე, რომ მ----------------ემ და თ-------–---–---–მა ფაქტობრივი ფლობით მიიღეს ა--------------- ბ-–---–---–ის სამკვიდრო და მათ უარი არ აქვთ ნათქვამი თავის კუთვნილ სამკვიდრო წილზე. (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1-2.2 პუნქტები).
ამდენად, მ----------------ე და თ-----–-----–-- ძე ბ-–---–---–ი წარმოადგენენ ა-------- (ა---) ბ-–---–---–ის თანაბარი წილით კანონისმიერ მემკვიდრეებს პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან - შვილიშვილებს, რომელთაც კანონით დადგენილი ექვსი თვის ვადაში, ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული აქვთ სადავო სამკვიდრო ქონებიდან თავისი 1/2 ნაწილი, ხოლო ბ----------–---–---–ი წარმოადგენს თ-------–---–---–ის მეორე რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, რომელმაც მამკვიდრებლის (თ-------–---–---–ის) გარდაცვალებიდან (გარდაიცვალა 2--- წლის 0- აპრილს), კანონით დადგენილი 6 თვის ვადაში, ნოტარიუსთან განცხადების შეტანით მიიღო სამკვიდრო ქონება (მათ შორის ა--------------- ბ-–---–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან თ-------–---–---–ის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღებული 1/2 წილი).
4.2. რაც შეეხება საკომლო ჩანაწერს, პალატა განმარტავს შემდეგს: „საქართველოში საკოლმეურნეო კომლი 1--- წლამდე არსებობდა. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით-საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არცერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1--- წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1--- წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი (შდრ. სუსგ №ას-1778-1756-2011, 29.06.2012წ)“.
პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან კომლში ჩაწერა მოხდა 1--- წელს, როდესაც გაუქმებული იყო საკოლმეურნეო კომლები და კომლის წევრთა საერთო საკუთრებას აღარ წარმოადგენდა კომლის ქონება, აღნიშნული ჩანაწერის ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი დაუსაბუთებელია და მოცემულ ნაწილში სახეზეა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მ----------------ის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბ----------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. ბ----------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების 2.2. პუნქტის გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3.1. მ----------------ეს უარი ეთქვას თ--–--ის რაიონის ს------– წ-------–ის საკომლო წიგნის ჩანაწერის კომლის წევრად თ-------–---–---–ის აღრიცხვის ბათილად ცნობაზე.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები ლევან გვარამია
გელა ქირია