განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002291731
საქმე №1ბ/775-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ----------–-----–---–ის
მსჯავრდებულის: ლ-----–------–-–---–ის
ადვოკატის: ქ------–------–----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ლ-----–------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–--------–--–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ლ-----–------–-–---–ის, დაბადებულის 1982 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #1----------), ნასამართლობის არმქონის, დასაოჯახებელის, უმაღლესი განათლების მქონის, მცხოვრების: ქ--------–--–----–-----------------------–-----–-----------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-----–------–-–---–მა ჩაიდინა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, რომელსაც ერთვის ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 21 მარტს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებას წერილობითი განცხადებით მიმართა ლ-----–------–-–---–მა. განცხადებაში ლ-----–------–-–---–ი აღნიშნავდა, რომ 2017 წლის 20 მარტს, ქ-------–--–-----–----–----–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისმა ნაცნობმა ნ-----–-----------–---მა, გ-------------------–---–მა და მათთან ერთად მყოფმა უცნობმა პირებმა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ძალადობით წაართვეს კუთვნილი ოქროს ცეპი და ჯვარი, კუთვნილი ავტომანქანა და მასში განთავსებული ნივთები. ლ------–------–-–---–ის განცხადების საფუძველზე, ამავე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ლ-----–------–-–---–მა განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არაერთხელ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით დაკითხვისას. ლ-----–------–-–---–ის განცხადებისა და ჩვენებების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნენ გ--------------------–---–ი და ნ-----–-----------–---ი, რომელთაც 2017 წლის 23 მარტს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. 2017 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაიკითხა ლ-----–------–-–---–ი, რა დროსაც ლ-----–------–-–---–მა განაცხადა, რომ ნ-----–-----------–---ისა და გ-------------------–---–ის მხრიდან მის მიმართ ადგილი არ ჰქონია ძალადობისა და მუქარის განხორციელების ფაქტს, ნებაყოფლობით გადასცა კუთვნილი ავტომანქანა და მასში განთავსებული ნივთები, მათი განკარგვის უფლებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ნ-----–-----------–---ი და გ-------------------–---–ი ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით:
ლ-----–------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ლ-----–------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 30 დეკემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ-----–------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--–--------–--–---–მა.
სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციის შეცვლა და ლ-----–------–-–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს ცრუ დასმენას, რომელსაც თან ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ანდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნურად შექმნას.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებლის, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თ----------–-----–---–ის მიერ, ზემდგომი პროკურორის ლ----------–---–ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ლ-----–------–-–---–თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა ლ-----–------–-–---–მა ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგებით.
სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ ლ-----–------–-–---–თან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ, სააპელაციო პალატის სხდომაზე დაზუსტებული პირობებით პროკურორმა მოითხოვა შემდეგი:
ლ-----–------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელ ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.
ლ-----–------–-–---–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრებიდან - 2017 წლის 30 დეკემბრიდან.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ლ-----–------–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას დაზუსტებული პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა დაზუსტებული პირობებით მსჯავრდებულ ლ-----–------–-–---–თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, მსჯავრდებული ლ-----–------–-–---–ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ლ-----–------–-–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ლ-----–------–-–---–ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მსჯავრდებულ ლ-----–------–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის აღიარებით, დაზარალებულებისა და მოწმეების - ნ-----–---------------ის, ი----------------ის, გ------------–-----ს, ა-–--------------------ის, რ----------------–---–ის, ვ-–--------------ის, ლ----------ის, გ-------------------–---–ისა და ნ-----–-----------–---ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ჩხრეკის ოქმით, ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, სასაქონლო ექსპერტიზის №5---- დასკვნით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის N1----- დასკვნით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N1------ დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ ლ-----–------–-–---–ის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კანონიერია. პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-215-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ლ-----–------–-–---–ს შორის;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენში ლ-----–------–-–---–ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;
ლ-----–------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელ ვადით;
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით;
ლ-----–------–-–---–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 30 დეკემბრიდან;
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ლ-----–------–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
2017 წლის 29 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო და ვიდეო ჩანაწერი (სისხლის სამართლის №1/2724-17 საქმეზე), განთავსებული 2 (ორი) ცალ კომპიუტერულ დისკზე (გადაგზავნილია საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში), შენახულ იქნას მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე