განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--40310016001505711
საქმე N3ბ/1550-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ნ------–-----–---–ი;
წარმომადგენელი - ზ-----------–---–-;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი;
წარმომადგენელი - შ-----------------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ს--–--------–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი - ნ----------------ე;
მესამე პირი - შპს ,,ს----------–-------–------–--“;
წარმომადგენელი - მ------------–---ი;
მესამე პირები - მ-----------–--–--ე, გ----------------–-ა, ე----- და ა------ გ----–---–ები;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება;
1.აპელანტის მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა სრულად.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე არ არსებობს უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.3. დასკვენი სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. გორის მ–-------–-------------------------–------------------------–----–------------ის 1----–-–---------------ის გადაწყვეტილებით გორის წ---–------------------------------------------–ოს ნება დაერთო, გორში, თ---–---------აზე (დღევანდელი ს----–--ის ქუჩა) მდებარე მის ადმინისტრაციულ სახლზე დაეშენებინა მეორე სართული (მ--–----------------------–----------–--------) ქალაქის საბჭოს არქიტექტურის განყოფილების მითითების შესაბამისად. გორის წ---–------------------------------------------–ოს უვადო სარგებლობაში დაეტოვა 1 000 მ2 მიწის ნაკვეთი; სამმართველოს აეკრძალა მის ტერიტორიაზე სამშენებლო მექანიზმების დგომა და საწარმოო დანიშნულების სამეურნეო ნაგებობათა (ბენზინის საწყობი, სამჭედლო და სხვა) მშენებლობა, ხოლო არსებული ამ დანიშნულების ნაგებობანი გადაეტანა ქალაქის სამრეწველო რაიონში (ს. ფ. 53).
2.3.2. აღნიშნული მეორე სართულის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მთლიანი შენობა-ნაგებობა აღირიცხა გორის მ--–------–---------–---–--------------------–---------------------–ოს სახელზე და საცხოვრებელი ფართებში შესახლებული იქნა 4 პირი - ნ------–-----–---–ი, მ-----------–--–--ე, გ----------------–-ა და ნ----- გ----–---–ი, რომლებთანაც 1----–--–- გაფორმდა ამ ბინების პრივატიზების ხელშეკრულება; ნ------–-----–---–ს გადაეცა შენობის მეორე სართულზე მდებარე ოროთახიანი №-- ბინა, დამხმარე ფართით - 32 მ2, საცხოვრებელი - 24 მ2, საერთო ფართით - 56,5 მ2 (ს. ფ. 54-57).
2.3.3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გორის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2----–-–---------------ის №---- მიმართვის საფუძველზე გორში, ს----–--ის ქ. №----ში მდებარე (ყოფილი თ---–---------ა), 1327 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე არსებული 697,3 მ2 ფართიდან 29,9 მ2 ფართი №------------- საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებაში აღირიცხა 2----–-–----------------ს (ს. ფ. 59-70).
2.3.4. ნ------–-----–---–მა ამავე საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართში არსებული პრივატიზებული ფართი, შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, საჯარო რეესტრში თავის სახელზე აღრიცხა 2----–-–---------------ს, კერძოდ, შენობის მეორე სართულზე მდებარე ოროთახიანი №-- ბინა, 697,3 მ2 ფართიდან დამხმარე ფართით - 32 მ2, საცხოვრებელი - 24 მ2, საერთო ფართით - 56,5 მ2 (ს. ფ. 72-88).
2.3.5. ამგვარადვე პრივატიზებული ფართი თავის სახელზე 2----–-–---------------ს აღრიცხა მ-----------–--–--ემ, ხოლო 2----–-–-----------ს - გ----------------–-ამ (ს. ფ. 102-119, 132-139).
2.3.6. გორში, ს----–--ის ქ. №----ში მდებარე ადმინისტრაციული შენობა, შეტანილი იყო რა შპს ,,მ----------”-ის საწესდებო კაპიტალში, სსიპ ,,ს-–----------------------------ოს” 2----–-–--------------ის №--------- ბრძანების 1-ლი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით ამოღებული იქნა საწესდებო კაპიტალიდან სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციისა და შემდგომში კვლავ შპს ,,მ----------"-ის საწესდებო კაპიტალში შეტანის მიზნით (ს. ფ. 123).
2.3.7. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” 2----–-–------------ოს №--------, 2----–-–---------------–ის №-------- და 2----–-–---------------ის №--------- ბრძანებების საფუძველზე, გორში, ს----–--ის ქ. №----ში მდებარე, ადრე №------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1075 მ2 მიწა (დაზუსტებული მონაცემები) და №-- შენობა-ნაგებობაში მდებარე 297,1 მ2 ფართი (მათ შორის 1-ლ სართულზე 225,3 მ2, მე-2 სართულზე 71,8 მ2), ხოლო №- შენობა-ნაგებობა 216,5 მ2 ფართით 2----–-–-----------------ს აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებაში.
მეორე სართულზე მდებარე 71,8 მ2-ში შედის ნ------–-----–---–ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული 29,9 მ2 ფართი, ხოლო 216,5 მ2 ფართის მქონე №- შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ეზოში განთავსებულ შენობას, სადაც იქ მაცხოვრებელ 4 ოჯახს მოწყობილი აქვთ ავტოფარეხები (ს. ფ. 125-130, 141-172).
2.3.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–------------ის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ჩანაწერებში გასწორდა ტექნიკური ხარვეზი და გორში, ს----–--ის ქ. №----ში მდებარე ქონებიდან სახელმწიფო აღირიცხა №-- შენობა-ნაგებობის საერთო ფართიდან 297,1 მ2 და №-- შენობა-ნაგებობის (216,5 მ2 ფართი) ინდივიდუალურ მესაკუთრედ, ხოლო სხვა ფართებზე გაკეთდა ჩანაწერი - ,,და თანამესაკუთრენი” (ს. ფ. 173-174).
2.3.9. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015 წლის 16 იანვრის №----- ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, გორში, ს----–--ის ქ. №----ში მდებარე, სახელმწიფოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული №-- შენობა-ნაგებობა (297,1 მ2) და №-- შენობა-ნაგებობა (216,5 მ2 ფართი) აღირიცხა შპს ,,ს----------–-------------------–-------–------–--------------------------” (დღევანდელი შპს ,,ს----------–-------–------–--") საკუთრებად (ს. ფ. 175-181, 203-207).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ თავის მოთხოვნა არსებითად დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ გორში, ს----–--ის ქ. №----ში მდებარე №- შენობაში სახელმწიფოს გააჩნია ინდივიდუალური საკუთრების უფლება მხოლოდ პირველ სართულზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობაზე, ხოლო მეორე სართულზე მდებარე 71,8 მ2 ფართზე (სადაც შედის ნ------–-----–---–ის ინტერესის სფეროში შემავალი 29,9 მ2 ფართიც) და ეზოში არსებულ 216,5მ2 ფართზე (რასაც იქ მაცხოვრებლები იყენებენ ავტოფარეხებად), ისევე, როგორც ეზოს მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფოს არ გააჩნია ინდივიდუალური საკუთრების უფლება და ამ ფართების გამოყენება ან ვინმეს ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა უნდა მოხდეს მესაკუთრეთა - სახელმწიფოს, ნ------–-----–---–ის, გ----------------–-ას, მ-----------–--–--ისა და ნ----- გ----–---–ის - მინიმუმ 2/3-ის თანხმობით, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მნიშვნელოვანად მიიჩნია სადავო ფართებზე სახელმწიფოს ინდივიდუალური საკუთრების უფლების არსებობის დადგენა.
სასამართლომ მიუთითა, რომ გორის მ–-------–-------------------------–------------------------–----–------------ის 1----–-–---------------ის გადაწყვეტილებით გორის წ---–------------------------------------------–ოს ნება დაერთო, გორში, თ---–---------აზე (დღევანდელი ს----–--ის ქუჩა) მდებარე თავის ბალანსზე რიცხულ ადმინისტრაციულ სახლზე დაეშენებინა მეორე სართული მ--–----------------------–----------–--------ს მოსაწყობად.
მხარეთა განმარტებით, მშენებლობა დასრულდა 1--- წელს, რის შემდეგაც ბინა სარგებლობაში გადაეცა 4 პირს, მათ შორის მოსარჩელესაც.
ამ 4 პირთან 1----–--–- გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულებებით ირკვევა, რომ მათ ინდივიდუალურ სარგებლობაში, ხოლო შემდეგ საკუთრებაში გადაეცათ: 1. ნ----- გ----–---–ს - შენობის მეორე სართულზე მდებარე სამოთახიანი №-- ბინა, დამხმარე ფართით - 10,05 მ2, საცხოვრებელი - 46,40 მ2, საერთო ფართით - 56,45 მ2; 2. ნ------–-----–---–ს - შენობის მეორე სართულზე მდებარე ოროთახიანი №-- ბინა, დამხმარე ფართით - 32 მ2, საცხოვრებელი - 24 მ2, საერთო ფართით - 56,5 მ2; 3. გ----------------–-ას - შენობის მეორე სართულზე მდებარე ოროთახიანი №-- ბინა, დამხმარე ფართით - 21,8 მ2, საცხოვრებელი - 42,2 მ2, საერთო ფართით - 64 მ2; 4. მ-----------–--–--ეს - შენობის მეორე სართულზე მდებარე ერთოთახიანი №-- ბინა, დამხმარე ფართით - 33,95 მ2, საცხოვრებელი - 13,05 მ2, საერთო ფართით -47 მ2.
გორის მ–-------–-------------------------–------------------------–----–------------ის 1----–-–---------------ის გადაწყვეტილებით და 1----–--–- გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულებებით დგინდება, რომ აღნიშნული შენობა მთლიანად, როგორც 1-ლი, ასევე მეორე სართული ირიცხებოდა გორის მ--–------–---------–---–--------------------–---------------------–ოს ბალანსზე, და მითითებულ ოთხ პირს ინდივიდუალურ სარგებლობაში, ხოლო შემდეგ საკუთრებაში გადაეცათ მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ფართები.
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილების თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს: ა) მიწის ნაკვეთი; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მომსახურებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები და საინჟინრო-კომუნიკაციური მოწყობილობა და გაყვანილობა; გ) მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ა. შ.); დ) მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში; ე) სატრანზიტო გაყვანილობა.
საქმეში არსებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ შენობის მეორე სართულზე 71,8 მ2 ფართი, რაც არ გადასცემიათ მ--–---------------ეებს ინდივიდუალურ სარგებლობაში, მდებარეობს დასავლეთ მხარეს, რასაც ,,შუაზე ყოფს" მისასვლელი კიბე, საიდანაც 29,9 მ2 ესაზღვრება ნ------–-----–---–ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ფართს.
ამ საკადასტრო მონაცემების ვიზუალური ანალიზის შედეგად სასასამრთლომ აღნიშნა, რომ მეორე სართულის ეს ნაწილი, ანუ 71,8 მ2 ფართი არ იყო განკუთვნილი იქ მცხოვრებ მ--–---------------ეების საერთო სარგებლობისათვის და არ გამოიყენებოდა საცხოვრებელი პირობების დამხმარე მიზნებისათვის. ეს ფართი სრულიად იზოლირებულია მ--–---------------ეთათვის საცხოვრებლად გადაცემული ფართებისაგან და აქვს თავისი დამოუკიდებელი მისასვლელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული შენობა მთლიანად ირიცხებოდა რა გორის მ--–------–---------–---–--------------------–---------------------–ოს ბალანსზე, შენობის ეს ნაწილი წარმოადგენდა მისი ინდივიდუალური სარგებლობის ფართს, რის გამოც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) არ წარმოადგენს.
მოსარჩელის მითითებით, ეზოში არსებული 216,5 მ2 №-- შენობა-ნაგებობა, რომელიც აშენებული იყო მანამდე, ვიდრე გაიცემოდა №- შენობაზე მეორე სართულის დაშენების ნებართვა და რასაც იქ მაცხოვრებლები დღეის მდგომარეობით იყენებენ ავტოფარეხებად, უნდა ჩაითვალოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებად იმის გამო, რომ გორის მ–-------–-------------------------–------------------------–----–------------ის 1----–-–---------------ის გადაწყვეტილებით გორის წ---–------------------------------------------–ოს აეკრძალა მის ტერიტორიაზე სამშენებლო მექანიზმების დგომა და საწარმოო დანიშნულების სამეურნეო ნაგებობათა (ბენზინის საწყობი, სამჭედლო და სხვა) მშენებლობა, ხოლო არსებული ამ დანიშნულების ნაგებობანი უნდა გადაეტანა ქალაქის სამრეწველო რაიონში, სამმართველომ კი ეს დავალება არ შეასრულა.
ამასთან, გორში, ს----–--ის გამზ. №----ში მდებარე 1075 მ2 მიწა წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას, და შესაბამისად, მასზე განთავსებული №-- შენობა-ნაგებობაც.
სასამართლომ განმარტა, რომ №-- სამეურნეო შენობა-ნაგებობა ასევე წარმოადგენდა გორის წ---–------------------------------------------–ოს ინდივიდუალური სარგებლობის ობიექტს, რასაც გამოიყენებდა საწარმოო დანიშნულებით, იგი არ განეკუთვნებოდა მრავალბინიან სახლს, მასთან დაკავშირებულ მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობას, და იმყოფებოდა სამმართველოს ინდივიდუალურ სარგებლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული შენობაც მთლიანად ირიცხებოდა რა გორის მ--–------–---------–---–--------------------–---------------------–ოს ბალანსზე, ეს შენობაც წარმოადგენდა მისი ინდივიდუალური სარგებლობის ფართს, რის გამოც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებად (საერთო საკუთრებად) ვერ ჩაითვლება.
სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
იმავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფოს გააჩნია ინდივიდუალური საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე; იგი წარმოადგენდა მისი ინდივიდუალური სარგებლობის ფართს, რის გამოც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებად (საერთო საკუთრებად) ვერ ჩაითვლება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
იმავე კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციით და შემდგომ შპს ,,ს----------–-------–------–იის" საკუთრებაში გადაცემით კანონის მოთხოვნები ნ------–-----–---–თან მიმართებაში არ დარღვეულა, რის გამოც არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის რაიმე საფუძველი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
3. ნ------–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს დადგენილ გარემოებაზე, რომ გორში, ს----–--ის გამზ.N---ში მდებარე შენობა-ნაგებობა წარმოადგენს მრავალერთეულიან შენობა-ნაგებობას, რომლის თანამესაკუთრეებსაც 5 სუბიექტი წარმოადგენს. შენობა-ნაგებობაზე, რომელზედაც დაშენებულ იქნა საცხოვრებელი ფართები, დამაგრებული იყო 1000.00 კვ.მ-ი მიწის ნავეთი. გორის წ---–-----------------------------------------–ომ გორის მ–-------–-------------------------–------------------------–----–------------ის 1----–-–---------------ის No422 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული "საწარმოო დანიშნულების სამეურნეო ნაგებობი" (ამჟამად #2 შენობა) გამოათავისუფლა, თუმცა მისი დაშლა არ განხორციელდა თავად შესახლებული 4 ოჯახის ინიციატივით, ვინაიდან თითოეულმა მათგანმა ამ გამოთავისუფლებულ დამხმარე შენობა-ნაგებობაში მოაწყო ავტოფარეხები. ანუ უდავოა, რომ გორში, ს----–--ის გამზ.N---ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი და დამხმარე შენობა-ნაგებობები ზემოთაღნიშნულ 5 სუბიექტს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჰქონდა სარგებლობაში. საბჭოთა პერიოდში საკუთრება სახელმწიფოს განსაკუთრებულ უფლებას წარმოადგენდა და საბჭოთა წყობის დამხობის შემგომ საქართველოში დაიწყო ამ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების განსახელმწიფოებრიობა. სწორედ ამ ფარგლებში მოხდა ზემოთაღნიშნულ ოთხ ოჯახზე პრივატიზაციის ხელშეკრულებებით მათ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა.
საქართველოს კანონმდებლობით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე ქსელების საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ერთობლიობა. ხოლო მრავალერთეულიანი სახლისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი არის კანონმდებლობით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი, რომელსაც გააჩნია საზღვარი, დადგენილია კოორდინატები, ადგილმდებარეობა და რომელიც რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის მიერ. მესაკუთრის წილი კი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ მთელ ფართთან და ინდივიდუალური საკუთრება არ ექვემდებარება გასხვისებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში ცალკეულ მესაკუთრეთა წილის გარეშე.
აპელანტი მიიჩნევს, რომ ვინაიდან ამ შენობაში არსებულ საცხოვრებელ ფართებზე ოთხი ოჯახიდან თითოეულთან ცალ-ცალკე გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულებები, ამიტომ უდავოა, რომ თითოეულ მათგანისათვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გარკვეული საცხოვრებელი ფართის გადაცემით, ავტომატურად ისინი გახდნენ საერთო საკუთრებაში არსებული ქონების პროპორციული წილის მესაკუთრეებიც.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
4.1. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგ დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:
4.1.1. გორის მ–-------–-------------------------–------------------------–----–------------ის 1----–-–---------------ის გადაწყვეტილებით გორის წ---–------------------------------------------–ოს ნება დაერთო, გორში, თ---–---------აზე (დღევანდელი ს----–--ის ქუჩა) მდებარე მის ადმინისტრაციულ სახლზე დაეშენებინა მეორე სართული (მ--–----------------------–----------–--------) ქალაქის საბჭოს არქიტექტურის განყოფილების მითითების შესაბამისად. გორის წ---–------------------------------------------–ოს უვადო სარგებლობაში დაეტოვა 1 000 მ2 მიწის ნაკვეთი; სამმართველოს აეკრძალა მის ტერიტორიაზე სამშენებლო მექანიზმების დგომა და საწარმოო დანიშნულების სამეურნეო ნაგებობათა (ბენზინის საწყობი, სამჭედლო და სხვა) მშენებლობა, ხოლო არსებული ამ დანიშნულების ნაგებობანი გადაეტანა ქალაქის სამრეწველო რაიონში.
4.1.2. აღნიშნული მეორე სართულის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მთლიანი შენობა-ნაგებობა აღირიცხა გორის მ--–------–---------–---–--------------------–---------------------–ოს სახელზე და საცხოვრებელი ფართებში შესახლებული იქნა 4 პირი - ნ------–-----–---–ი, მ-----------–--–--ე, გ----------------–-ა და ნ----- გ----–---–ი, რომლებთანაც 1----–--–- გაფორმდა ამ ბინების პრივატიზების ხელშეკრულება; ნ------–-----–---–ს გადაეცა შენობის მეორე სართულზე მდებარე ოროთახიანი №-- ბინა, დამხმარე ფართით - 32 მ2, საცხოვრებელი - 24 მ2, საერთო ფართით - 56,5 მ2.
4.1.3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გორის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2----–-–---------------ის №---- მიმართვის საფუძველზე გორში, ს----–--ის ქ. №----ში მდებარე (ყოფილი თ---–---------ა), 1327 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე არსებული 697,3 მ2 ფართიდან 29,9 მ2 ფართი №------------- საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრებაში აღირიცხა 2----–-–----------------ს.
4.1.4. ნ------–-----–---–მა ამავე საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართში არსებული პრივატიზებული ფართი, შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, საჯარო რეესტრში თავის სახელზე აღრიცხა 2----–-–---------------ს, კერძოდ, შენობის მეორე სართულზე მდებარე ოროთახიანი №- ბინა, 697,3 მ2 ფართიდან დამხმარე ფართით - 32 მ2, საცხოვრებელი - 24 მ2, საერთო ფართით - 56,5 მ2.
4.1.5. ამგვარადვე პრივატიზებული ფართი თავის სახელზე 2----–-–---------------ს აღრიცხა მ-----------–--–--ემ, ხოლო 2----–-–-----------ს - გ----------------–-ამ.
4.1.6. გორში, ს----–--ის ქ. №----ში მდებარე ადმინისტრაციული შენობა, შეტანილი იყო რა შპს ,,მ----------”-ის საწესდებო კაპიტალში, სსიპ ,,ს-–----------------------------ოს” 2----–-–--------------ის №--------- ბრძანების 1-ლი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით ამოღებული იქნა საწესდებო კაპიტალიდან სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციისა და შემდგომში კვლავ შპს ,,მ----------"-ის საწესდებო კაპიტალში შეტანის მიზნით.
4.1.7. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” 2----–-–------------ოს №--------, 2----–-–---------------–ის №-------- და 2----–-–---------------ის №--------- ბრძანებების საფუძველზე, გორში, ს----–--ის ქ. №----ში მდებარე, ადრე №------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1075 მ2 მიწა (დაზუსტებული მონაცემები) და №-- შენობა-ნაგებობაში მდებარე 297,1 მ2 ფართი (მათ შორის 1-ლ სართულზე 225,3 მ2, მე-2 სართულზე 71,8 მ2), ხოლო №-- შენობა-ნაგებობა 216,5 მ2 ფართით 2----–-–-----------------ს აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებაში.
მეორე სართულზე მდებარე 71,8 მ2-ში შედის ნ------–-----–---–ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული 29,9 მ2 ფართი, ხოლო 216,5 მ2 ფართის მქონე №- შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ეზოში განთავსებულ შენობას, სადაც იქ მაცხოვრებელ 4 ოჯახს მოწყობილი აქვთ ავტოფარეხები (ს. ფ. 125-130, 141-172).
4.1.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2----–-–------------ის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ჩანაწერებში გასწორდა ტექნიკური ხარვეზი და გორში, ს----–--ის ქ. №----ში მდებარე ქონებიდან სახელმწიფო აღირიცხა №-- შენობა-ნაგებობის საერთო ფართიდან 297,1 მ2 და №-- შენობა-ნაგებობის (216,5 მ2 ფართი) ინდივიდუალურ მესაკუთრედ, ხოლო სხვა ფართებზე გაკეთდა ჩანაწერი - ,,თანამესაკუთრე”.
4.1.9. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 20---–-–------------ის №----- ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, გორში, ს----–--ის ქ. №----ში მდებარე, სახელმწიფოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული №- შენობა-ნაგებობა (297,1 მ2) და №- შენობა-ნაგებობა (216,5 მ2 ფართი) აღირიცხა შპს ,,ს----------–-------------------–-------–------–--------------------------” (დღევანდელი შპს ,,ს----------–-------–------–--") საკუთრებად.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §38-42).
4.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის უფლების არსებობა სადავო ობიექტის მიმართ.
დადგენილია, რომ გორის მ–-------–-------------------------–------------------------–----–------------ის 1----–-–---------------ის გადაწყვეტილებით გორის წ---–------------------------------------------–ოს ნება დაერთო, გორში, თ---–---------აზე (დღევანდელი ს----–--ის ქუჩა) მდებარე თავის ბალანსზე რიცხულ ადმინისტრაციულ სახლზე დაეშენებინა მეორე სართული მ--–----------------------–----------–--------ს მოსაწყობად. მშენებლობის დასრულების შემდგომ ბინა სარგებლობაში გადაეცა 4 პირს, მათ შორის ნ------–-----–---–ს.
1----–--–- ბინის მოსარგებლეებთან გაფორმებმდა პრივატიზების ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ინდივიდუალურ სარგებლობაში, ხოლო შემდეგ საკუთრებაში გადაეცათ: 1. ნ----- გ----–---–ს - შენობის მეორე სართულზე მდებარე სამოთახიანი №-- ბინა, დამხმარე ფართით - 10,05 მ2, საცხოვრებელი - 46,40 მ2, საერთო ფართით - 56,45 მ2; 2. ნ------–-----–---–ს - შენობის მეორე სართულზე მდებარე ოროთახიანი №-- ბინა, დამხმარე ფართით - 32 მ2, საცხოვრებელი - 24 მ2, საერთო ფართით - 56,5 მ2; 3. გ----------------–-ას - შენობის მეორე სართულზე მდებარე ოროთახიანი №-- ბინა, დამხმარე ფართით - 21,8 მ2, საცხოვრებელი - 42,2 მ2, საერთო ფართით - 64 მ2; 4. მ-----------–--–--ეს - შენობის მეორე სართულზე მდებარე ერთოთახიანი №-- ბინა, დამხმარე ფართით - 33,95 მ2, საცხოვრებელი - 13,05 მ2, საერთო ფართით -47 მ2.
გორის მ–-------–-------------------------–------------------------–----–------------ის 1----–-–---------------ის გადაწყვეტილებით და 1----–--–- გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულებებით დგინდება, რომ აღნიშნული შენობა მთლიანად, როგორც პირველი, ასევე მეორე სართული ირიცხებოდა გორის მ--–------–---------–---–--------------------–---------------------–ოს ბალანსზე, და მითითებული ოთხი პირის ინდივიდუალურ სარგებლობაში, ხოლო შემდეგ საკუთრებაში გადაეცათ მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ფართები.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის მე-5 მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს: ა) მიწის ნაკვეთი; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მომსახურებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები და საინჟინრო-კომუნიკაციური მოწყობილობა და გაყვანილობა; გ) მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ა. შ.); დ) მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში; ე) სატრანზიტო გაყვანილობა.
პალატა ასევე იზიარებს სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზების გათვალისწინებით, შენობის მეორე სართულზე 71,8 მ2 ფართი, არ გადასცემიათ მ--–---------------ეებს ინდივიდუალურ სარგებლობაში. აღნიშნული ფართი მდებარეობს დასავლეთ მხარეს, მას ,,შუაზე ყოფს" მისასვლელი კიბე, საიდანაც 29,9 მ2 ესაზღვრება ნ------–-----–---–ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ფართს.
ამ საკადასტრო მონაცემების ვიზუალური აღქმითაც ნათელია, რომ მეორე სართულის ეს ნაწილი, ანუ 71,8 მ2 ფართი არ იყო განკუთვნილი იქ მცხოვრებ მ--–---------------ეების საერთო სარგებლობისათვის და არ გამოიყენებოდა საცხოვრებელი პირობების დამხმარე მიზნებისათვის. ეს ფართი სრულიად იზოლირებულია მ--–---------------ეთათვის საცხოვრებლად გადაცემული ფართებისაგან და აქვს თავის დამოუკიდებელი მისასვლელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული შენობა მთლიანად ირიცხებოდა რა გორის მ--–------–---------–---–--------------------–---------------------–ოს ბალანსზე, შენობის ეს ნაწილი წარმოადგენდა მისი ინდივიდუალური სარგებლობის ფართს, რის გამოც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) არ წარმოადგენს.
სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ №-- სამეურნეო შენობა-ნაგებობა ასევე წარმოადგენდა გორის წ---–------------------------------------------–ოს ინდივიდუალური სარგებლობის ობიექტს, რასაც გამოიყენებდა საწარმოო დანიშნულებით, იგი არ განეკუთვნებოდა მრავალბინიან სახლს, მასთან დაკავშირებულ მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობას, და იმყოფებოდა სამმართველოს ინდივიდუალურ სარგებლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული შენობაც მთლიანად ირიცხებოდა რა გორის მ--–------–---------–---–--------------------–---------------------–ოს ბალანსზე, ეს შენობაც წარმოადგენდა მისი ინდივიდუალური სარგებლობის ფართს, რის გამოც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებად (საერთო საკუთრებად) ვერ ჩაითვლება.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციას არეგულირებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი განმარტავს რეგისტრაციის ცნებას. მასში მოიაზრება ნივთზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ხოლო თუ რა მოიაზრება თავად სარეგისტრაციო დოკუმენტში, განმარტავს მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტი. კერძოდ, იგი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების სახით ხორციელდება იმ უფლებათა აღრიცხვა მონაცემთა რეესტრში, რომელიც უკვე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე არის წარმოშობილი. უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელია სარეგისტრაციო დოკუმენტის - უფლების დამდგენი სამართლებრივი აქტის არსებობა, რომელიც წარმოშობს პირის უფლებას სარეგისტრაციო ობიექტზე. შესაბამისად, საჯარო რეესტრში ხორციელდება უკვე მოპოვებული უფლების აღრიცხვა/რეგისტრაცია. დაუშვებელია პირს დაურეგისტრირდეს ის უფლება, რაც მას მოპოვებული არ ჰქონია და არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის უფლება სადავო ობიექტზე არ დასტურდება, შესაბამისად მასზედ განხორციელებული რეგისტრაციებიც ზიანის მომტანი ვერ იქნება მოსარჩელისთვის.
სადავო ობიექტზე დასტურდება სახელმწიფოს ინდივიდუალური საკუთრების უფლება, იგი წარმოადგენდა მისი ინდივიდუალური სარგებლობის ფართს, რის გამოც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებად (საერთო საკუთრებად) ვერ ჩაითვლება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციით და შემდგომ შპს ,,ს----------–-------–------–იის" საკუთრებაში გადაცემით კანონის მოთხოვნები ნ------–-----–---–თან მიმართებაში არ დარღვეულა, რის გამოც არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის რაიმე საფუძველი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული გორის რაიონული სასამართლოს დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5.2. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აპელანტ ნ------–-----–---–ის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ------–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა