განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-----------------
საქმე №1ბ/1511-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - გ--–----------ის,ადვოკატ - ტ------–----–-----–---–ის,მსჯავრდებულ - ე--------------ს,თარჯიმან - ქ----------------ას მონაწილეობით,მსჯავრდებულ ე--------------ს და მისი ადვოკატის ტ------–----–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ე--------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–----------ს, თ-----------------–-------------------, მცხოვრები: თ--------------------–--------–--------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის განაჩენით:
ე-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 02 (ორი) თვის ვადით.
ე--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთავლა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 აპრილიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ე--------------მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის მარტის თვეში, ქ.ბორჯომში ე-------------- ნდობაში შევიდა ე---------------ან, რის გამოც თითქოს უნდოდა ტელეფონით დროებით სარგელობა, მოტყუებით გამოართვა ერემ სევდეტს კუთვნილი „აიფონ“ 7-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა, აღნიშნულით დაზარალებულს მიაყენა 2500 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე--------------მ და მისმა ადვოკატმა ტ------–----–-----–---–--, რომლებიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
დაცვის მხარის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულ ე--------------ს ჩვენებით და ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობის მხოლოდ ერთი გარემოება, კერძოდ ის, რომ მობილური ტელეფონი იყო ე--------------ს მფლობელობაში, ხოლო აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი ელემენტები - მოტყუება და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, სახეზე არ გვაქვს. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა მობილური ტელეფონი საკუთარი ინიციატივით ათხოვა ე--------------ს დროებით სარგებლობისათვის. შესაბამისად, მას არ ჰქონია და ვერც ექნებოდა მოტყუებით მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ემყარება მხოლოდ ერთ მტკიცებულებას - ე--------------ს ჩვენებას, რომელიც აშკარად ცრუობს სასამართლოს წინაშე. მის მიერ გადმოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი დეტალები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, გამოკითხვის დროს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტებს. დაზარალებულის ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და სასამართლოს მიერ არ უნდა მომხდარიყო მისი გაზიარება, ისევე, როგორც ე--------------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ე--------------ს განცხადებით, მას არ ახსოვს, ე--------------სმ მობილური ტელეფონი მოპარა თუ ათხოვა. შესაბამისად, არც ის ახსოვს, ტელეფონი რა პირობით და რამდენი ხნით ათხოვა მსჯავრდებულს. აღნიშნული გარემოების დაუდგენლობა კი არ გვაძლევს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობას.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ე--------------მ და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივარს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა - ე--------------ს მიმართ გამამრთლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები აშკარად შეუსაბამოა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც ცალსახად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ე--------------ს მიერ ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენას, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ე--------------ა განაცხადა, რომ 2018 წლის მარტის თვეში მარნეულიდან მიდიოდა თურქეთში. ხაშურის ცენტრში გაიცნო ე--------------, რომელმაც სთხოვა, რომ სატვირთო მანქანა გაუფუჭდა, უნდოდა ნაწილის ჩამოტანა და ბორჯომამდე წაეყვანა, რაზედაც დაეთანხმა. გზაში ე--------------მ უთხრა, რომ თვითონაც ერზრუმის რაიონიდან იყო, რაშიც დაარწმუნა საუბრიდან გამომდინარე, და უფრო მეტად შევიდა ნდობაში. როცა ბორჯომში ჩავიდნენ, გაჩერდნენ მარკეტთან, სადაც ერთად შევიდნენ მინერალური წყლის საყიდლად. ე-------------- წავიდა ავტომანქანის ნაწილის სანახავად. მოგვიანებით კი უკან მობრუნდა, უთხრა, რომ ნაწილის საყიდლად 20 ლარი დააკლდა და ხომ ვერ მიცემდა. მან მისცა 20 ლარი და ე-------------- წავიდა. ამ მომენტში არ იცის რა მოხდა, თუ როგორ აიღო ე--------------მ მისი ტელეფონი, თუმცა ნახა, რომ ტელეფონი აღარ ქონდა. მაშინვე დარეკა თავის ქართულ ნომერზე და გათიშული იყო. ძალიან დაღლილი იყო და ზუსტად არ ახსოვს დეტალები, მაგრამ ახსოვს, რომ ე--------------მ მანამდე უთხრა - ,,მათხოვე შენი ტელეფონი, ჩემს ნომერს ჩაგიწერო“. შემდეგ არ ახსოვს, ათხოვა თუ არა. დაზარალებულმა ე--------------ა დამაზუსტებელ კითხვაზე უპასუხა, რომ თუ ნდობაში არ იქნებოდა ე--------------სთან და ეცოდინებოდა, რომ იგი ტელეფონს აღარ დაუბრუნებდა, არ ათხოვებდა, მაგრამ ის ახსოვს, რომ ა-------მ ტელეფონი ნამდვილად სთხოვა თავისი ნომრის ჩაწერის მიზნით. მას შემდეგ ბრალდებული აღარ დაკავშირებია. მან (ე--------------ა) მარკეტის უფროსს სთხოვა - ეჩვენებინა მათი კამერების ჩანაწერი, სადაც ჩანდა, რომ ე--------------სთან ერთად შედიას მარკეტში, ათვალიერებენ პროდუქტებს, რის შემდეგაც ე-------------- სწრაფად გადის მარკეტიდან და გარბის. შემდეგ მოწმემ დაიწყო იმ ადგილის მოძებნა, სადაც შეიძლებოდა ე--------------ს ეყიდა მანქანის ნაწილი, თუმცა ვერსად ვერ იპოვა. იგი მივიდა პოლიციაში, სადაც არ ყავდათ თურქული ენის თარჯიმანი, დაახლოებით სამი საათი ლოდინი სჭირდებოდა, სანამ თარჯიმანს მოიყვანდნენ, მაგრამ ვინაიდან ეჩქარებოდა, წავიდა თურქეთში. 15 დღის შემდეგ დაბრუნდა და დაიწყო გამოძიება, კერძოდ: ვინაიდან ქონდა ე--------------ს სურათი, დადიოდა თურქულ სასადილოებში და კითხულობდა - იცნობდნენ თუ არა ამ პიროვნებას. ერთ დღეს, როდესაც იმყოფებოდა ხაშურთან, მასთან მივიდა პოლიციელი და უთხრა - აქ რას აკეთებო, რაზედაც უპასუხა, რომ ეძებდა ქურდს, რომელმაც ბორჯომში მოპარა ტელეფონი. ამის შემდეგ გამოიძახეს ბორჯომის პოლიცია და წავიდნენ ბორჯომის შს განყოფილებაში, სადაც განაცხადა მომხდარის შესახებ და დაიწყო გამოძიება. მისი ტელეფონი იყო აიფონ 7. როცა ფასი გაიანგარიშა, გამოვიდა 1500 დოლარი. პოლიციას წარუდგინა ტელეფონის ყუთი. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ სხდომაზე წარმოდგენილი პირი არის ის, რომელიც დაეუფლა მის ტელეფონს, სახელად ქვია ედნანი. პოლიციაში მის დაკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი და ოქმზე თავისი ნებით აქვს ხელი მოწერილი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------------მა განაცხადა, რომ მას დაურეკეს თარჯიმანთა ბიუროდან და უთხრეს, რომ შეხვედროდა ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებს. შეხვედრის შემდეგ წავიდნენ აზერბაიჯანის საელჩოსთან სკვერში, სადაც სკამზე იჯდა ერთი პიროვნება. პოლიციელებმა მას განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციიდან და უნდა ჩაეტარებინათ პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას მისგან ამოიღეს მობილური ტელეფონი. შემდეგ უთხრეს, რომ დაკავებული იყო ბრალდებულის სახით. მოწმე ა-–---------------მა ასევე განმარტა, რომ თავისი მანქანით ჩავიდნენ ბორჯომში, სადაც დაზარალებულთან ჩატარდა პირის ამოცნობა. დაზარალებულმა ამოიცნო ბრალდებული. იგი ყველაფერს ესწრებოდა და თარგმნიდა. ბრალდებული გაეცნო ოქმს და არანაირი პრეტენზია არ ქონია. წაკითხვისა და გადათარგმნის შემდეგ ყველაფერზე მოაწერა ხელი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმეში არსებული მოწმეების: თ-----------–-------------–---------–--–---–--------–-–---------ის გამოკითხვის ოქმები დაცვის მხარემ მიიჩნია უდავოდ, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მოწმე ლ-–----------ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 აპრილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში შევიდა ინფორმაცია მასზედ, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1--------- წელს დაბადებული ე--------------, რომელმაც 2018 წლის მარტის თვეში ქ-----------–----------------------ის რესპუბლიკის მოქალაქის ე--------------ს კუთვნილი „აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, გადაადგილდებოდა ქ------–--–-------------–-ს ქუჩაზე მდებარე აზერბაიჯანის საელჩოს მიმდებარედ არსებულ სკვერში, თან ქონდა ზემოაღნიშნული ნაქურდალი მობილური ტელეფონი და აპირებდა მის რეალიზაციას, გადამალვას. აღნიშნული ინფორმაცია მოახსენა ხელმძღვანელობას.
მოწმე თ-----------–---ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორი-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 აპრილს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში შევიდა ინფორმაცია მასზედ, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1--------- წელს დაბადებული ე--------------, რომელმაც 2018 წლის მარტის თვეში ქ-----------–----------------------ის რესპუბლიკის მოქალაქის ე--------------ს კუთვნილი „აიფონ 7“ მოდელის მობილური ტელეფონი, გადაადგილდებოდა ქ------–--–-------------–-ს ქუჩაზე მდებარე აზერბაიჯანის საელჩოს მიმდებარედ არსებულ სკვერში, თან ქონდა ზემოაღნიშნული ნაქურდალი მობილური ტელეფონი და აპირებდა მის რეალიზაციას, გადამალვას. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით თვითონ და შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი-გამომძიებელი ნ-----–---------–--–--ლი წავიდნენ ქ. თბილისში, ზემოაღნიშნულ მისამართზე. შსს სპეციალურ ბაზაში გადაამოწმეს ე--------------, ასევე გადაამოწმეს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, სადაც დაათვალიერეს ე--------------ს ფოტოსურათები. გარდა ამისა, მათთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პიროვნება თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ და შესაბამისად, მათთვის ცნობილი იყო ვიზუალურად ე--------------ს პიროვნება. სანამ მითითებულ მისამართზე მივიდოდნენ, იმის გამო, რომ ე--------------ს სკვერში ნახვის შემთხვევაში აუცილებელი იქნებოდა მასთან კომუნიკაციის დამყარება მისთვის გასაგებ თურქულ ენაზე, მის მიერ გამოძახებული იქნა თარჯიმანთა ბიუროს თარჯიმანი, თურქული ენის წერა-კითხვის მცოდნე ალიკ იორდამოვი, რომელიც იმყოფებოდა მათთან ერთად. როდესაც მივიდნენ გორგასლის ქუჩაზე მდებარე აზერბაიჯანის საელჩოს მიმდებარედ არსებულ სკვერში, ამოიცნო სკვერის ერთ-ერთ დასასვენებელ სკამზე მჯდომი ე--------------, რომელთანაც მივიდნენ დაუყოვნებლივ და თარჯიმნის მეშვეობით წარუდგნენ, როგორც პოლიციის თანამშრომლები. როდესაც დარწმუნდნენ, რომ აღნიშნული პიროვნება იყო ე--------------, გამოიტანა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რის შემდეგაც აღნიშნულ პიროვნებას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა ნ-----–---------–--–--ლის და თარჯიმნის მონაწილეობით. პირადი ჩხრეკის შედეგად ე--------------ს ქურთუკის წინა მარცხენა გარე ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის „აიფონ 7“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რომლის იმეი კოდი იდენტური იყო ე--------------ს მიერ გამოკითხვის დროს მითითებული იმეი კოდისა, რითაც დადასტურდა, რომ ე--------------ს მართლსაწინააღმდეგოდ ქონდა მისაკუთრებული მათ მიერ ამოღებული ტელეფონი, რის გამოც იგი პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. განუმარტა მისი უფლება-მოვალეობები, შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი და გადაყვანილი იქნა თავდაპირველად უახლოეს პოლიციის განყოფილებაში, კერძოდ, ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, ხოლო შემდეგ შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დგინდება მოწმე ნ-----–---------–--–--ლის გამოკითხვის ოქმით.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 12 აპრილს ქ------–--–-------------–-ს ქუჩაზე მდებარე აზერბაიჯანის საელჩოს მიმდებარედ არსებულ სკვერში, ე--------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად მისი ქურთუკის მარცხენა გარე ჯიბიდან ამოღებული იქნა „აიფონ''-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის კორპუსის წინა მხარე არის თეთრი ფერის, ხოლო უკანა მხარე არის ვერცხლისფერი, მობილური ტელეფონის იმეი კოდია 3--------------.
ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 მაისს ე--------------საგან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონის თეთრი ფერის ყუთი მობილური ტელეფონის ნახატით, ლათინური წარწერით „ipone“ და მოკბეჩილი ვაშლის გამოსახულებით, რომლის ძირზე გამოსახულია იმეი კოდი 3--------------.
პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 აპრილს ე--------------ა ამოიცნო ე-------------- სრული აღნაგობით, სიმაღლით, შავგვრემანი კანის ფერით, შუბლზე შემელოტებული მუქი თმით, სწორი ცხვირით და მთლიანი სახის მოყვანილობით.
2018 წლის 13 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ ე--------------ა მიუთითა ქ------------–---–-------------ში არსებულ სუპერმარკეტ „გუდმარტზე“ და მარკეტის შესასვლელზე, ასევე მარკეტის შენობაში იმ ადგილზე, სადაც თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონი „აიფონ 7“ გადასცა ე--------------ს, რომელსაც შემდეგ ის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა.
საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის 2018 წლის 17 აპრილის N---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ერთი ცალი „ipone 7“ მოდელის მობილური ტელეფონის ღირებულება (მუშა მდგომარეობაში, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით) საორიენტაციოდ შეესაბამება - 1200 (ერთიათას ორასი) ლარს.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე პალატას უტყუარად დადგენილ ფაქტად მიაჩნია, რომ ე--------------მ დაზარალებულ ერემ სევდეტს გამოართვა მობილური ტელეფონი, რომელიც აღარ დაუბრუნა და მისგან სამართალდამცავების მიერ იქნა ამოღებული. აღნიშნული ფაქტი არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ, თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ უნდა შეაფასოს - ჰქონდა თუ არა ე--------------ს ქმედებაში ადგილი დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, ჩაიდინა თუ არა მან თაღლითობა, ე.ი სხვისი ნივთის დაუფლება მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით.
პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა - მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება.
პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო გონივრულ ეჭვს მიღმა პირის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ემყარება მხოლოდ ერთ მტკიცებულებას - დაზარალებულ ე--------------ს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, აფასებს რა ე--------------ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, განმარტავს, რომ მან საკმაოდ დამაჯერებლად და ურთიერთთანხვედრილად აღწერა ე--------------სთან შეხვედრის, ხაშურიდან ბორჯომში მათი ერთად მგზავრობის და უშუალოდ ბრალდებულის მიერ მისი მობილური ტელეფონის დაუფლების დეტალები. მიუხედავად იმისა, რომ მის ჩვენებაში იკვეთება გარკვეული არაერთგვაროვანი პასუხები, სასამართლოს მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან ერთობლიობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული არის თანმიმდევრული, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავს სრულყოფილად და ზედმიწევნით. მისი განმარტებით, ქ.ბორჯომში მდებარე მარკეტში შესვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ თავისი მობილური ტელეფონი აღარ ჰქონდა თან, დარეკა მის ქართულ ნომერზე და გათიშული იყო. ვერ იხსენებს, ეს როგორ მოხდა და როგორ აიღო ე--------------მ მისი ტელეფონი, მაგრამ ა-------მ მანამდე უთხრა, რომ მათხოვე შენი ტელეფონი, ჩემს ნომერს ჩაგიწერო. დაზარალებულმა დამაზუსტებელ კითხვაზეც გასცა პასუხი და აღნიშნა, რომ თუ ნდობაში არ იქნებოდა ე--------------სთან და ეცოდინებოდა, რომ ის ტელეფონს აღარ დაუბრუნებდა, არ ათხოვებდა, მაგრამ ახსოვს, რომ ტელეფონი ბრალდებულს ათხოვა მისი ნომრის ჩაწერის მიზნით. ასევე დაადასტურა, რომ მანამდე ე--------------მ მოიპოვა მისი ნდობა, ვინაიდან იყვნენ ერთი ქალაქიდან და გზაში ესაუბრებოდა აღნიშნულის შესახებ. როდესაც აღმოაჩინა, რომ ტელეფონი აღარ ქონდა, მაშინვე დაიწყო ძებნა, კამერების ჩანაწერებიც დაათვალიერა და ნახა, როგორ სწრაფად გაეცალა ე-------------- ტერიტორიას. ამდენად, დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შეფასის კუთხით პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს და განმარტავს, რომ ე--------------ა სასამართლოს მისცა გულწრფელი და სარწმუნო ჩვენება. საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც ე--------------ს ჩვენებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა და დაადასტურებდა, რომ მან იცრუა სასამართლოს წინაშე.
ამასთან, მოწმე ე--------------ს ჩვენება არ წარმოადგენს სს საქმეზე მხოლოდ ერთადერთ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას. 2018 წლის 01 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, დაზარალებულ ე--------------სგან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონის თეთრი ფერის ყუთი, ლათინური წარწერით „ipone“. მასზე გამოსახულია იმეი კოდი 3--------------, რაც სრულ შესაბამისობაშია ე--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ „აიფონ“-ის ფირმის მობილური ტელეფონის იმეი კოდთან - 3--------------.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ ე--------------ს მიერ ე--------------ს ამოცნობის ოქმსა და მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებზეც, რომელთა თანახმადაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მეტ დამაჯერებლობას სძენს და კიდევ უფრო განამტკიცებს დაზარალებული ე--------------ს ჩვენებას.
მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევიან დასკვნის საფუძვლეს, რომ ე--------------ს ქონდა წინასწარ განზრახული დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად იგი მოქმედებდა დაზარალებულთან სპეციალური ხერხის - მოტყუების გამოყენებით, კერძოდ, მათ შორის არსებული ნდობის ფაქტორის გათვალისწიებით. ვინაიდან ენდან აქსრუ და ე-------------- იყვნენ ერთი ქალაქიდან, ადვილად შეიყვანა იგი შეცდომაში, ნებაყოფლობით გამოართვა მობილური ტელეფონი (თითქოსდა ნომრის ჩასაწერად) და ისე წავიდა, რომ აღარ დაუბრუნა. ხოლო დაცვის მხარის ვერსია, რომ დაზარალებულმა თავისი ინიციატივით ათხოვა მსჯავრდებულს ტელეფონი გარკვეული ვადით, იმთავითვე ბათილდება წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის შედეგად.
პალატა ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით, ხოლონ საქმეში წარმოდგენილი საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი „ipone 7“ მოდელის მობილური ტელეფონის ღირებულება შეესაბამება - 1200 (ათასორასი) ლარს.
ამდენად, სასამართლომ შეაფასა რა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ე--------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით მოპოვებული და საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის მიერ ე-------------- დამნაშავედ იქნა ცნობილი. დაცვის მხარემ ვერ უზრუნველყო ეჭვის ქვეშ დაეყენებინა ბრალდების მხარის არგუმენტირებული და დასაბუთებული ფაქტები და სათანადოდ დაედასტურებინა, რომ ე-------------- არ მოქმედებდა წინასწარ განზრახული მიზნით - მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ქონებას. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - წარდგენილ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ე--------------ს მიმართ გამოყენებული სასჯელის სახესა და ზომაზეც და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ე--------------ს მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების და მის ქმედების შემდგომი ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დანიშნა სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის განაჩენი ე--------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ე--------------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ------–----–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის განაჩენი;
ე-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 02 (ორი) თვის ვადით.
ე--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთავლოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 12 აპრილიდან.
ე--------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3-------------- და აიფონის ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი, იმეი კოდით 3-------------- რომლებიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე