განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/583-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე
ვახტანგ ლობჟანიძის, მარინე თათრიაშვილის, ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - ა--------ას,ადვოკატ - მ------------ას,მსჯავრდებულ - ნ------------–---ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ნ------------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ნ------------------------–---ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, მცხოვრები: ქ-------–-----------------–---------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
წარდგენილი ბრალდების თანახმად:
ნ------------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის განაჩენით, ნ------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის განაჩენით, ნ------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
თბილისის საქალაქოს სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განაჩენით, ნ------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2017 წლის 22 მაისს, ღამის საათებში, ქ-------–--–---–--------------------–- მდებარე მ-------------–---–ის საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევით, ნ------------–---ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა იქ არსებულ მ-------------–---–ის კუთვნილ სა-------ს ფირმის 2000 ლარად ღირებულ ტელევიზორს. აღნიშნული ქმედებით მ-------------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენით:
ნ------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ნ------------–---ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ნ------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 მაისიდან.
ნ------------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ქურდობა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის განაჩენით ნ------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
თბილისის საქალაქოს სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განაჩენით, ნ------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2017 წლის 22 მაისს, ღამის საათებში, ქ-------–--–---–--------------------–- მდებარე მ-------------–---–ის საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევით, ნ------------–---ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა იქ არსებულ მ-------------–---–ის კუთვნილ სა-------ს ფირმის 2000 ლარად ღირებულ ტელევიზორს. აღნიშნული ქმედებით მ-------------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ------------–---მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მიკერძოებული და არაობიექტური, იგი არ მეყარება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეფასებულა საქმესთან მისი რელევანტურობის, უტყუარობისა და დასაშვებობის თვალსაზრისით. ასევე, მსჯავრდებულის განმარტებით, დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი და არ მიეცა საშუალება, ჯეროვნად განეხორციელებინა საკუთარი თავის დაცვა.
მსჯავრდებულმა ნ------------–---მა და მისმა ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ნ------------–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება ბრალად წარდგენილ დანაშაულებრივ ქმედებაში ნ------------–---ის ბრალეულობა, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა მ-------------–---–მა განაცხადა, რომ მეუღლესთან - ზ-------------–---–თან და შვილებთან - გ------ი და ქ--------------–---–ებთან ერთად ცხოვრობს ქ-------–--–---–--------------------–-. 2017 წლის 22 მაისს, დილის 5 საათი იყო დაწყებული, როდესაც მათთან სახლში მივიდა პოლიციის ორი თანამშრომელი და კითხეს - რამე ნივთი ხომ არ ჰქონდა დაკარგული. მან დაინახა, რომ მისაღებ ოთახში აღარ იდო მისი კუთვნილი დიდი ტელევიზორი. სახლის კარი დაკეტილი იყო, მინა კი გატეხილი. დაზარალებულმა ასევე მიუთითა, რომ პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე შეამჩნია კარებთან მინის ნამსხვრევები. იფიქრა, რომ ფანჯარა მის მეუღლეს გაუტყდა, თუმცა მეუღლემ უარყო და განუცხადა, რომ ფანჯარა არ გაუტეხია. ტელევიზორი, რომელიც მოპარეს, მისმა შვილმა შეიძინა 2000 ლარად, მაგრამ თანხის ძირითადი ნაწილი თვითონ გადაიხადა. გამომძიებელს წარუდგინა ტელევიზორის საგარანტიო ფურცელი, ხოლო ნივთის ამოცნობის დროს, ამოიცნო მისი კუთვნილი ტელევიზორი. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მას ან მის შვილებს ტელევიზორი არავისთვის უთხოვებიათ. შვილს, გ--------------–---–ს მისთვის არ უთქვამს, რომ ნ------------–---ს ტელევიზორი ათხოვა. ნ------------–---ის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ გააჩნია. ნ------------–---ის მიერ ტელევიზორის მოპარვის შედეგ გაურთულდა ურთიერთობა მის მეუღლესთან - მარიამ გოგიაშვილთან. მარიამმა პრეტენზია გამოთქვა, რომ ნ------------–---ი იყო პატიმარი და მას მიაყენა შეურაცხყოფა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--------------–---–მა განაცხადა, რომ ქ-------–--–---–--------------------–- ცხოვრობს მშობლებთან და დასთან ერთად. 2017 წლის 22 მაისს, საღამოს სახლში იმყოფებოდნენ დედამისი - მ-------------–---–ი, მამამისი - ზ-------------–---–ი და თვითონ. მოგვიანდებით მივიდა მისი დაც და ყველა მათგანი დაწვა დასაძინებლად. დაახლოებით დილის 4-5 საათზე გააღვიძა დედამ, მოსულები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. უთხრეს, რომ სახლი გატეხეს და მათი კუთვნილი „სა-------ს“ ფირმის ტელევიზორი წაიღეს. საკუთარი თვალით ნახა, რომ მინა იყო გატეხილი. აღნიშნული ტელევიზორი თვითონ გამოიტანა განვადებით, თუმცა გადახდაში დედამისი დაეხმარა. კერძოდ, ღირებულების ნახევარზე მეტი დედამ გადაიხადა. გ--------------–---–მა დაადასტურა, რომ მას არავისთვის მიუცია უფლება, შესულიყო სახლში და აეღო ტელევიზორი. ნ------------–---ი არის მისი სიძე, რომელთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მისი სახლიდან ტელევიზორის წაღების უფლება არ მიუცია. თუ სთხოვდა ეს უკანასკნელი, მოწმე უარს არ ეტყოდა და ათხოვებდა. როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, არ იცოდა, რომ ტელევიზორი ნ------------–---ის წაღებული იყო. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ტელევიზორის ამოცნობაში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც სამი ტელევიზორიდან ამოიცნო თავისი ოჯახის კუთვნილი ტელევიზორი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ--------------–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ-------–--–---–---------------------ში მშობლებთან და ძმასთან ერთად. ნ------------–---ი არის მისი ბიძაშვილის მეუღლე. 2017 წლის 22 მაისს, ღამის 2 საათზე დაბრუნდა სახლში და მალევე დაიძინა. დაახლოებით 4 საათზე გააღვიძა დედის ხმამ. ასევე, სახლში იყვნენ პოლიციელები, რომლებიც კითხულობდნენ, თუ სად ჰქონდათ ტელევიზორი. მოათვალიერა ოთახი და მათი კუთვნილი „სა-------ს“ ფირმის ტელევიზორი ადგილზე არ დახვდა. დედამისმაც არ იცოდა, თუ როგორ გაიტანეს იგი სახლიდან. ქ--------------–---–ის განმარტებით, ტელევიზორის წაღების უფლება არცერთ ოჯახის წევრს არავისთვის მიუცია. ტელევიზორის საფასურს დედამისი იხდიდა თავისი ხელფასიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს შსს ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების გამომძიებელმა ზ-----------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 22 მაისს, დაახლოებით 04:45 საათზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ-------–--–---–--------------------–-, მ-------------–---–ის საცხოვრებელი ბინიდან ნ------------–---ი იპარავდა ტელევიზორს. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა ხელმძღვანელობას, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, შეიქმნა შესაბამისი ჯგუფი და გავიდა შემთხვევის ადგილზე.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქართველოს შსს ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების გამომძიებელმა გ---------–---–მა, რომელმაც მოწმის სახით დაკითხა ინფორმაციის მიმღები და პატაკის ავტორი ზ-----------–---–ი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს შსს ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა გ-----------------–--ლმა განაცხადა, რომ 2017 წლის 22 მაისს, ღამის საათებში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თანამშრომლებთან: ჯ------------–---–--------------–---------–---–---------------------------ან ერთად გავიდა ქ-------–--–---–--------------------–-, სადაც შეამჩნიეს ნ------------–---ი. მან ჭიშკრიდან გამოიტანა ტელევიზორი და ჩქარი ნაბიჯებით მიემართებოდა იქვე მდგომი ავტომანქანისკენ. ნ------------–---მა ტელევიზორი ჩადო ავტომანქანაში, დაძრა ავტომანქანა და წავიდა. ჯგუფის წევრები გაყვნენ ხსენებულ ავტომანქანას და შეაჩერეს ჟა------–------ის ქუჩაზე. ავტომანქანას მართავდა დ--------------–--ნი, გვერდით იჯდა მისი მეუღლე, ხოლო უკან ისხდნენ ნ------------–---ი და მისი მეუღლე ჩვლ ბავშთან ერთად. მათ წარუდგინეს თავი, განუმარტეს, თუ რის საფუძველზე გააჩერეს და ჩაატარეს ავტომანქანის ჩხრეკა. ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ტელევიზორი, ხოლო ავტომანქანა გადაყვანილ იქნა პოლიციის ავტოსადგომზე. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილი იქნა შემთხვევის ადგილზე. მანვე განმარტა, რომ მოხდა ნ------------–---ის დაკავება და მისმა თანამშრომლებმა გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა: ჯ------------–---–------------–---------–---–----------------------ემ. სამართალდამცავებმა განმარტეს, რომ ნ------------–---ს საგამოძიებო მოქმედების თაობაზე შენიშვნა არ გამოუთქვამს, ოქმზეც მოაწერა ხელი. თანამშრომლების მხრიდან ნ------------–---ის, დ--------------–--ნის ან სხვა პიროვნებების მიმართ რაიმე უკანონო მოქმედებას ადგილი არ ჰქონია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა - ბ-----------------–-–---–----------------–----------------–-------------–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო, ასევე საპროცესო მოქმედებათა კანონიერება და სისწორე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-------------–---------------------–---–ი) განაცხადა, რომ ნ------------–---ი არის მისი მეუღლე. მათ არ ჰქონდათ ბინის ქირის გადასახდელი თანხა და მეუღლეს შესთავაზა, რომ მისი ბიძაშვილის - გ--------------–---–ის სახლიდან წაეღოთ ტელევიზორი, რომელსაც ჩააბარებდნენ ლომბარდში და გადაიხდიდნენ ბინის ქირას. ნ------------–---ი დათანხმდა. ტელევიზორის მანქანით წაღებაში დახმარებისთვის მიმართეს რ-------------------ს. ვინაიდან რობერტმა და ნ------------–---მა დალიეს ლუდი, რ-------------------ის მეუღლე დ--------------–--ნი დაჯდა ავტომანქანის საჭესთან, გვერდზე რობერტი მიუჯდა, უკან ნური და თვითონ ჩასხდნენ ბავშვთან ერთად და მივიდნენ ქ-------–--–---–--------------------–-. მანქანიდან მხოლოდ ნური გადავიდა, რომელიც სახლში შესვლის შემდეგ სწრაფად მიბრუნდა უკან და უთხრა, რომ სახლის კარი დაკეტილი იყო, ასევე სთხოვა დაერეკა გ------ისთვის. ვინაიდან გ------ი დილით ადრე იღვიძებდა, არ უნდოდა მისი გაღვიძება და მეუღლეს უთხრა, რომ ტელევიზორი გამოეტანა, ხოლო შემდეგ როგორმე აუხსნიდა გ------ის ყველაფერს. ამაზე ნ------------–---ი დათანხმდა და შევიდა სახლში. დაახლოებით 5 წუთში გამოიტანა ტელევიზორი, რომელიც ავტომანქანაში ჩადო. ისინი ჟა------–------ის ქუჩაზე გააჩერეს პოლიციელებმა. აუხსნა მათ, რომ მანქანაში ქონდათ ბიძაშვილის სახლიდან წამოღებული ტელევიზორი. პოლიციელების მითითებით, ჟა------–------ის ქუჩიდან კვლავ დაბრუნდნენ ციხისძირის ქუჩაზე, სადაც პოლიციელებმა გამოიყვანეს ახალგაღვიძებული მ-------------–---–ი და გ--------------–---–ი, კითხეს მათ - გაატანეს თუ არა ტელევიზორი ნ------------–---ს. გ--------------–---–მა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია, რა დროსაც მ-------------–---–მა განაცხადა, რომ მისი შეძენილი ტელევიზორი მოპარული იყო. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მას და მის მეუღლეს ნივთის წამოღებამდე გ--------------–---–თან ტელევიზორის თხოვების საკითხზე არ უსაუბრიათ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე რ-------------------მა განმარტა, რომ 2017 წლის 22 მაისს, მის სახლში მივიდა ნ------------–---ი, მეუღლესთან და შვილთან ერთად და სთხოვა, რომ ცოლის ბიძაშვილის სახლიდან ტელევიზორის წამოღებაში დახმარებოდა. მათ დალიეს ლუდი და შემდეგ წავიდნენ ტელევიზორის წამოსაღებად. საჭესთან დაჯდა მეუღლე - დ--------------–--ნი. მივიდნენ 5 დეკემბრის ქუჩაზე, სადაც ნ------------–---ი გადავიდა ავტომანქანიდან და დაახლოებით 10-15 წუთში დაბრუნდა, რომელსაც ხელში ეჭირა ტელევიზორი. მან გამოაღო ავტომანქანის უკანა კარი, ტელევიზორი დადო სავარძელზე და წავიდნენ. თითქმის სახლთან იყვნენ მისულები, როდესაც ჟა------–------ის ქუჩაზე სამართალდამცავებმა გააჩერებინეს. მათ ნ------------–---ი გადაიყვანეს და დაახლოებით 10 წუთი ისაუბრეს, ავტომანქანის ჩხრეკა არ ჩატარებულა. შემდეგ მივიდნენ იმ ადგილზე, საიდანაც ტელევიზორი წამოიღეს, რამდენიმე წუთი გაჩერდნენ და წავიდნენ პოლიციაში. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ როდესაც ავტომანქანიდან გადასული ნ------------–---ი ტელევიზორთან ერთად დაბრუნდა, მისთვის რაიმე საეჭვო არ შეუნიშნავს.
ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა მოწმე დ--------------–--ნმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე. მანვე დამატებით განმარტა, რომ ჟა------–------ის ქუჩაზე ავტომანქანის ჩხრეკა არ ჩატარებულა და ხელი არაფერზე მოუწერია. გამოძიების ეტაპზე განხსვავებული ჩვენება იმიტომ მისცა, რომ არასდროს ყოფილა მსგავს სიტუაციაში და ყურადღება არ მიუქცევია დეტალებისთვის. ამის შემდეგ წარედგინა ქ. თბილისში, ჟა------–------ის ქუჩა #3-თან განხორციელებული ჩხრეკის ოქმი, რაზეც დ--------------–--ნმა განმარტა, რომ ოქმზე არსებული ხელმოწერა მას ეკუთვნის.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 22 მაისს, ქ. თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ნ-----–-------------–---–-------------------------------------–-–--ლის, ლ------------–---–ის, თ---------------ისა და ხ------------------ის მონაწილეობით, მ-------------–---–ის ნებართვითა და თანხმობით დათვალიერებულ იქნა ქ-------–--–---–--------------------–- განთავსებული კერძო სახლი, რომლის შესასვლელი კარი არის ორფრთიანი, ხის კონსტრუქციის, რომელიც ზედა ნაწილში არის შემინული. მარჯვენა კარის მინა მარცხენა მხარეს არის გატეხილი. სახლის შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ კედელთან განთავსებულია მაგიდა, რომლის ზედაპირზეც დევს მინის ნატეხები. შემთხვევის ადგილიდან ექსპერტების მიერ აღებულ იქნა მინის ნატეხები, სუნის ნიმუში და ხელის კვლები. ამოღებული სუნის ნიმუში და ხელის კვლები დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტებმა - ჯ----------–-–---–-----–------------–---–------------------------------------------------მ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების კანონთან შესაბამისობა.
ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 22 მაისს, 05:30 საათზე ქ. თბილისში, ჟ-----–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს მე-3 განყოფილების გამომძიებელ გ-----------------–--ლის მიერ, დეტექტივ-გამომძიებელ ჯ------------–---–ის თანდასწრებით, გაჩხრეკილ იქნა დ--------------–--ნის მართვის ქვეშ მყოფი „ტო------ს“ მარკის ავტომანქანა, სახ. #N------, რომლის საბარგულიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი შავი ფერის „სა-------ს“ ფირმის ტელევიზორი, რომელსაც აქვს შავი ფერის პლასტმასის მრგვალი ფორმის დასადგმელი. ამოღებული ტელევიზორი მოთავსებულ იქნა შავი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 20 ივნისს, ქ. თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ გ. მანოშვილის მიერ, დათვალიერებულ იქნა მ-------------–---–ის კუთვნილი ტელევიზორის საბუთები, პატარა ზომის წიგნი, სადაც აღწერილია ტელევიზორის მოხმარების წესი და საგარანტიო ფურცელი.
2017 წლის 20 ივნისის ამოცნობის ოქმის თანახმად, მ-------------–---–მა მისთვის წარდგენილი სამი ტელევიზორიდან ამოიცნო მისი კუთვნილი, „სა-------ს“ ფირმის, 117 დიაგონალის მქონე ტელევიზორი პლაზმური ეკრანით, შავი ფერის მრგვალი პლასტმასის დასადგამით.
2017 წლის 20 ივნისის ამოცნობის ოქმის თანახმად, გ--------------–---–მა მისთვის წარდგენილი სამი ტელევიზორიდან ამოიცნო მისი კუთვნილი, „სა-------ს“ ფირმის, 117 დიაგონალის მქონე ტელევიზორი პლაზმური ეკრანით, შავი ფერის მრგვალი პლასტმასის დასადგამით.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 27 ივნისის #6---ტრ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მინის ფრაგმენტზე აღინიშნება დაზიანებები ტეხვის სახით. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ლ-----–----–------.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 23 ივნისის #4-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე მ-------------–---–ის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ ნ------------–---ისაგან აღებული სუნის ნიმუშისა. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ბესარიონ ისაკაძემ.
თბილისის საქალაქოს სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის განაჩენით, ნ------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქოს სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განაჩენით, ნ------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
პალატამ გააანალიზა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ნ------------–---მა ჩაიდინა ქურდობა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ნ------------–---ს არ მოუპარავს მ-------------–---–ის კუთვნილი ტელევიზორი და დაზარალებულის შვილის - გ--------------–---–ისაგან მას წინასწარ ქონდა თანხმობა მიღებული, რომ მათი სახლიდან წაეღო ტელევიზორი. დაცვის მხარის ვერსია აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ ნ------------–---ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:
დაზარალებულმა მ-------------–---–მა დამაჯერებლად და ურთიერთთანხვედრილად მოახსენა სასამართლოს, რომ როგორც პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, მისაღებ ოთახში არსებული მისი კუთვნილი ტელევიზორი აღარ იყო. მას დამტვრეული მინები მანამდეც ქონდა შენიშნული, თუმცა იფიქრა რომ ფანჯარა მის მეუღლეს გაუტყდა. დაზარალებულმა ნათლად განმარტა, რომ მას ან მის შვილებს ტელევიზორი არავისთვის უთხოვებიათ. ასევე განმარტა, რომ ნ------------–---ის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ გააჩნია, მის მეუღლესთან მხოლოდ ტელევიზორის მოპარვის შემდეგ გაურთულდა ურთიერთობა, ვინაიდან ეს უკანასკნელი დაზარალებულის მისამართით აცხადებდა პრეტენზიას ნ------------–---ის დაპატიმრების გამო.
დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია და სრულ თანხვედრაშია მოწმეების გ------ი და ქ--------------–---–ების ჩვენებებთან, რომლებმაც სასამართლოს მოახსენეს, რომ დაახლოებით დილის 4-5 საათზე გააღვიძათ პოლიციის თანამშრომლების ხმამ. რის შემდეგაც აღმოაჩინეს, რომ სახლში მათი კუთვნილი „სა-------ს“ ფირმის ტელევიზორი აღარ იყო. ასევე ნახეს გატეხილი მინა. როგორც მოწმეებმა განმარტეს, მათ არავისთვის მიუციათ უფლება, შესულიყო სახლში და წაეღო ტელევიზორი. გ--------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ნ------------–---ი არის მისი სიძე, რომელთანაც კარგი ურთიერთობა ქონდა, ნ------------–---ი თუ სთხოვდა, აუცილებლად ათხოვებდა ტელევიზორს, მაგრამ ასეთ საუბარს მათ შორის ადგილი არ ქონია, მისთვის სახლიდან ტელევიზორის წაღების უფლება არ მიუცია. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მათ მიმართ სამართალდამცავების მხრიდან რაიმე მუქარას ან დაშინებას ადგილი არ ქონია. აგრეთვე, საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის და მისი შვილების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე ინტერესის და მისი უსაფუძვლოდ დასჯის სურვილის არსებობას.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს ნ------------–---ის დაკავებასა და ავტომობილის ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებზეც, რომლებმაც მოახსენეს სასამართლოს, რომ მათ საკუთარი თვალით დაინახეს ქ-------–--–---–--------------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოსული ნ------------–---ი, რომელსაც დიდი პლაზმური ტელევიზორი ეკავა ხელში, სწრაფად გადაადგილდა იქვე მდგომი ავტომანქანისაკენ, მასში მოათავსა ხსენებული ტელევიზორი და დატოვა შემთხვევის ადგილი. პილიციის თანამშრომლები საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით; რაიმე სახის წინააღმდეგობები, რაც მათ ჩვენებში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი. მათ მიერ დადასტურებული იქნა ჩატარებული ავტომობილის ჩხრეკისა და ამოღების, ასევე ნ------------–---ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმების სისწორე, რომლებიც შედგენილია კანონის სრული დაცვით, ხელმოწერილია მასში მონაწილე ყველა პირის მიერ და რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია მათზე დაფიქსირებული არ არის.
პალატა აღნიშნავს, რომ გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება საქმეზე წარმოდგენილ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ ნ------------–---ი სწორედ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-------------–---–ის კუთვნილ ტელევიზორს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ-------–--–---–--------------------–- განთავსებულია კერძო სახლი, რომლის შესასვლელი კარი არის ორფრთიანი, ხის კონსტრუქციის, ზედა ნაწილში შემინული. მარჯვენა კარის მინა მარცხენა მხარეს არის გატეხილი და სახლის შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ კედელთან განთავსებულ მაგიდზე დევს მინის ნატეხები, რომლებიც ამოღებული იქნა ექსპერტების მიერ. 2017 წლის 27 ივნისის, #6---ტრ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად და ექსპერტიზაზე წარდგენილ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მინის ფრაგმენტზე აღინიშნება დაზიანებები ტეხვის სახით. აღნიშნული მტკიცებულებები კიდევ ერთხელ მიანიშნებს, ნ------------–---ის მიერ დაზარალებულის კუთვნილ ბინაში ფარულად, მინის გატეხვის გზით შეღწევის ფაქტს. ასევე, ხსენებულ ბინაში ნ------------–---ის ყოფნის ფაქტი უტყუარადაა დადასტურებული საქმეზე წარმოდგენილი ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები ნ------------–---ისაგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის იდენტურია.
რაც შეეხება ავტომანქანის ჩხრეკისა და მ-------------–---–ისა და გ--------------–---–ის მიერ ნივთის ამოცნობის ოქმებს, დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა მათთვის წარდგენილი სამი ტელევიზორიდან ამოიცნეს დ--------------–--ნის მართვის ქვეშ მყოფი „ტო------ს“ მარკის ავტომანქანა, სახ. #N------, რომლის საბარგულიდან ამოღებულ, მათი კუთვნილი, „სა-------ს“ ფირმის, 117 დიაგონალის მქონე ტელევიზორი პლაზმური ეკრანით, შავი ფერის მრგვალი პლასტმასის დასადგამით.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებზეც და განმარტავს, რომ მათ მიერ სასამართლო სხდომაზე გაცხადებული ინფორმაცია დამაჯერებლობას მოკლებულია, წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას. ასევე, უსაფუძვლოა მათი განმარტებები საგამოძიებო მოქმედებების კანონით დარღვევით ჩატარებასთან და ნ------------–---ის მიმართ სამართალდამცავების მიერ გარკვეული ინტერესის არსებობასთან. წარმოდეგნილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გამოძიება წარიმართა ობიექტურად და კანონის სრული დაცვით. მოპოვებული მტკიცებულებებით არ არის გამოვლენილი და ვერც დაცვის მხარის მიერ იქნა სათანდოდ არგუმენტირებული სამართალდამცავების მხრიდან ნ------------–---ის მიმართ რაიმე პირადი დაინტერესების არსებობა.
ამდენად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია მსჯავრდებულის განმარტებები მისი უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ნ------------–---ის ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
რაც შეეხბა ნ------------–---ის მიერ ჩადენილი ქმედების დამაძიმებელ გარემოებებს, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის და თბილისის საქალაქოს სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განაჩენებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევი ნ------------–---ი, იმ პირობებში, როდესაც თითოეულ ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში წინა განაჩენით განსაზღვრული ნასამართლობა მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ქონია, 2017 წლის 22 მაისს, ღამის საათებში, ქ-------–--–---–--------------------–- მდებარე მ-------------–---–ის საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-------------–---–ის კუთვნილ სა-------ს ფირმის ტელევიზორს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 2000 (ორი ათასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად კი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ ნ------------–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ------------–---ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამდგარი შედეგი, ნ------------–---ის პირადი და ეკონომიკური პირობები, მისი არაეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), ის გარემოება, რომ მის მიერ ახალი დანაშაული ჩადენილი იქნა პირობით გამოსაცდელი ვადის პერიოდში და განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.
შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი ნ------------–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ------------–---ის სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი;
ნ------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ნ------------–---ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ნ------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 22 მაისიდან.
ნ------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ტელევიზორი და ტელევიზორის საგარანტიო წიგნი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ნ------------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტელეფონი მასში მოთავსებული სიმ ბარათით, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ავტომანქანა, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, დაქტილობარათები, მინის ნატეხები, ნ------------–---ისგან აღებული ხელის კვალის და სუნის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- ერთი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე