განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210118001615766
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-859-2018 27 ნოემბერი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი: ე--ტერინე ქორიძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი: მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - შპს ,,G-- C------” შ----- ჯ---–--ე ქ------- ყ---------ე დ----- ბ------ე
დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გასვლა, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის საოქმო განჩინება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ქ------- ყ---------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; სასამართლო სხდომის გადადებაზე უარის თქმის თაობაზე, საოქმო განჩინების გაუქმება სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელეს მითითებით, 2013 წლის 26 აპრილს, ამხანაგობა ,,ნუ------–ს“ და შპს “G-- C------”-ს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შპს “G-- C------”-მა იკისრა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთათვის ფართების გადაცემის და სხვა ფართების გასხვისების ვალდებულება. შეთანხმების შემდეგ, შპს “G-- C------”-მა მითითებულ მისამართზე დაიწყო კორპუსის მშენებლობა. ქ------- ყ---------ემ დასახელებულ კორპუსში ფართის შესაძენად, სანოტარო მინდობილობა გაუფორმა ნ-------- ახ--–--ეს და გადასცა 16 000 აშშ დოლარი, რის საფუძველზეც, 2014 წლის 08 ოქტომბერს, მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქ------- ყ---------ემ, წარმომადგენლის მეშვეობით ,,C“ ბლოკში შეიძინა 40.76 კვ.მ ფართი, რაშიც გადაიხადა 16 000 აშშ დოლარი. თუმცა ხელშეკრულების შედგენისას დაშვებული იქნა ტექნიკური უზუსტობები, კერძოდ, ნაცვლად ნასყიდობისა, დაფიქსირებული იქნა „წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება“, რის გამოც საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა და შეუძლებელი გახდა ფართის მის სახელზე რეგისტრაცია. აღნიშნულის შემდეგ, ქ------- ყ---------ემ გადაწყვიტა, სანაცვლოდ შეეძინა კომერციული ფართი ,,D“ ბლოკში, რაზეც 2014 წლის 16 დეკემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ ხელშკრულებით, ქ------- ყ---------ემ შეიძინა ქ. ბ------–ი, თა---–---–ის ქ. №---------ში მშენებარე საცხოვრებელ სახლში არსებულ ან---------–ში 2.20-4.80 ნიშნულზე მდებარე კომერციული ფართი, კერძოდ, ,,C“ ბლოკში-38.40 კვ.მ. და ,,D“ ბლოკში-28.99 კვ.მ. ნასყიდობის საგნის ღირებულება 38.40 კვ მ. ფართზე შეადგენდა 16 000 აშშ დოლარს, 28.99 კვ.მ ფართზე კი 14 495 აშშ დოლარს, ჯამში 30 495 აშშ დოლარს. ვინაიდან, ხელშეკრულების დადებისას მას უკვე გადახდილი ჰქონდა 16000 აშშ დოლარი, შემდეგში დაუმატა 5 000 აშშ დოლარი და საერთო ჯამში 2014 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით, გადაიხადა 21 000 აშშ დოლარი. დარჩენილი თანხები გადაიხადა ეტაპობრივად: 2500 აშშ დოლარი - 2015 წლის 19 აპრილს, 6995 აშშ დოლარი კი, 2015 წლის 22 მაისს. ამდენად, მან შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ნასყიდობის საფასური გადაიხადა სრულად, მოპასუხე კი, უარს აცხადებს ძირითადი ხელშეკრულების დადებაზე და შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემაზე. ამ გარემოების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ არსებობს ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადახდილი თანხის-30 495 აშშ დოლარის დაბრუნების საფუძველი. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხის წარმომადგენელმა ნაწილობრივ, ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის ნაწილში ცნო სარჩელი, ხოლო თანხის დაკისრებაზე უარის განაცხადა და განმარტა: მართალია, 2014 წლის 16 დეკემბერს, მხარეთა შორის დაიდო გარიგება, თუმცა ფართების შეძენისათვის 30 495 აშშ დოლარი ქ------- ყ---------ეს არ გადაუხდია, რის გამოც მხარეებს შორის აღარ გაფორმდა ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულება. ამდენად, მოპასუხე თანახმაა მხარეებს შორის მოიშალოს ხელშეკრულება, მაგრამ წინააღმდეგია თანხა გადაუხადოს მოსარჩელეს, ვინაიდან გადახდილი არ ყოფილა, რაც გამორიცხავს მისი დაბრუნების ვალდებულებას.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ქ------- ყ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. შეწყვეტილად იქნას აღიარებული, 2014 წლის 16 დეკემბერს, შპს “G-- C------”-ს და ქ------- ყ---------ეს შორის გაფორმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება; 3. ხელშეკრულების მოშლის გამო, შპს “G-- C------”-ს, ქ------- ყ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს, 21 000 აშშ დოლარის გადახდა. 4. შპს “G-- C------”-ს , ქ------- ყ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს, სახ. ბაჟის სახით გადახდილი 1560.96 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათის გადახდილი 50 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი ხარჯის-1032 ლარის ანაზღაურება. 5. ქ------- ყ---------ეს, სახ. ბაჟის სახით დაეკისროს, 707.89 ლარის გადახდა. მას ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. 6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინება დარჩეს ძალაში. გასაჩივრებული 18.05.2018წ. საოქმო განჩინების სარეზოლუციო ნაწილი: 1. მიღებულ იქნეს საოქმო განჩინება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა არსებითი მნიშვნელობის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2007 წლის 14 ივლისს, ქ. ბ------–ი შეიქმნა ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ნუ------–ი 2007”. ამხანაგობის მიზანი იყო ქ. ბ------–ი, თა---–---–ის ქუჩა №5----------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა. 2.2. 2013 წლის 26 აპრილს, ამხანაგობა ,,ნუ------–ს“ და შპს “G-- C------”-ს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შპს “G-- C------”-მა იკისრა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთათვის ფართების გადაცემის ვალდებულება. შპს “G-- C------”-ის მშენებლობის მიზანი იყო კორპუსში არსებული სხვა ფართების გაყიდვა. 2.3. 2014 წლის 16 დეკემბერს, შპს “G-- C------”-სა და ქ------- ყ---------ეს (წარმომადგენელი ნ-------- ახ--–--ე) შორის გაფორმდა ე.წ. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, ქ. ბ------–ი, თა---–---–ის ქ. №------------ში მდებარე, მშენებარე საცხოვრებელ სახლში არსებულ ან---------–ში 2.20-4.80 ნიშნულზე ფართების შეძენაზე, კერძოდ, კომერციული ფართი ,,C“ ბლოკში-38.40 კვ.მ., ასევე ,,D“ ბლოკში-28.99 კვ.მ. ფართი. ნასყიდობის საგნის ღირებულება 38.40 კვ მ. ფართზე განისაზღვრა 16 000 აშშ დოლარი, 28.99 კვ.მ ფართზე - 14 495 აშშ დოლარი, ჯამში 30 495 აშშ დოლარი. ხელშეკრულების 3.2 და 3.3 პუნქტში მითითებულია, რომ ფართის შეძენაში ქ------- ყ---------ის წარმომადგენელმა ნ-------- ახ--–--ემ გადაიხადა 21000 აშშ დოლარი. დარჩენილ გადასახდელ თანხას გადაიხდიდა შემდეგი გრაფიკით: 2500 აშშ დოლარს - 2015 წლის მაისის თვის ბოლომდე, 6995 აშშ დოლარს კი, მშენებლობის დასრულებამდე. 2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა, თ------ ყ---------ემ, ე-- გო----ემ და მ----- უბ--–---მ დაადასტურეს დაახლოებით 28 000 აშშ დოლარის გადახდა, თუმცა უშუალოდ თანხის გადაცემას ესწრებოდა, მხოლოდ თ------ ყ---------ე და ისიც, მხოლოდ 16000 აშშ დოლარის გადახდას. 2.5. ქ. ბ------–ი, თა---–---–ის ქ. №------------ში მდებარე უძრავი ქონება საქმის განხილვის მომენტისათვის რეგისტრირებულია შპს “G-- C------”-ის საკუთრებად. ან---------–ში 2.20-4.80 ნიშნულზე კომერციულ ფართზე ,,C“ ბლოკში 38.40 კვ.მ, ასევე ,,D“ ბლოკში 38.99 კვ.მ. ფართზე რეგისტრირებულია ქ------- ყ---------ის წინარე ნასყიდობის უფლება. 2.6. ქ------- ყ---------ესა და შპს “G-- C------”-ს შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება არ დადებულა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 352-ე, 361-ე, 398-ე, 399-ე, 405-ე მუხლებზე და განმარტა: 2014 წლის 16 დეკემბრის უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული მხარეთა შეთანხმება, ნარდობის ხელშეკრულების ელემენტებს შეიცავს. საფასურის გადახდით, რაიმე საგნის დამზადება არ წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას. ამიტომ, ნარდობის ხელშეკრულებაა, თუმცა დავის გადაწყვეტისათვის ამ საკითხს არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ვინაიდან, გარიგების იურიდიული ბუნება ვერ იმოქმედებს ხელშეკრულებიდან გასვლასა და გადახდილი თანხის დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლებზე. ვინაიდან, ორივე მხარე თანახმაა ხელშეკრულება მოიშალოს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. 2.8. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, მოსარჩელემ მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება. მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). 2.9. დადგენილია, რომ შეთანხმების თანახმად, შპს “G-- C------”-ს კორპუსის ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ, მოსარჩელისათვის საკუთრებაში უნდა გადაეცა საცხოვრებელი კორპუსის ,,C“ ბლოკის ან---------–ში 2.20-4.80 ნიშნულზე მდებარე კომერციული ფართი 38.40 კვ.მ და ,,D“ ბლოკში 38.99 კვ.მ. ფართი. თავის მხრივ, ქ------- ყ---------ე ვალდებული იყო, ფართის საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ გადაეხადა 30 495 დოლარი, აქედან 21 000 აშშ დოლარი - ხელშეკრულების დადებისთანავე, ხოლო დარჩენილი თანხა კი ეტაპობრივად. სასამართლომ, 2014 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულების 3.2 პუნქტში მითითებული ჩანაწერის შეფასების საფუძველზე დადგენილად ჩათვალა, რომ ფართის შეძენის მიზნით, ქ------- ყ---------ის წარმომადგენელმა ნ-------- ახ--–--ემ გადაიხადა 21 000 აშშ დოლარი. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულად ჩაითვალა ასევე, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებითაც. ამდენად, ხელშეკრულების მოშლის გამო, სკ-ის 399-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს მოთხოვნა, ხელშეკრულების შესრულების მიზნით მოპასუხისათვის გადაცემული თანხის უკან დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანად იქნა მიჩნეული, მხოლოდ 21 000 აშშ დოლარის ნაწილში და დაკმაყოფილდა. 2.10. გაზიარებული არ იქნა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ თანხის მიღებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში ჩანაწერის გაკეთება განპირობებულია ნ-------- ახ--–--ესთან ფულადი ანგარიშის გასწორების მიზნით, რის გამოც, მათ შორის ურთიერთგაქვითვაზე უნდა მომხდარიყო შეთანხმება. სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნ-------- ახ--–--ესთან რაიმე სახის ურთიერთგაქვითვაზე შეთანხმება (ან სამომავლოდ გაქვითვაზე შეთანხმება) არ დასტურდებოდა, რაც ამყარებდა მოსაზრებას, რომ ხელშეკრულებაში მითითებული 21 000 აშშ დოლარი მოპასუხეს, სწორედ მოსარჩელისაგან ჰქონდა მიღებული.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, მოსარჩელე მხარის მოწმეებმა, თ---------- ყ---------ემ, მ----- უბ--–---მ, ე-- გო----ემ სასამართლო სხდომაზე გამოკვეთილად განმარტეს, რომ მოპასუხის ანგარიშზე ე.წ. მყიდველს- ქ------- ყ---------ეს თანხა არ შეუტანია. მან 16 000 აშშ დოლარი გადასცა აწ განსვენებულ ნ-------- ახ--–--ეს, რომელმაც თითქოს აიღო ვალდებულება, რომ ამ თანხას გადასცემდა უძრავი ქონების გამყიდველ ფირმას. სარჩელში ქ------- ყ---------ე მიუთითებს, რომ მისმა წარმომადგენელმა გადაიხადა 21.000 აშშ დოლარი. სასამართლო სხდომაზე კი მოწმეებმა დაადასტურეს ნ.ახ--–--ეზე 16.000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი. 3.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი მსჯელობა შავი ჩანაწერების ჟურნალთან მიმართებაში, ასევე წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ქვითრები და საბანკო ჩარიცხვები, რომელთა გამოკვლევით დადგინდა, რომ არც ქ------- ყ---------ის და არც ნ-------- ახ--–--ის მიერ, ფირმის ანგარიშებზე თანხების შეტანა არ დაფიქსირებულა. 3.3. მოსარჩელემ, სასამართლო სხდომაზე მოწმეებად წარმოადგინა მოსარჩელის მამა - თ---------- ყ---------ე, დეიდა - მ----- უბ--–---, ასევე ახლო ნათესავი - ე-- გო----ე. ყველა მათგანი დაინტერესებული პირია. მიუხედავად ამისა, ვერც ერთმა მათგანმა ვერ დაადასტურა, რომ ნ-------- ახ--–--ემ ნამდვილად გადაიხადა აღნიშნული თანხა ფირმის ანგარიშზე. იმ გარემოებას, ნ-------- ახ--–--ეს ნამდვილად გადაეცა თუ არა თანხა, ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ. ეს ფაქტი შესაძლებელია სცოდნოდა თ----- ნი---ეს, რომლის მოწმის სახით სასამართლო სხდომაზე მოწვევას სასამართლომ ხელი შეუშალა. აპელანტისათვის არსებითია ის, რომ თანხა ფირმის ანგარიშზე არ ჩარიცხულა. 3.4. გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა, სადაც აღნიშნულია, რომ წინამდებარე შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია იმის დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად გადასცა 21.000 აშშ დოლარი. გაუგებარია, რომელ სესხზეა საუბარი, რა მტკიცებულება მიუთითებს ზოგადად სასესხო ურთიერთობაზე. მოპასუხის პოზიცია არის ის, რომ ქ------- ყ---------ეს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს და მას შემდეგაც, მათთვის არ გადაუხდია არც ერთი თეთრი.
3.5. მოსარჩელე ბოროტად იყენებს ნ-------- ახ--–--ის მოულოდნელი გარდაცვალების ფაქტს, რომელმაც იცოდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. რეალურად, შპს “G-- C------”-ისგან ფართების შესყიდვა უნდა მომხდარიყო არა ქ------- ყ---------ისათვის, არამედ მ----- უბ--–---სა და მისი მეგობარი დალისათვის. სწორედ, მ----- უბ--–---სათვის ფართის შეძენის საკითხზე ჩავიდა თურქეთში ნ.ახ--–--ე მ----- უბ--–---სთან ერთად, რათა ფირმის მეპატრონეებთან შეეთანხმებინა ქონებაზე ფასის დაკლება, რაც დეტალურად განმარტა მოწმე ლ------ ზე-------მა.
ნ-------- ახ--–--ე კი, რატომღაც ფარავდა ფაქტს იმის შესახებ, რომ მყიდველი იყო მ----- უბ--–---. ეს მისი პირადი საქმე და საიდუმლოება იყო.
3.6. 2018 წლის 18 მაისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დაუდასტურებელი ინფორმაცია მიაწოდა მოსამართლეს იმის შესახებ, რომ თითქოს სხდომის დაწყების წინ ტელეფონით დაუკავშირდა თბილისში მყოფი თ----- ნი---ე და უთხრა, რომ მას არ უნდოდა სასამართლო სხდომაზე მოსვლა და თითქოს მოპასუხე აიძულებდა მოწმედ გამოცხადებას. ამის საპასუხოდ მოპასუხის (აპელანტის) წარმომადგენელმა სასამართლოს განუმარტა, რომ სასამართლო სხდომის დაწყების წინა დღეს თ----- ნი---ემ აცნობა, რომ თბილისიდან ვერ ჩამოვიდოდა, იმ მიზეზით, რომ ბავშვი ჰყავდა შეუძლოდ.
მსგავსი ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, სასამართლომ მიიღო საოქმო განჩინება მოწმის გამოცხადების მიზნით სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რითაც დაარღვია კანონის ნორმები და პრინციპები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ქ------ ყ---------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის საოქმო განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თანხის დაკისრების თაობაზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.6. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.7-2.10 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 352-ე, 361-ე, 399-ე, 405-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს; განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, გადახდილია, თუ არა ქ------- ყ---------ის მხრიდან, შპს “G-- C------”-სთვის, 2014 წლის 16 დეკემბერის უძრავი ქონების ე.წ. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 21000 აშშ დოლარი და ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, არსებობს თუ არა, ამ თანხის დაბრუნების საფუძველი. 4.4. აპელანტის პრეტენზიის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ქ------- ყ---------ის მიერ, 21 000 აშშ დოლარის მოპასუხეზე გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით საქმეში განთავსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის 16.12.2014წ. წერილობით ხელშეკრულებას, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს. ამრიგად, სააპელაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, სამართლებრივი თვალსაზრისით, უპირველესად შეფასებული უნდა იქნეს, 16.12.2014წ. წერილობით ხელშეკრულებაში გამოხატული ნება. 4.5. სადავო საკითხის გარკვევის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას აღნიშნული სტანდარტის გამოყენება დამოკიდებულია იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსზე, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განისაზღვრება ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს. 4.6. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. 4.7. წინამდებარე შემთხვევაში, ქ. ყ---------ის მიერ, ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასის ნაწილის-21000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტის მტკიცება, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, სწორედ მას ეკისრება. აღნიშნულ დასკვნას აძლიერებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლიც, რომელიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, კერძოდ, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს ნორმა, ერთის მხრივ, იძლევა დამატებით ინფორმაციას ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენისას მტკიცების ტვირთის მოვალისათვის დაკისრების შესახებ, ხოლო, მეორეს მხრივ, განსაზღვრავს კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს ფულადი ვალდებულების შესრულება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია, სწორედ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რომლის თანახმად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას იმიტომ წარმოადგენს მოვალისათვის, რომ საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე, რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ, ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება (იხ. სუსგ №ას-570-541-2015, 2015 წლის 11 ნოემბერი; სუსგ №ას-1541-1547-2011; 2012 წლის 19 აპრილი). 4.8. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მინდობილობით დადგენილია, რომ 2011 წლის 11 დეკემბერს, ქ------- ყ---------ემ განუსაზღვრელი ვადით მინდობილობა გაუფორმა ნ-------- ახ--–--ეს, რომლითაც მიანიჭა უფლებამოსილება ყოფილიყო მისი სრულუფლებიანი წარმომადგენელი ნებისმიერი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას და ამ მიზნებისათვის განეხორცილებებინა შესაბამისი უფლება-მოვალეობები (იხ. მინდობილობა ს/ფ 53-85). 4.9. 2014 წლის 16 დეკემბერს დადებული უძრავი ქონების ე.წ. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ შპს “G-- C------”-თან (გამყიდველი) ხელშეკრულება გააფორმა ნ-------- ახ--–--ემ, როგორც ქ------- ყ---------ის წარმომადგენელმა (მყიდველი), სადაც დაფიქსირებულია, რომ მყიდველს, გამყიდველზე, ნასყიდობის ღირებულებიდან, ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტისათვის გადახდილი აქვს 21 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. აღნიშნული ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეთა მიერ, დამოწმებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ და მის საფუძველზე, გარიგების საგანზე, ფართის მომავალ მესაკუთრედ მითითებულია ქ------- ყ---------ე (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/ფ 86-89). 4.10. განსახილველ საქმეში, მოსარჩელემ (მოვალემ) სადავო თანხის გადაცემის დასადასტურებლად, სწორედ 2014 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულებაზე მიუთითა. მაშასადამე, ქ------- ყ---------ემ, („მყიდველი“, მოვალე) სადავო თანხის გადაცემის დასამტკიცებლად სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით განსაზღვრული განკუთვნადი მტკიცებულება წარმოადგინა, რითაც დაძლია თავისი თავდაპირველი მტკიცების ტვირთი. რის გამოც, პალატა უდავოდ დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს “G-- C------”-ს ქ------- ყ---------ის მიერ, მისივე წარმომადგენლის მეშვეობით, გადაეცა ხელშეკრულებაში მითითებული თანხა - 21 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის დაბრუნების ვალდებულება 352-ე და 405-ე მუხლების საფუძველზე, ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, გააჩნია შპს “G-- C------”-ს, რაც სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. 4.11. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ თანხის გადახდა უნდა დასტურდებოდეს, მხოლოდ იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დოკუმენტით. ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ პალატა მიუთითებს, რომ მატერიალური კანონმდებლობა, თანხის გადახდის ფაქტის დადასტურებას, მხოლოდ ასეთი სავალდებულო ფორმის დოკუმენტით არ ითვალისწინებს და კრედიტორის ხელმოწერით დადასტურებული, ნებისმიერი წერილობითი ფორმით შედგენილი დოკუმენტი, რომლის შინაარსი სარწმუნოდ ადასტურებს ამ მოქმედების განხორციელებას, მიჩნეული უნდა იქნეს სათანადოდ. 4.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.3 მუხლის თანახმად, წინმსწრები საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: დადგენილია, რომ მოცემულ დავაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მარტის საოქმო განჩინებით, მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოწმის-თ------- ნი---ის წარმოდგენის მიზნით, სასამართლო სხდომა გადაიდო 2018 წლის 10 აპრილს, ხოლო შემდეგ, მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობვის გამო, 2018 წლის 18 მაისს. 4.13. დადგენილია, რომ 2018 წლის 18 მაისის სხდომაზე მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მოწმის წარმოდგენა, გამოუცხადებლობის მიზეზად მიუთითა მოწმის შვილის ავადმყოფობა და სხდომის გადადების თაობაზე იშუამდგომლა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 12:44:21), რაც ადგილზე მიღებული საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 12:50:06). 4.14. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. კანონის მითითებული დანაწესი გულისხმობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სხვა დროისათვის გადადოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სასამართლო სხდომა, თუ არსებობს ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს საქმის განხილვის ვადის დაყოვნებას და არ ემსახურება მის გაჭიანურებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მოითხოვს საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებას, იგი ვალდებულია, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს საკუთარი მოტივების საფუძვლიანობა. მხარის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც უარს ეტყვის მხარეს საქმის გადადებაზე, თუ ვერ დარწმუნდება სასამართლო პროცესის გადადების წინაპირობათა მართებულობაში. 4.15. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ, ვინაიდან, მოპასუხეს, მოწმის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია, ასეთზე, არც სააპელაციო საჩივარში მიუთითებია და არც წარმოუდგენია. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს საპროცესო ნორმათა მოთხოვნები არ დაურღვევია, სწორად დადგინა, რომ სხდომის გადადება ხელყოფდა საპროცესო ეკონომიის პრინციპს და გამოიწვევდა საქმის განხილვის ვადის გაუმართლებელ გაჭიანურებას, რაც გამორიცხავს 2018 წლის 18 მაისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას. 4.16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, ასევე დავის განხილვისას საპროცესო ნორმათა მოთხოვნები არ დაურღვევია და ქ------- ყ---------ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, შპს “G-- C------”-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ასევე საოქმო განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ შპს “G-- C------”-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის საოქმო განჩინება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის შპს “G-- C------”-ის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-2125 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,G-- C------“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის საოქმო განჩინება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7.
თავმჯდომარე: მოსამართლეები: ირმა პერანიძე სიმონ ჩხაიძე ნანა კალანდაძე