განაჩენი

სისხლის სამართლის 04.01.2019
საქმის ნომერი
120100118002669991
ინსტანცია
თარიღი
04.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002669991

საქმე 1ბ------18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მურმან ისაევმა

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- ა---–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) რ----- ი-----ს ძე გ-------ის - (დაბადებულის 19---–-–---------------რს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლეობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა-------------–----–---------------–-------) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----- გ-------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 27 აგვისტოს დაახლოებით 12:30 საათზე, ა------ს რაიონის სოფელ ო---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ----- გ-------ემ საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, მეუღლეს მ--------- გ-------ეს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი ფეხის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია 117-ე ,118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მანვე, 2018 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 12:30 საათზე, ა------ს რაიონის სოფელ ო---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ----- გ-------ე საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, ყელში ხელების მოჭერით დაემუქრა მეუღლეს მ--------- გ-------ეს, სიცოცხლის მოსპობით, რაც მ--------- გ-------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით;

 

რ----- გ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

რ----- გ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და რ----- გ-------ეს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

რ----- გ-------ეს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი) წელი;

 

რ----- გ-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 27 აგვისტოდან 2018 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- ა---–---–---–მა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის უკანონო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის, ასევე დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით, შესაბამისად აპელანტი ითხოვს სასჯელის გამკაცრებას მსჯავრდებულ რ----- გ-------ის მიმართ.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი რ----- გ-------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ----- გ-------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, ი-----დიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მ--------- გ-------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, გ----–----–------- მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, 2018 წლის 29 აგვისტოს N 9---------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, 2018 წლის 08 ოქტომბრის N 5--------- სასამართლო -ფსიქოლოგი----- ექსპერტიზის დასკვნა, ი--- გ-------ის, ი----- გ-------ის, მა-–-----–------–---–--, გი--------–---–---–--, ი-------------ს მოწმის სახით დაკითხვის ოქმები, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მ--------- გ-------ის სამედიცინო შემოწმების ბარათი, ოქმი ალკოტესტზე შემოწმების შესახებ, მ--------- გ-------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილება, განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და სხვა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ რ----- გ-------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ----- გ-------ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუცი----- უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

საქართველოს სსკ 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მ--------- გ-------ეს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, ვინაიდან 2018 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 12:30 საათზე, ა------ს რაიონის სოფელ ო---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ----- გ-------ე საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, ყელში ხელების მოჭერით დაემუქრა მეუღლეს მ--------- გ-------ეს, სიცოცხლის მოსპობით. სასამართლო თვლის, რომ ასეთ ქმედებაზე ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი, არც ძალიან მშიშარა, და არც ძალიან გულადი, ჩათვლიდა, რომ მუქარა იყო რეალური.

 

სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.

 

სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულია ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და მისი გამკაცრება არ არის აუცილებლი.

 

რ----- გ-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასვამ მდგომარეობაში დანაშაულის ჩადენა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება, ასევე ნასამართლობის არქონა.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი სასჯელის განსაზღვრისას.

 

მსჯავრდებულ რ----- გ-------ისათვის დანიშნული სასჯელის განსაზღვრისას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ყველა ის გარემოება რაც კანონით არის გათვალისიწინებული და განსაზღვრულია ადეკვატური, სამართლიანი და პროპორციული სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- ა---–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი რ----- გ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- ა---–---–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი რ----- გ-------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

რ----- გ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

რ----- გ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და რ----- გ-------ეს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

რ----- გ-------ეს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი;

 

პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ რ----- გ-------ეს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

რ----- გ-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 27 აგვისტოდან 2018 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.

 

რ----- გ-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით რ----- გ-------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ს/კ 6-----------, 5------–----ს ფარგლებში;

 

ნივთმტკიცება ერთი ცალი ჯოხი, რომელიც ინახება შსს ა------ს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი