განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.12.2018
საქმის ნომერი
110210118002393775
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი, ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110210118002393775

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ს----------–ოს სახელით

 

საქმე№2/ბ-740-18 12 დეკემბერი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პე------ე

 

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - მ------ გ----------ე სს ,,ფ---- ბ---- ს----------–ო“ დ----- დ---–--ე

დავის საგანი - სესხის საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების, ასევე ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 5 სექტემბერს, მ------ გ----------ემ, სს ,,ფ---- ბ---- ს----------–ოსაგან'' ისესხა 3000 ლარი, 728 დღის ვადით, წლიური 60% სარგებლით. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნა საურავი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი თანხის 1.0%. საურავის დარიცხვა გრძელდებოდა, მხოლოდ 60 კალენდარული დღის განმავლობაში. მ------ გ----------ემ დაარღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. მისმა დავალიანებამ სს ,,ფ---- ბ---- ს----------–ოს'' წინაშე შეადგინა 4751.78 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა-2782.0- ლარი, სარგებელი-1769.28 ლარი, პირგასამტეხლო - 200.42 ლარი. სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას, მსეხებლის საკუთრებაში იყო უძრავი ქონებები, რაც დაედო საფუძვლად მასზე აგროსესხის გაცემას, ვინაიდან, საქმიანობის ტიპში მსესხებელმა მიუთითა მარცვლოვანი კულტურის მოყვანა და მევენახეობა. მსესხებელმა იცოდა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, აღსრულება მიქცეული იქნებოდა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებებზე, ამიტომ თავის საკუთრებაში არსებული ექვსი უძრავი ქონება აჩუქა დედას-ც------ პე------ეს. ჩუქების ხელშეკრულება არის მოჩვენებითი გარიგება. მისი დადების მიზანი იყო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დავალიანების დაფარვა არ განხორციელებულიყო მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მეშვეობით, რაც ამ გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირი თანხის-2782.0- ლარის და პროცენტის-690 ლარის ნაწილში, ხოლო სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. მოპასუხემ განმარტა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის საპროცენტო განაკვეთი-60 % შეუსაბამოდ დიდია. სესხის გაცემის დროისათვის, პროცენტის მისაღები ოდენობა იყო 23%. ამ გაანგარიშებით მისთვის დასაკისრებელი პროცენტის თანხა უნდა განისაზღვროს 690 ლარით. გარდა ამისა, ასევე შეუსაბამოდ მაღალია პირგასამტეხლოს ოდენობაც, რაც უნდა შემცირდეს სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით. რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულებას, მოჩვენებითად არ დადებულა, ვინაიდან, მ------ გ----------ე და ც------ პე------ე დედა-შვილია, სადავო ქონება იყო ც------ პე------ის მაზლის (მეუღლის ძმის) საკუთრება, რომელსაც კომლში ჩაწერილი ჰყავდა ძმიშვილი - მ. გ----------ე, თუმცა მ. გ----------ის გათხოვების შემდეგ, ეს ქონება ტრადიციულად უნდა დარჩენოდა ძირ ოჯახს, კერძოდ მ. გ----------ის მშობლებს. შესაბამისად, ამ გარიგებით, მ. გ----------ემ ქონება დაუბრუნა იმ პირს, ვისაც ეკუთვნოდა. გარდა ამისა, მ. გ----------ის მეუღლე თავისი ცხოვრების წესით საფრთხეს უქმნიდა ამ ქონებას, ვინაიდან მას საკუთარი მიზნებისათვის განკარგავდა, ამიტომაც ქონება დაუბრუნა ნამდვილ მესაკუთრეს.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. სს ,,ფ---- ბ---- ს----------–ოს'' (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. მოპასუხე მ------ გ----------ეს (პ/ნ 1----------), სს ,,ფ---- ბ---- ს----------–ოს'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს-4751 (ოთხი ათას შვიდას ორმოცდათერთმეტი) ლარისა და 78 (სამოცდათვრამეტი) თეთრის გადახდა; 3. ბათილად იქნას ცნობილი, მოპასუხეებს, მ------ გ----------ეს (პ/ნ 1----------) და ც------ პე------ეს (პ/ნ 1----------) შორის, 2017 წლის 20 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება 3------------------------------------------------------------------------------------------ საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებებზე; 4. მოპასუხე მ------ გ----------ეს (პ/ნ 1----------), სს ,,ფ---- ბ---- ს----------–ოს'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს, ბაჟის ნაწილის 38 (ოცდათვრამეტი) ლარისა და 44 (ორმოცდაოთხი თეთრის) გადახდა, ხოლო 104 (ას ოთხი) ლარი და 16 (თექვსმეტი) თეთრი მოსარჩელეს დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან (საგადახდო დავალება N--------, თარიღი 2-------, კოდი 3--------); 5. მოპასუხეებს, მ------ გ----------ეს (პ/ნ 1----------) და ც------ პე------ეს (პ/ნ 1----------), სს ,,ფ---- ბ---- ს----------–ოს'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის-50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება, ხოლო ზედმეტად გადახდილი ბაჟი-50 (ორმოცდაათი) ლარი მოსარჩელეს დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან (საგადახდო დავალება N--------, თარიღი 2-------, კოდი 3--------); 6. 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ, გასაჩივრებულ ნაწილში დაადგინა არსებითი მნიშვნელობის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2017 წლის 5 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მ------ გ----------ემ, სს ,,ფ---- ბ---- ს----------–ოსაგან'' ისესხა 3000 ლარი, 728 დღის ვადით, წლიური 60% სარგებლით. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გათალისწინებული იქნა საურავი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი თანხის 1.0%. საურავის დარიცხვა გრძელდებოდა, მხოლოდ 60 კალენდარული დღის განმავლობაში. 2.2. სესხის მიღებისას, მსეხებელმა მ------ გ----------ემ სესხის განცხადში მიუთითა და სესხის ანალიზის ფორმაში დაადასტურა, რომ მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა მარცვლოვანი კულტურის მოყვანა და მევენახეობა. სწორედ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის მასზე გაიცა აგროსესხი. გამსესხებლის მოლოდინი იყო, რომ მსესხებელი ამ კონკრეტული მიზნისათვის გამოყენებდა სესხს, გაიუმჯობესებდა თავის ფინანსურ მდგომარეობას და მიღებული შემოსავლიდან, ბ----ს წინაშე არსებულ ვალდებულებებსაც შეასრულებდა. 2.3. მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა, დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ, რის გამოც, 2017 წლის ნოემბრის შემდგომ, გადახდა არ განუხორციელებია. 2.4. მოპასუხე მ------ გ----------ეს, ბ----საგან გაფრთხილების წერილი ჩაბარდა პირადად, 8 დეკემბერს, ეცნობა დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და წარედგინა მოთხოვნა 14 დღის ვადაში დავალიანების თანხის დაფარვის თაობაზე. ამასთანავე, გაფრთხილებული იქნა მისი კუთვნილი ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენების შესახებ. 2.5. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა, რის გამოც, ბანკმა დაიწყო სამართლებრივი პროცედურები თანხის ამოღების მიზნით, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ 2017 წლის 20 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულებით, მ------ გ----------ემ, თავის საკუთრებაში არსებული ყველა უძრავი ქონება, საკადასტრო კოდებით: 3------------------------------------------------------------------------------------- გააჩუქა დედამისზე-ც------ პე------ეზე. 2.6. ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ და ამჟამადაც, მ. გ----------ე თავისი ქმარ-შვილით ცხოვრობს იმავე სახლში, რომელშიც ცხოვრობდა სესხის ხელშეკრულების დადებისას, წარმოადგენდა მის საკუთრებას, რაც ასევე გაჩუქებული იქნა ც. პე------ეზე. 2.7. სესხის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, 2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით, მ------ გ----------ის დავალიანება სს ,,ფ---- ბ---- ს----------–ოს'' წინაშე შეადგენს 4 751.78 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა-2782.0- ლარი, სარგებელი -1769.28 ლარი, პირგასამტეხლო- 200.42 ლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 20--ე მუხლზე, ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 316-317-ე, 3---ე, 416-417-ე, 420-ე, 463-ე, 524-ე, 623-625-ე მუხლებზე და განმარტა: ვინაიდან, მ------ გ----------ემ ცნო სარჩელი სესხის ძირი თანხისა და სარგებლიდან-690 ლარის ნაწილში, სსკ-ის 20-.3-ე მუხლის შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

2.9. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ 2017 წლის ნოემბრის შემდგომ, მსესხებელს გადახდა არ განუხორციელებია და გაფრთხილების მიუხედავად, დავალიანება არ დაუფარავს.

განსახილველ შემთხვევაში, სადავოა საპროცენტო განაკვეთისა და პირგასამტეხლოს ოდენობა, ასევე მსესხებლის კუთვნილ უძრავ ქონებებზე დადებული გარიგების ნამდვილობა.

 

2.10. სადავო საკითხებთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა:

სესხის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი-წლიური 60% არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მოთხოვნებს, არ აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილ ოდენობას - წლიურ 100 პროცენტს, რის გამოც, პროცენტის თანხის მოთხოვნის ნაწილშიც სარჩელი სრულად უნდა დაკმყოფილდეს და მ------ გ----------ეს, სს ,,ფ---- ბ---- ს----------–ოს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, 2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით, საპროცენტო სარგებლის დავალიანების-1769.28 ლარის გადახდა.

 

2.11. სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ ს----------–ოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში, ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო, მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.

ვინაიდან, სესხის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, 2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით, მ------ გ----------ის დავალიანება სს ,,ფ---- ბ---- ს----------–ოს'' წინაშე, ძირი თანხის ნაწილში შეადგენდა 2782.0- ლარს, სასამართლომ მიიჩნია, 200.42 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნას, სესხის პირობებისა და ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით გონივრული იყო, რაც გამორიცხავდა პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში მოპასუხის პოზიციის გაზიარებას.

 

2.12. ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა:

ჩუქების ხელშეკრულების შესაბამისი იურიდიული შედეგია ის, რომ მჩუქებელმა დასაჩუქრებულს უსასყიდლოდ გადასცეს მისი კუთვნილი ქონება.

განსახილველ შემთხვევაში, მ------ გ----------ე (გამჩუქებელი) და ც------ პე------ე (დასაჩუქრებული) არიან დედა-შვილი.

ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა მას შემდეგ, რაც მ------ გ----------ეს ჩაბარდა ბ----ს გაფრთხილების წერილი ვალდებულების შესრულებისა და იძულებითი აღსრულების ღონისძიებების თაობაზე.

გარდა ამისა, ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ და ამჟამადაც, მ. გ----------ე თავისი ქმარ-შვილით ცხოვრობს იმავე სახლში, რომელშიც ცხოვრობდა სესხის ხელშეკრულების დადებისას და წარმოადგენდა მის საკუთრებას.

ამდენად, საქმის მასალებით სრულიად ნათლად და ლოგიკური თანმიმდევრობით დადგინდა გარემოებები იმის თაობაზე, რომ მ------ გ----------ესა და ც------ პე------ეს შორის, 2017 წლის 20 დეკემბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება დაიდო იმ მიზნით, რომ მ------ გ----------ეს თავიდან აეცილებინა სს ,,ფ---- ბ---- ს----------–ოს'' მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება და დავალიანების ამოღების მიზნით, მის ქონებაზე იძულებითი აღსრულება აერიდებინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, რომელიც მიზნად არ ისახავდა ქონების გადასვლას სხვის საკუთრებაში, რაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა სესხის მიზნობრიობა. საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ, მ------ გ----------ეზე გაიცა აგროსესხი, მარცვლოვანი კულტურის მოყვანისა და მევენახეობის მიზნით. 3.2. არასწორად იქნა შეფასებული მ------ გ----------ესა და ც------ პე------ეს შორის, 2017 წლის 20 დეკემბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, ვინაიდან მისი დადება არ მომხდარა იმ მიზნით, რომ მ------ გ----------ეს თავიდან აერიდებინა სს "ფ---- ბ---- ს----------–ოს" მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება. გარიგება დადებული იქნა ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე, რაც განპირობებული იყო იმით, რომ მ------ გ----------ის მეუღლე, თავისი ცხოვრების წესით საფრთხეს უქმნიდა ამ ქონებას და საკუთარი მიზნებისათვის განკარგავდა. ამიტომ, ქონება დაუბრუნდა მის ნამდვილ მესაკუთრეს. გარდა ამისა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხეთა ფიქტიურ გარიგებაზე “ურთიერთშეთანხმებას”, მათ საერთო მიზანს, განსაკუთრებით, ც------ პე------ის ნების გამოვლენის ნაკლს. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უნდა ჩაითვალოს დადგენილად, რადგან, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით. 3.3. სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 625-ე მუხლი, რამაც განაპირობა სესხისა და პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობით დაკისრება. აღნიშნული მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს დღიური პროცენტი არ უნდა აღემატებოდეს 0.41%-ს (150% / 3-5 დღეზე = 0.41%). შესაბამისად, მოპასუხეს შეიძლებოდა დაკისრებოდა მხოლოდ 82.2 (200.48 / 1 * 0.41 = 82.2) ლარის გადახდა. რაც შეეხება საპროცენტო სარგებლის ოდენობას, ს----------–ოს ეროვნული ბ----ს კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებული წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირებისათვის შეადგენს 26,3%-ს (რაც დაფიქსირდა 2017 წლის მაისში და იგი არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც დევს ეროვნული ბ----ს ვებ-გვერდზე), რომლის მიხედვითაც, მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 775.53 ლარს (1769.28 / 60 * 26.3 = 775.53).

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სს ,,ფ---- ბ---- ს----------–ოს“ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.7 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.8-2.12 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები: ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 316-317-ე, 3---ე, 416-417-ე, 420-ე, 463-ე, 524-ე, 623-625-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მ------ გ----------ესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელისა და პირგასამტეხლოს ოდენობა გამომდინარეობს, თუ არა კანონის მოთხოვნებიდან, ასევე, მ------ გ----------ესა და ც------ პე------ეს შორის დადებული უძრავ ქონებათა ჩუქების ხელშეკრულება არის თუ არა ნამდვილი. 4.4. როგორც უკვე აღინიშნა, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სესხის საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად განსაზღვრის ნაწილში და მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით მხარეთა შეთანხმება შეესაბამება, ამ ხელშეკრულების დადების დროისათვის (05.09.2017წ.) მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით დადენილ დანაწესს, რომლის მიხედვითაც, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, ხოლო სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო, მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. ვინაიდან, სადავოს არ წარმოადგენს, რომ სარჩელის შეტანის დროისათვის სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა შეადგენს-2782.0- ლარს, ამ თანხაზე წლიური 60%-ზე გაანგარიშებით სარგებელის დარიცხვა კანონშესაბამისია. ასევე, სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის-2782.0- ლარის გადაუხდელობის გამო, ჯამურად 200.42 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც, ძირი თანხის 7,2%-ს შეადგენს, სრულად გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან. ამდენად, აპელანტის მოთხოვნა სესხის საპროცენტო სარგებლისა და დაკისრებული პირაგასამტეხლოს შემცირების თაობაზე უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება. 4.5. 2017 წლის 20 დეკემბერს, მ------ გ----------ესა და ც------ პე------ეს შორის, საკადასტრო კოდებით: 3------------------------------------------------------------------------------------ უძრავ ქონებათა ჩუქების ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: იმისათვის, რომ ეს გარიგება ჩაითვალოს ბათილად, აუცილებელია შემოწმებული იქნეს ორივე მხარის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა, ასევე ხელშეკრულების მეორე მხარის, კერძოდ, დასაჩუქრებული ც------ პე------ის კეთილსინდისიერება ქონების შეძენის ფაქტის მიმართ. 4.6. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად გარიგება, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება) ბათილია. მოჩვენებითი გარიგების დროს ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს, კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ, ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). 4.7. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მჩუქებელი და დასაჩუქრებული არიან დედა-შვილი. ასეთ ურთიერთობაში, ჩვეულებრივ, საზოგადოებაში ახლო ოჯახური ურთიერთობით დაკავშირებულმა ადამიანებმა იციან ერთმანეთის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, ხოლო სხვაგვარი შემთხვევა წარმოადგენს გამონაკლისს. შესაბამისად, ც------ პე------ემ იცოდა, რომ მ------ გ----------ეს გააჩნდა სესხის დავალიანება, რომლის იძულებითი გადახდის მიზნით, სს „ფ---- ბ---- ს----------–ომ“ გააფრთხილა მ. გ----------ე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების შესაძლო რეალიზაციის თაობაზე. სწორედ, ასეთ ვითარებაში გაფორმდა მხარეთა შორის ჩუქების ხელშეკრულება, რაც ადასტურებს ამ გარიგების მოჩვენებითობას და მხარეთა მიზანს, შემძენის კეთილსინდისიერებაზე მითითებით თავიდან აეცილებინათ სესხის გადახდევინების მიზნით, უძრავი ქონების რეალიზაცია. ამ გარემოების გათვალისწინებით, გარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობისა, სადაც აღინიშნა, რომ გაჩუქებულ ქონებას ამჟამადაც ფლობს მ------ გ----------ე და რეალურად მისი გადაცემა არ მომხდარა, პალატა დამატებით ადგენს, რომ 2017 წლის 20 დეკემბერს, მ------ გ----------ესა და ც------ პე------ეს შორის გარიგების დადებისას შემძენი კეთილსინდისიერად არ მოქმედებდა, რაც ასევე ადასტურებს გარიგების მოჩვენებითობას და სკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად ბათილია. 4.8. პალატა არ იზიარებს ჩუქების ნამდვილობის დასადასტურებლად აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ ქონება რეალურად წარმოადგენდა ც------ პე------ის საკუთრებას და, რომ ჩუქების გზით ქონება მის რეალურ მესაკუთრეს დაუბრუნდა. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ვინაიდან, აპელანტს (მოპასუხე) სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, სადავო გარიგების დადებამდე მ. გ----------ის სახელზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობისა და უძრავ ქონებებზე ც------ პე------ის საკუთრების დამადასტურებელი რაიმე სახის სათანადო მტკიცებულება, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, გამორიცხავს მითითებული ფაქტის გაზიარების შესაძლებლობას. 4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, სს ,,ფ---- ბ---- ს----------–ოს“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით გასაჩივრებულ ნაწილში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ მ------ გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მიუხედავად იმისა, რომ არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 “ვ“ მუხლის შესაბამისად, არ არსებობს აპელანტი მ------ გ----------ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სააპელაციო წარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ------ გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ს----------–ოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პე------ე