განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001601250 (N 3ბ/230-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლე - შოთა გეწაძე, ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ს----–- 2---“;
წარმომადგენელი - გ-----------------–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - თ----------–----ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
1.1. შპს ,,ს----–- 2---“ ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „ს----–- 2---“-ს (ს/კ N 2--------) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------------------- ბრძანების (გადასახადების/ გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის შემცირების შესახებ) თანახმად, შპს „ს----–- 2---"-ს (ს/ნ 2--------) ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 6--------–-----------–-----------------------------------------–-----------------------–------–---------–---------------------------------–---------------------------–------------–---------–----–-------------------------------–------------–------. დასარიცხი/შესამცირებელი გადასახადები/გადასახდელები შპს „ს----–- 2---“-ს (ს/ნ 2--------) პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახა ბრძანების დანართში მითითებული გადასახადების/გადასახდელების სახეებისა და გადახდის ვადების მიხედვით. საფუძველი: საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლი; შპს ს----–- 2----ს" (ს/ნ 2--------) გასვლითი საგადასახადო შემოწმების 2----–-–---------------- აქტი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–----------------------------------- ( ს.ფ. 23);
ბრძანების დანართი (ს.ფ. 24-27).
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------------------- საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, შპს „ს----–- 2----ს" (ს/ნ 2--------) გადასახდელად დაერიცხა: დღგ ძირითადი: 2-------–-----------------------------------------------–-----------–-------------------------------------------------–-----------------------–---------------------------–----------–-------------–--------–--------–----------------------------------–------------------–------------------------–----------–---------–-------–-----------------------------------------------–-------------------–-------------------–----------–--------–----------–-----------------------–-----------------------–------------------------7 ლარი, სულ 9----------–----------------–----------------------------------------–-------------------------------------------
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 20---–-–----------------------------------------------------- (ს.ფ. 22).
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–-------------------- ბრძანების ( შპს „ს----–- 2----ს" (ს/ნ 2--------) საჩივრის ნაწილობრივ დააკმაყოფილების შესახებ) თანახმად: 1) შპს „ს----–- 2----ს" (ს/ნ 2--------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, წარედგინა აუდიტის დეპარტამენტისათვის ინფორმაცია მის მიერ გამოყენებული ფასნამატის თაობაზე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით მოეხდინა წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება. 3) მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს აღნიშნული სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება. 4) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------–-----------------------------–-----–---------------–------------–---------–----–-----------, გამოსაქვით ხარჯებში გაითვალისწინოს შემოწმებით გამოვლენილი დოკუმენტურად დაუდასტურებული დეკლარირებული ხარჯის 75%. 5) ამ ბრძანების მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადების გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება. 6) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავის საგანი: სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------------------------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ შემოსვლების სამსახურის 2----–-–------------------------------ (ს.ფ. 28-31);
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 20---–-–----------------------–-------–-----------------------------------------) 1) შპს „ს----–- 2----ს" (ს/ნ 2--------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2) გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 1----------–-–-------- ბრძანება. 3) საჩივარი მე-4 დავის საგნის ნაწილში დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს არსებითად განსახილველად. 4) მე-3 დავის საგანის ნაწილში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივანისათვის დარიცხული თანხის კორექტირება. 5) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავის საგანი: 1) სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით დადგენილი მონაცემებით წარმოებული პროდუქციის განსაზღვრა და მიწოდებად ჩათვლა; 2) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დადგენილი ფასნამატის გავრცელებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა; 3) დასაბეგრი შემოსავლების გაანგარიშების მეთოდი; 4) საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო. გასაჩივრებული გადაწყვეტილება: 1) აუდიტის დეპარტამენტის 0----------–-–-------------------------------------------–--------–-----------------------------–-–---------------------------------------------------------------–-–-------------------------------------------–--------–-----------------------------–-–--------------------
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2----–-–---------------------–-------–---------------------------------------) (ს. ფ. 32-44).
2----–-–------------------ს შპს „ს----–- 2----მ" საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს წარედგინა საჩივარი და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1----------–-–---------------------------------------------------–-------–--––-------------–----–-----------------------------------–----------–----------------------------–-----------------–----–----–------------------------–-–------------------------- საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები.
მომჩივნის განმარტებით, 2----–-–---------------- გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტი, აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–--------------------------------------------–-–------------------------------------------------------------------–--------–---------------–---–--------–----------------------------------------------------------–-–--------------------------------------–--–---------------------–----------------–-–-------- ბრძანება არ დაკმაყოფილების ნაწილში შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით და დარიცხული თანხები უნდა შემცირდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 1) გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმო პ-------–-----------------–----–----------–---–----------–----------------–--–- ადგენდა აქტებს, რომლის მიხედვით ჩამოიწერებოდა პ-----ს წარმოებისათვის გამოყენებული მასალები და ნედლეული. ჩამოწერის აქტების შესაბამისად, ე-------------------–-------–-----------------------------------–-–-----–----–-----------------------------–----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------------–--–---–-------------------–---------------–----------------------–-----------------------------------------------------------–--–-------–-----------–-------------------–---------------–-------------–------–------–----------------–--–---------------–--------–-------------–-----------–----------------------------------------–---------------–----–---------------------------–------------ სხვა. ანალოგიურ პირობად დასახელებულია მხოლოდ პ-----ს წონა. მწარმოებელთა ასოციაციიდან გამოითხოვეს საქართველოში არსებული კვების მრეწველობის საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუსტის დასკვნა პ-----ს წარმოებისას გამოსავლიანობის შესახებ, რომლითაც დასტურდება პ-----ს წარმოებაზე მათ მიერ შედგენილი ჩამოწერის ქტების მართებულობა. შემოწმებისას საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშებისას ექსპერტიზის ბიუროს მონაცემების გამოყენება, როცა არ არსებობს ამის ობიექტური საფუძვლები უკანონო და გაუმართლებელია. 2) ხელოვნურად არის გაზრდილი საწარმოს დასაბეგრი შემოსავალი. 3) არასწორია შემოსავლების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. 4) შესამოწმებელ, 2008-2014 წლის საანგარიშო პერიოდის მანძილზე შემოწმების აქტში არ არის დაფიქსირებული საწარმოს შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების გაანგარიშებისათვის აუცილებელი საგადასახადო კოდექსის 73.5. მუხლით გათვალისწინებული ერთზე მეტი პირობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–-------------------------–-------–----------------------------) შპს „ს----–- 2----ს“ (ს/ნ 2--------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. (მომჩივანი: შპს „ს----–- 2---“ (ს/ნ 2--------), შემმოწმებელი: შემოსავლების სამსახური)
დავის საგანი: დავის განახლება ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1) აუდიტის დეპარტამენტის 0----------–-–---------- საგადასახადო მოთხოვნა;
2) შემოსავლების სამსახურის 1----------–-–-------- ბრძანება;
3) აუდიტის დეპარტამენტის 1----------–-–---------- საგადასახადო მოთხოვნა;
4) შემოსავლების სამსახურის 1----------–-–--------- ბრძანება;
დარიცხული თანხა: 988 507 ლარი (0----------–-–---------- საგადასახადო მოთხოვნით).
ფაქტების აღწერა: სა----------------------------------------------------------------------------------------–-------------------–----–--------------------------------------–-–---------------------------------------------------------------–--------------------------------------–---------------------–----–------–----–----------–-–--------------------–-–----------–-------–----- საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–---------------- საგადასახადო შემოწმების აქტი.
აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–---------------- საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ახორციელებდა პ-----ს წარმოებას და წარმოების პროცესში ადგენდა აქტებს, რომლის მიხედვითაც ჩამოწერდა საქონელს. ჩამოწერის აქტებით დგინდება, რომ 1--------------–--------–--------------------- პ-----. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ მსგავსი პ-----ს მწარმოებელ კომპანიაში (–----------------------------------–-----------------------–--------------–--------------–--------–---------------------------------------------–------------–--------------------------. აღნიშნული ექსპერტიზის შედეგები გამოყენებულ იქნა შემოწმების პროცესში. შემოწმებით, ექსპერტიზის და გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრა წარმოებული პროდუქციის ოდენობა, ხოლო სხვაობა ჩაითვალა მიწოდებად, გადამხდელის მიერ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასებით. ხსენებულ აქტზე გამოიცა 20---–-–--------------------------------------------- „საგადასახადო მოთხოვნა“.
აღნიშნული აქტები 0--------5 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 1----------–-–-------- ბრძანებით საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) შემდეგნაირად: გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ინფორმაცია მის მიერ გამოყენებული ფასნამატის თაობაზე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით მოეხდინა წარდგენილი ინფორმაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება. იგივე შინაარსის გადაწყვეტილება იქნა მიღებული მე-2 სადავო საკითხზეც. აუდიტის დეპარტამენტს ასევე დაევალა, შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------–-----------------------------–-----–---------------–------------–---------–----–-----------, გამოსაქვით ხარჯებში გაეთვალისწინებინა შემოწმებით გამოვლენილი დოკუმენტურად დაუდასტურებელი დეკლარირებული ხარჯის 75%.
ზემოხსენებული გადაწყვეტილება 3--------- წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 0--------- წლის გადაწყვეტილებით ამ სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივნის არგუმენტაცია: მომჩივნის განცხადებით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნას არ იყო გაცნობილი და მხოლოდ, მისი მიღების შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი მისი შინაარსი. აღნიშნული დასკვნა შედგენილია შპს „ტ------------ის“ მიმართ და არა შპს „ს----–- 2----ს" მიმართ. ექსპერტიზა ჩატარებულია კონკრეტული დასახელებისა და კონკრეტული ხარისხის, კერძოდ „გ---–-------ს“ მარკის უმაღლესი ხარისხის ფქვილზე. კომპანიას „გ---–-------ს“ მარკის უმაღლესი ხარისხის ფქვილი 2-------- წლებში საერთოდ არ შეუძენია. დასკვნაში მოყვანილი მონაცემები მხოლოდ „გ---–-------ს“ მარკის უმაღლესი ხარისხის ფქვილიდან წარმოებულ პურზე უნდა გავრცელდეს და სხვა ფქვილზე მათი გავრცელება არამართებულია. საწარმო უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილ „გ---–-------ს“ გარდა სხვა სახის ფქვილისგანაც აწარმოებს პურს და მთელი ჩამოწერილი ფქვილიდან წარმადობის ექსპერტიზის დასკვნაში მოყვანილი მონაცემებით გამოთვლა დაუშვებელია. „გ---–-------“ კომპანიას მხოლოდ 2----–-–--------------------–--------–-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–------------------–-------–-----------–---------–----–----------------------------–--------------–----------------------------ა. ითხოვენ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გათვალისწინებით მოხდეს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო: მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308.1. მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში“. ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას“.
მომჩივანმა წარმოადგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა და მიუთითა, რომ აღნიშნული დასკვნის შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო, ამასთან დასკვნა ჩატარებულია სხვა კომპანიაში და სხვა მწარმოებელი კომპანიის მარკის უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილზე. განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკნით დადგენილი მონაცემები განსახილველ შემთხვევაზე არ უნდა გავრცელდეს შესაბამისად, მიაჩნია, რომ სახეზეა ახლად აღმოჩენილი გარემოება, რაც დავის განახლების საფუძველია.
მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–---------------- საგადასახადო შემოწმების აქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ დასკვნა ჩატარებულია მსგავსი პ-----ს მწარმოებელ კომპანიაში (შპს „ტ------------ში“) და შემოწმების პროცესში გამოყენებული იქნა აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში მოყვანილი მონაცემები. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ამ დასკვნის მოპოვება შეეძლო, როგორც საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ, ისე დავის მიმდინარეობისას, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მას არ შეძლო ხსენებული ექსპერტიზის დასკვნის თავისდროულად (დავის განხმილველი ორგანოს გადაწყვეტილების მიღებამდე) გაცნობა/წარმოდგენა. შესაბამისად, იგი არ განეკუთვნება ისეთი სახის მტკიცებულებას, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ს----–- 2----ს" საჩივარი. (ს.ფ. 157-159).;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 20---–-–-------------------------–-------–---------------------------- (ს.ფ. 101-104).
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------------------------------- დასკვნის თანახმად, ექ---------------–-------------–----------------–---------------------–---------–-----------–--------------------–-------–------------------–-------------------–-----------------------------–-----------------------------–-----------------------------–----------------------------–----------------------------–-------------------------------–----------------------------–---------------
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------------------------------------- (ს.ფ. 46-52).
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამ კოდექსის 2.2. მუხლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43.4. მუხლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51.1. მუხლის ,,დ" და ,,კ" ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: დ) უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვა; კ) გამოავლინონ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას, და აღკვეთონ საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოონ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიყენონ პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299.1. მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
ამ ნორმის მე-2 ნაწილით, საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
ამ მუხლის მე-4 ნაწილით, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამ ნორმის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
ამავე ნორმის მე-7 ნაწილით, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308.1. მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს, ხოლო მე-3 ნაწილით, მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2----–-–---------------ს შედგინა შპს „ს----–- 2----ის" საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე 20---–-–------------------------–------------------------------------------------------------------–-–-------------------------------------------------------–-----------–----------------------------–--------–---------------–---------–--------–-----------------------–-–-------------------- ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 0----------–-–---------- საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 1----------–-–-------- ბრძანება; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1----------–-–---------- საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 1----------–-–--------- ბრძანება მოსარჩელემ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველ საბჭოში, რომლის 20---–-–----------------------–-------–-----------------------------------------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 2) გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 1----------–-–-------- ბრძანება. 3) საჩივარი მე-4 დავის საგანის ნაწილში დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს არსებითად განსახილველად. 4) მე-3 დავის საგანის ნაწილში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივანისათვის დარიცხული თანხის კორექტირება. 5) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2----–-–------------------ს შპს „ს----–- 2----მ" საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარადგინა საჩივარი და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1----------–-–---------------------------------------------------–-------–--––-------------–----–-----------------------------------–----------–----------------------------–-----------------–----–----–------------------------–-–------------------------- საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–-------------------------–-------–----------------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „ს----–- 2----ის" მიერ 2----–-–------------------ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარედგენილი საჩივარით დასტურდება, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში და 2----–-–---------------- საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგენის, აგრეთვე 2----–-–------------------------- ბრძანებისა და №------ საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის მომენტისათვის მოსარჩელესათვის ცნობილი გახლდათ, რომ შემოწმებლებმა საეჭვოდ მიიჩნიეს საწარმოს მიერ წარმოების პროცესში შედგენილი ჩამოწერის აქტები, რომლის მიხედვით, ერთი ტონა ფქვილისგან იწარმოებოდა 1.25. ტონა პ----- და გაანგარიშებისას გამოიყენეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------------------------------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, ექ---------------–-------------–----------------–---------------------–---------–-----------–--------------------–-------–------------------–-------------------–-----------------------------–-----------------------------–-----------------------------–----------------------------–----------------------------–-------------------------------–----------------------------–---------------
ამრიგად, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მოსაზრება და მიიჩნია, რომ ,,სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------------------------------- დასკვნა" მოსარჩელისათვის ცნობილი გახლდათ ჯერ კიდევ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების ჩატარებისა და 2----–-–---------------- საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგენის, 2----–-–------------------------- ბრძანებისა და №------ საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის მომენტისათვის, აგრეთვე საგადასახადო შემოწმების შედეგებზე დავის მიმდინარეობის პროცესში. შესაბამისად, ,,სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------------------------------- დასკვნის" გაცნობა მოსარჩელეს შეეძლო საგადასახადო შემოწმების ჩატარების პროცესში, 2----–-–---------------- საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ და დავის მიმდინარეობისას. საგულისხმოა, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცება მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ,,სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------------------------------- დასკვნა" არ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ ისეთ გარემოებად ან მტკიცებულებად, რომელიც მოსარჩელე შპს ,,ს----–--2----მ" (მომჩივანი) არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელე შპს ,,ს----–--2----ს" მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ გაიზიარა მოპასუხისა და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გამოთქმული მოსაზრებები დავის საგანთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მიიჩნია, რომ უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს „ს----–- 2---“-ს სარჩელი.
3. შპს ,,ს----–- 2----ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრომ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი დოკუმენტი, სადაც ასახული იქნებოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-------------------------------------- დასკვნის შინაარსი და რომლითაც აპელანტისთვის ცნობილი გახდებოდა, რომ თანხების დარიცხვა ს-----------------------–-----------–---------–-------- წარმოებულ პროდუქტზე ჩატარებული ექსპერტიზის აქტით განხორციელდა.
აპელანტს მიაჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-------------------------------------- დასკვნა კონფიდენციალური ინფორმაციაა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27.2 მუხლის შესაბამისად იგი კომერციულ, ხოლო საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება. ამდენად შეუძლებელია მისი შინაარსი აპელანტისთვის ცნობილი ყოფილიყო. ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი გადასახადის გადამხდელისთვის შემოწმების ჩატარებისას ვერ იქნებოდა ცნობილი, ხოლო 2----–-–---------------- საგადასახადო შემოწმების აქტში ექსპერტის დასკვნის შინაარსი მოყვანილი არ არის.
ზემოაღნიშნულის დასტურად აპელანტი მიუთითებს შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ საჩივრებზე, სადაც სადაოდ მხოლოდ საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული მზა პროდუქციის გამოსავლიანობაა მოყვანილი, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ საწარმოს შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებისათვის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წელს შპს ,,ტ------------ში“ ჩატარებული ექსპერტიზის მონაცემები გამოიყენეს, რომლის შესაბამისად ერთი ტონა ფქვილისაგან 1,38 ტონა პ----- იწარმოება. ექსპერტიზის აქტის შესახებ სხვა არანაირი ინფორმაცია არსად არ იყო მითითებული.
აპელანტს მიაჩნია, რომ „ლევან სამხარაულის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“–ს ექსპერტიზა ჩატარებული აქვს კონკრეტული დასახელებისა და კონკრეტული ხარისხის, კერძოდ კი „გ---–-------“–ს მარკის უმაღლესი ხარისხის ფქვილზე.
შპს „ს----–- 2---“–ს „გ---–-------“–ს მარკის უმაღლესი ხარისხის ფქვილი 2------------------ წლებში საერთოდ არ აქვს შეძენილი, რაც დაფიქსირებულია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში. იგი კომპანიას მხოლოდ 2--- წლიდან აქვს მიღებული, მათ შორის 1, 2, 5, 10, 25 და 50 კგ–იანი დაფასოებით. ამასთან 1; 2; 5; 10; 25 კგ–იანი შეფუთვით ფქვილი მხოლოდ ფქვილად რეალიზაციისათვის არის განკუთვნილი და პ-----ს ცხობისათვის არ გამოიყენება.
აპელანტს მიაჩნია, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო“–ს დასკვნაში მოყვანილი მონაცემები მხოლოდ „გ---–-------“–ს მარკის უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილდან წარმოებულ პურზე უნდა გავრცელდეს და სხვა ფქვილზე მათი გავრცელება არამართებულია.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველია.
4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების განახლების საკითხი. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია შეფასდეს ის მტკიცებულება, რომელსაც მხარე მიიჩნევს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებად.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობას წარმოადგენს საქართველოს საგადასახო კოდექსი. მოცემული საკანონმდებლო აქტის 299-ე მუხლი არეგულირებს საგადასახადო დავის წარმოების წესებს. კერძოდ, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში (299.4 მუხლი). 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით (299.6 მუხლი). ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას (299.7 მუხლი).
ამდენად, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს დავის წარმოების დაწყებას კანონით გათვალისწინებული აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ იმ პირობით, თუკი გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნება ისეთი მტკიცებულება, რომლის შესახებ მომჩივანმა არ იცოდა ან არ შეეძლო სცოდნოდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2----–-–---------------ს შედგინა შპს „ს----–- 2----ის" საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე 2----–-–------------------------–--------- ბრძანება და №------ საგადასახადო მოთხოვნა. 2----–-–---------------ის №------ საგადასახადო მოთხოვნა შპს ს----–- 2----მ" გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–-------------------- ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 0----------–-–---------- საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 1----------–-–-------- ბრძანება; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1----------–-–---------- საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 1----------–-–--------- ბრძანება მოსარჩელემ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველ საბჭოში, რომლის 2016 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
დადგენილია ასევე, რომ 2----–-–------------------ს შპს „ს----–- 2----მ" საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარადგინა საჩივარი და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1----------–-–-------- ბრძანების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად ცნობა და შესაბამისი ქვედანაყოფისთვის დარიცხული თანხების გადაანგარიშების დავალება. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი გარემოების სახით მიუთითებდა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკნაზე და მის შინაარსზე, კერძოდ ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ აპელანტისათვის ცნობილი გახდა ის ფაქტი რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მასზე თანხების დარიცხვა ს-----------------------–-----------–---------–-------- წარმოებულ პროდუქტზე ჩატარებული ექსპერტიზის აქტით განხორციელდა. აპელანტის მითითებით, „ლევან სამხარაულის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“–ს ექსპერტიზა ჩატარებული აქვს კონკრეტული დასახელებისა და კონკრეტული ხარისხის, კერძოდ კი „გ---–-------“–ს მარკის უმაღლესი ხარისხის ფქვილზე, რასაც იგი წარმოებაში არ იყენებდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–-----------------ის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შპს ,,ს----–- 2----ის“ მიმართ გამოცემულ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–---------------- საგადასახადო შემოწმების აქტს, სადაც მითითებულია, რომ დარიცხვა განხორციელდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მსგავსი პ-----ს მწარმოებელ კომპანიაში (შპს ტ------------ში“) ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც 5-----------–-------–--------------------------------------------–------------–---------------------------------–---------------------------------------------------------–---------------–-------------------------------------–------------–---–-----–-------–----------------------------------------------------------–--------–---------------–--------–----------------------------–------- ბრძანებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 0---------წ. გადაწყვეტილებაში. საგულისხმოა ამ უკანასკნელ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული მოსარჩელის მოტივაცია. კერძოდ, გადასახადის გადამხდელი მიუთითებდა, რომ არ იყო გათვალისწინებული არც რეცეპტურა, არც ტექნოლოგია, არც ტექნოლოგიური მოწყობილობა, არც წარმოების პროცესში გამოყენებული ფქვილის ხარისხი, არც პ-----ს ხარისხი და ასორტიმენტი, წუნი წარმოებისას, დაბრუნებული პ----- და სხვა. ანალოგიურ პირობებად დასახელებულია მხოლოდ პ-----ს წონა.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა შინაარსობრივი კუთხით გასცნობოდა ექსპერტიზის დასკვნას, რადგან იგი განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას. დასკვნა შედგენილი იყო სხვა გადასახადის გადამხდელზე, რის გამოც მასზედ წვდომა არ ჰქონდა. აღნიშნულის შესაძლებლობა მას მიეცა მხოლოდ 2016 წლის 16 სექტემბერს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელისთვის დარიცხვის საფუძვლად მითითებული და სხვა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შექმნილი ექსპერტიზის დაკვნის ჩაბარება კანონით დადგენილი წესით. ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი საჩივრის შინაარსიდანაც ნათლად იკვეთება, რომ გადასახადის გადამხდელი დასკვნის შინაარსთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში. მომჩივანიც სწორედ აღნიშნულ ფარგლებში დაობდა. მითითებულმა გარემოებებმა შეუზღუდა მომჩივანს უფლება დაეცვა კანონიერი უფლებები და ინტერესები მთელი მოცულობით. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მოახდინა გადასახადის გადამხდელის სრული ინფორმირება მის მიმართ განხორციელებული დარიცხვების, მისი საფუძვლების შესახებ.
სადავო გარემოებას არ წარმოადგნეს, რომ მოსარჩელის დარიცხვის საფუძველი გახდა სხვა გადასახადის გადამხდელის მიმართ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოცემული ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული ასახულია თავად შემოწმების აქტშიც. შესაბამისად, შპს ,,ს----–- 2---“-ის დარიცხვის საფუძვლად მითითებული ექსპერტიზის დასკვნა შეიცავდა სხვა გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციას.
პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილში აღნიშნული ინფორმაციისა) საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება. საგადასახადო ორგანოების ვალდებულებას წარმოადგენს დაიცვან გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება და ინფორმაციის შენახვის წესები ამ კოდექსის შესაბამისად. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის საგადასახადო საიდუმლოება დაცულია არა მხოლოდ საგადასახადო კოდექსით, არამედ თვით საქართველოს უზენაესი კანონით - კონსტიტუციით. კერძოდ, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. მე-2 პუნქტის თანახმად კი ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია განეკუთვნება სწორედ საგადასხადო ორგანოში გადასახადის გადამხდელზე არსებულ ინფორმაციას.
მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება ზემოაღნიშნულ ნორმასთან მიმართებით. კერძოდ, ,,საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა სახის ინფორმაცია დაცულია ოფიციალურ წყაროებში, მაგრამ შეიძლება ამ ინფორმაციის დაყოფა რამოდენიმე ჯგუფად. ამ ჯგუფებს შორის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია მათში შემავალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. პირველ ჯგუფში შედის ინფორმაცია, რომელიც თავად ინფორმაციის მიღების მსურველ პირს შეეხება. ეს ინფორმაცია, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაუბრკოლებლად, კანონით დადგენილი წესით უნდა მიეწოდოს პირს. მეორე ჯგუფს წარმოადგენს ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც უშუალოდ ინფორმაციის მიღების მსურველს არ შეეხება, მაგრამ მათი მიღებაც, ასევე, შესაძლებელია კანონით დადგენილი წესის დაცვით. მესამე ჯგუფში შედის ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე დახურული ინფორმაცია და მისი მიღება ნებისმიერი მსურველი ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის შეუძლებელია. თუმცა, ავტომატურად ინფორმაციის გასაიდუმლოებას 41-ე მუხლის პირველი პუნქტი არ გულისხმობს. რამდენად წარმოადგენს ესათუის ინფორმაცია სახელმწიფო ან კომერციულ და აქედან გამომდინარე, პროფესიულ საიდუმლოებას, ეს წინასწარი შეფასების საკითხია. გასაიდუმლოებისათვის საჭიროა პროცედურების გავლა, რაც დადგენილია საქართველოს კანონით ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. ინფორმაციის მეოთხე ჯგუფი გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით. ეს არის ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული მონაცემები, რომლებიც შეეხება ისეთ კერძო საკითხებს, როგორიცაა ჯანმრთელობა, ფინანსები და ა.შ. ეს ინფორმაცია ავტომატურად გასაიდუმლოებულია და კონსტიტუციით დადგენილია მისი განსაიდუმლოების წესი და კონკრეტული შემთხვევები. განსაიდუმლოება შესაძლებელია, თუ არსებობს თავად იმ პირის თანხმობა, ვისაც ინფორმაცია შეეხება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.10.2008წ. #2/3/406,408 გადაწყვეტილება).
საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაიცვან გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება და ინფორმაციის შენახვის წესები ამ კოდექსის შესაბამისად.
ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა ადგენს რა საგადასახადო საიდუმლოებას, მესამე პირს სრულად უზღუდავს აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომას.
პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ს----–- 2----ს“ არ გააჩნდა შესაძლებლობა გაცნობოდა ექსპერტიზის დასკვნის შინაარსს და მასზედ დაყრდნობით ედავა დარიცხულ თანხებზე. საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო საგადასახადო საიდუმლოების დაცვის გზით, შინაარსობრივი კუთხით, მოეხდინა მოსარჩელის ინფორმირება დარიცხვის საფუძვლებთან დაკავშირებით, რაც არ განახორციელა. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა დარიცხვის საფუძვლების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, მას ექსპერტიზის დასკვნაზე წვდომა აქვს 2----–-–-----------------დან. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 16.09. 2016 წელს შპს ,,ს----–- 2----ისათვის გაგზავნილ“ სადავო ექსპერტიზის დასკვნაზე (იხ ტომი პირველი, ს.ფ.128), სწორედ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ აპელანტისათვის ცნობილი გახდა ის ფაქტი რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მასზე თანხების დარიცხვა ს-----------------------–-----------–---------–-------- წარმოებულ პროდუქტზე ჩატარებული ექსპერტიზის აქტით განხორციელდა. „ლევან სამხარაულის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“–ს ექსპერტიზა ჩატარებული აქვს კონკრეტული დასახელებისა და კონკრეტული ხარისხის, კერძოდ კი „გ---–-------“–ს მარკის უმაღლესი ხარისხის ფქვილზე, რასაც აპელანტის მითითებით იგი წარმოებაში არ იყენებდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნის მოპოვების/გაცნობის თარიღიდან შპს ,,ს----–- 2---“ უფლებამოსილია იდავოს დარიცხვის საფუძვლებზე, როგორც ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე, ხოლო საგადასახადო ორგანო ვალდებულია მიიჩნიოს აპელანტის მიერ ექსპერტიზის დასკვნის მოპოვება/გაცნობა ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რადგან მასზე წვდომის შესაძლებლობა მოსარჩელეს მიეცა მხოლოდ მოცემულ მომენტში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არსებითად იმსჯელოს შპს ,,ს----–- 2----ის“ საჩივარზე და მიიღოს კანონშესაბამისი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ს----–- 2----ის“ საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ახლად აღმოჩენილი გარემოებების მოტივით დავის განახლების თაობაზე.
5. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 100 ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება დაეკისროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ს----–- 2----ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
2. შპს ,,ს----–- 2----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს:
ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–-----------------ის გადაწყვეტილება;
ბ) დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ახლად აღმოჩენილი გარემოებების მოტივით დავის განახლების თაობაზე;
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება შპს ,,ს----–- 2----ის“ სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე : გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები : შოთა გეწაძე
ილონა თოდუა