განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002503745
საქმე #1ბ/-----18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მურმან ისაევმა
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ-------- ჭ-----ის
მსჯავრდებულის: ზ------ ტ--–--–-–---–ის
ადვოკატების: დ------------- და გ----–--–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----- ქ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): - ზ------ ტ--–--–-–---–ის (პ/ნ 0----------), დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონეს, მცხოვრები თბილისში, ს-----------–---------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე მუხლით;
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2017 წლის ივლისის თვეში ზ------ ტ--–--–-–---–ი იმყოფებოდა თბილისში, ს----------–-----------------------ში, რა დროსაც დებს - ე-- ტ--–--–-–---–სა და თ-- ტ--–--–-–---–ს დაემუქრა, რომ გაანადგურებდა და მოკლავდა, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის შემდეგ ზ------ ტ--–--–-–---–ი სისტემატურად ემუქრებოდა დებს სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ე-- და თ-- ტ--–--–-–---–ებმა განიცადეს მორალური ზიანი.
2018 წლის 11 მაისს ზ------ ტ--–--–-–---–ს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისში, კ----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ------ ტ--–--–-–---–ი გამოვლენილ იქნა ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის‘‘ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით:
ზ------ ტ--–--–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ------ ტ--–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ზ------ ტ--–--–-–---–ი მთლიანად გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან.
ზ------ ტ--–--–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ზ------ ტ--–--–-–---–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობა შესაბამის ორგანოებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----- ქ--------–-–---–მა;
აპელანტმა - ბრალდების მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმება გამამართლებელი განაჩენის ნაწილში და მის ნაცვლად სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, რადგან მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით (ოჯახურ დანაშულებთან მიმართებით), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ზ------ ტ--–--–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ------ ტ--–--–-–---–ის მიმართ დადგენილი განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ამავე კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის და 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ზ------ ტ--–--–-–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
კერძოდ, დაზარალებულებმა - ე-- და თ-- ტ--–--–-–---–ებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და პირველი ინსტანციით საქმის სასამართლო განხილვისას არ მისცეს ჩვენება ძმის - ზ------ ტ--–--–-–---–ის წინააღმდეგ. ამავე უფლებით ისარგებლა მსჯავრდებულის დედამ - მ----- ძ--------მა.
პირველი ინსტანციით საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულ იქნა მხოლოდ გამომძიებელი მ---- ბ----–---, რომლის ჩვენების თანახმადაც, მის მიერ 2018 წლის 28 მაისს, ე-- ტ--–--–-–---–ის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, მუქარის ფაქტზე. ზ------ ტ--–--–-–---–ის მიმართ გამოწერილ იქნა შემაკავებელი ორდერი. ოჯახის წევრების სურვილის გათვალისწინებით, ორდერში დაფიქსირდა, რომ მას აეკრძალა იარაღით სარგებლობა. ე-- ტ--–--–-–---–ი ძალიან შეშინებული იყო და აცხადებდა, რომ ეს ორდერი ვერ შეაკავებდა მის ძმას, იგი არაერთხელ დამუქრებია მას და მის დას და ფიქრობდა, რომ ამ მუქარას შეასრულებდა.
2018 წლის 20 მაისს ზ------ ტ--–--–-–---–ის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი დედის - მ----- ძ--------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. ორდერის მოქმედების ვადაა 30 დღე.
2018 წლის 28 მაისს კვლავაა გამოცემული შემაკავებელი ორდერი ზ------ ტ--–--–-–---–ის მიმართ დის - ე-- ტ--–--–-–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. აღნიშნული ორდერით მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება, მის ტელეფონის ნომერზე ზარის განხორციელება და მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, ასევე, აეკრძალა იარაღით სარგებლობის უფლება.
ორივე შემთხვევაში ორდერების გამოცემის საფუძველი გახდა მსხვერპლთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადეს ახლო ნათესავის - შვილის და ძმის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას ბრალდების მხარის მიერ ფაქტობრივად არ ყოფილა წარდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომლითაც ბრალდების მხარე დაადასტურებდა ზ------ ტ--–--–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს. მტკიცებულებათა არსებობის შესახებ არც სააპელაციო საჩივარშია მითითებული.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, ზ------ ტ--–--–-–---–მა ოჯახის წევრების მიმართ ჩაიდინა მოცემული დანაშაული. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ზ------ ტ--–--–-–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ზ------ ტ--–--–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
პალატა მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებისას აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკონსტიტუციო სასამართლომ მოცემული გადაწყვეტილებით აბსოლუტურად არ გამორიცხა ირიბი ჩვენების დასაშვებობის და მისი, როგორც გამამტყუნებელ მტკიცებულებად გამოყენებადობის შესაძლებლობა. კერძოდ, მოცემული გადაწყვეტილების 36-ე პუნქტში მითითებულია, რომ ,,საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არსებობს“.
ზემოაღნიშნულის გაანალიზება ცხადყოფს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ირიბი ჩვენებების სისხლის სამართლის საქმეზე გამოყენების კუთხით აწესებს მაღალ სამართლებრივ სტანდარტს (და აბსოლუტურად, კატეგორიულობის ფორმით არ გამორიცხავს მის გამოყენებადობას), რა დროსაც აუცილებელია ირიბი ჩვენების გამოყენება მოხდეს სასამართლოს მიერ ყოველი კონკრეტული გარემოებების შეფასებით, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. ამასთან, ირიბი ჩვენების საგამონაკლისო დაშვებას გამართლებულად მიიჩნევს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა (მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ობიექტური მიზეზად ჩაითვლება ის გარემოება, რომ დაზარალებულმა და მსჯავრდებულის ახლო ნათესავებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს ზ------ ტ--–--–-–---–ს), რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
პალატა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ირიბი ჩვენებების გამოყენებასთან მიმართებით განსაზღვრული სტანდარტის შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის შესწავლაც ცხადყოფს, რომ როგორც წესი, ირიბი ჩვენება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე (ინფორმაციის პირველწყარო) გარკვეული მიზეზით თავად ვერ ან არ ცხადდება სასამართლოში და ეს მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილია. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, როდესაც მოცემულ საქმეში სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმეორა საქმეში დიდი პალატის მიერ დადგენილი პრინციპები, სადაც მან განაცხადა, რომ მსჯავრდების დაფუძნება ირიბი მოწმის ჩვენებაზე ავტომატურად არ არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს, როდესაც ირიბი მტკიცებულება ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულებაა, რა დროსაც უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა ადეკვატური საპირწონე ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რომელიც მტკიცებულების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა, რაც მოახდენს დაცვის მხარისათვის წარმოშობილი სირთულეების კომპენსირებას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06).
პალატა ირიბი ჩვენებების სასამართლო გადაწყვეტილებაში გამოყენების კუთხით ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით 1979 წლის 4 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე (იქსი გერმანიის წინააღმდეგ) სადაც კომისია აღნიშნავს, რომ გამონაკლის შემთხვევებში, ნებადართულია მოწმეთა მიერ სასამართლო დაკითხვამდე მიღებული ჩვენების გამოყენება. საქმის განმხილველ მოსამართლეს, მოწმის დაკითხვის დროს, შეუძლია მის მიერ პოლიციისათვის მიცემული ჩვენება გამოიყენოს და პოლიციის ოფიცერს, რომელმაც მოწმის დაკითხვა განახორციელა, საქმის განხილვის დროს შეუძლია შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო გადაწყვეტილებებში ირიბი ჩვენებების გამოყენების დასაშვებობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული (მათ შორის ,,შოლერი“ გერმანიის წინააღმდეგ, საჩივარი N14122/10; ჰაასი გერმანიის წინააღმდეგ, საჩივარი N73047/01; ფაფროვიჩი პოლონეთის წინააღმდეგ, საჩივარი N43609/07 და ა.შ.).
ზემოაღნიშნულის შეფასება მიუთითებს იმაზე, რომ ისე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მკაცრად განსაზღვრული სტანდარტებით და პირობებით, საგამონაკლისო წესით უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდება შეიძლება დაეფუძნოს ირიბ ჩვენებებს/მტკიცებულებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისათვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა. ამასთან, მნიშვნელოვანია მოცემული მტკიცებულებების გამოყენებისას მოხდეს იმის უტყუარად დადგენა ირიბი მტკიცებულებების გამოყენება, აუცილებელია თუ არა მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმე ხასიათდება განსაკუთრებული სირთულით, კერძოდ, ძალადობის მუქარის ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავების ჩვენებებს, ხოლო აღნიშნული პირები ხშირად სარგებლობენ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და არ აძლევენ სასამართლოს ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენებას. ამასთან, ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული მიდგომები, რაც ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა. სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა, გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ/17 და 2018 წლის 1 მაისის N614აპ-17 გადაწყვეტილებები).
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
ამასთან პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოს განხილვისას ვერ იქნა წარდგენილი ვერცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ზ------ ტ--–--–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის 2018 წლის 11 მაისს ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ზ------ ტ--–--–-–---–მა კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი‘‘, რაც გამოვლინდა 2018 წლის 29 მაისს, არ გაუხდიათ სადავოდ.
აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ ნაწილშიც სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----- ქ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი ზ------ ტ--–--–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----- ქ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი ზ------ ტ--–--–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელად.
ზ------ ტ--–--–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ------ ტ--–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ზ------ ტ--–--–-–---–ი მთლიანად გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.
ცნობათ იქნეს მიღებული, რომ ზ------ ტ--–--–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ზ------ ტ--–--–-–---–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მურმან ისაევი