განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002544745
საქმე #1ბ------18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მურმან ისაევმა
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ----- ქ-----–---–ის
მსჯავრდებულის: ს------ ა-----------ის
ადვოკატების: კ------- პ----ას
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ი---- ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----- ქ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების#0-----------): - ს------ ა-----------ის (პირადი #0----------) - დაბადებულის 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თ---–--–-------------–------------–------------------------------------ ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ს------ ა-----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120- ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 მაისს, თბილსში, ვ---------–--------–------------------------------------ ში, ს------ ა-----------მა მეუღლეს - მ------- ა-----------ს მოსთხოვა ფული ნარკოტიკული საშუალების შესაძენად, რაზეც მან უარი განუცხადა. აღნიშნულის გამო, ს------ ა-----------მა მეუღლეს დაუწყო ყვირილი, გინება და ხის ყუთი დაარტყა მარჯვენა ბარძაყის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ მ------- ა-----------მა განუცხადა ს------ ა-----------ს, რომ მის მიერ ნარკოტიკების მოხმარების შესახებ ეტყოდა დედამისს და განაცხადებდა პოლიციაში, რის გამოც ს------ ა-----------ი მეუღლეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მ------- ა-----------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 31 მაისს, საღამოს საათებში, თ---–--–-------------–--------–-------------------------- ეზოში მდებარე, ს------ ა-----------ის კუთვნილ ფეხსაცმლის შემკეთებელ ჯიხურში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა ნარკოტიკული ნივთიერება ,,ჰეროინი‘‘, საერთო წონით 0,008835 გრამი, რომელიც ს------ ა-----------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით:
ს------ ა-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ს------ ა-----------ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ს------ ა-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 31 მაისიდან.
ს------ ა-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
ს------ ა-----------ის, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 (ათი) წლის ვადით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ი---- - ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----- ქ-----–---–მა;
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ ს------ ა-----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრას: საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ერთობლიობის ხასიათი და დანაშაული მომეტებული საფრთხე;
პალატის სხდომაზე აპელანტმა - ბრალდების მხარემ, პროკურორმა ნ----- ქ-----–---–მა მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ს------ ა-----------ის მიმართ სასჯელის გამკაცრება;
დაცვის მხარემ, ადვოკატმა კ------- პ----ამ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ს------ ა-----------ის მიმართ დადგენილი განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი, არ არსებობს მისში ცვლილების შეტანის, კერძოდ კი სასჯელის გამკაცრების საფუძველი;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები, კვალიფიკაციის თვალსაზრისით, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს------ ა-----------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, მათი შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ს------ ა-----------მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 260-ე მუხლის პირველი ნაწილით;
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებები, მსჯავრდებულ ს------ ა-----------ის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულების და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ს------ ა-----------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულება და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებები.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირადი და ეკონომიკური პირობებს, ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მსჯავრდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.
პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების შესახებ, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა, რომ ს------ ა-----------მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ ს------ ა-----------ის მიერ მართალია ჩადენილია საქართველოს სსკ-ის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები (რამდენიმე დანაშაული), თუმცა ორი დანაშაულებრივი ქმედება წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, ხოლო ერთი მძიმეს;
პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს ასევე ბრალდების მხარის აპელირებას იმასთან მიმართებით, თითქოს მოცემული შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოდ გამოყენებული სასჯელის - ერთი წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა არის მსუბუქი სასჯელი;
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ და ისე განუსაზღვრა სასჯელი, შესაბამისად პალატას თვლის, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ს------ ა-----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი, დანიშნული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----- ქ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი ს------ ა-----------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ი-----ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----- ქ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი ს------ ა-----------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად.
ს------ ა-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ს------ ა-----------ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ს------ ა-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 31 მაისიდან.
ს------ ა-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ს------ ა-----------ის, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება - მომცრო ზომის ბოთლი, მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებითა და გადახვეული ცელოფნის პაკეტით, განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მურმან ისაევი