განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002644609
საქმე №1ბ/1624-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-------------ის
მსჯავრდებულის: ზ--------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს---------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ--------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: ქ------–---–--------------–-------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუქნტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 14 მაისის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 მაისს, სახლში ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკებისას ზ---------------–---–მა მეუღლეს - ლ------------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორივე მუშტს ურტყამდა თავში, ასევე საფეთქლის არეში, რის შემდეგაც ორივე ხელი მოუჭირა ყელზე და ახრჩობდა. ლ------------ის მიერ არაერთი თხოვნის შემდეგ ზ--------------–---–მა გაუშვა ხელი. აღნიშნული ქმედების შედეგად ლ------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ზ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 25 ივნისის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკების დროს ზ---------------–---–მა მეუღლეს, ლ------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი თავში, ასევე ძლიერად მოქაჩა თმებში. აღნიშნული ქმედების შედეგად ლ------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ზ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე, ლ------------ე და ზ--------------–---–ი იმყოფებოდნენ მათ საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ-------–--–-------------------------------–--------–--------------------–---------------------------ში, რა დროსაც ზ--------------–---–მა სრულიად უმიზეზოდ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ------------ეს, კერძოდ, ორჯერ ჩაარტყა მუშტი თავში, ასევე მუშტებს ურტყამდა სახისა და კბილების არეში. ლ------------ემ თავის დაღწევა მოახერხა გაქცევით. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი მცირეწლოვანი შვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით:
ზ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 14 მაისის ეპიზოდი, 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 25 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 (ცხრა) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდისათვის) დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ზ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 (ცხრა) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ზ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 აგვისტოდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ--------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს---------–--ემ.
სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ მოითხოვა ზ--------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, მსჯავრდებულს ეკმაროს პატიმრობაში ყოფნის ვადა, გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან და სასჯელის დარჩენილი ნაწილი ჩაეთვალოს პირობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ--------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს---------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენში მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდებულს უნდა შეუმსუბუქდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის კუთხით, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეში არსებული, მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ლ------------ის, გ----------------–ის, მ------------–---–ის, რ-------------–--ის, კ----------–--------–---–ის გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ ზ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულის აღიარების, შემაკავებელი ორდერის, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ--------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუქნტით გათვალისწინებული დანაშაულები.
რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, მსჯავრდებულს ეკმაროს პატიმრობაში ყოფნის ვადა, გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან და სასჯელის დარჩენილი ნაწილი ჩაეთვალოს პირობით, სააპელაციო პალატა ნაწილობრივ ეთანხმება აღნიშნულ მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ზ--------------–---–ს უნდა შეუმსუბუქდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული მაქსიმალური სასჯელის ზომა, ამასთან, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელების ნახევარი, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა ჩაეთვალოს პირობით. სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას მიუთითებს მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ მთელ რიგ გარემოებებზე, კერძოდ, ზ--------------–---–ი არის ორი მცირეწლოვანი შვილის მამა, მან როგორც გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ამას გარდა, პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ, დაზარალებულ ლ------------ის გამოკითხვის ოქმს (უდავო მტკიცებულება), რომლის მიხედვით, მან აპატია მეუღლეს და ამ უკანასკნელის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოსაზრებას, რომ ბრალდებულს არ გამოუხატავს დაზარალებულთან შერიგების სურვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს. ამასთან, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით იგი შერიგებულია მეუღლესთან და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ აპირებენ ოჯახური თანაცხოვრების გაგრძელებას.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მსჯავრდებულ ზ--------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომა შეუმცირდეს ოთხი თვით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელების ნახევარი, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც, პალატის დასკვნით, არ იქნება უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ--------------–---–ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელის სახე და ზომა - 1 (ერთი) წლით და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ნახევარი პირობით მსჯავრად ჩაეთვლება - მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციული იქნება, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
იმავდროულად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ზ--------------–---–ს ეკმაროს პატიმრობაში ყოფნის ვადა, გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან და სასჯელის დარჩენილი ნაწილი ჩაეთვალოს პირობით. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად: ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში ზ--------------–---–ს ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, ხოლო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის 2018 წლის 24 აგვისტოდან. შესაბამისად, მას დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს თავისუფლების აღკვეთის 4 (ოთხი) თვე და 21 (ოცდაერთი) დღე. იმისათვის, რათა საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის რეგულაციებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელის ნახევარი ჩაეთვალოს პირობით, მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის და 12 (თორმეტი) დღის ვადით, რაც სამართლებრივად შეუძლებელია, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზღვარი ერთი წელია, ხოლო მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება დადებული არ არის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების კვალიფიკაციის თვალსაზრისით, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემსუბუქების თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ--------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს---------–--ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენში მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;
ზ--------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 14 მაისის ეპიზოდი, 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
ზ--------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 25 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
ზ--------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 7 (შვიდი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ზ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 7 (შვიდი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ ზ--------------–---–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 24 აგვისტოდან;
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ პირობით მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; მსჯავრდებულ ზ--------------–---–ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე