განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002468907
საქმე №1ბ/1183-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
16 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის მდივანი: ოთარ ჯუგაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------------------–--
დაცვის მხარე:
გამართლებული: ნ-----–-----------–---–---–ი (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-------–---–---------------------------------------ში;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------–--მ, ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ნ-----–-----------–---–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
გამართლებული ნ-----–-----------–---–---–ი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ბრალდების არსი:
მ--–-----------–---–---–ი ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან - ნ-----–-----------–---–---–თან ერთად, ქ. თბილისი, გ-------–---–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. თანაცხოვრების მანძილზე ნ-----–-----------–---–---–ი სისტემატურად აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მამას - მ--–-----------–---–---–ს, რა დროსაც შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, მ--–-----------–---–---–ი განიცდიდა ტანჯვას და თავს დამცირებულად გრძნობდა.
2018 წლის 20 აპრილს საღამოს საათებში, ქ. თბილისი, გ-------–---–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ნ-----–-----------–---–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მამის - მ--–-----------–---–---–ის მიმართ, კერძოდ, საცხოვრებელი ბინის საძინებელ ოთახში, საწოლში მწოლიარე მ--–-----------–---–---–ისთვის ფულის მოთხოვნაზე უარის მიღების შემდგომ, ფეხი ჩაარტყა მას ფეხის არეში, რა დროსაც მ--–-----------–---–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 20 აპრილს საღამოს საათებში, ქ. თბილისი, გ-------–---–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ნ-----–-----------–---–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - მ--–-----------–---–---–ს რა დროსაც მ--–-----------–---–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 22 აპრილს ღამის საათებში, ქ. თბილისი, გ-------–---–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ნ-----–-----------–---–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მამის - მ--–-----------–---–---–ის მიმართ, კერძოდ: მ--–-----------–---–---–ისთვის ფულის მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, მარჯვენა ხელის შეკრული მტევანი დაარტყა მას მხარში, რა დროსაც მ--–-----------–---–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 12:58 სთ-ზე, ნ-----–-----------–---–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მამის - მ--–-----------–---–---–ის მიმართ, კერძოდ, ქ. თბილისი, გ-------–---–-----------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ყოფნისას, მ--–-----------–---–---–ისთვის ფულის მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, ნ-----–-----------–---–---–მა ხელები მოუჭირა მას ყელში და ახრჩობდა, რა დროსაც მ--–-----------–---–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ნ-----–-----------–---–---–ის მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულებების (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით) ჩადენა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა მ--–-----------–---–---–მა და მოწმე ლ---–--------ემ საქმის არსებითი განხილვისა, ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.
მოწმის - პატრულ - ინსპექტორის ი------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 იანვარს შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა მ--–-----------–---–---–ის მიერ 112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. შემთხვევის ადგილზე დახვდა აგრესიული და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნ-----–-----------–---–---–ი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მამას - მ--–-----------–---–---–ს. სახლში ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებულის დედა და მისთვის უცნობი ახალგაზარდა, რომლებიც ცდილობდნენ ნ-----–-----------–---–---–ის დამშვიდებას. მოწმის განმარტებით, დაზარალებულს ჩამოართვა ახსნა-განმარტება და გამოსცა შემაკავებელი ორდერი. რაც შეეხება ნ-----–-----------–---–---–ის მიმართ ბრალად შერაცხულ 2018 წლის 20 აპრილის, 22 აპრილის და 23 აპრილის ეპიზოდებს (ფიზიკური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა) აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია.
მოწმეებმა - გ--–--------ემ, ი---------–----ემ, ლ-----------–---–მა და ვ-----–--------–---–--მ, რომლებიც არიან პოლიციის თანამშრომლები, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მართებულობა, რომლებიც მათ მიერ იქნა ჩატარებული ან რომელშიც მიიღეს მონაწილეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენის თანახმად, ნ-----–-----------–---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 საათი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 საათით და საბოლოოდ ნ-----–-----------–---–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, ნ-----–-----------–---–---–ს აეკრძალა მ--–-----------–---–---–ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა - მოძალადის მსხვერპლის ან მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით, ნ-----–-----------–---–---–ს აეკრძალა მ--–------------–---–---–ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა - მოძალადის მსხვერპლის ან მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით, ნ-----–-----------–---–---–ს აეკრძალა მ--–-----------–---–---–ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა - მოძალადის მსხვერპლის ან მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება.
ბრალდებულმა ნ-----–-----------–---–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს გამოიყენა დუმილის უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, ნ-----–-----------–---–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ ნ-----–-----------–---–---–ის ბრალდების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა ორი პირდაპირი მტკიცებულება, დაზარალებულ მ--–-----------–---–---–ისა და მოწმე ლ---–--------ის გამოკითხვის ოქმები, თუმცა მათ საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას გამოიყენოს დაზარალებულ - მ--–-----------–---–---–ისა და მოწმე - ლ---–--------ის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ ნ-----–-----------–---–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან მამის - დაზარალებულ მ--–------------–---–---–ის მიმართ 2018 წლის 20, 22 და 23 აპრილს ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, 2018 წლის 20 აპრილს მუქარა, ასევე სისტემატური შეურაცხყოფა, შესაბამისად მოწმის - პატრულ-ინსპექტორ ი------–-----ის ჩვენება, რომელიც ეხება 2018 წლის 21 იანვრის ფაქტს, გარდა იმისა, რომ აღნიშნული არადამაჯერებელი და წინააღმდეგობრივია, საერთოდ არ არის პირდაპირ კავშირში ნ-----–-----------–---–---–ის მიმართ ბრალად შერაცხულ ფაქტებთან და ასახავს კონფლიქტის სულ სხვა ეპიზოდს.
რაც შეეხება დანარჩენ მტიცებულებებს, არც ერთი მათგანი ირიბადაც კი არ მიუთითებს ნ-----–-----------–---–---–ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულებების ჩადენის ფაქტებზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ;
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი ნ-----–-----------–---–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ------------------–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ნ-----–-----------–---–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში .
ნ-----–-----------–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ნ-----–-----------–---–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/