განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2019
საქმის ნომერი
120100118002663310
ინსტანცია
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002663310

საქმე №1ბ/1689-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მა-–----------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, ი---------–------------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენით მა-–----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 წელი;

 

მა-–----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის აგვისტოს თვეში, ადიგენის რაიონის დ---------------–--------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მა-–---------------–---–მა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს გა-----------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახისა და ხელის არეში, ასევე მოითრია თმიდან, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი-----------–---–---–მა და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მა-–---------------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, არ შეესაბამება დანაშაულის ჩამდენის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ვინაიდან ბრალდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ არის დაინტერესებული მართლმსაჯულების განხორციელებაში, ხოლო მოსამართლე მას შემამსუბუქებელ გარემოებად უთვლის აღიარებას ასევე სასამართლოს მიერ მითითებულია, რომ ბრალდებულს დამძიმებელი გარემოება არ აქვს, რაც არასწორია ვინიადან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მოცემულ შემთხვევაში დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც ცალსახად წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას და სასჯელის დანიშვნისას სასამართლო უნდა ყოფილიყო უკიდურესად მკაცრი.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ გა-----------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ვე-------–-------–---–ის, სვ----–--------–--ას, ინ-----------–---–ის, გო----------------ის გამოკითხვის ოქმები, მა-–---------------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, დადგენილება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დადგენილება გა-----------------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნიშანია.

ასევე პალატა არ იზარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულმა ხელი არ შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ვინაიდან მან აღიარა და გულწრფელად მოინანია დანაშაული და მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ.

შესაბამისად, პალატა არ ეთანხმება აპელანტის მოსაზრებას, რომ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

მა-–----------------–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი;

 

პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ მა-–----------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მა-–---------------–---–ის მიმართ აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

მა-–---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 23 აგვისტოდან 2018 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ერთი 9 მმ ნომინალური კალიბრის “------------------ მოდელის პისტოლეტის საშტატო ნიმუში საქარხნო ნომრით E------------- თავისივე საშტატო მჭიდით, რომელიც ინახება შსს ა-------------------–--------------–---------------- პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე