განაჩენი

სისხლის სამართლის 23.01.2019
საქმის ნომერი
330100117001894487
ინსტანცია
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100117001894487

საქმე №1ბ/1645-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

23 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის მდივანი: ნინო სოლომნიშვილი

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ---------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: უ---------ე (პირადი ნომერი №0----------), დაბადებული 1----–-–---------------–-, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ე-------–---–--------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, კ------–------------------------------------ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

სასჯელი: (განაჩენთა ერთობლიობით) თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

 

ადვოკატი: ტ------------ე

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------–---–მა და მსჯავრდებულ უ---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ------------ემ.

 

სააპელაციო საჩივრით აპელანტი - სახელმწიფო ბრალმდებელი თ------------–---–ი ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, ხოლო დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულისათვის გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ---------------–---–ის მიერ წარმოდგენილი იქნა მსჯავრდებულ უ---------ესა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------–---–ს შორის 2019 წლის 17 იანვარს მიღწეული საპროცესო შეთანხმების ოქმები და შუამდგომლობა და ითხოვა მისი დამტკიცება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

უ---------ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

უ---------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების: ამინო-ფენილ-ეთანონის (Amino-Phenil-Ethanon) ნაერთთა კლასის კუთვნილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება -a-PVP, საერთო წონით 0,1592 გრამი, რომელსაც უკანონო ინახავდა 2017 წლის 16 მარტს, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის N31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე პირადად.

 

საპროცესო შეთანხმების არსი:

 

წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმებით, უ---------ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშვედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5(ხუთი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის, 11(თერთმეტი) თვის და 26(ოცდაექვსი) დღის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით უ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5(ხუთი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10(ათი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 15(თხუთმეტი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი და უდაოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: ე-----------–--–---–ის, დ------------–--ის და დ----------------ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ უ---------ის გამოკითხვის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის განაჩენით, ქიმიური ექსპერტიზის №5----------- დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ უ---------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

პალატამ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ.

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული უ---------ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ.

 

შუამდგომლობა სასამართლოში წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მათი დამტკიცების თაობაზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატას მიაჩნია, რომ უ---------ემ ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორ თ------------–---–სა და მსჯავრდებულ უ---------ეს შორის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

უ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშვედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5(ხუთი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით უ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5(ხუთი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10(ათი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 15(თხუთმეტი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

უ---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 9 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 16 მარტიდან 2017 წლის 18 მარტის ჩათვლით.

 

გაუქმდეს უ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 1000(ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - უ---------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული თეთრი ფერის ქაღალდში შეხვეული მომწვანო-მოცისფრო ფხვნილისებრი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება -a-PVP, საერთო წონით 0,1592 გრამი (კვლევის შემდეგ დარჩა - 0,1473 გრამი), რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს კანონით გათვალისწინებული წესით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/